;
1 თებერვალი 2015      Nina√     6 კომენტარი     ნანახია 2926-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Love Story: Iker Casillas&Sara Carbonero


ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "სპორტული" წყვილის-იკერ კასილასისა და სარა კაბრონეროს სიყვარულის ისტორია

როგორც იცით, იკერ კასილასი 33 წლის მსოფლიოში აღიარებული ესპანელი ფეხბურთელია, რომელსაც თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე უწოდეს ფეხბურთის ისტორიაში. იკერი ამჟამად მადრიდის რეალში მოღვაწეობს და მიუხედავად საერთაშორისო წარმატებისა,კვლავ განაგრძობს კარიერული მწვერვალების დაპყრობას. შეგახსენებთ, რომ კასილასი 2-ჯერ იყო ევროპისა და (2008 და 2012) და მსოფლიოს ჩემპიონი (2010). „მადრიდის რეალის“ რიგებში მან 5-ჯერ მოიგო ლა-ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის თასი და 4-ჯერ დაეუფლა ესპანეთის სუპერთასს. ევროპულ და საერთაშორისო საკლუბო დონეზე კი 3-ჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, 2-ჯერ უეფას სუპერთასის მფლობელი და ერთხელ დაეუფლა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს. დამეთანხმებით, რომ ეს ცოტა ნამდვილად არ არის. რაც შეეხება ფეხბურთელის პირად ცხოვრებას, მას გვერდს უმშვენებს 30 წლის მისივე ეროვნების სპორტული ჟურნალისტი სარა კაბრონერო, რომელიც 2009 წელს ამერიკულმა FHM -ის გამოცემამ წლის ყველაზე სექსუალურ ჟურნალისტად დაასახელა. მათ ერთი შვილი ჰყავთ, 1 წლის მარტინი.



პირველად წყვილი ერთმანეთს 2009 წელს სამხრეთ აფრიკაში, ფიფას დაჯილდოებაზე შეხვდა. სარას ესპანეთის გუნდზე რეპორტაჟი უნდა მოემზადებინა. იკერი ახალგაზრდა ჟურნალისტით მაშინვე მოიხიბლა, ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას, თუმცა სარამ სრული იგნორი გაუკეთა მას. იგი არ პასუხობდა იკერის გრძნობებს და მასთან მხოლოდ პრეფესიული ინეტერსები აკავშირებდა. იგივე გრძელდებოდა მანამ, სანამ ისინი მადრიდში არ დაბრუნდნენ. კაბრონერო საკმაოდ დაკავებული გახლდათ თავისი კარიერით, თუმცა მისი "უხეში" საქციელის მიზეზად შეიძლება უფრო ის მოვიაზროთ, რომ მას ამ პერიოდში ურთიერთობა ჰქონდა ჯორჯ ფერნანდესთან. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი არ წყვეტდა ფიქრს სარაზე და მთელი ამ ხნის განმავლობაში ყვავილებს უგზავნიდა სახლში. კაბრონერო ერთი თვის შემდეგ შეყვარებულს დაშორდა და კასილასს შეხვედრაზე დასთანხმდა. ურთიერთობის პირველ ეტაპზე წყვილი მედიისაგან მოშორებით ყოფნას ცდილობდა, მაგრამ იმის გამო, რომ მათი რომანი უფრო და უფრო რომანტიკული ხდებოდა, ეს ვეღარ მოახერხეს. 2014 წლის 3 იანვარს მათ მარტინ კასილას კაბრონერო შეეძინათ, რითიც ურეთიერთობა კიდევ უფრო გაამყარეს. ესპანური პრესა წერს, რომ წყვილი უახლოეს მომავალში იქორწინებს. პაპარაცული ფოტოებიდან ადვილი შესამჩნევია, რომ წყვილს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. თავად სარა კი აშკარად აჭარბებს თავისი ბოიფრენდის კადრებით და მისი განხილვით თითოეული რეპორტაჟის დატვირთვას. მათი ვიდეო-ინტერვიუები იუთუბის ჰიტია და იკერი მსოფლიო თასის თამაშის პერიოდში, სიუჟეტებში ყველაზე ხშირად "გადაღებულ" პერსონადაც კი აღიარეს - "one of the most photographed people of the World Cup". გთავაზობთ იკერისა და სარას ერთობლივ ფოტოებს.































კატეგორია: საინტერესოა
Tags:

6


  • eki ilie თქვა:
    9 თებერვალი 2015 15:05 - ID: 6,
    სარა კარბონერო

  • tako_takunebi თქვა:
    3 თებერვალი 2015 01:53 - ID: 5,
    საყვარლები

  • demetria თქვა:
    2 თებერვალი 2015 11:19 - ID: 4,
    რა კარგი პოსტიაა მაგარი წყვილიაა <33

  • anabell) თქვა:
    2 თებერვალი 2015 10:00 - ID: 3,
    ძალიან საყვარლები არიან love

  • maliashine თქვა:
    2 თებერვალი 2015 02:05 - ID: 2,
    ვა ვა როგორ გამეხარდა ეს ნიუსი რომ ვნახე feel სარა და იკერი თავისი deep-blue sea-eye პატარით love ძალიან ძალიან ვგულშემატკივრობ ამ წყვილს love სტატია კარგია, თუმცა უკეთესი სურათების დართვა შეიძლებოდა, რესურსი ნამდვილად არის სარას ბლოგიდან გამომდინარე, არ მიწყინო :)

  • LileCasillas თქვა:
    1 თებერვალი 2015 23:04 - ID: 1,
    ძალიან მაგარი სტატია ძალიან მაგარ ხალხზე
    ძალიან მაგარი ადამიანისგან wink love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top