;
28 იანვარი 2015      yeezy     1 კომენტარი     ნანახია 1972-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

pācificus

"თუ ვინმე თვლის, რომ სიყვარული და მშვიდობა არის კლიშე, რომელიც უნდა დარჩეს სამოციანებში, ეს მისი პრობლემაა. სიყვარული და მშვიდობა არის სამარადისო." - ჯონ ლენონი


პაციფისტები გმობენ ყოველგვარ ძალადობას, უარყოფენ განმანთავისუფლებელი ბრძოლის გამართლებულობას. პაციფიზმი მიზნებისა და საშუალებების მიუხედავად, ყველა სახის ომის დამგმობელი მსოფლმხედველობაა, რომელიც დედამიწაზე მშვიდობის დამყარებას მოითხოვს. მათ სამშვიდობო მოლაპარაკებისა და მანიფესტაციების გზით ომის აღკვეთის სწამთ, რადგან იღწვიან მშვიდობისათვის (მშვიდობა ეწოდება საზოგადოების ისეთ მდგომარეობას, სადაც არ არის შეიარაღებული კონფლიქტი ან რაიმე სხვა სახის სამხედრო ძალადობა).

"სიმშვიდეს ძალით ვერ მოვიპოვებთ. მისი მიღწევა მხოლოდ მისივე გაგებით შეიძლება." - ალბერტ აინშტაინი

პაციფიზმი არის ომზე, როგორც სადავო საკითხების გადაწყვეტის საშუალებაზე, უარის თქმა ამ ომის ხასიათისა და მიზნების გაუთვალისწინებლად. პაციფისტები ეწინააღმდეგებიან განმათავისუფლებელი ომების შესაძლებლობასაც იმ მოტივით, რომ ყოველგვარ ომს ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება. ის არის მსოფლმხედველობა, რომელიც დედამიწაზე მშვიდობის დამყარებას მოითხოვს. პაციფისტურად შეიძლება დახასიათდეს კვაკერებისა და განდიზმის პოლიტიკური პრაქტიკა. "პაციფიზმი" - წინააღმდეგია ყოველგვარი, მათ შორის, სამართლიანი ომებისაც. ამით იგი იწვევს რევოლუციური ბრძოლის დეზორგანიზაციას. ასე განმარტავს "პაციფიზმის" ცნებას ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, გამოცემული 1984 წელს, იმხანად, როცა ავღანეთში საბჭოთა ჯარისკაცები თავიანთ ეგრეთ წოდებულ "ინტერნაციონალურ ვალს" იხდიდნენ. "პაციფიზმის" ამგვარი განმარტება აბსოლუტურად ზუსტად გამოხატავს ლეონიდ ბრეჟნევისა და მისი მემკვიდრეების საერთაშორისო პოლიტიკას: "არსებობს სამართლიანი და უსამართლო ომები. სამართლიანია ომი, რომელიც რევოლუციურ ბრძოლას იწვევს". თუმცა ბრეჟნევისა და მისი მემკვიდრეების ეპოქა წარსულს ჩაბარდა.

ბერძნული ეტიმოლოგიით წარმოდგება როგორც pācificus
და განიმარტება: pāx (“მშვიდობას”) + faciō (“ჩავიდენ”)



"სიმშვიდე ყოველთვის ლამაზია."
- უოლ უითმენი


"რაც მეტ ოფლს დავღვრით მშვიდობისათვის, მით ნაკლებ სისხლს დავღვრით ომში."
- ვიჟაია პანდიტ ლაკშმი

ტერმინ „პაციფიზმის“ შემოღება დაკავშირებულია Emile Arnaud -თან (1864-1921). პაციფისტები გმობენ ყოველგვარ ძალადობას, უარყოფენ რა სამართლიანი განმანთავისუფლებელი ბრძოლის გამართლებულობას. მათ სამშვიდობო მოლაპარაკებისა და მანიფესტაციების გზით ომის აღკვეთის სწამთ.



პაციფიზმი შეიძლება დამყარებული იყოს ადამიანის მორალურ პრინციპებზე; პრაგმატიზმზე - როცა ადამიანი თვლის, რომ ომი ძალიან დიდ რესურსებს საჭიროებს, ამიტომ უნდა გამონახულ იქნას პრობლემის გადაჭრის სხვა გზები. ზოგიერთი პაციფისტი თვლის, არაძალადობრივი ქმედება, მორალურად ყოვევლთვის უმჯობესია ან პრაგმატულად, ყველაზე ეფექტური. ზოგიერთი მათგანი, თვლის რომ ძალადობა საკუთარი თავის ან სხვის დასაცავადაც არ უნდა იქნას გამოყენებული. ხოლო, ზოგიერთები მხარს უჭერენ ფიზიკურ ძალადობას საკუთარი თავის დაცვის მიზნით. პაციფისტები, რომლებიც უარყოფენ, ნებისმიერ შემთხვევაში, ძალადობის გამოყენებას, მოქმედებენ არაძალადობრივი პრინციპით; ხოლო ისინი, ვინც მხარს უჭერენ ფიზიკური ძალადობით საკუთარი თავის დაცვას, მოქმედებენ არა-აგრესიის პრინციპით, ანუ ესენი არ ემხრობიან ძალადობის ინიცირებას, დაწყებას. პაციფისტები, როგორც უარყოფენ ომს, ისე უარს ამბობენ ომში მონაწილეობაზე და ჯარში გაწვევაზე; ასევე, ბევრი პაციფისტი, არ ემხრობა გადასახადების სამხედრო სფეროში დახარჯვას.



ანარქო-პაციფიზმის მიხედვით, რადგან სახელმწიფო თავისთავად ძალადობრივი სტრუქტურას წარმოადგენს, ყველა პაციფისტი, სახელმწიფო წინააღმდეგი უნდა იყოს. შეიძლება ითქვას, რომ მათ არ აინტერესებთ სახელმწიფოს ბედი ომის შემთხვევაში. პაციფიზმის არსი ისაა, რომ ადამიანი არის მშვიდობის მომხრე და არავითარი მიზნის გამო იარაღს არ დაიკავებს ხელში, არ მოკლავს ადამიანს. ეს არის ინდივიდუალური შეხედულება და საკუთარ თავში არ მოიაზრებს არც მოწინააღმდეგის შეხედულებებს, არც დანარჩენი მოსახლეობისა, რადგან თავად პაციფისტი საფრთხეს არავის უქმნის. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, განდიზმის პოლიტიკაა პაციფიზმის ნიმუში, ხოლო ბრეჟნევისა და მისი მემკვიდრეების პოლიტიკა კი ნაწილობრივ იზიარებს მას. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ თანამედროვე კულტუროლოგიასა და ფსიქოლოგიაში არსებობს "ფონისა" და "ფიგურის" ცნება, რომლის თანახმად, ფიგურაზე, თუკი ის არ ტყუის, თუკი ძლიერია და ჰარმონიული, ფონი არ მოქმედებს. ე.ი., თუ ადამიანი ჰუმანისტია თავისი არსით, ყველა მის ქმედებას ჰუმანიზმი განსაზღვრავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ მაჰათმა განდია, მას ვერანაირი ფონი, ვერანაირი ისტორიული ვითარება ვერ შეცვლის. მაგრამ არ შეიძლება ფონის მიხედვით მოქმედებდე - დღეს განდი იყო, ხვალ კი - სისხლისმსმელი პატარა დიქტატორი.

pācificus

საბედნიეროდ, დღეს არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან "ფიგურები" და მათ მსოფლმხედველობაზე "ფონი" არ მოქმედებს. პაციფისტები იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიც არიან: ლევ ტოლსტოი, ჯონ ბერნარდ შოუ, მაჰათმა განდი, ალბერტ აინშტაინი, ოსკარ ვაილდი, ანა პოლიტკოვსკაია, მარტინ ლუთერ კინგი, ნელსონ მანდელა, ჯონ ლენონი, ბობ დილანი და სხვები. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტყვიამფრქვევის გამომგონებელი გატლინგი პაციფისტი იყო, ალბერტ აინშტაინმა კი ჩაუყარა საფუძველი ატომური იარაღის შექმნას. ასევე აღსანიშნავია XX საუკუნის 60-70 წლებში დასავლური ახალგაზრდობის სტიქიური მოძრაობაი „ჰიპები“, რომლებიც ქადაგებდნენ პაციფიზმს და უარს აცხადებდნენ ემსახურათ ჯარში დევიზით MAKE LOVE NOT WAR (დაკავდი სიყვარულით და არა ომით). ისინი გამოხატავდნენ პროტესტს საზოგადოებაში მიღებული მორალის მიმართ და მისწრაფებას ბუნებრივი სისუფთავისკენ, თავისუფალი სიყვარულის და პაციფიზმის პროპაგანდით.

"მშვიდობაზე მხოლოდ საუბარი საკმარისი არ არის, მისი უნდა გვწამდეს და მხოლოდ რწმენაც არ არის საკმარისი, მის მოსაპოვებლად უნდა ვიმუშაოთ!"
- ელეონორა რუზველტი



კატეგორია: საინტერესოა
Tags:

1


  • babyboom თქვა:
    28 იანვარი 2015 19:40 - ID: 1,
    ძალიან კარგი სიახლე იყო <3 ხშირად დადეთ ასეთის სტილის ნიუსები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top