21 January 2015      Ancho.     Views 3 899    
Category: Fun, Interesting / Films, Movies / Stars

http://data3.whicdn.com/images/156463229/large.jpg


მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია

ფიქრები კარიერის, სიმამაცის, მარტოობისა და ინტერსტელარის თემაზე

როდის გახდა მეთიუ მაკკონახი ჰოლივუდის "მაგარი ბიჭი"?

დღეისათვის სასიამოვნოა ვიფიქროთ, რომ მეთიუმ თავისი სამსახიობო მონაცემები გაცილებით ფართოდ გამოააშკარავა წინა წლებთან შედარებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ ირჩევდა სათანადო როლებს "დალასის შემსყიდველთა კლუბის" გამოსვლამდე. თითქოს მეთიუ მაკკონახი მეორეხარისხოვანი ჰოლივუდელი მსახიობობისგან უცებ პირველი რანგის მოთხოვნად კადრად გადაიქცა, არც ისე სწორი დახასიათებაა, ამ დრომდე მეთიუმ მოასწრო ისეთ რეჟისორებთან მუშაობა როგორებიც არიან რიჩარდ ლინქლეითერი, სტივენ სპილსბერგი, სტივენ სოდერბერგი.. მისი სამსახიობო ევოლუციისათვის აუცილებელია შეჯერდეს მისი ფილმოგრაფიის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი.

http://33.media.tumblr.com/86c97b86a61709a9df06afe5d7a144f6/tumblr_myufqcOmdC1qmew4wo1_500.gif


1993
Dazed&Confused


ტარანტინომ ფილმი საკმაოდ დადებითად შეაფასა. მეთიუ სხვა ცნობილი მსახიობების ფონზე ბრწყინვალედ გამოჩნდა. იყვნენ ესენი მილა იოვოვიჩი, ბენ აფლეკი... მიუხედავად იმისა, რომ ფილმი რამდენიმე გმირის ისტორიას გვიყვება და მთავარი გმირი არ ჰყავს, მაკკონახი აქ ყველაზე უფროსი, ავტორიტეტული და გავლენიანია.

მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია

1996
A Time to Kill


თავისი კარიერის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ჯოელ შუმახერის ფილმში მთავარი როლის მიღება, რადგანაც ამ როლის პრეტენდენტებად განიხილებოდნენ ბრედ პიტი, კევინ კოსტნერი, რობერტ დაუნი უმცროსი.. იდეალისტი ადვოკატის როლმა, რომელიც მზადაა სამართლიანობისთვის ყველაფერი გაიღოს, ოჯახი, სახლი და თავისი რეპუტაციაც კი მაყურებელი შეძრა.

მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია

1999
Ed Tv


ფილმის შემქმნელთა შთაგონება "თრუმანის შოუ" გახდა. აქ მეთიუ მაკკონახი თითქოს თავისი თავია: კეთილი ბიჭი ტეხასური აქცენტით, რომელიც ერთ ღამეში ხდება სატელევიზიო ვარსკვლავი და საყოველთაო ჭორაობის საგანი. აქ მისი და ვუდი ჰარლსტონის პირველი კომპანიონობა შედგა, რომლებიც მომავალში "ნამდვილ დეტექტივებად" მოგვევლინნენ.

მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია


2003
How to Lose a Guy in 10 Days


არსებობს სამი მიზეზი უყუროთ ამ ფილმს. პირველი - გაიგოთ რის მიღწევას ცდილობს ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჟურნალის თანამშრომელი ქეით ჰადსონი, ნახოთ როგორ გამოიყურება გმირი სახელად შალომ, და იხილოთ მეთიუ მაკკონახი გადავარცხნილი თმითა და მომაჯადოვებელი მზერით.

მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია

2005
Two fot the Money


აქ თითქოს მისი პირველი ნაბიჯები შეიქმნა "უოლ-სტრიტის მგელისათვის". ფილმს ტიპიური ჰოლივუდური სცენარი აქვს. მეთიუ მაკკონახი ამერიკული ფეხბურთის ფანატური ქომაგია, რომელსაც მუხლის დაზიანების გამო სპორტიდან უწევს წასვლა. აქ კი თამაშში ალ პაჩინოც ერთვება..

მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია

2008
Surfer, Dude


ჰარლსონი და მაკკონახი კვლავ ერთად არიან. სულელი სერფერები, რომლებსაც მხოლოდ მოსაწევი, ტალღები და ქალები აინტერესებთ. ჰარლსონი ჰავაურ ჭრილში იცმევს, მეთიუს კი ფეხსაცმელიც კი არ აცვია, მხოლოდ საცურაო კოსტუმი.

მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია

2011
The Lincoln Lawyer


ლინკოლნი, არა პრეზიდენტი, არამდ ავტომობილი, რომლითაც ადვოკატი ლოს-ანჯელესში დადის, თავისი კლიენტების პრობლემებზე. სწორედ ეს ფილმი გახდა მიზეზი იმისა, რომ "ნამდვილი დეტექტივის" რეჟისორმა მეთიუს შესთავაზა სერიალში მონაწილეობა.

მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია

2012
Mud


ქარიზმატული დამნაშავე, რომელიც მართლმსაჯულებას პატარა კუნძულზე ემალება. შემთხვევით შეხვედრილი ბავშვებისთვის მაკკონახის გმირი ნამდვილი სუპერგმირია საყვარელი კომიქსებიდან გაცოცხლებული.

მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია

2012
The Paper Boy


ფილმში, სადაც მეთიუ გარშემორტყმულია ნიკოლ კიდმანის, ზაკ ეფრონისა და ჯონ კიუსაკის კამპანიით, მეთიუ მაკკონახის ბრწყინვალე კარიერის მნიშვნელოვანი აღმავალი ეტაპის დასაწყისია, რომელიც სავარაუდოდ დიდხანს გასტანს. ჰომოსექსუალი რეპორტიორის როლი, რომელშის ის საოცრად ინტელიგენტია, იმდენად, რომ ჰალსტუხს არ იხსნის არც ტყესა და არც ბარში.

მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია


2013
დალასის შემსყიდველთა კლუბი


ყველა კინოკრიტიკოსი უწინასწარმეტყველებდა ამ როლისათვის ოსკარს. ასეც მოხდა. ფილმის სიუჟეტი იმ თეგების ერთიანობაა, რომელიც ბევრს სხვადასხვა ფილმშია გაბნეული. საბოლოოდ მდიდარ ცხოვრებას უოლ სტრიტზე შიდსის, ნარკომანიის, ალკოჰოლიისა და ამერიკის შტატების კანონების პრობლემატურობა არჩიეს.

მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია


2014
ნამდვილი დეტექტივი


კეთილი, სათნო მაკკონახი წარსულს ჩაბარდა. სერიალში განსახიერებული რასთ ქოული აბსოლიტურად განსხვავდება სხვა ყველა მისი როლისაგან. თითქოს ჩაცმულობა და ხასიათი ბევრი წინა როლისგან შემორჩა, მაგრამ სერიალში თავად მეთიუ მიხვდა რამდენად განვითარდა და რა შეუძლია.

მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია


2012 წელს პრესა წერდა, რომ მეტიუ მაკკონახი, როგორც იქნა ხარისხიან ნამუშევრებში იღებდა მონაწილეობას, ეს შეიძლება მივაწეროთ არეულ გადაღებებსა და ნაკლებ გემოვნებიანობას უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, მაგრამ მაკკონახი 44 წლისაა, ჰყავს სამი შვილი, მსოფლიო დიდება და რეგულარული სამსახური, რაღაშია ის დასადანაშაულებელი? ჟურნალისტებისა და კინოკრიტიკოსების პრეტენზიები ვერასოდეს დაკმაყოფილდება. ვერასოდეს დადგინდება, რა არის სწორი საქციელი, უნდა იმონაწილეოს თუ არა მსახიობმა სერიალებსა და რეკლამებში. უნდა დათანხმდეს თუ არა ამა თუ იმ შემოთავაზებას. ზოგიერთი წყარო ცინიკურადაც კი აღნიშნავს, რომ ლეონარდოს მერამდენე ხელცარიელი გაბრუნება ღირდა იმის აღიარებად, რომ მეთიუ მაკკონახი "სწორ გზაზე დადგა".
მეთიუ მაკკონახის სამსახიობო ევოლუცია
ყველაფერი მაინც ამტკიცებს, რომ პოპულარობა და აღიარება ძალიან მოულოდნელია და სწრაფად ატყდება თავს ადამიანს და ამაზე არ ახდენს გავლენას სად და რას ითამაშებ. ამის დასამტკიცებლად მუდმივად ამბობენ, რომ ვერავინ დაასახელებს კევინ სპეისის როლებს "ამერიკულ სილამაზემდე", არავის უყვარდა რაიან გოსლინგი "დრაივამდე", ვის ახსოვს რას აკეთებდა ჟოზეფ გორდონ ლევიტი იქამდე სანამ მისი ფილმები დაუკავშირდებოდა პორნოსა და სკარლეტ იოჰანსონს.

უკანასკნელმა როლებმა მაკკონახის უნიკალური ღირებულება შესძინა კინოინდუსტრიის ბაზარზე. მაგრამ ყველაზე მთავარია მისი დამოკიდებულება ფილმებისა და საკუთარი როლების მიმართ. მისი ძლიერი მხარე არის, ის რომ ის თანხმდება ნებისმიერ სცენარს და თავის საქმეს აკეთებს საუკეთესო დონეზე. ამასთან, ის მუდმივად ახალ ამპლუას გვთავაზობს და მისი თამაში არასდროსაა ერთფეროვანი ან ერთნაირი.

http://33.media.tumblr.com/92109bb168b18c9e22d43c6f4f095d7c/tumblr_n6eisuBf0R1txrhzpo1_500.gif

http://41.media.tumblr.com/4a1cb4745d85022d125e19e750a82217/tumblr_ng6jjxl1981s3lgd7o1_500.jpg


ფიქრები კარიერის, სიმამაცის, მარტოობისა და ინტერსტელარის თემაზე

"მე 21 წლის ვიყავი, როდესაც მსახიობის კარიერა დავიწყე. მე მივატოვე იურიდიული, რათა კინოსკოლაში მევლო. მთელი ცხოვრების განმავლობაში მქონდა პერსპექტივა გავმხდარიყავი იურისტი, მაგრამ იმ დროს ეს მე ძალიან მოსაწყენად მეჩვენა. თავიდან რეჟისურით ვკავდებოდი, მაგრამ შემდეგ ჩემმა ჯგუფელმა ფილმში თამაში შემომთავაზა. ეს ფილმი გახლდათ Dazed&Confused, ხოლო ჯგუფელი ლინქლეითერი."
http://33.media.tumblr.com/7e5b22ffd2bf694e512a7f8be1302375/tumblr_nf5whj03x61skom8ho1_500.gif

"მთავარი მოტივი კარგი კარიერის შექმნისათვის? ჩუმად, წყნარად ივლი-შორს წახვალ."

"მე მომწონს ჰოლივუდი. სისულელეა თქმა რომ ის იდიოტებისა და მატყუარების თავშეყრაა. რა თქმა უნდა არიან ასეთებიც, მაგრამ ჰოლივუდში აუცილებლად შევდებით უამრავ ნიჭიერ და ღირებულ ადამიანს. უბრალოდ უნდა იცოდეთ თამაშის წესები."

http://41.media.tumblr.com/eb871d8fbfb3159581c226959c42c5eb/tumblr_nbo1d2yQzP1tjigy4o1_500.jpg


"გინდა გახდე მწერალი? დაიწყე წერა ახლავე. გინდა გახდე რეჟისორი? ახლავე დაიწყე გადაღება შენი მობილურით."

"მამაკაცს მამაკაცის სურნელი უნდა ჰქონდეს. მე არასოდეს მიხმარია დეზადორი უკანასკნელი 20 წლის მანძილზე."

"ხანდახან მე მომწონს ვიყო ცინიკური. ცინიზმი გონებამახვილურია, ასე არ არის? მაგრამ გონებამახვილობა მთავარი კონსტრუქცივი ვერ იქნება."
http://data2.whicdn.com/images/100157739/large.jpg

"ოჯახი-ეს ახალი ფილმია ყოველდღე."

"მე მარტოსული ვარ და ამით ვამაყობ. მე შემიძლია ვიყო მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი ბიჭი, ცოტაა რამ მომწონს იმაზე მეტად რაც არის ბარბექიუთი მეგობრების გამასპინძლება, მაგრამ ჩემი თავი მხოლოდ საკუთარ თავთან ვარ. არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესად მიდიხარ იქით სადაც მზერა გიპყრობს. თუ მომინდა შემიძლია 2000 კილომეტრი გავიარო, ისე შორს, როგორც შევძლებ. ერთ-ერთი ფილმი გადაღებების დასრულებისას მარტომ ვიარე 26 დღე აფრიკულ ტყეებში. მდინარე ნიგერში ვსვამდი, საჰარაში ვიარე და მე არაჩვეულებრივად გავატარე დრო."

http://41.media.tumblr.com/bb4605ad6df0cb550744b15589fc1128/tumblr_n1njosfE5I1t12pdio10_500.jpg


"იცით ვინაა ჩემი გმირი? ეს მე ვარ 10 წლის შემდეგ. 25 წლის ასაკში მკითხეს "ხარ შენი თავის გმირი?" მე ვუპასუხე, რომ ჯერ არც კი მივახლოებულვარ. ამის მერე ჩამეკითხნენ "რატომ?", მეც ვუპასუხე რომ ის გავხდებოდი 35 წლის ასაკში. და ყოველ წელიწადს, თვესა და დღეს, ჩემი გმირი არის ჩემი თავი, რომელიც ყოველთვის 10 წლით წინაა ჩემგან. მე ის ვერასოდეს გავხდები, არ გამოვა. მაგრამ ეს კარგია, რადგან ყოველთვის მაქვს მიზანი მივილტვოდე მისკენ."

"არ ავარჯიშებ სხეულს, თავი ძირს მომენტალურად დაგეხრება".

"ოსკარის შემდეგ უფრო მეტად საინტერესო სცენარებს მიგზავნიან. ეს უდაოდ მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემს კარიერაში. ოსკარმა მე მომცა მეტი კითხვის დასმის საშუალება საკუთარ თავთან. მაგალითად, "რას მომცემს მე ეს როლი?" მე მინდა ვიყო ერთადერთი, ვინც იმ კონკრეტულ როლს უხდება. ყოველთვის ასე არ გამოდის, მაგრამ მე ასე მსურს. და როდესაც ფილმის გამოსვლის შემდეგ ვინმე გეუბნება, რომ შენ ერთადერთი ხარ ვისაც შეეძლო ეს ეთამაშა-ეს არის ყველაზე საუკეთესო რამ რაც შეიძლება გითხრან."
http://38.media.tumblr.com/2db29daaba0b822f3e70697bec1ff662/tumblr_nh4hz10Iwe1qh588ko1_500.gif

"კაცებმა აუცილებლად უნდა აწარმოონ დღიური, რადგან ყოველთვის შეძლებენ რაიმე საინტერესოს ამოკითხვას."

"20 წლის წინ მე შევხვდი ადამიანს, რომელიც არ ყოფილა ხელოსანი მაგრამ ააგო 5მეტრიანი გემი და უამრავჯერ გადაცურა ატლანტის ოკეანე. ამყარებდა რეკორდებს. მან მითხრა "გენია შეიძლება გახდეს ყველაფერი რაც მას სურს, მთავარია მუდამ დარჩეს იგივე ადამიანად." ასე არ არის მართლა? უბრალოდ უნდა განაგრძო ის რასაც აკეთებ, უბრალოდ უნდა განაგრძო ცხოვრება."
http://data2.whicdn.com/images/112971240/large.gif

"მოლოდინი სოციუმისგან უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ინდივიდისგან. რაც უფრო მეტს ვიკვლევთ კოსმოსზე, უფრო მეტს ვიგებთ ჩვენ თავზე. "ინტერსტელარით" ჩვენ გავედით ყველაზე შორს კინო ისტორიაში, მაგრამ მაინც დავბრუნდით უკან და ვთქვით: "ჩაიხედე სარკეში. შენ ხარ პასუხი იმისა რაც ხდება."

"ცხოვრება არ არის წერტილების ერთობლიობა, ცხოვრება არის მძიმეების ერთობლიობა."

http://38.media.tumblr.com/4f993306b4be973a868ff6a27fbbdf91/tumblr_n30mpt1tX61rb17nno1_500.gif


Category: Fun, Interesting / Films, Movies / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top