23 February 2015      Ancho.     Views 9 268    
Category: Fun, Interesting / Films, Movies / Stars

http://fr.ill.in.ua/img/forall/i/2015/1424678582.jpg


ოსკარი 2015
შედეგები და მიმოხილვა

23 თებერვალს, გამთენიისას, ლოს–ანჯელესში უკვე 87–ჯერ აიღო სტარტი "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალმა. წლევანდელი კინოცერემონიალის წამყვანი ცნობილი მსახიობი ნილ პატრიკ ჰარისი გახდა. ჰარისი თითქოს გაურბოდა კოლეგების დაცინვას, მან ბოლო წლების ისტორიაში ყველაზე "ფრთხილი" ოსკარის დაჯილდოება ჩაატარა.

საღამოს გმირი ცნობილი რეჟისორი და სცენარისტი ალეჰანდრო გონსალეზ ინიარიტუ გახდა, რომელსაც კრიტიკოსები ძირითად კატეგორიებში გამარჯვებას წინასწარმეტყველებდნენ. კინოაკადემიამ თავისი სიმპატიები ფავორიტებზე არ გაანაწილა და ყველაზე პრესტიჟული ოსკარები –– საუკეთესო რეჟისორი, სცენარი და ფილმი სწორედ მექსიკელი რეჟისორის ტრაგიკომედიას Birdman-ს მიაკუთვნა.




გენიალური ოპერატორის ემანუელ "ჩივო" ლუბესკის წყალობით ფილმმა კიდევ ერთი ოსკარი საუკეთესო ოპერატიული ნამუშევრისათვის მიიღო. საბოლოოდ ფილმმა 4 ოსკარი დააგროვა , ამდენივე ფილმმა "სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი". სწორედ ისინი ლიდერობდნენ 9–9 ნომინაციით ოსკარზე და ვეს ანდერსონის ფილმმაც 4 ოსკარის მოპოვება შეძლო.

http://n1s2.hsmedia.ru/df/84/6e/df846e3bdad02855cfc0de26a26c01b3/690x514_0xd42ee42a_18341899181424674509.jpeg


საღამოს კიდევ ერთი ტრიუმფატორი ინდი–დრამა Wilplash აღმოჩნდა, რომელსაც არამარტო საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცის ტიტული მიანიჭეს, არამედ მონტაჟიცა და ხმაც. რიჩარდ ლინქლეითერის გახმაურებულმა სამსაათიანმა კინორომანმა კი ყველასდა გასაკვირვად მხოლოდ საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში გაიმარჯვა. საუკეთესო ქალი მსახიობის წოდება კი წელს მეხუთეჯერ ნომინირებულ ჯულიანა მურს ერგო, დრამისთვის Still alice.

http://fr.ill.in.ua/img/gallery/1223/286bd0d8a8e3b1c1b6de538bcdb6cb2a.jpg

http://n1s1.hsmedia.ru/b3/ce/7a/b3ce7a6767eb802c20205a6215b4ef49/690x460_1_ab24564b6b1b1971109eb2a36843f90e@700x467_0xd42ee42a_8168014141424675136.jpeg


იდა ლევიათანის წინააღმდეგ

იმ დროს როცა Birdman-სა და Boyhood-ს შორის ფავორიტს საზღვრავდნენ, საღამოს სხვა ინტრიგაც მწველ ინტერესს იწვევდა: ვინ გახდებოდა გამარჯვებული საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. პაველ პავლიკოვსკის Ida–მ აჯობა ანდრეი ზვიაგინცევის :"ლევიათანს", მართალია მთელი საქართველო იმედოვნებდა ქართველი რეჟისორის წარმმატებას, მაგრამ პრიზს ძირითადად პოლონურს ან რუსულ ფილმს უწინასწარმეტყველებდნენ.

რეჟისორმა, რომელმაც მოგვიყვა ისტორია პოლონელ ებრაელთა ოჯახზე, რომლებიც ჰოლოკოსტის მსხვერპლი გახდნენ, სამადლობელი სიტყვითაც მოხიბლა აუდიტორია. პავლიკოვსკს ხელი არ შეუშალა არც მუსიკამ, რომლის ხმაც უკვე ტაქტიანად მაღლდებოდა. მან გადაფარა ორკესტრიცა და ადამიანებიც, მოეწოდებინა აღენიშნათ მისი წარმატება. ეს იყო პოლონეთის პირველი გამარჯვება.




http://n1s2.hsmedia.ru/7b/1c/58/7b1c58db18f4be0f4a5b9fd843c79b52/690x744_1_11d0fcde04aea355fbca298b9d20477c@700x755_0xd42ee42a_2498897191424676046.jpeg



რობინ უილიამსის გასახსენებლად

ლუპიტა ნიონგო, რომელიც სცენაზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცის ტიტულის გამოსავლენად ავიდა, თავისი სიტყვა რობინ უილიამსის ციტატით დაიწყო. ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის გახსენება დაჯილდოების დადებითი დაწყება იყო. თავისი ერთადერთი ოსკარიც მსახიობმა სწორედ ამ ნომინაციაში მიიღო.




საღამოს სიურპრიზად დაასახელეს ანიმაციური ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული Big Hero 6. მან შეძლო კონკურენტების დამარცხება. მულტფილმი უკვე მიყოლებით მეორე გამარჯვებული გახდა Walt Disney Animation Studios–გან და პირველი ოსკარი სტუდია Pixar–ისთვის. Lego–ს ფანებიც კმაყოფილნი დარჩნენ, რადგან მულტფილმის პერსონაჟებმა ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა, აქტიური სიმღერით Everything Is Awesome!




შიშველი წამყვანი

შოუს განმავლობაში ნილ პატრიკმა მოასწრო სიმღერა, დარბაზში ადამიანებთან საუბარი, თავისი ილუზიონისტური ნიჭის აღნიშვნა და საკუთარი პროგნოზების წაკითხვაც. ყველაზე ეფექტური კი მაინც მისი მოულოდნელი ჟესტი აღმოჩნდა. ის სცენაზე ტრუსების ამარა გამოჩნდა.
http://i.telegraph.co.uk/multimedia/archive/03208/oscars-instagram-p_3208618k.jpg

მისი პერფორმანსი ფილმ Birdman–ს და Whilplash-ს მიეძღვნა და კულისებიდან დაიწყო.




ერთ–ერთი წარმატებული გახუმრება ჯონ ტრავოლტას მიეძღვნა. მას 2014 წლის ცერემონიალზე მომღერლისა და მსახიობის იდინა მენზელის სახელი შეეშალა და მას ადელ დაზიმი უწოდა. ინტერნეტ მემეებიც სწრაფად გავრცელდა. ცოტა ხანში წამყვანმა მენზელი სცენაზე მიიწვია და გამოაცხადა რომ თავისი მეგობარი გლონ გოზინგოც ამოვიდოდა. მან რა თქმა უნდა ჯონ ტრავოლტა იგულისხმა. აქვე აღსანიშნავი იყო ბენედიქტის ჟესტი წამყვანის თეორიაზე, რომ არავის ჰქონდა დარბაზში დალეული.


http://i.telegraph.co.uk/multimedia/archive/03208/oscars-ceremony-tr_3208648k.jpg


ცერემონიის რეჟისორებმა ლეიდი გაგას პერფორმანსი ბოლოსკენ მოიტოვეს. მან ჰოლივუდის კლასიკა წარმოადგინა, შეასრულა სიმღერა მიუზიკლიდან "მუსიკის ჰანგები". "ჩემი ნომრის მომზადებაში მთელი გული ჩავდე"–განაცხადა მომღერალმა წითელ ხალიჩაზე. და მართლაც მისი გამოსვლა გულწრფელი და დადებითი აღმოჩნდა. იმისათვის, რომ პირადად მიელოცა, სცენაზე ჯული ენდრიუსი ავიდა (მიუზიკლში მთავარი როლის შემსრულებელი). მისი ენთუზიაზმით ნათქვამა "მადლობამ" მთელ დარბაზზე იმოქმედა და ყველა ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს.




ოსკარმაც არ ჩაიარა გლობალურ პრობლემებზე სიტყვის წარმოთქმის გარეშე "ოქროს გლობუსის" მსგავსად. შარლი ებდოს ტერორიზმზე ხმა აღარავის ამოუღია, მაგრამ პატრისია არკეტმა საკუთარ სამადლობელ სიტყვაში, პრიზი იმ ქალებს მიუძღვნა, რომლებიც სამართლიანობისთვის იბრძვიან. დარბაზი საოცარი ემოციით შეხვდა მის გამოსვლას.




მალე, ჯონ ლეჯენდმა რეპერ Common–თან ერთად, შავკანიანთა თემაზე გადაღებული ფილმის "სელმას" საუნდტრეკი შეასრულა. მათ «Glory» ქოროს დახმარებით იმღერეს და გულგრილი ისევ არავინ დატოვეს.

გრემ ნეშმა "იმიტაციის თამაშიდან" ტოლერანტობაზე გაამახვილა ყურადღება და სიტყვა სექსუალურ უმცირესობებს მიუძღვნა, ედი რედმაინმა კი ფიტული ყველა ამიოტროფული სკლეროზით დაავადებულ ადამიანს მიუძღვნა.

http://fr.ill.in.ua/img/gallery/1223/e6b7e584db7b94e1e4cb45a3a765f613.jpg


გამარჯვებულთა სია:

საუკეთესო ფილმი — «ბირდმენი»
საუკეთესო რეჟისორი — ალეჰანდრო გონსალეზ ინიარიტუ
საუკეთესო მამაკაცის როლი — ედი რედმაინი
საუკეთესო ქალის როლი –– ჯულიანა მური
მეორეხარისხოვანი მამაკაცი — ჯეი ქეი სიმონსი
მეორეხარისხოვანი ქალი — პატრისია არკეტი
ორიგინალი სცენარი — «ბირდმენი»
ადაპტირებული სცენარი — «იმიტაციის თამაში»
ოპერატორის ნამუშევარი — «ბირდმენი»
მონტაჟი — «Whilplash»
დეკორაცია — «სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი»
კოსტუმების დიზაინი — «სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი»
გრიმი და ვარცხნილობა — «სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი»
ორიგინალური მუსიკა — «სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი» (დესპლა)
ორიგინალური სიმღერა — «Glory»,
ხმის მონტაჟი — «ამერიკელი სნაიპერი»
ხმა — «Whilplash»
ვიზუალური ეფექტები — «ინტერსტელარი»
ანიმაცია — «Big Hero 6»
უცხოენოვანი ფილმი — «იდა»
დოკუმენტური — «CitizenFour»
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული — «The Phone Call»
მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური— «Crisis Hotline: Veterans Press 1»
მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია — «Feast»


ოსკარი 2015 მიმოხილვა
ოსკარი 2015 მიმოხილვა
ოსკარი 2015 მიმოხილვა
ოსკარი 2015 მიმოხილვა
ოსკარი 2015 მიმოხილვა
ოსკარი 2015 მიმოხილვა
ოსკარი 2015 მიმოხილვა
ოსკარი 2015 მიმოხილვა
ოსკარი 2015 მიმოხილვა
ოსკარი 2015 მიმოხილვა
ოსკარი 2015 მიმოხილვა
ოსკარი 2015 მიმოხილვა

Category: Fun, Interesting / Films, Movies / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top