;
15 თებერვალი 2015      Johnny depp     4 კომენტარი     ნანახია 3375-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Never look back
აწყმო არის წერტილი რომელიც, ამ წუთას წარსული გახდა

სად წყდება ზღვარი წარსულსა და მომავალში ?ეს ცოტა რთული კითხვაა ზოგისტივს არ
არსებობს არ წარსული და არც აწმყო . წარსულსა და აწმყოს შორის ზღვარი მკვეთრი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც კონკრეტული მოქმედება უკვე წარსულში რჩება და ვეღარაფერს ცვლის. მაშინ ხვდება ადამიანი, რომ დააგვიანა და სწორედ აქ იკვეთება მომავლის ხატიც. მომავალში უნდა შეძლოს და გამოასწოროს ის, რაც წარსულში შეეშალა..ყველა ახალი დღე მომავლის საწყისი და იმედია

Never look back
ცხოვრება ერთი დიდი წიგნია ყოველი ახალი გვერდის გადაფურცვლას წარსულს ვუწოდებთ ყოველი ახალი ფურცელი მომავალია, დღევადელი დღე ხვალინდელი დღის წარსულია , ზოგი ადამიანი მისტირის წარსულს ზოგი კიდევ მომავლის იმედით ცოცხლობს, მაინც რა ხდება რატომ უნდა ადამიანს წარსულს დაბრუნება ზოგი აწმყოს ვერ ეგუება და იმ დროს მისტირის როცა ცხოვრება სხვანაირად ქონდა აწყობილლი ზოგს კი პირიქით იმედი აქვს რომ "ამ" ცხოვრებას მომავალში მოიწყობს სასურვლად.

Never look back

ძალიან ბევრჯერ მიფიქრია წარსულის და მომავლის ფენომენზე. მათ შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე, უხილავ თუ ხილულ კავშირზე.ალბათ ადამიანის გონება ბოლომდე მაინც ვერასდროს ვერ ჩაწვდება ამის არსს..არც არის საჭირო , რომ ბოლომდე გაისიგრძეგანოს. მთავარია შეძლოს და ფეხი აუწყოს მიმდინარე პროცესებს, შეძლოს და ნაყოფიერად გამოიყენოს ყოველი წუთი, თორემ თვალის დახამხამებასაც კი ვერ მოასწრებს ისე იქცევა მისი აწმყო წარსულად და უფრო გაუჭირდება ახალი აწმყოს გამოყენება

Never look back

ბევრი ადამიანი ნატრულობს დროის გაჩერებას,დროის უკან დაბრუნებას და სინანულს დაიწყებს,მაგრამ უკვე გვიანი იქნება ადამიანი ხომ ერთი წვიმის წვეთია რომელიც ზეციდან ვარდება და ისევ ზეცაშივე ორთქლდება წამში არ არსებობს ადამიანი რომელმაც დრო გააჩერა.
Never look back

თითოეული უკვე შესრულებული მოქმედება უკვე წარსულია, თითოეული ნათქვამი სიტყვა –წარსულია და ვეღარაფერს შეცვლი, დროს უკან ვერ დააბრუნებ.საჭიროა იმ არარსებული ზღვარის დანახვა და დაჭერა წარსულსა და აწმყოს შორის, რომ შეძლო და არ ჩამორჩე დროს, შეძლო და სასიამოვნოდ გაიხსენო წარსული, საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრებამ ტკივილი არ მოგაყენოს, არ შეგრცხვეს და არ შეგეშინდეს საკუთარი თავის..

Never look back
ადამიანის ფსიქიკა მეტად უცნაური რამეა, არასდროს ვართკმაყოფილი აწმყოთი, თუმცა როდესაც აწმყო იქცევა წარსულად ის მუდამ სანატრელია ჩვენთვის. ყოველთვის დგება მომენტი, როცაერთი მდგომარეობიდან მეორეში გადავდივართ, რაღაც მთავრდება და რაღაცის დასასრული ყოველთვის ტრამპლინია ახლის დასაწყისის.ყველაფერი ახალი რათქმაუნდა სასიამოვნო და საინტერესოა მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ გბეზრდება და ძველი დროის მონატრებას იწყებ.

Never look back
დარდი და ფიქრი წარსული დღეების, ხელს უშლის ადამიანს ცხოვრების გზა განაგრძოს . კოელიო წერს: „არასდროს მოიხედოუკან, რადგან ყოველთვის აღმოაჩენ იქ ვიღაცას ან რაღაცას, რის გამოც მოგინდება უკან დაბრუნება“. მთავარი მაინც აწმყო და მომავალია, თუმცა რადგან მომავალი არვიცით და არც მისი შექმნაა

Never look back
ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ თავს ცუდად ცხოვრების უფლება მისცე .დრო ხანგრძლივია მხოლოდ მათთვის, ვინც არ იცის რაში გამოიყენოს და ეს ხანგრძლივობა შემდეგ უკვე მარაზმში გადადის.ადამიანი ერთხელ იბადება , ცხოვრებაში ყველაფერს ერთხელ განიცდის, ვთვლი რომ რასაც ცხოვრება გვთავაზობს იმით უნდდა დავტკბეთ. ყველაფერს აქვს დადებითი მხარე ისევე როგორც წარსულსა და მომავალს თუ ჩვენ ორივეს მხოლოდ დადებითზე გავამახვილებთ ყურადღებას მაშინ ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა

Never look back

მხოლოდ არსებობს თვალები სადაც შეგიძლია ადამიანის ცხოვრება წამში ამოიკითხო,ამოიკითხო მისი წარსული და აწმყო .ბევრი ადამიანი წარსულით ცოცხლობს,წარსულში ცხოვრობს და დროის დინებას მიყვება,ოდესმე დაილევაინ წამები,დაილევაინ რადგან დაიღლება თვით ადამიანი ყველაფრით,, ,ოდესმე გაქრება წამი,წუთი,საუკუნე
არც ერთი წამი არ უნდა გაუშვა ისე, რომ მისით რამე არ შეიძინო…ადვილი სათქმელია, თუმცა ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ ყველაზე ძნელი ამისი გათავისება და რეალობაში გადმოტანა იქნება.ადამიანი ხომ ყოველთვის წუხს იმაზე, რომ დაიღალა, რომ მეტი აღარ შეუძლია, რომ უნდა სადმე უკაცრიელ კუნძულზე განმარტოვდეს, ერთი სიტყვით, წუხს იმაზე, რომ ადამიანია.

Never look back

დროის საზღვარი საქმეა. საქმე, რომელსაც შეუძლია შენი აბურდული მოქმედებები სწორედ დაალაგოს, საქმე, რომელმაც უნდა გაპოვნინოს აწმყოზე გამავალი ხიდი წარსულსა და მომავალს შორის. ყველა დროისთვის არის თავისი საქმე და პირიქით, ყველა საქმისთვის თავისი დრო. არ უნდა აურიო ერთმანეთში და იცოდე, რა , სად და როდის გააკეთო.არ უნდა იყო ჩამოკიდებული არც წარსულზე და არც მომავალზე.. აწმყოთი უნდა იცხოვრო, მან უნდა შეაკავშიროს წარსული და მომავალი უმტკივნეულოდ.

Never look back
ადამიანები იბადებიან, იზრდებიან, ბერდებიან და კვდებიან. ეს კანონზომიერებაა.
სამწუხაროდ ადამიანთა 90 % ისე ცხოვრობს, თითქოს არც უცხოვრია, 5% სიბერეში ხვდება რა დაკარგა–მაშინ, როცა თითქმის ვეღარაფერს შეცვლის, 3%– სიკვდილის წინ ხვდება და უკვე ძალიან გვიანია..მხოლოდ 2% იყენებს ყველაფერს ისე, როგორც უნდა გამოიყენოს. 2% ხდება სრულყოფილი და სრულყოფილებით აღესრულება.თუმცა , ესეც კანონზომიერებაა. არვიცი ბუნების თუ ღმერთის, მაგრამ ფაქტია ადამიანთა უმრავლესობა უმიზნოდ ცხოვრობს და უმიზნოდვე იკარგება წარსულში უმომავლობის პერსპექტივით. საბოლოოდაც ეს უმომავლობა ხდება მისი სამუდამო დასასრულის მიზეზი.
Never look back

ცხოვრება ბევრ შანსს გაძლევს იპოვო ზემოთხსენებული ხიდი, თუმცა , შენს ნაცვლად არაფერს გააკეთებს.თვითონ , ადამიანი უნდა ცდილობდეს იმ 2 % ის ნაწილი იყოს და თუ მოინდომებს , ყველა და ყველაფერი მისი მოკავშირეგახდება !წარსულს ვერ დააბრუნებ, მომავალზე ზრუნვას კი აზრი არ აქვს, რადგან ისიც წარსულში გადავა, ამიტომაც დაიჭირე წამი!

Never look back

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

4


  • Nina√ თქვა:
    14 თებერვალი 2015 23:26 - ID: 4,
    ძალიან აკრგია თაკუნ როგორც ყოველთვის მომენტარე შენც და შენი სტატიებიც love

  • liliana თქვა:
    14 თებერვალი 2015 22:46 - ID: 3,
    კარგია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top