;
24 იანვარი 2015      slimshady     14 კომენტარი     ნანახია 7896-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ფილმები

წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან

წიგნის ადაპტირება დიდ ეკრანებზე ჰოლივუდისთვის უცხო არ არის და ხშირ შემთხვევაში ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სცენარი წარმატების გარანტია და წიგნის მოყვარული-წინასწარ მომლოდინე აუდიტორიაც ფილმის პოპულარობის მომასწავლებელია. 2015 წელს მრავალი ასეთი ფილმის ნახვა მოგველის, იქამდე კი შეგიძლიათ სახლებში დასხდეთ კომფორტულად, ჩაი/ყავა და თქვენი საყვარელი სასუსნავებით და წაიკითხოთ წიგნები, რომლებზე დაფუძნებულ ფილმებსაც 2015 წელს ცისფერ კინოეკრანებზე ვიხილავთ და სავარაუდოდ კინო-გაქირავების ბოქს-ოფისებსაც მოხსნის. გთავაზობთ ყველანაირი ჟანრის და ყველანაირი ასაკისთვის მისაღებ წიგნთა სიას, ფილმები კი უკვე პროდაქშენის ეტაპზეა!

Mockingjay (Part 2), Suzanne Collins
"კაჭკაჭჯაფარა" - სუზან კოლინსი

წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი "კაჭკაჭჯაფარა : ნაწილი 1" 2014 წელს გამოჩნდა კინოთეატრებში და შიმშილის თამაშების სერიების სხვა ფილმებს არაფრით ჩამოუვარდა,როგორც რეიტინგით,ასევე შემოსავლით.მე-2 და საბოლოო ნაწილის პრემიერა 2015 წლის 20 ნოემბერს იგეგმება.იქამდე კი შეგიძლიათ სუზან კოლინსის ტრილოგიის მესამე ნაწილის წაკითხვა,სადაც შეიტყობთ რა ბედი ეწევა ქეთნის ევერდინს,ვის არჩევს ის: თავის მეწყვილე პიტას თუ გეილს,რომლსაც დიდი ხანია იცნობს.ტრილოგიის ბოლო ნაწილი მთავარი გმირის აჯანყებასა და ბრძოლას აღწერს რეჟიმისა და პრეზიდენტ სნოუსადმი."კაჟკაჟჯარფარა" სუზან კოლინსმა 2010 წელს დაწერა და წიგნის პოვნა შეგიძლიათ როგორც ქართულ,ასევე რუსულ და ინგლისურ ენებზე.

ამაზონის შეფასება : 4.3/5

წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან


✏The Martian, Andy Weir
მარსიანელი - ენდი ვირი

ამ ფანტასტიკური ჟანრის წიგნში ვკითხულობთ ასტრონავტ მარკ ვეტნის შესახებ,რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ვინც მარსსზე ფეხი დადგა და როგორც ხალხს სჯერა. პირველი ადამიანია ვინც იქ მოკვდა.მისი ხომალდის წევრებსაც ჰგონიათ რომ მარკი მტვრის შტორმის დროს დაიღუპა,თუმცა სინამდვილეში ის დამწყვდეულია მარსზე მარტო,არანაირი კავშირით დედამიწასთან.ფილმი 27 ნოემბერს გამოვა და მასში ვიხილავთ ისეთ მეგა ვარსკვლავებს ,როგორებიცა არიან მეთ დეიმონი,ჯესიკა ჩესტეინი,კეიტ მარა,შონ ბინი,კრისტენ ვიგი.

ამაზონის შეფასება : 4.6/5

წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან


✏The Scorch Trials, James Dashner
ცეცხლის გამოცდები - ჯეიმს დაშნერი

კიდევ ერთი ბლოკბასტერი - "ლაბირინთში მორბენალი" სწორედ ჯეიმს დაშნერის ტრილოგიაზეა დაფუძნებული."ცეცხლი გამოცდები" რიგით მეორე წიგნია,რომელშიც მოვლენები მას შემდეგ ხდება,რაც ბიჭები ლაბირინთიდან თავს აღწევენ და გამოცდის მეორე ეტაპზე გადადიან.წიგნში ისინი ცდილობენ იპოვონ წამალი მომაკვდინებელი ვირუსისთვის.ისინი უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან გზად და საშინელი კლიმატური პირობებიც უშლით ხელს.მეორე წიგნი მკითხველის თქმით ისეთივე დამაინტრიგებელია,როგორიც პირველი.რაც შეეხება ფილმს,რომელშიც მაყურებლის ფავორიტი მსახიობი დილან ო ბრაიანი თამაშობს,2015 წლის 16 სექტემბერს გამოვა.წიგნი შეგიძლიათ ნახოთ ინგლისურ ან რუსულ ენებზე.

ამაზონის შეფასება : 4.4/5

წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან

✏In the Heart of the Sea, Nathaniel Philbrick
ზღვის გულში - ნათანიელ ფილბრიკი

"ზღვის გულში" ნამდვილ ისტორიაზეა დაფუძნებული და აღგვიწერს ხომალდ "ესექსის" თავგადასავალს,რომელსაც თავს უზარმაზარი კაშალოტი-კბილებიანი ვეშაპი დაესხა თავს და ეკიპაჟის წევრები 90 დღის მანძილზე ზღვაში მარტოები დატოვა.გადარჩენისთვის ისინი ექტრემალურ ზომებს იღებენ.ფილმი ამავე სახელწოდებით დიდ ეკრანებზე 13 მარტს გამოდის და მასში შეგვეძლება ვიხილოთ კრის ჰემსვორტი და კილიან მერფი.




ამაზონის შეფასება : 4.6/5

წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან
წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან
წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან


✏Paper Towns, John Green
ქაღალდის ქალაქები - ჯონ გრინი

ჯონ გრინი(ავტორი ნაწარმოებისა "ბედის ვარსკვლავის ბრალია") თავის ტრიუმფს განაგრძობს და მისი კიდევ ერთი წიგნი გამოჩნდება დიდ ეკრანებზე 2015 წლის 19 ივნისს.ავტორმა წიგნი 2008 წელს გამოაქვეყნა და ის ორი თინეიჯერის თავგადასავალს მოგვითხრობს.მარგო,რომელსაც ფილმში მოდელი კარა დელავინი ითამაშებს,თავის მეგობარსა და მეზობელს - კვენტინს (ფილმში - ნატ ვულფი) მიაკითხავს ერთ ღამეს და დახმარებას სთხოვს:მას სურს შური იძიოს იმ ადამიანებზე,რომლებმაც მას ზიანი მიაყენეს,თუმცა მეორე დილით მარგო გაუჩინარდება და კვენტინისთვის მინიშნებებს ტოვებს,კვენტინი,მეგობრებთან ერთად, გადაწყვეტს ნებისმიერ ფასად იპოვოს მარგო.თუკი თინეიჯერული წიგნების მოყვარული ხართ,ეს ნაწარმოები სწორედ თქვენთვისაა!

ამაზონის შეფასება : 4.3/5

წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან

✏The Last Apprentice , Joseph Delaney
ბოლო მოწაფე - ჯოზეფ დელეინი

ჯოზეფ დელეინი ცნობილი ფანტასტიკური ჟანრის მწერალია,რომელმაც "ბოლო მოწაფის" სერიების გამოქვეყნება 2004 წელს დაიწყო და დღემდე აგრძელებს წერას.წიგნში ბოროტებასთან მებრძოლი მასტერი - ჯონ გრეგორი (ჯეფ ბრიჯსი ფილმში) ეძებს თავის შემცვლელს,მაგრამ მის მიერ მოწყობილ გამოცდას ვერავინ უძლებს.მისი ბოლო იმედი მყარდება ბოლო მოწაფეზე - ახალგარზდა თომას უორდზე (ბენ ბარნესი).მისი პირველი დავალებაა დაამარცხოს ბოროტი მალკინი (ჯულიანა მური).ფანტასტიკის მოყვარულთათვის ეს წიგნი შეუდარებელია.ფილმი კი დახუნძლულია ცნობილი მსახიობებით:კიტ ჰარინგტონი,ბენ ბარნესი,ჯულიანა მური...მისი სახელწოდებაა "მეშვიდე ვაჟი" (Seventh Son) და მისი ხილვა 6 თებერვლიდან შეგიძლიათ.




ამაზონის შეფასება : 4.4/5
წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან
წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან
წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან


✏The Longest Ride, Nicholas Sparks
ყველაზე გრძელი მგზავრობა - ნიკოლას სპარკსი

ნიკოლას სპარკსი ავტორია ცნობილი თინეიჯერული ნოველებისა,როგორებიცაა "უბის წიგნაკი","იჩქარე შემიყვარო","ძვირფასო ჯონ" და ა.შ. "ყველაზე გრძელი მგზავრობა" 2013 წელს გამოვიდა,ხოლო მასზე გადაღებული ფილმის ნახვა 10 აპრილიდან შეგეძლებათ.ფილმში სკოტ ისტვუდი,რეჟისორ კლინტ ისტვუდის შვილი ითამაშებს.წიგნი კი,როგორც სპარკსის სხვა ნაწარმოებები,სავსეა რომანტიკით,ურთიერთობის პრობლემებით,საიდუმლოებებით და სცენებით,რომლებიც აგატირებთ.წიგნი შეგიძლიათ წაიკითხოთ ინგლისურად,მალე კი რუსულადაც.




ამაზონის შეფასება : 4.6/5

წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან


✏The Mortdecai Trilogy, Kyril Bonfiglioli
მორტდეცკაის ტრილოგია - კირილ ბონფილიოლი

კირილ ბონფილიოლი მე-20 საუკუნის ინგლისელი მწერალი გახლავთ,რომლის ტრილოგია ჩარლი მორტდეკაის შესახებ ბოლო დროს პოპულარული გახდა,რადგანაც მასზე ჰოლივუდმა ფილმის გადაღება გადაწყვიტა ჯონი დეპის,გვინეტ პელტროუსა და ედვარდ მაკგრეგორის მონაწილეობით.წიგნი მომხიბლავ და თავაშვებულ არისტოკრატ ნახატბით მოვაჭრე ჩარლი მორტდეკაის ეხება,რომელიც ამერიკაში მიემგზავრება,სადაც დიდი ხნის დაკარგულ ნახატს ეძებს,რომელზეც მითითებული უნდა იყოს ოქროთი ავსებული საგანძურის ადგილმდებარეობა.წიგნი მახვილი იუმორითაა დაწერილი და ძალიან დამაინტრიგებელია - ამბობენ მკითხველები.ფილმი 2015 წლის 23 იანვარს გამოდის კინოთეატრებში.




ამაზონის შეფასება : 4.2/5

წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან
წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან


✏Still Alice, Lisa Genova
კვლავ ელისი - ლიზა ჯენოვა

ლიზა ჯენოვას 2007 წლის რომანის ეკრანიზაცია 2015 წლის 16 იანვარს შესდგა.ფილმში ჯულიანა მური და კრისტენ სტიუარტი თამაშობენ,ჯულიანა თავისი შესრულებით ოსკარის ნომინანტთა სიშიც კი მოხვდა.ფილმი ნამდვილად შეუდარებელია,მაგრამ თქვენ ასევე შეგიძლიათ წიგნითაც დატკბეთ,რომელიც სამი შვილის დედასა და ლინგვისტ ელისსზე მოგვითხრობს.ელისს ალცჰეიმერის დაავადებას აღმოუჩენენ და ის ნელ-ნელა კარგავს მეხსიერებას და ავიწყდება თავისი ქმარი და შვილები.




ამაზონის შეფასება : 4.7/5

წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან


✏Where Rainbows End, Cecelia Ahern
სადაც ცისარყელა მთავრდება - სესილია აერნი

ირლანდიელმა მწერალმა სესილია აერნმა წიგნი "სადაც ცისარტყელა მთავრდება" 2004 წელს გამოაქვეყნა და იმ წლის განმავლობაში ის მსოფლიო მასშტაბით ბესტსელერი გახლდათ.ახლა კი ნაწარმოების ფილმად ნახვაც შეგვიძლია,ფილმის სახელწოდებაა Love,Rosie (სიყვარულით როზი).წიგნი როზი და ალექსზე გვიყვება,რომლების ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს და იდეალურები არიან ერთმანეთისთვის,თუმცა ამას ვერ ხვდებიან.მიუხედავად იმისა,რომ თინეიჯერობის ასაკში მოშორებით ცხოვრობენ,იმეილებისა და წერილების საშუალებით მაინც არ კარგავენ ურთიერთიბას.ფილმი 6 თებერვალს გამოვა და მასში მონაწილეობენ ლილი კოლინზი და სემ კლეფინი.




ამაზონის შეფასება : 4.2/5

წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან
წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან


✏Fifty Shades of Grey, E.L. James
გრეის ორმოცდაათი ელფერი - ი ელ ჯეიმსი

წიგნში ახალგაზრდა,გულუბრყვილო გოგონას - ანასტასია სტილს უყვარდება მდიდარი,დიდი ძალაუფლების მქონდე,დომინანტი კრისტიან გრეი.მათი ახალი რომანი ანას ბნელ და კრისტიანის უჩვეულო მხარეს მოჰფენს ნათელს.წიგნში ასახულია სადო-მაზოხიზმი და დატვირთულია ეროტიკული სცენებით,რის გამოც ხალხი დიდი მოლოდინით ელის ფილმის გამოსვლას.ფილმში მონაწილეობენ დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნანი და ის ვალენტინობის დღეს - 14 თებერვალს გამოდის კინოთეატრებში.




ამაზონის შეფასება : 3,4/5

წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან
წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან


✏Far from the Madding Crowd, Thomas Hardy
გადარეული ბრბოსგან მოშორებით - ტომას ჰარდი

"გადარეული ბრბოსგან მოშორებით" მე-19 საუკუნის ნაწარმოებია და მისი ეკრანიზაცია მრავალჯერს სცადეს ჰოლივუდში.2015 წლის 1 მაისს მისი ახალი ვარიანტის ხილვას შევძლებთ კერი მულიგანის,მაიკლ შინის და ჯუნო ტემპლის მონაწილეობით.წიგნი კლასიკური სიყვარულის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს : მთავარი გმირი დამოუკიდებელი და მომხიბლავი ქალია,რომელიც სამი კაცის ტრფობის საგანი გახდება : მწყემსის,ოფიცერის და მდიდარი უცოლო კაცის.რომანი მძიმე გადაწყვეტილებებზე და ურთიერთობებზეა.




ამაზონის შეფასება : 4.4/5

წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან
წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან

✏The DUFF, Kody Keplinger
უშნო,მსუქანი მეგობრის ტიტული - კოდი კეპლინგერი

თინეიჯერული კომედია/დრამა სოციალურად გარიყულ ბიანკა პაიპერზე გვიყვება,რომელსაც ერთგული მეგობრების წრე ჰყავს და ყველაფრით კმაყოფილია,მაგრამ ერთ დღეს აღმოაჩენს,რომ ხალხი მას "უშნო,მსუქანი მეგობარს" (Designated Ugly Fat Friend) უწოდებს.ის ურთიერთობას იწყებს სიმპატიურ უესლისთან,რომელიც უყვარდება,რაც მის ცხოვრებაში ყველაფერს ართულებს.ფილმი კინოთეატრებში 20 თებერვალს გამოჩნდება.




ამაზონის შეფასება : 4.3/5

წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან


✏Dead Stars , Bruce Wagner
მკვდარი ვარსკვლავები - ბრუს ვაგნერი

ბრუს ვაგნერმა მოღვაძეობა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში დაიწყო და ის განთქმული იყო თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით ჰოლივუდისადმი.2012 წელს გამოქვეყნებული რომანი "მკვდარი ვარსკვლავებიც" არაა გამონაკლისი და სატირულ ისტორიას გვიყნება ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის შესახებ.ფილმის სახელწოდებაა Maps to The Stars და სახელის შესაბამისად ის ვარსკვლავებითაა დახუნძლული,მასში მონაწილეობენ ჯულიანა მური,რობერტ პატინსონი,ჯონ კუსაკი,მია ვასიკოვსკა.მისი პრემირა 27 თებერვალს შედგება.




ამაზონის შეფასება : 3.3/5

წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან
წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან


✏Insurgent, Veronica Roth
მეამბოხე - ვერონიკა როტი

"მეამბოხე" ვერონიკა როტის დივერგენტის ტრილოგიის მეორე ნაწილია,რომელშიც ვაგრძელებთ ტრისის თავგადასავალს და თვალს ვადევნებთ მის აჯანყებას ჯენინ მეთიუსის წინააღმდეგ,რომელიც საზოგადოების დანაკუწებას ცდილობს.მკითხველების თქმით,წიგნი ამაღელვებელია და მისი ხელიდან გაშვება გაგიძნელდებათ.იმედია მასზე გადაღებული ფილმი ისეთივე წარმატებული აღმოჩნდება,როგორც პირველი.ფილმს ,შეილინ ვუდლის,ანსელ ელგორტის და თეო ჯეიმსის მონაწილეობით , 20 მარტს უნდა ველოდოთ.




ამაზონის შეფასება : 4.5/5

წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან
წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან


✏Frankenstein , Mary Shelley
ფრანკენშტეინი - მერი შელი

ფრანკენშტეინის ისტორია ალბათ ყველამ იცის: დოქტორ ვიკტორ ფრანკენშტეინი და მის მიერ გაცოცხლებული ადამიანები.მაგრამ მერი შელის ეს რომანი არასტანდარტულ გზას არჩევს და ფოკუსს ვიკტორის მოწაფე - იგორზე აკეთებს.იგორს ფილმში ცნობილი მსახიობი დენიელ რედკლიფი ითამაშებს.ფილმში ასევე ვიხილავთ ჯეიმს მაკევოის და ჯესიკა ბრაუნს.დიდ ეკრანებზე მისი ხილვა 2 ოქტომბრიდან შეგვიძლია.წიგნის წაკითხვა კი ყველა ენაზეა შესაძლებელი.

ამაზონის შეფასება : 4.2/5

წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან

✏Serena, Ron Rash
სერენა - რონ რეში

2008 წელს გამოქვეყნებული რომანი "სერენა" ჩვეულებრივი თინეიჯერული დრამა არ არის.მოქმედება წიგნში 30-იანი წლების ამერიკაში ხდება.ახალდაქორწინებული ჯორჯი და სერენა ტყის იმპერიას აგებენ და მზად არიან მოიცილონ ყველა,ვინც წინ აღუდგებათ.როდესაც სერენა აღმოაჩენს,რომ მას შვილების გაჩენა არ შეუძლია,ცდილობს მოკლას ბავშვი,რომელსიც ჯორჯს შვილივით უყვარს.ფილმი 27 მარტს გამოჩნდება კინოთეატრებში და ჩვენ ჯენიფერ ლორენსისა და ბრედლი კუპერის კვლავ ერთად ხილვას შევძლებთ.მათთვის ეს მესამე საერთო ფილმია.ოსკარის ნომინანტი მსახიობებისგან ფილმში არაჩვეულებრივ შესრულებას უნდა ველოდოთ.




ამაზონის შეფასება : 3.8/5

წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან
წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან
წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან


✏Child 44, Tom Rob Smith
44-ე ბავშვი - ტომ რობ სმიტი

2008 წელს გამოქვეყნებული ტრილერი - "44-ე ბავშვი" უფრო სერიოზული ნაწარმოებია და ის ლეო დემიდოვის შესახებ მოგვითხრობს.ლეო,თავდადებული და ერთგული მსახური და ოფიცერია სტალინის საბჭოთა კავშირის არმიისა.მაგრამ მას ჩამოაქვეითებენ,როდესაც ის იწყებს ბავშვების სერიული მკვლელობების გამოძიებას.ამ დანაშაულის არსებობის აღიარება თავად დანაშაული იყო სსსრ-ში.დემიდოვი და მისი ცოლი მკვლელის ძიებას იწყებენ და გზად შემაძრწუნებელ საიდუმლოებსაც იტყობენ.ფილმში მონაწილეობენ ტომ ჰარდი,გარი ოლდმენი და ის 17 აპრილს გამოვა კინოთეატრებში.

ამაზონის შეფასება : 4.3/5

წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან
წიგნები, რომლებიც 2015 წელს ფილმებად იქცევიან

კატეგორია: საინტერესოა, ფილმები
Tags:

14


  • onlygirl თქვა:
    25 იანვარი 2015 18:38 - ID: 14,
    მაგარია

  • tamarii თქვა:
    25 იანვარი 2015 14:59 - ID: 13,
    არაჩვეულებრივი სიახლეა love love ჯულიანა გადამრევს რამდენ ფილმში მონაწილეობს დაისვენოს ცოტა wink

  • slimshady თქვა:
    25 იანვარი 2015 13:38 - ID: 12,
    ციტატა: NiNi_N
    ისე სერენა ხო გამოვიდა უკვე 2014-ში?


    ზოგიერთ ქვეყანაში გამოვიდა,მაგრამ ამერიკაში ოფიციალური პრემიერა მარტში იქნება.

  • verski თქვა:
    25 იანვარი 2015 01:32 - ID: 11,
    love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top