;
29 იანვარი 2015      Ancho.     15 კომენტარი     ნანახია 8043-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ვარსკვლავები

ვარსკვლავების ახალი რომანები
LOVE DIGEST
ვარსკვლავების ახალი რომანები


▲ლუპიტა იონგო და ჯარედ ლეტო


ჯარედ ლეტოსა და ლუპიტო იონგოს შესახებ მითქმა-მოთქმის გაჩენიდან მალე ერთი წელი გავა. ვარსკვლავებმა ამ ჭორებს დასაბამი წინა წლის ოსკარზე გაუჩინეს. მაშინ პრემიაზე Independent Spirit Awards, ჯარედ ლეტომ სცენაზე ლუპიტა თავის სამადლობელ სიტყვაში მოიხსენია: "მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქალბატონს ვისთანაც ვიყავი და მათაც, ვინც ფიქრობს, რომ მათთან ვიყავი. და აგრეთვე ჩემს მომავალ ცოლს-მე შენზე ვამბობ ლუპიტა იონგო!"



ხუმრობა ხუმრობებად, მაგრამ ტაბლოიდები მუდმივად ცდილობენ ვარსკვლავების "გაფაქტვას". მარტში ვარსკვლავები ერთად იმყოფებოდნენ პარიზის მოდის კვირეულზე, პოზიორობდნენ კამერების წინ და მუდამ ერთად ხედავდნენ. შემდეგ ისინი ფლირტში MTV Movie Awards-ზე გამოიჭირეს. აღსანიშნავი იყო ფაქტი რომ წინა წელს მსახიობი რეპერ K'naan-ს დაშორდა.



ცოტა ხნის წინ ჩავლილ Weinstein-ის წვეულებაზე, გილდიის დაჯილდოების შემდეგ მსახიობებმა დაამტკიცეს გარშემომყოფთა ეჭვები, რომ მათ მეტი აკავშირებთ ვიდრე უბრალოდ მეგობრობა. საღამოს ლუპიტა და ჯარედი სხვებისგან განცალკევდნენ და ღიად ფლირტაობდნენ. მთელი საღამო მხოლოდ ერთმანეთის ჩახუტებასა და ცეკვაში გაატარეს.





▲პრინცი ჰარი და ანასტასია გუსევა

მეფეებს მართლაც ყველაფერი შეუძლიათ, შეხვდნენ მოდელებს და შეიძლება საქმე ქორწილამდეც მივიდეს. მითუმეტეს თუ პრინც ჰარის დიდი ხანია შენატრიან ქმრის როლში იხილონ. პრინცის ამჟამინდელი არჩევანი რუსი ეროვნების გერმანელი მოდელია ანასტასია გუსევა, რომელიც ის მან აბუ დაბიში, იახტაზე გამართულ დახურულ წვეულებაზე გაიცნო. ჰარი იმდენად მოხიბლა ლამაზმანმა რომ მთელი ღამე მასთან ცეკვავდა. იციან რა ჰარის, როგორც დაუქორწინებლის სასიყვარულო რომანების შესახებ, ტაბლოიდები სერიოზულ გათვლებს ერიდებიან. ჯერჯერობით ჰარი და ანასტასია ერთად ესწრებიან წვეულებებს. წარუდგენს თუ არა პრინცი მას სამეფო კარს, დრო გვიჩვენებს.


▲ირინა შეიკი და დუინ ჯონსონი

როგორც ტაბლოიდები იუწყებიან, კრისტიანუ რონალდოსთან დაშორების შემდეგ ირინა შეიკმა სიმშვიდე ჰოლივუდის ვარსკვლავის და ცნობილი კუნთების პატრონის - დუენ ჯონსონის იგივე The Rock-ის მკლავებში ჰპოვა. უკვე 7 წელია რაც "ჰერაკლეს" განმასახიერებელი მსახიობი ცოლს გაშორდა და მას შემდეგ ჰოლივუდის ცნობილ სასურველ "სასიძოდ" ითვლება. სხვათაშორის მათი საერთო ფილმის Hercules -ის მსოფლიო პრემიერებზე მათ ჩახუტებულებს ხედავდნენ, თუმცა ყველაფერი ჰერაკლესა და მაგერას პერსონაჟების პრომოტურად მიიჩნეოდა. შემდეგ მათმა სურათებმა მთელი ინტერნეტი მოიცვა. ჯერჯერობით ვარსკვლავები ოფიციალურ კომენტარებს არ აკეთებენ.




იხილეთ ვიდეო, რომელიც მრავალს მეტყველებს ირინასა და დუენს შორის თბილ ურთიერთობებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ფილმზე მუშაობისას - მაშინ ჩამოყალიბდა, როდესაც ირინა კრისტიანუს ხვდებოდა. აღსანიშნავია დუენის დამოკიდებულება, რომელიც მუდამ ყურადღებითა და სითბოთი ანებივრებდა ირინას, იქნებ სწორედ ამან გააღვივა ქალის სიმპატიაც?

ფილმს Hercules პრემიერის, ინტერვიუს დროს ირინას უახლოვდება დუეინი და მას ეამბორება. ირინა კი ამბობს: "აი ხედავთ? ხომ ვამბობდი, მსიამოვნებდა ფილმზე მუშაობა ჩემი მეუღლის გამო, ხომ მართალია მეუღლევ?" ასე მიმართავდა დუეინს, მათი როლიდან გამომდინარე.










ასევე იხილეთ: ლეონარდო დიკაპრიო და რიანა ?
პრესა მათი რომანის შესახებ საუბრობს, პაპარაცები კი
გასაოცარ კადრებს გვაწვდიან, რათ ნამდვილად მათ რომანზე მეტყველებს!

ვარსკვლავების ახალი რომანები ვარსკვლავების ახალი რომანები

კატეგორია: საინტერესოა, ვარსკვლავები
Tags:

15


  • amanda თქვა:
    7 თებერვალი 2015 01:06 - ID: 15,
    მობეზრდა ირინას ქალაჩუნა რონალდუ და აირჩია ვაჟკაცური დუეინი :) როგორც მამაკაცი დიდად არ მომწონს,მაგრამ ირინა მის გვერდით მართლა კარგად გამოიყურება,დაცულად,აი ირინა კი სუპეერ :) love

  • elga თქვა:
    1 თებერვალი 2015 11:45 - ID: 14,
    ჯარედ ეს რა გამიკეთე ბიჭOოო დაგაკელი რამეეე :D

  • Bellania თქვა:
    29 იანვარი 2015 23:59 - ID: 13,
    ციტატა: Mari__Angel
    ირინას ყოჩაღღ:) რა საყვარელი წყვილია, როგორი ვიდეოა ჩანს მათი ურთიერთობა, "დედოფალივით" ექცეოდა ალბათ დუეინი:))))) კრიშტიანუზე მეტად მომწონს მათი წყვილი, ირინა რაღაც უფრო ძლიერი ჩანდა (ფიზიკურად:))) კრიშტიანუზე:D არ ჩამქოლოთ, მაგრამ ეგრე მეჩვენებოდა, ასე კი...მართლა ძლიერი მამაკაცი ყავს გვერდით

    აბსოლიტურად გეთანხმები. ბევრად ნაზია ირინა დუვეინთან და ბევრად უხდებიან ერთმანეთს. ჯონსონი ძალიან მიყვარს love
    ჯარედმა რაც ლუპიტა დაინახა მას მერე ,,გარეკილი'' აქვს ამ გოგოზე და ერთად იქნებიან აბა რა love ორი ლამაზი, მაგრამ არ უხდებიან ერთმანეთს ჩემი სიხარულები wink

  • natianatia თქვა:
    29 იანვარი 2015 22:21 - ID: 12,
    ირინა არა რა :D :D

  • liliana თქვა:
    29 იანვარი 2015 20:29 - ID: 11,
    ვაიმე ირინა რა სუკაა...ვერ ვიტან lol

  • usaxelo gmiri var:) თქვა:
    29 იანვარი 2015 13:36 - ID: 9,
    ირინამ მართლა თუ იმ დეზდემონას შEხედა რავიი რაა

  • ANGEL თქვა:
    29 იანვარი 2015 13:29 - ID: 8,
    ირინას ყოჩაღღ:) რა საყვარელი წყვილია, როგორი ვიდეოა ჩანს მათი ურთიერთობა, "დედოფალივით" ექცეოდა ალბათ დუეინი:))))) კრიშტიანუზე მეტად მომწონს მათი წყვილი, ირინა რაღაც უფრო ძლიერი ჩანდა (ფიზიკურად:))) კრიშტიანუზე:D არ ჩამქოლოთ, მაგრამ ეგრე მეჩვენებოდა, ასე კი...მართლა ძლიერი მამაკაცი ყავს გვერდით
    ჯარედ და ლუპიტაზე, და კიდევ ახალი ალერტი - რიანა და ლეოზე კი ვერაფერს ვიტყვიიი, სრულიად წარმოუდგენელი წყვილია:)
    ჰარისნაირს კი ისევ რუსი მოდელი თუ მოარჯულებს:D

  • demetria თქვა:
    29 იანვარი 2015 13:19 - ID: 7,
    კაი რა ჯარელდს არშეეფერება საერთოდ ლუპიტა :\\
    ირინაა ოჰოო რააიყოო არაცხელა, რონადლოს საე მაინტერესბეს ახლა :დდ

  • usaxelo gmiri var:) თქვა:
    29 იანვარი 2015 12:42 - ID: 6,
    ჩემი ჯარედიიიიიიიიიიიიიი

  • ni_nini თქვა:
    29 იანვარი 2015 12:17 - ID: 5,
    ''მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქალბატონს ვისთანაც ვიყავი და მათაც, ვინც ფიქრობს, რომ მათთან ვიყავი აუ რა საყვრალდა ნაგლია wink love

    რავიცი აბა არამგონია ჯარეტი და ლუპიტა ალბატ პრესაზე კაიფობენ დზაან fellow

    სიახლე კარგია love
    ირინა და ეს კაცი საიდან მოიტანეს ეს ფოტოები მათ დაშორებამდეა(რონალდოსთან) გადაღებული რადგან მანამდე იყო ფილმის პრემიერაც და ახლა ამოთხარეს.... რა სასაცილოები არიან და ყველამ რო აიტაცა... ისე სულ არ მაინტერესებს ვისთან იქნება მაგრამ მაინც....

  • lilmy თქვა:
    29 იანვარი 2015 11:34 - ID: 4,
    ირინა აქამდე რონალდოსთან ესეთი ფოტოები არ მინახია რომ ეკოცნა და ეხლა პირველსავე ფოტოში იკოცნება wink

  • luckygirl თქვა:
    29 იანვარი 2015 10:56 - ID: 3,
    აუ ირინა ნახე რაა lol ისე რონალდო როგორ გატეხილშია წარმომიდგენია wink

  • tako_takunebi თქვა:
    29 იანვარი 2015 00:51 - ID: 2,
    ირინა ნახეთ რა კაცი ააგდო wink

  • LohanFan თქვა:
    29 იანვარი 2015 00:09 - ID: 1,
    ლუპიტას და ჯარედს შარშანდელი ოსკარიდან "ვშიფავ". ჰარიმ მიღალატა😱😂😂

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top