31 January 2015      slimshady     Views 6 644    
Category: Fun, Interesting / Music

ეს სიმღერები წარსულში ჩარტების სათავეებს იკავებდნენ,მათი ტექსტები ყველამ ზეპირად იცის,მაგრამ იცით კი ეს საინტერესო და შოკისმომგვრელი ფაქტები მათ შესახებ?იცოდით.რომ.....?

ჯგუფ Fountain’s of Wayne-ის ჰიტი “Stacy’s Mom” დაწერილია ბენდის წევრის ადამ შლესინგერის ბავშვობის მეგობრის შესახებ,რომელიც შეყვარებული იყო მომღერლის ბებიაზე

კაილი მინოუგის სიმღერა "Can’t Get You Out of My Head” რამდენიმე მომღერალმა დაიწუნა,მათ შორის იყვნენ სოფი ელის-ბექსტერი და კლაბ7.კაილიმ კი თავის მხრივ "Toxic" დაიწუნა,რომელიც ბრიტნი სპირსის ხელში ჰიტი გახდა

ბრიტნი სპირსის ვიდეო კლიპს სიმღერაზე “Oops!… I Did It Again” ჰყავდა იგივე კოსტუმების დიზაინერი,რომელიც ქმნიდა მაიკლ ჯექსონის ტანისამოსს.

საინტერესო ფაქტები თქვენს საყვარელ სიმღერებზესაინტერესო ფაქტები თქვენს საყვარელ სიმღერებზე

რიანას "Disturbia" დაუწერა მისმა ყოფილმა შეყვარებულმა-კრის ბრაუნმა.The Black Eyed Peas-ის სიმღერა "My Humps" კი დაწერილი იყო The Pussycat Dolls-ისთვის

ჯესი ჯეიმ დაწერა მაილი საირუსის "Party in the USA" და მიღებული ანაზღაურებით ერთი წელი იხდიდა ბინის ქირას

ქეითი პერის ვიდეო კლიპში "I Kissed A Girl" კეშა მონაწილეობს,რომელიც იმ დროისთვის საზოგადოებისთვის უცნობი იყო

საინტერესო ფაქტები თქვენს საყვარელ სიმღერებზე

კანიე ვესტმა სიმღერისთვის "Jesus Walks" სამი ვიდეოკლიპი გადაიღო,ერთი ემტივისთვის,მეორე ემტივი2-ისთვის და მესამე ემტივის ვებსაიტისთვის.

ჯგუფ Blink 182-ის წევრმა მარკ ჰოპუსმა თავისი ცოლი ჯგუფის ვიდეო კლიპის All the Small Things-ის გადაღებებისას გაიცნო

Linkin Park იძულებული გახდა სასამართლოში დაეცვა თავისი ჰიტ სიმღერა In the End,მას შემდეგ რაც იმავე პერიოდში მომხდარი მასობრივი მკვლელობა სკოლაში მათ ვიდეო კლიპს დააბრალეს

ქრისტინა აგილერას კლიპი Dirty აკრძალულია ტაილანდში,რადგან კლიპის ერთ ნაწილში უკანა ხედში ჩანს პოსტერები წარწერით : "ტაილანდის სექს ტურიზმი" და "ახლაგაზრდა არასრულწლოვანი გოგონები"

The Pussycat Dolls-ის სიმღერა Don’t Cha დაწერილია თომას ქალავეის a.k.a სი ლო გრინის მიერ.

რიანას მეგა ჰიტი "Umbrella" ჯერ ბრიტნი სპირსს შესთავაზეს,მას შემდეგ რაც მან სიმღერა დაიწუნა,ის მერი ჯეი ბლიჯს გადასცეს,რომელმაც ასევე უარი თქვა მასზე.

საინტერესო ფაქტები თქვენს საყვარელ სიმღერებზე

ემი ვაინჰაუსის სიმღერაში "Rehab" მოხსენიებული "რეი" და "მისტერ ჰეთევეი" არიან რეი ჩარლზი და დონი ჰეთევეი

ჯეი-ზი პირველად მოხვდა ჩარტების სათავეში სიმღერით "Empire State of Mind"

ემინემა დაიდოს ნებართვა არ ითხოვა Stan-ის ჩაწერისას და მხოლოდ მაშინ დაუკავშირდა მას,როდესაც სიმღერა მზად იყო.

ლეონა ლიუისის Bleeding Love დაწერეს ჯესი მაკარტნიმ და One Republic-ის რაიან ტედერმა.

ნელი ფურტადოს ვიდეოკლიპში Promiscuous ეპიზოდური როლები აქვთ ჯასტინ ტიმბერლეიკს,შონ ფარისს და კერი ჰილსონს

საინტერესო ფაქტები თქვენს საყვარელ სიმღერებზე
საინტერესო ფაქტები თქვენს საყვარელ სიმღერებზე

Plain White T-ის სიმღერა “Hey There Delilah” ეხება ამერიკელ მორბენალ დილაილა დიკრეშენცოს.

Maroon 5-ის Harder to Breathe და სარა ბარელის "Love Song" ეხება ხმისჩამწერი სტუდიოების მკაცრი მოთხოვნებისადმი პროტესტს.

გვენ სტეფანიმ დაწერა Hollaback Girl მას შემდეგ,რაც კორტნი ლავმა ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში მას მომაბეზრებელი cheerleader უწოდა.

პარამაუნტ ფიქჩერზმა იყიდა უფლებები ავრილ ლავინის კლიპიზე - "Sk8r Boi" და გეგმავდა მის ფილმად გადაღებას.

Coldplay-ის სოლისტმა კრის მარტინმა ისწავლა სიმღერის The Scientist-ის უკუღმა დაკვრა ვიდეოსთვის

საინტერესო ფაქტები თქვენს საყვარელ სიმღერებზე

ჯასტინ ტიმბერლეიკის Cry Me a River დაწერილია ბრიტნი სპირსზე(მათ დიდი ხნის განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდათ),როდესაც ჯასტინმა მოისმინა როგორ ლაპარაკობდა ბრიტნი მასზე ზურგს უკან

ბენ აფლეკმა განაცხადა,რომ თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა ჯენიფერ ლოპეზის კლიპში - Jenny From the Block-ში მონაწილეობა იყო.

საინტერესო ფაქტები თქვენს საყვარელ სიმღერებზე

ალიშა ქისს სურდა ვიდეო კლიპში Fallin ეთამაშა მსჯავრდებულის როლი,მაგრამ აიძულეს,რომ ეული გერლფრენდის როლი შეესრულებინა,ენეჯერები თვლიდნენ,რომ ალიშას პირველი გამოჩენა ხალხს მისი ციხეში ყოფნით არ უნდა დამახსოვრებოდა.

სელენა გომეზის The Heart Wants What It Wants-ის ვიდეო კლიპი გადაღებული იყო გამოსვლამდე ერთი წლით ადრე

ჯგუფ 5SOS-ის სიმღერა Amnesia დაწერილია ბენჯი და ჯოელ მედენების მიერ (The Madden Brothers)

ტეილორ სვიფტმა მოხსნა რეკორდი და საკუთარი სიმღერავე ჩაანაცვლა ჩარტების პირველ ადგილზე,როდესაც Blank Space-მა დაიპყრო Shake It Off

მერაია ქერის კლიპში We Belong Together აცვია იგივე საქორწილო კაბა,რაც ეცვა 1993 წელს ტომი მოტოლასთან ქორწილის დღეს

საინტერესო ფაქტები თქვენს საყვარელ სიმღერებზესაინტერესო ფაქტები თქვენს საყვარელ სიმღერებზე



სიამ სიმღერა Chandelier დაწერა თავის ალკოჰოლზე დამოკიდებულებაზე

მარკ რონსონისთვის Uptown Funk-ის ჩაწერა იმდენად რთული იყო,რომ მას ერთხელ გული წაუვიდა ,ხოლო ჩაწერის პროცესში სამჯერ აერია გული

არიანა გრანდესა და The Weeknd-ის დუეტი Love Me Harder იყო სტრატეგიული გათვლა ვიქენდის ახალი ალბომის პრომოტირებისთვის

ჰიტი Am I Wrong სკანდინავიასა და სამხრეთ აფრიკის ჩარტებში მთელი ერთი წელი ლიდერობდა და მხოლოდ შემდეგღა გახდა ცნობილი დანარჩენი მსოფლიოს ხალხებისთვის

ტეილორ სვიფტმა დაარწმუნა ედ შირანი,რომ მისი და ფარელის საერთო სიმღერა Sing გამხდარიყო მისი ალბომის პირველი,სადებიუტო სინგლი

MKTO-ს წევრი მალკოლმ კელი ჯგუფის შექმნამდე მსახიობი იყო და სერიალ "Lost"-ში ვოლტის როლს ასრულებდა

საინტერესო ფაქტები თქვენს საყვარელ სიმღერებზე

ტეილორ სვიფტის Shake If Off-ის გადასაღებ მოედანზე ხმამაღლა უკრავდნენ მძიმე მეტალს,რათა გამვლელებს არ მოესმინათ მომღერლის ჯერ კიდევ უცნობი სიმღერა

ქალის ხმა The Chainsmokers-ის სიმღერა “#Selfie”-ში ეკუთვნის ნიუ იორკის ეკონომიკის სტუდენტს ალექსის კემპისის.

ნიკი მინაჟმა მოხსნა ვევოს რეკორდი და 24 საათის განმავლობაში ვიდეოზე Anaconda 19.6 მილიონი ნახვა მოაგროვა

ედ შირანმა სიტყვა F**k ამოიღო სიმღერიდან "Don't",რადგან ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა უთხრა,რომ არ უნდოდა მის შვილს მოესმინა ედის სიმღერა


ბიონსეს სურდა მეგან ტრეინორის All About That Bass-ის ჩაწერა

Category: Fun, Interesting / Music
Tags:

Share it
Comments
Back to Top