;
5 თებერვალი 2015      slimshady     4 კომენტარი     ნანახია 2289-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

"სამეფო კარის თამაშების" მსახიობის ახლი რეკორდი "სამეფო კარის თამაშების" მსახიობის ახლი რეკორდი "სამეფო კარის თამაშების" მსახიობის ახლი რეკორდი

26 წლის ისლანდიელი მძლეოსანი და მსახიობი - ჰაფთორ ბიორნსონი,რომელსაც ადამიან თორსაც უწოდებენ,საზოგადოების ყურადღების ქვეშ პირველად მაშინ მოექცა,როდესაც ის მსოფლიო ჰიტად ქცეულ სერიალში "სამეფო კარის თამაშებში" გრეგორ კლეგეინის,ე.წ. "მთის" (The Mountain) როლზე დაამტკიცეს.ბიორნსონამდე ამ როლს რამდენიმე მსახიობი ირგებდა,თუმცა არცერთი არ ჰგავდა წიგნში აღწერილ მძლეთა მძლე,გიგანტ,შემზარავ პერსონაჟს.ჯორჯ რ.რ. მარტინის წიგნში "მთა" წარმოდგენილია,როგორც 2,4 მეტრი სიმაღლისა და 190 კილოგრამი წონის მებრძოლი. ბიორნსონი თითქმის აკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებებს,იმავე წონითა და 2 მეტრი სიმაღლით.მისი შესრულება სერიალის მეოთხე სეზონში დადებითად იქნა შეფასებული და ის,როგორც ცნობილია,მეხუთე სეზონშიც დაბრუნდება,იმავე როლით.

"სამეფო კარის თამაშების" მსახიობის ახლი რეკორდი
"სამეფო კარის თამაშების" მსახიობის ახლი რეკორდი

მსახიობობის გარდა,ბიორნსონს საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს მძლეოსნობაში.მას არაერთი რეკორდი აქვს დამყარებული ვარჯიშის სხვადასხვა სტილში.ახლა კი მის მიღწევებს კიდევ ერთი საამაყო ტიტული - "ყველაზე ძლიერი ვიკინგის" წოდება მიიღო.ბიორნსონი ნორვეგიაში ჩავიდა,მან მიიღო გამოწვევა,გაეკეთებინა ის,რაც არცერთ ადამიანს არ გაუკეთებია საუკუნეების განმავლობაში.

ლეგენდის თანახმად,ისლანდიელმა ვიკინგმა,ორმ სტორლოფსონმა,ქრისტეშობის შემდეგ 1000 წელს 50 ადამიანის დახმარებით ზურგზე მოიკიდა 650 კილოგრამიანი ვიკინგების გემი. მან მხოლოდ ორი ნაბიჯი გადადგა,მესამეზე კი დიდი წნევის გამო ხერხემალი დაუზიანდა,მას შემდეგ ორმ სტორლოფსონის გადამტყდარი ხერხემალი არ გამთელებულა.

ბიორნსონმა ეს სიცოცხლისთვის საშიში გამოწვევა მიიღო.მან იმავე ზომისა და წონის ხის მორი,დახმარების გარეშე,მოიკიდა ზურგზე და ხუთი ნაბიჯი გადადგა,რაც ისლანდიელ გმირ ვიკინგზე სამი ნაბიჯით მეტია.იმავე დღეს ბიორნსონმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა რეკორდის მოხსნის ამსახველი ფოტო შემდეგი წარწერით :

"დღეს მე და ჩემი მეგობრები ისტორიაში შევედით!მე არა მარტო მოვიპოვე ყველაზე ძლიერი ვიკინგის ტიტული მეორედ,არამედ ავწიე ეს მონსტრი ხის მორი და ჩემმა ზურგმა ამას მშვენივრად გაუძლო!მე უფრო ახლოს ვარ ჩემ მთავარ მიზანთან - გავხდე მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანი!მე ვერაფერი შემაჩერებს!მე ვერაფერი გამტეხს!"


"სამეფო კარის თამაშების" მსახიობის ახლი რეკორდი
"სამეფო კარის თამაშების" მსახიობის ახლი რეკორდი
"სამეფო კარის თამაშების" მსახიობის ახლი რეკორდი
"სამეფო კარის თამაშების" მსახიობის ახლი რეკორდი


კატეგორია: საინტერესოა
Tags:

4


  • Ggvantsa თქვა:
    7 თებერვალი 2015 01:01 - ID: 4,
    ვა ყოჩაღ, წარმატებები მთას winked

  • demetria თქვა:
    6 თებერვალი 2015 19:09 - ID: 3,
    დედა ეს კაცი კიარა მართლა მთაა :O რამხელა

  • GLao თქვა:
    6 თებერვალი 2015 18:29 - ID: 2,
    ჰაიმეეეე wassat wassat wassat

  • I.M თქვა:
    6 თებერვალი 2015 02:12 - ID: 1,
    რას იწყვიტავ წელს :დდ

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top