;
25 იანვარი 2015      Johnny depp     8 კომენტარი     ნანახია 2736-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Humanity
Humanity

ადამიანზე საინტერესო არსება არ არსებობს ამ ქვეყანაზე… ვერცერთი ფილმი, მუსიკა, ნახატი, წიგნი თუ სხვა გასართობი საშუალებები ვერ გადამიფარავს ადამიანებთან ურთიერთობის და მათი შესწავლის ინტერესესს ვაკვირდები მათ სახეებს, ქცევებს, მოძრაობებს, მიმიკებს, ჟესტებს, საუბრის მანერას, ჩაცმულობას, სიცილს, მდუმარებას როდის ხდება ადამიანობის დაკარგვა ? როცა დიდება უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია ვიდრე ადამიანობა. მაშინ როცა ყველა ღირსებას ვივიწყებთ,ზურგს ვაქცევთ ყველაფერს. როცა მე უფრო ჭარბობს და გვავიწყდება სხვები. ვიყო ადამიანი - ეს ამ ქვეყნად ყველაზე რთული დავალებაა. ეს ის მისიაა, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაკისრია. ეს ზოგს ძალიან კარგად გამოსდის, ზოგს საშუალოდ, ზოგს კი რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს საერთოდ არ გამოსდის. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ გაიგებ ამ სიტყვის მნიშვნელობას


ადამიანები, ისე არიან ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩართულნი, რომ ამ თემაზე იშვიათად ფიქრობენ; რატომღაც არც კი სურთ სერიოზულად იმსჯელონ: მაინც რა აზრი აქვს ჩვენს არსებობას?ადამიანისათვის “უკეთ ცხოვრების” სწავლება ერთ-ერთი მთავარ ამოცანად მიიჩნევა. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ცხადია, აუცილებელია თავად ადამიანის შესწავლა, მისი დანიშნულების, სამყაროში მისი ადგილის დადგენა.

ადამიანი არის ამოუცნობი არსება, რომელსაც ვერ გაუგებ, სწორედ ამიტომაა ის საინტერესო. საინტერესოა ამდენი ხასიათი რაც ადამიანშია თავმოყრილი,მრავალი ლამაზი თუ მახინჯი გრძნობა როგორ შეუძლია ამდენი რამის ერთად გამოხატვა. საინტერესოა ისიც, რომ უფალმა ადამიანში ჩადო ეს მრავალფეროვანი ბუნება. სხვადასხვა გრძნობები, ფიქრები, ლამაზი და ცუდი აზრები, რომლებიც ერთმანეთს სიმფონიასავით ერწყმიან.


ადამიანის სულგრძელობა, მორჩილება და თავდაბლობა ვლინდება მაშინ, როდესაც მისი კეთილგანწყობა საზოგადოების მიმართ სოციალური მდგომარეობისა და განათლების მიუხედავად უცვლელი რჩება. არ შეიძლება საუბარი იმ პირის თავდაბლობასა და სუგრძელობაზე, რომელიც ამ თვისებებიდან თუნდაც რომელიმე ერთს თავისი საქციელით ან თუნდაც წამიერი გაფიქრებით არღვევს.

Humanity

გულმოწყალე ადამიანი შესაძლოა იმდენად ალტრუსიტი იყოს, რომ საკუთარი თავი სხვის სამსხვერპლოზე გაიღოს. ამგვარად, დიდსულოვნება, ადამიანთა მიმართა სათნოების გამოხატვა ადამიანის გულწრფელობას, უანგარობას, წრფელ განზრახვას, რასობრივ და თემობრივ ფანატიზმისაგან შორს ყოფნას უკავშირდება.რა არის ჩვენი არსებობის მიზანი?ბევრს, სამწუხაროდ, არ ესმის, თუ რა არის ჩვენი ამქვეყნად მოვლინების უმთავრესი მიზანი.

Humanity

ადამიანი მაშინაა ყველაზე ბედნიერი როცა საკუთარ თავს იპოვის, ყველაზე უბედური კი მაშინ როცა – კარგავს. საკუთარი თავის დაკარგვა იგივე პასუხისმგებლობის დაკარგვაა და ყველაფერი იმის უარყოფა რაც ზნეობრივად მაღალი და ღვთიური გაგვაჩნია. ადამიანი, რომელიც იპოვის ადგილს ამ ვრცელ სამყაროში, იპოვის საკუთარ თავსაც. .პირდაპირი მნიშვნელობით რომ შევხედოთ სიტყვა 'ადამიანი არ ნიშნავს იდეალურ პიროვნებას.


Humanity
თავდაბლობა ადამიანის სიმწიფესა და ღირსებაზე, ხოლო მედიდურობა მის უდონობასა და ნაკლზე მეტყველებს. ყველაზე სრულყოფილი ადამიანები ისინი არიან, ვინც მუდამ ხალხში ტრიალებენ და მათ დარდსა და ვარამს იზიარეენ. ყველაზე ნაკლოვანები და უიღბლონი ისინი არიან, რომლებიც ადამიანებთან ერთად ყოფნას მათ ჭირსა თუ ლხინს მათი სიამაყის გამო არ იზიარებენ

ნამდვილი ცხოვრება გრძნობებით ცხოვრებაა. ადამიანი, რომელიც გრძნობებით ცხოვრობს წარსულსა და მომავალს ძლებს და ემსგავსება ადამიანს, რომელიც დროზე მაღლა დგას. ასეთი სული კი არც წარსულის მსხვერპლი ხდება და არც მომავლის შიშით ცხოვრობს. იგი მასზე მაღლა დგას. ისინი, რომლებიც ცხოვრებაში თავიანთ თავს ვერ პოულობენ, თავიანთ მწირ ცხოვრებას პესიმიზმითა და უიმედობით ატარებენ. ამგვარი ადამიანებისთვის წარსული საშიში საფლავია, ხოლო მომავალი კი უძირო ჭაა .

Humanity

ადამიანის სრულყოფილების მაჩვენებელია ის რომ, მიუხედევად ცუდად მოქცევისა, ის მაინც პასუხს სამართლიანად მიაგებს, რაც მის სიკეთის კეთებაში ვლინდება. სწორედ, რომ ადამიანი სულგრძლად და ჰუმანურად უნდა მოექცეს იმასაც კი ვინც მას სულმოკლედ მოექცა, ვინაიდან ბოროტება არაჰუმანურია. ერთმანეთისათვის უსაზღვრო სიკეთის მოტანა შეგვიძლია.

თავდაბლები ღვთისა და ხალხის წინაშე უაზღვროდ მაღლდებიან, ხოლო ამპარტავნები კი, რომლებიც ყველას ქედმაღლურად ზემოდან უყურებენ, საზოგადოება ყოველთვის ცუდად ხვდება, ხოლო ღმერთი კი მათ ტანჯვას მოუვლენს. ადამიანმა სხვა ადამიანების მიმართ კარგი ან ცუდი ქცევის ჩადენამდე მათ ადგილას საკუთარი თავი უნდა წარმოიდგინოს. არასოდეს არ უნდა დაივიწყოს, რომ ისევე უნდა მოეპყროს სხვებს, როგორაც უნდა რომ მას ეპყრობოდნენ. ხოლო თუ არ მოსწონს როგორც მას ეპყრობიან, უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ შესაძლოა ასეთი მოპყრობა სხვისთვისაც მიუღებელი იყოს. ამგვარად იგი თავს დაიზღვევს, როგორც ცუდი ქცევისაგან, ასევე სხვისი განაწყენებისგან.


Humanity

ადამიანი მოგზაურია, ხოლო სამყარო კი მისი შესწავლისათვის განკუთვნილი ნაინაირი წარმოჩენა, მდიდარი და ფერადი წიგნებია. ყველა ადამიანს ერთხელ ეძლევა ამგვარ ფერად და მხიარულ სამყაროში მოგზაურობის საშუალება. გაწონასწორებული და მგრძნობიარე ადამიანებისთვის ეს ერთადერთი მოგზაურობაც კი საკმარისია.


ადამიანები ცხოვრობენ ისე, თითქოს არასდროს მოკვდებიან და კვდებიან ისე თითქოს არასდროს უცხოვრიათ


Humanity

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

8


  • Johnny depp თქვა:
    27 იანვარი 2015 21:09 - ID: 8,
    ვაიმე როგორ მენატრებოდა თქვენი კომენტარების კითხვა
    მადლობაყველას

  • demetria თქვა:
    25 იანვარი 2015 20:39 - ID: 7,
    აუ როგორ მომეწონა, დამაკლდა ენჯელზე ასეთი სიახლეები ((

  • SaLuKaAa თქვა:
    25 იანვარი 2015 19:49 - ID: 6,
    მომენატრა შენი სიახლეები.

  • marikohope თქვა:
    25 იანვარი 2015 16:35 - ID: 5,
    ძალიან საინტერესო სიახლე იყო მაგარია love

  • I.M თქვა:
    25 იანვარი 2015 15:34 - ID: 4,
    ძალიან მაგარი სიახლე იყო! love

  • blackmelancholy თქვა:
    25 იანვარი 2015 12:00 - ID: 3,
    ძალიან, ძალიან საინტერესო იყო!
    მიყვარხარ, ავტორ. love

  • • Angel M • თქვა:
    25 იანვარი 2015 02:18 - ID: 2,
    ძალიან კარგი იყო, as always love

  • Eleniko♥ თქვა:
    25 იანვარი 2015 00:52 - ID: 1,
    დამიანები ცხოვრობენ ისე, თითქოს არასდროს მოკვდებიან და კვდებიან ისე თითქოს არასდროს უცხოვრიათ.

    სამმწუხაროდ ასეა.

    ძალიან საინტერესო სიახლეა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top