;
28 იანვარი 2015      Ancho.     9 კომენტარი     ნანახია 2539-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, მამაკაცი, ფილმები, ვარსკვლავები

http://data2.whicdn.com/images/59852526/large.gif

Benedict Cumberbatch
ბენედიქტ კამბერბეტჩი -- როლებსა და რეალობას შორის


ის გავლენიანი სამსახიობო ოჯახიდან გამოვიდა, თითქმის მთელი შექსპირი ითამაშა, შერლოკის როლში მილიონები გააოცა... მაგრამ უყვარს ჟარგონი და ბარებში ხეტიალი, დადის მოტოციკლით, დიდად არ აფასებს სტატუსს და მზადაა გაამართლოს მოლოდინები. მივეგებოთ საკულტო პერსონაჟს, რომელიც გვაძალებს მივიჩნიოთ როგორც უბრალოდ ბენი.

მაგრამ როდესაც მას თავიდან ბოლომდე ააყოლებთ მზერას იფიქრებთ რომ ის უბრალოდ ბენი არ არის. ის "დიდი ბენია". ამასთან, მომხიბვლელი ბრიტანული თვალები მომწვანო-მოცისფრო ფერის. მისი მამაკაცური ბარიტონი, რომლითად დრაკონი სმაუგი გაახმოვანა ცნობილი ჰობიტიდან. მისი დაუჯერებლად სწორი მონოლოგები შექსპირისეული სცენების მსგავსად. მისი ჩაფიქრებული სერიოზულობა უცნაურად გარდამავალ გახსნილ ღიმილში. მისი შავი შარფი და კლასიკური ნაცრისფერი შარვალი, რომლითაც ლონდონის ჰემპსტედში დადის, თავისი ვიქტორიანული სტილის ორსართულიანი სახლის სიახლოვეს. იქვე, დემოკრატიულ ბარ "ჭებთან" არც აქცევენ ყურადღებას თუ ვარსკვლავი მეზობელ მაგიდას უზის. თითქოს ბენედიქტ კამბერბეტჩი ყველაფერი ის არის რაც მის გარშემოცაა. რაღაც განსაკუთრებული ესენცია ახლავს რითიც მთელ გარშემო არსებულ ატმოსფეროს ავსებს. იქნებ ყველაფერი რაც ის გახდა მისი ბუნების წყალობაა. საღი თვითშეფასების კამბერბეტჩს ვერ გააცურებ.

http://40.media.tumblr.com/61867587d64ffb1bf8a7a19772e35a27/tumblr_ni28lkUupW1qdojd4o2_500.jpg
http://40.media.tumblr.com/4ddcc73848f989df6dc121a3824ee316/tumblr_ni28lkUupW1qdojd4o8_r1_500.jpg
http://40.media.tumblr.com/91bdbefc57f0564069ddc94f3d69355a/tumblr_ni28lkUupW1qdojd4o6_r1_500.jpg

ის მუდამ გამონაკლისი ნიჭის ადამიანებს განასახიერებს (ჰოლმსი, ასანჟი, მათემატიკოსი ტიურინგი Imitation Game-დან), როდესაც ჟურნალისტები ეკითხებიან რატომ ირჩევენ მსგავს როლებზე, ის კითხვას კითხვითვე პასუხობს ხოლმე, "თქვენ გინდათ თქვათ რომ ჩემში არაფერი არ არის ამ პერსონაჟების ზებუნებრიობისა და ნიჭის ტოლფასი?"

http://38.media.tumblr.com/0c0782ad40f0c5ed03ed02623ae3f0ac/tumblr_ninuqshXgc1qiohfro1_500.gif


"მე რა თქმა უნდა არ ვარ არცერთი მათგანის სწორი და ისინი არ არიან ერთმანეთის სწორნი. ჩვენ ყველანი განსაკუთრებულები ვართ. საკითხი მხოლოდ იმაში მდგომარეობს თუ რამდენად ძლიერები ვართ რომ გამოვჩნდეთ ისე როგორც ფოტოფირზე. მე არ აღვმოვჩნდი სუსტი, ეს არის და ეს. მე 10 წელი ვთამაშობდი სცენაზე, მე მქონდა როლები ტელევიზიაში, მიღებდნენ ფილმებში, მე აღმნიშნავდნენ ბრიტანულ პრესაში და კოლეგებში. მაგრამ მერე უცბად ჰოპ! იცით, ერთმა გონებამახვილმა რეცენზისტმა ამ ფაქტს ფორმულირება გაუკეთა: "მე გავა-კამბერბეტჩე ბრიტანეთი. და ნუ შემდეგ მსოფლიო". იცით ეს სწორი ნათქვამია: მე თითქოს არც ვიყავი და არც გავჩნდი. მე ვიყავი, მაგრამ არა მთლად, მერე გავხდი საჭირო და გავჩნდი. მე დავამტკიცე რომ საჭირო ვიყავი. დავამტკიცე არანაირი მცდელობით რომ დამემტკიცებინა. ალბათ შემთხვევითობა ვარ. მე ვცხოვრობ იმის გაანალიზებით, რომ ეს შეიძლება არ მომხდარიყო, მე რატომღაც ამირჩიეს და მე უნდა ვიცხოვრო ამ მდგომარეობის შეცნობით. არ არის საშიში და კარგიც არც ისე ბევრია. ნუ ერთ-ერთია ჰონორარები!" - ამატებს ბენედიქტი ცინიკურად.

http://38.media.tumblr.com/8b4887729c1caa949229bec7af706152/tumblr_niq4pvg1ga1qzgltlo1_500.gif

http://38.media.tumblr.com/681fb47d38fd81dda730d694bf05e183/tumblr_niilegxOZ71qzgltlo1_500.gif
http://38.media.tumblr.com/88ea41ab12c077df438b8a6cad41eb67/tumblr_nito38Mlrx1qzgltlo1_500.gif


ბენედიქტ კამბერბეტჩი იმ მსახიობთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებიც ძალიან იშვიათად ამბობენ როლებსა თუ პროექტებზე უარს. რადგან ის როლს თავის თავზე წინასწარ არ ირგებს, მაგრამ ყოველთვის ცდილობს ითამაშოს ის როლები, რომლებიც მისგან შორს არიან და ნაკლებად ჰგვანან. "ჰოლმსი იშვიათი გარეწარია, მე არ ვარ მთლად ასეთი. რომანტიკოსი ახალგაზრდები... მე უფრო იმედიანი ვარ ვიდრე რომანტიკოსი."

"ჰოლმსს ყველა უყურებს,მაგრამ ყველა მაინც არ მიცნობს. ხშირად ვხვდები დაწესებულებაში, სადაც ვერ მცნობენ. მე ჯერ კიდევ ყველა უნდა გავიცნო."

http://38.media.tumblr.com/41c13d0dea8e79af109253697a8f0de7/tumblr_ninds9t6921skpcrwo1_400.gif http://38.media.tumblr.com/a87bcdc41429e9593a0fbac7040d7b44/tumblr_ninds9t6921skpcrwo2_400.gif
http://38.media.tumblr.com/e5398d3192c61094391368b94ce7787e/tumblr_ninds9t6921skpcrwo3_400.gif http://31.media.tumblr.com/4cb99bd06c51892bd476c5e207f25e54/tumblr_ninds9t6921skpcrwo4_400.gif
http://38.media.tumblr.com/5e0300a881794fc1efa104cbeb0b2d5b/tumblr_ninds9t6921skpcrwo5_400.gif http://33.media.tumblr.com/31dbaab01e82c59587196f2d4e1150b9/tumblr_ninds9t6921skpcrwo6_400.gif

უახლესი კინო-როლი


მორტენ ტილდუმის "Imitation Game" პრესამ ბოლო წლის საუკეთესო ბრიტანულ ფილმად დაასახელა. თვითონ მსახიობიც ყველაზე მნიშვნელოვან როლად მიიჩნევს მათემატიკოსი ალან ტიურინგის ტრაგიკულ ისტორიას, რომელმაც "ტიურინგის მანქანა" შექმნა, მეორე მსოფლიოს ომის დროს გერმანიის მიერ დაშიფრული კოდები ამოხსნა და საბოლოოდ უარყოფილ თავისი ჰომოსექსუალობის გამო.

"მე გამომიცდია ცხოვრებაში სიკვდილთან სიახლოვე და მე მივხვდი, რაც არ უნდა უყვარდეთ, ვინც არ უნდა იყო, მაინც მარტოობაში კვდები. არ დაიხარჯოთ უაზროდ, არ დაძაბოთ ნერვები წვრილმანებზე. საკუთარი მოკვდაობა ყოველთვის უნდა იგრძნო. მარადიულად რომ ვცხოვრობდეთ, ცხოვრებას ვერ შევიგრძნობდით."




http://40.media.tumblr.com/378ed4a45b8c57c131aa4742adc14aa3/tumblr_nil4vpl34B1rnwoh4o4_500.jpg
http://41.media.tumblr.com/b4f6a2df974f0777fc0db645ed227504/tumblr_nil4vpl34B1rnwoh4o2_500.png


მისი ბედისწერის 4 ძირითადი ხაზი

ოჯახი

"შერლოკის" მესამე სეზონში, შერლოკ ჰოლმსის მშობლები სინამდვილეში სწორედ ბენედიქტის მშობლები არიან. ის ერთადერთი ბავში იყო სამსახიობო ოჯახში. თუმცა ჰყავს და დედის მხრიდან, რომელიც 18 წლით დიდი მასზე. 8 წლამდე სცენის კულისებში გაატარა, უყურებდა მშობლების სპექტაკლებს, ირეოდა ზრდასრულ ადამიანებში. აკვირდებოდა რეპეტიციებს ცარიელ დარბაზებში. შემდეგ სკოლა-ლონდონის ერთ-ერთი ცნობილი დახურული სასწავლებელი, თავისი დამახასიათებელი დისციპლინით. აღარანაირი მშობლები და გარშემო მხოლოდ ბიჭები. თითქოს მოხვდა დიდ ოჯახში, სადაც სულ ძმები ჰყავდა. ბენედიქტი თავისი ბავშვობით კმაყოფილია, მას ხშირად პატარების მოვლასაც აბარებდნენ, რაც მას სიამოვნებდა, რადგან ენდობოდნენ.

"ბავშვობა გოგონების გარეშე - ამან შემიქმნა განსაკუთრებული დამოკიდებულება ქალბატონების მიმართ. ყველანაირი გადამეტების გარეშე ისინი განსაკუთრებული ქმნილებები არიან. რაც შეეხებათ ჩემი მშობლების ურთიერთობას, მე იშვიათად შემხვედრია მათთნაირი წყვილი. ასე მგონია მათნაირი ურთიერთობა არავის შეუძლია. ბავშვობაში სახლი სახურავზე გადიოდა. ხშირად მიყვარდა იქიდან ცის ყურება. პირველი რაც მე ბავშვობიდან მახსენდება სწორედ ზეცაა. ის მე მაწყნარებს. ეხლაც ხშირად ვიყურები ცაში და არა ფეხების ქვეშ. ამ ყველაფრის შემდეგ მე გავხდი 18 წლის და გამოვუცხადე მშობლებს, რომ საბოლოოდ გადავწყვიტე მათ გზას გავყოლოდი. დედამ მხრები აიჩეჩა და თქვა: "კიდევ ერთმა დააპირა გალიაში შესვლა ნადირთან ერთად."

http://41.media.tumblr.com/3e48754efe0167cbde7a161b6a9ac564/tumblr_nhznzbeCQ31sihqc9o1_500.jpg
http://36.media.tumblr.com/ebf0a260ec8fd6e3cdd6ed50a0936b97/tumblr_nhznzbeCQ31sihqc9o2_500.jpg
http://40.media.tumblr.com/17f3d1f85b56ce1d8e25f5ce899b83ed/tumblr_nhznzbeCQ31sihqc9o3_500.jpg

http://41.media.tumblr.com/2714450549e8c5e5a81941604675a29f/tumblr_nhlxq8ucxh1rnwoh4o1_500.png


პირველი ნაბიჯები

12-13 წლის ასაკში, ჰეროუს სკოლაში ხშირად მონაწილეობდა სასკოლო სპექტაკლებში. რადგანაც სკოლაში მხოლოდ ბიჭები იყვნენ, გოგონების როლებსაც ისინი ასრულებდნენ, და ყველაზე ხშირად სწორედ ბენედიქტი.

მისი რწმენა

კამბერბეტჩი პრაქტიკანტი ბუდისტია. ის ცდილობს ყოველდღე გამონახოს დრო მედიტაციებისთვის. სკოლის შემდეგ ინგლისურ ენას ასწავლიდა პატარა მონაზონებსა და ბერებს ტიბეტში, როგორც მოხალისე.

http://40.media.tumblr.com/b98e3eaeb8adf30ace5e9e860811e06c/tumblr_nhgjmatAGU1qj5s9to1_500.jpg


მისი არჩევანი


1999 -- რომანტიული ურთიერთობა ოლივია პულეტთან, დრამის სასწავლებლის კურსელთან, მანჩეტერის უნივერსიტეტში ჯერ კიდევ მეორე კურსიდან დაიწყო და გაგრძელდა 12 წელი.

2011 -- 1 წლის განმავლობაში ხვდებოდა მხატვარსა და დიზაინერს ანა ჯეიმსს.

2014 -- ჟურნალ Times-ის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა ინფორმაცია მისი და 36 წლის სოფი ჰანტერის (მსახიობი, დრამატურგი, მომღერალი და რეჟისორი) ნიშნობის შესახებ. მათ ერთმანეთი 5 წლის წინ გაიცნეს "ბურლესკის ზღაპრების" გადაღებისას, მაგრამ შეხვედრები მხოლოდ და მხოლოდ წინა წელს დაიწყეს.


http://41.media.tumblr.com/3b3501c08e1ed3b91a914324eff1e35b/tumblr_ni1ukahNyI1qad4dno9_r1_500.jpg

კატეგორია: საინტერესოა, მამაკაცი, ფილმები, ვარსკვლავები
Tags:

9


  • FuCk Off. თქვა:
    1 თებერვალი 2015 03:32 - ID: 9,
    ვგიჟდები ამ მსახიობზე, უსაყვარლესი და უნიჭიერესია love
    და კიდევ სტატიის ავტორზე, ყოველთვის გამორჩეული პოსტები აქვს love

  • ^Elena^ თქვა:
    29 იანვარი 2015 18:49 - ID: 8,
    ძალიან მომწონს ბენედიქტი love ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია love როგორ გამახარა მასზე სტატიამ <3

  • Ggvantsa თქვა:
    28 იანვარი 2015 22:23 - ID: 7,
    მესამე სეზონმა ძალიან გამიცრუა იმედები, გაადებილეს შერლოკი, აურ-დაურიეს ყველაფერი, აბდაუბდა სერიები იყო

  • anthea თქვა:
    28 იანვარი 2015 22:03 - ID: 6,
    რაც არ უნდა გააკეთოს ჩემთვის მაინც შერლოკად დარჩებ სამუდამოდ lol love

  • dianna_kb თქვა:
    28 იანვარი 2015 19:20 - ID: 5,
    ძალიან მაგარი ნიუსია, ამდენი წელია ამ მსახიობს ვადევნებ თვალს თუმცა ქართულ ენაზე ასეთი ინტერვიუ არ წამიკითხავს ერთადერთი რასაც გამოვყოფდი ისაა რომ გვარი წარმოითქმის როგორც ქამბერბეჩი და არა კამბერბატჩი წერია თუ შეასწორებთ ურიგო არ იქნნება. დიდი მადლობა ასეთი კარგი ნიუსისთვის love

  • demetria თქვა:
    28 იანვარი 2015 19:20 - ID: 4,
    რა კაი ვინმეაა სულ იქცევს ყურადღებას <33

  • doit თქვა:
    28 იანვარი 2015 08:28 - ID: 3,
    კარგი სიახლეა,იმიტაციის თამაში ძალიან მაგარი ფილმია და ბენედიქტმა კარგად შეასრულა როლი.

  • ANGEL თქვა:
    28 იანვარი 2015 02:24 - ID: 2,
    რა საინტერესო ამონარიდებია მისი ინტერვიუებიდან,
    ვფიქრობ არცერთ "საინტერესო ფაქტები" სიახლეს თუ სხვა პუბლიკაციებს არ მოუწვდია მასზე ასეთი ინფორმაცია, როგორც ამ ინტერვიუებმა იმოქმედეს და შემიქმნეს წარმოდგენა მის პიროვნებაზე

  • LohanFan თქვა:
    28 იანვარი 2015 01:51 - ID: 1,
    სიახლე სრულყოფილება ბრავო👏👏👏👏👏ბენზე
    ვგიჟდები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top