6 February 2015      ANGEL     Views 1 648    
Category: Fun, Interesting / Films, Movies



5 თებერვალს გაიმართა პრემიერა ფილმისა "იუპიტერის აღზევება"
კინოთეატრ ამირანში, საპრემიერო ჩვენებაზე მისულ სტუმრებს მოხატული კედელი დახვდათ, რომელიც ასახავდა ფილმის რეჟისორების The Wachowskis-ის Top-ფილმებს: Cloud Atlas, V for Vendetta, მატრიცა და ახლა კი "იუპიტერის აღზევება"!

ფილმი ფენტეზის ჟანრის მოყვარულებმა ერთხმად მოიწონეს,
ნაკლებს არც ელოდნენ რეჟისორებისგან.
ფილმი 3D ფორმატში იყო წარმოდგენილი!


ფილმის მსოფლიო პრემიერა დაგეგმილია 6 თებერვალს, ეს გახლავთ დღე, როდესაც იუპიტერი შებრუნდება და მოექცევა დედამიწასთან ყველაზე ახლო კუთხით, მის ნაწილს კი სრულად გაანათებს მზე.





მთავარ როლებში ჩენინგ ტატუმსა და მილა კუნისის წყვილს წარმოგვიდგენენ, ასევე მონაწილეობენ გასაოცარი ბრიტანელი მსახიობები, ოსკარზე ნომინირებული ედი რედმეინი, რომლის შესრულებაც ამ სქაი-ფაი ჟანრის ფილმში გასაოცარია. კოსტუმირებული გარემო, ეპატაჟური მაკიაჟი და ხმის ტემბრი - ედიმ ფილმში ერთერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟი შექმნა, რომელიც რაღა თქმა უნდა ამ ჟანრის ფილმებისთვის დამახასიათებელი დრამატიზმით - ბოროტმოქმედი 'villain' გმირია.


"იუპიტერის აღზევება" - პრემიერა"იუპიტერის აღზევება" - პრემიერა
"იუპიტერის აღზევება" - პრემიერა"იუპიტერის აღზევება" - პრემიერა

ბრიტანელი მოდელი დუგლას ბუტი სამეფო გვარის კიდევ ერთი წარმომადგენელია, მშვენიერ დიდგვაროვანს სიხარბე და მაცდურობა ახასიათებს, თუმცა მილა კუნისის პერსონაჟი იუპიტერ ჯონსი დათრგუნავს საკუთარ თავში სისუსტესა და საკუთარ ოჯახზე მიჯაჭვულობას და აბრასაქსის ოჯახის წინააღმდეგ გაილაშქრებს. მუდამ მის მხარეს და თანამედროვე-პრინცის როლშია ჩენინგ ტატუმის პერსონაჟი, რომელიც "ცუდი ბიჭის" ტიტულს ატარებს და ანტიგრავიტაციული ბოტებით და კომპლექსურად რთული, თუმცა ძლიერი მეგობრის სტინგერის (შონ ბინის პერსონაჟი) დახმარებით მუდამ დაიცავს და რისკზე წავა იუპიტერის დასაცავად.

"იუპიტერის აღზევება" - პრემიერა"იუპიტერის აღზევება" - პრემიერა
"იუპიტერის აღზევება" - პრემიერა"იუპიტერის აღზევება" - პრემიერა
"იუპიტერის აღზევება" - პრემიერა"იუპიტერის აღზევება" - პრემიერა
"იუპიტერის აღზევება" - პრემიერა"იუპიტერის აღზევება" - პრემიერა

იხილეთ მეტი ფილმის შესახებ: www.angel.ge/"იუპიტერის აღზევება" 3D
და დაჯავშნეთ ბილეთები: www.new.kinoafisha.ge/movies/jupiter-ascending/

ფილმი კინოთეატრ რუსთაველსა და ამირანში
იქნება ნაჩვენები და ჩვენ მას ვურჩევთ ახალგაზრდა აუდიტორიას და
სათავგადასავლო ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულთ

სეანსები:
რუსთაველი
14:00 - 8.5ლ
17:00 - 9.5ლ
20:00 - 11.5ლ
22:30 - 11.5ლ

ამირანი
17:10 - 9.5ლ
20:00 - 11.5ლ
22:30 - 11.5ლ





Category: Fun, Interesting / Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top