27 January 2015      Tatia-Angelina     Views 15 618    
Category: Fun, Interesting



მსოფლიო საკულტო სერიალი ''გრეის ანატომია'' GDS-ის ეთერში დაიწყო

160 მილიონი მაყურებელი, 25 ემი და ათობით ჯილდო, 11 სეზონი უცვლელი ლიდერი ამერიკულ ტელეარხებზე. ეს ABC-ის ყველაზე მაშტაბური სერიალი ''გრეის ანატომიაა''. ამ სერიალის ხილვის საშუალება ქართული გახმოვანებით დღეს უკვე ქართველ მაყურებელს ეძლევა GDS-ის საშუალებით, 26 იანვრიდან ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 21:00 საათზე.



Grey's Anatomy
(2005–დღემდე )
TV სერიალი / ABC
ჯანრი: დრამა | რომანსი
11 სეზონი
სერიის ხანგრძლივობა: 41 წთ.
სეზონში სერიალების რაოდ.: 24
სტატუსი: მიმდინარე (დაგეგმილია 12 სეზონი)

შემქმნელი: Shonda Rhimes
სცენარისტები: Shonda Rhimes, Krista Vernoff, Joan Rater, Peter Nowalk, more
სერიალის საუნდტრეკი: Psapp - Cosy in the Rocket




2005 წელს როცა ''გრეის ანატომიის" გადაღებები დაიწყო ყველას ეგონა, რომ ერთ სეზონზე მეტს ვერ გაქაჩავდა ეთერში. მიუხედავად ამისა სერიალმა წარმოუდგენელი შედეგები აჩვენა და პირველსავე სეზონზე რეიტინგების სათავეში მოექცა.

ძნელია დაიმკვიდრო ადგილი, როცა შენი მეტოქე არც მეტი არც ნაკლები ''ექიმი ჰაუსია''. მიუხედავად ამისა ''გრეის ანატომიამ'' გამორჩეული სტილითა და განსხვავებული შინაარსით მაშინვე მიიპყრო ყურადღება, როგორც კი ეთერში გავიდა. სერიალის მომავალს ხშირად უკავშირებდნენ რეჟისორს შონდა რაიმსს, რომელიც გადაღებების დაწყებისას არც დიდი ასაკით და არც დიდი გამოცდილებით გამოირჩეოდა. მდედრობითი სქესით წარმომადგენელმა ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო და სერიალი აჩვენა მსოფლიოს. მსოფლიომ კი ის შეიყვარა და უკვე მე-11 სეზონია წარმატებით აგრძელებს ასპარეზს. გასულ წელს ამბობდნენ რომ სერიალი მე-10 სეზონით დაიხურებოდა, თუმცა მაყურებლის მოლოდინი იმდენად დიდი იყო, რომ შონდამ სერიალს კიდევ ორი სეზონი დაამატა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონების მანძილზე ბევრი პერსონაჟი (ხშირად მთავარიც) წავიდა ან მოკვდა სერიალი აქტუალობას არ კარგავს.



სიყვარული, ურთიერთობები, მეგობრობა, მტრობა, ქიშპობა, ახალგაზრდული სიგიჟეები, გაუმართლებელი და დაუგეგმავი ურთიერთობები
ისე შეგითრევთ სერიალის კულუარებში, რომ რეალობის შეგრძნებას დაგაკარგვინებთ. წარმოუდგენელი პროფესიონალიზმი, რომელსაც მსახიობები ავლენენ მალევე გახდება თქვენი ცხოვრების წესი. ისინი მოახერხებენ გახდნენ თქვენი ოჯახის წევრები.

როცა სერიალი ეთერშია მსახიობები წარმოუდგენელ რეჟიმში მუშაობენ. როგორც ისინი ამბობენ ეს რეჟიმი საშინელ წნეხს უძლებს. სწორედ ამ წესის გამოა ,რომ უამრავმა მსახიობმა უარი თქვა სერიალზე და კონტრაქტი აღარ განაგრძო. მათ შორის 10 სეზონის ბოლოს სერიალი ერთ-ერთმა მთავარმა პერსონაჟმა კრისტინას როლის შემსრულებელმა სანდრა ოჰმა დატოვა რამაც მაყურებელში მწვავე რეაქცია გამოიწვია. ასევე მთავარი როლის შემსრულებელი ელენ პომპეო კი გასულ სეზონებში 9 თვის ფეხმძიმე მუშაობდა. ასეთი ფაქტები ამ სერიალისთვის უცხო არ არის, თუმცა ფაქტია, რომ დღემდე აგრძელებს არსებობას.



კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ''სიეტლ გრეის ჰოსპიტალში''. ეს არის ადგილი სადაც არა კარგები არამედ საუკეთესოები ხვდებიან . გენიოსი ქირურგები ყოველ წამს ახდენენ სასწაულებს და ადამიანის გადასარჩენად იბრძვიან . დღეს დადგა დრო მათ ასეთივე ქირურგებად გამოზარდონ ხუთი დამწყები ქირურგი ,რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ,მაგრამ უზომო პოტენციალი აქვთ. სხვანაირ შემთქვევაში ისინი აქ ვერ მოხვდებოდნენ. ესენი არიან: მერიდით გრეი, კრისტინა იანგი, იზი სტივენსი,ჯორჯ ო'მეილი, ალექს კარეუ. მათი თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება მთელი 11 სეზონის მანძილზე საონტერესოდ ვითარდება. თუმცა მათ წინ დიდი გზა აქვთ 7 წლიანი პრაქტიკა რომელიც გამოარჩევს საუკეთესოებს და სწორედ ისინი გახდებიან ამ კლინიკის მომავალი ქირურგები. გზა რთული და დამღლელი იქნება ,მაგრამ მათ უნდა გაუძლონ ყველაფერს. პროფესიონალიზმი უპირველეს ყოვლისა. მიუხედავად ამისა მათი პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები ინტერესის ეპიცენტრში ექცევა:





მერიდით გრეი - ახალგაზრდა ქირურგი, რომელიც მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო ქირურგის ელიზ გრეის შვილია. მისი ცხოვრება არც ისე მარტივია. რთული ბავსვობა რომელიც დედის პროფესიის გამო გამოიარა ახლა თავად აირჩია. ადგილი სადაც დღეს პრაქტიკისთვის მოვიდა მისთვის უცხო არ არის. ეს ის კლინიკაა სადაც წლების მანზილზე დედამისი მუშაობდა. აქ მას ყველა იცნობს, როგორც საუკეთესო ქირურგის შვილს. მიუხედავად ამისა მან კარგად იცის, რომ აქ ადგილს საკუთარი ნიჭის გარდა ვერაფრით ვერ დაიმკვიდრებს. უფრო მეტიც მას ორმაგი პასუხისმგებლობა აკისრია. კარგად ხვდება, რომ ხშირად შეადარებენ დედამისს და მოუწევს დაამტკიცოს, რომ ადგილი რომელიც მიიღო ღირსეულად ეკუთვნის. კლინიკაში მისვლამდე ერთი დღით ადრე შემთხვევით გაცნობილი კაცი რომელთანაც ღამე გაატარა შემდგომში მისი უფროსი და კლინიკის ერთ ერთი მთავარი ექიმი დერეკ შეფარდია.



კრისტინა იანგი კონკურენტუნარიანი და ამბიციური ინტერნია, რომელიც ერთი შეხედვით მზად არის ყველაფერზე წავიდეს რათა საუკეთესოდ გამოჩნდეს . დანარჩენებთან დისტანციაში ყოფნით ცდილობს დაამტკიცოს მისი უპირატესობა განსაკუთრებით კი მერიდითთან. თუმცა მოგვიანებით სწორედ მისი საუკეთესო მეგობარი ხდება.კრისტინას გამორჩეული ნიჭი და მობილიზება მას მალევე ანიჭებს უპირატესობას. კრისტინა სწორედ ის არის ვისტვისაც სამსახურში მხოლოდ სამსახური არსებობს და ვერაფერი შეუშლის ხელს პროფესიონალიზმის გამოვლენაში. ამის გამო მას ხსირად გულქვადაც მიიჩნევენ.

იზი სტივენსი - წარსულში მოდელი იყო. ამის გამო მის პროფესიონალიზს ხშირად აყენებენ ეჭვქვეს და არასერიოზულად უდგებიან . ყველა ფიქრობს ,რომს ამედიცინო სფეროში მისი ადგილი არ არის და ჯურნალებს უნდა დაუბრუნდეს. მიუხედავად იმისა, რომ იზის ემოციურობა ხშირად გადამეტებულია და საქმის დროსაც კარგავს მობილიზების უნარს მასაც აქვს გამორჩეული ნიჭი რომლითაც ხსირად აოცებს ექიმებს.

ალექს კარეუ სიმპატიური ინტერნი მალევე ექცევა საავადმყოფოს გოგონების ყურადღების ქვეშ. თუმცა გარეგნობა არ კმარა პროფესიონალიზმის დასამტკიცებლად . მისი არასერიოზულობა ხშირად სხვებსაც უშლის ხელს ტუმცა ამის მიღმა მასში დიდი პოტენციალი და პროფესიონალიზმი იმალება.

ჯორჯ ო'მეილი მერყევი ხასიათის ბიჭია, რომელსაც ვერასდროს დაეყრდნობი. მშიშარა და დაბნეული პერსონის გამო ხუთეულში ყველაზე უპერსპექტივოდ მიიცნევა. მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიც აქვს და უნარიც მისი ეს თვისება ხელის შემშლელ ფაქტორად გვევლინება. ''სიეტლ გრეისი '' ის კლინიკაა სადაც მხოლოდ საუკეთესოები ხვდებიან . ჯორჯს ყველაზე მეტი მუშაობა მოუწევს რათა დაამტკიცოს რომ აქ მუშაობის ღირსია.

ინტერნებს ზედამხედველობს კლინიკის ერთ ერთი საუკეთესო ქირურგი მირანდა ბეილი რომელიც პროფესიონალთან ერთად საშინლად მკაცრი და მიუტევებელია .


ქირურგი დერეკ შეფარდი

ქირურგი ედისონ შეფარდ მონდგომერი









































Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top