;
5 მარტი 2015      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1401-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, სარეკლამო სტატია




www. ih tbilisi.ge - 'საერთაშორისო სახლი' უცხო ენების სასწავლო ცენტრი მრავალწლიანი გამოცდილებითა და კვალიფიციური ქართველი და უცხოური პედაგოგებით გამოირჩევა. აქ შეგიძლიათ შეისწავლოთ უცხო ენები სწრაფად და ხარისხიანად, ამასთანავე დახვეწოთ სმენის კულტურა, საუბრის მანერა და მოემზადოთ საერთაშორისო გამოცდებისთვის!

საერთაშორისო სახლი დაარსებულია 1953 წელს ცნობილი ბრიტანელი განმანათლებლების – ჯონ და ბრიტა ჰეიკრაფტების მიერ. ორგანიზაციის მიზანია უცხოური ენების სწავლების მაღალი ხარისხი. დღეს “საერთაშორისო სახლი” მსოფლიოში უდიდესი ორგანიზაციაა, რომელიც ასწავლის უცხოურ ენებს და ამზადებს მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებს.

გსურთ ინგლისურის შესწავლა? მაშინ სწორ ადგილას მოხვდით

International House - ინგლისურის შესწავლა

საერთაშორისო სახლი გთავაზობთ სწავლების 8 დონეს. თითოეულ დონეზე სწავლა გრძელდება 4 თვე და შედგება ორი 2 თვიანი კურსისაგან – A და B. ყოველი კურსის დამთავრებისას ჩატარდება ტესტირება. მისი შედეგების საფუძველზე მოხდება შემდგომ კურსზე ან დონეზე გადაყვანა ან გაიცემა სერთიფიკატი.

ასევე ფუნქციონირებს საბავშვო კლასი , სადაც 6 წლის ასაკიდან ბავშვებს იღებენ!
პატარა სტუდენტები შეისწავლიან ანბანს და შეიძენენ ძირითად ლექსიკურ მარაგს და გრძელდება K6 საფეხურამდე, რომელიც შეესაბამება ევრპული სასწავლო დონის A2 საფეხურს.
გაკვეთილზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასაუბრო ინგლისურს და მოსმენის უნარის განვითარებას, კითხულობენ ცნობილ საბავშვო მოთხრობებსა და ლიტერატურას, გამოიყენება ყოველგვარი საშუალება, რათა შეიქმნას ინგლისური გარემო და გაკვეთილი სასიამოვნო და საინტერესო გახდეს სხვადასხვა სიმღერებით, მოთხრობებითა და დამატებითი მასალით.


ასევე ფუნქციონირებს სპეც-კურსები პროფესიული მიზნებისთვის:
ჟურნალისტებისთვის, ბიზნეს სექტორის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის.
და რაც მთავარია - სასწავლო კურსი "ერთი-ერთზე" ინდივიდუალური მეცადიონეობები.

საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადება
[IELTS, TOEFL, SAT, Cambridge ESOL]

საერთაშორისო სახლი 1990 წლიდან ამზადებს საერთაშორისო გამოცდებისთვის და ამ საქმეში უდიდესი გამოცდილება გააჩნია. 'საერთაშორისო სახლში' იმის გარანტია, რომ თქვენი ცოდნის გაღრმავება და ენობრივი უნარების ტრენირება უახლესი კომუნიკაციური მეთოდებით მოხდება და თქვენ მათგან მიიღებთ მაქსიმალურ მხარდაჭერას ინგლისური ენის სხვადასხვა სტრუქტურისა და ასპექტის დახვეწასა და განვითარებაში.

გაკვეთილები მაქსიმალურადაა მიახლოებული საგამოცდო გარემოს. აქცენტი კეთდება ისეთი სტრატეგიების შემუშავებაზე, რაც დაგეხმარებათ წარმატებით დასძლიოთ საგამოცდო დავალებები და ეფექტურად გამოიყენოთ გამოცდისთვის გამოყოფილი დრო. თქვენი ცოდნა გრამატიკასა და ლექსიკაში, და ძირითადი ენობრივი უნარები საგრძნობლად გაუმჯობესდება კურსის განმავლობაში.






კურსის ხანგრძლივობა:
IELTS და TOEFL (iBT) გრძელდება 2 თვე (რვა კვირა), კვირაში სამჯერ. გაკვეთილი 2 საათიანია.
PET, FCE, CAE და CPE მოსამზადებელი კურსი 6 თვიანია. კვირაში სამჯერ. გაკვეთილი 2 საათიანია.

მოსამზადებელი კურსის დაწყების წინ თქვენ გაივლით სპეციალურ ტესტირებას და გასაუბრებას,
რაც დაადგენს თქვენი ცოდნის დონეს და ამცოდნის შესაბამისობას არჩეული საგამოცდო კურსისათვის.

ცენტრი აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიით და ყველა სხვა ტექნიკური და მეთოდური საშუალებებით, რაც წარმატებული სწავლისთვის აუცილებელია.


სწავლის საფასურის და კლასების შედგენის შესახებ
ინფორმაციას იხილავთ საიტზე: ihtbilisi.ge/fees/

International House
მისამართი: 26 მაისის მოედანი / დოლიძის 2
ტელეფონი: (+995 32) 294 05 15;
(+995 32) 299 92 26; (+995 32) 233 01 79
e-mail: [email protected]

www. ih tbilisi.ge
facebook.com /ihtbilisi.ge

კატეგორია: საინტერესოა, სარეკლამო სტატია
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top