25 February 2015      ANGEL     Views 1 811    
Category: Fun, Interesting / Films, Movies



26 თებერვალს საქართველოს კინოთეატრებში: რუსთაველი, ამირანი, აპოლო (ბათუმი)
შედგება ფილმ Kingsman: The Secret Service პრემიერა.

ბრიტანელი რეჟისორის, მეთიუ ვონის ამ კომედიურ-მძაფრსიუჟეტიან ფილმს ადარებენ “აგენტი 007″-ის ფილმებს. მთავარი მოქმედი გმირიც, კოლინ ფერტის შესრულებით, კლასიკური ჯეიმს ბონდია. ფილმის ერთ-ერთი მთავარი პოსტერის გამოსვლისთანავე ინტერნეტში გაიხსენეს 1981 წლის “For Your Eyes Only” -ს პოსტერი, რომელშიც მთავარ როლს როჯერ მური ასრულებდა.



კინგსმენის ორგანიზაციაც, თავისი მისიებით და გაჯეტებით გვახსენებს ჯეიმს ბონდის ეკრანიზაციებს.

თუმცა "კინგსმენის" ერთ-ერთ პლიუსს სასიყვარულო სცენების მიმართ მიდგომა წარმოადგენს. თუ ჯეიმს ბონდის ცნობილი ქალები ფილმის ბოლომდე ვერ აღწევენ, Kingsman-ის აგენტებს ერთი წესი აქვთ: ჯერ უნდა გადაარჩინონ სამყარო და შემდეგ მიხედონ ქალებს. კარგი მანერები კი ქცევის #1 კოდექსია! ხოლო თავშეკავებული იუმორი არავის შეუშლის ხელს.

new.kinoafisha.ge/kingsman-vs-james-bond/


ფილმში “კინგსმენი: საიდუმლო აგენტები” მთავარი მოქმედი გმირების ჩაცმულობასაც დიდი ყურადღება ეთმობა. ჯეიმს ბონდის ფილმების მსგავსად, აქაც იხილავთ ცნობილი ბრენდების პროდუქციას დაწყებული ჩაცმულობით, დამთავრებული აქსესუარებით.

ფილმს X-Men: First Class, Kick-Ass, Stardust-ის შემქმნელები წარმოგვიდგენენ.
მეტი ფილმის შესახებ: KINGSMAN: THE SECRET SERVICE




“კინგსმენი: საიდუმლო აგენტები”-ს მსახიობთა შემადგენლობა შთამბეჭდავია: კოლინ ფერტი -იმავე სიხშირით მონაწილეობს მძაფრსიუჟეტიან ფილმებში, რა სიხშირითაც ლეონარდო დიკაპრიო იღებს ოსკარებს. ასევე აღსანიშნავია, რომ მარკ სთრონგი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არ თამაშობს უარყოფით პერსონაჟს. ფილმში იხილავთ ყველასათვის მონატრებულ მარკ ჰემილსაც, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს როგორც ლუკ სკაივოკერის როლის შემსრულებელს, საგადან “ვარსკვლავური ომები”. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ტეირონ ეგერტონი, რომელსაც “ადამიანი ობობა”-ს ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლს უწინასწარმეტყველებენ.

შეგახსენებთ, ფილმის “კინგსმენი: საიდუმლო აგენტები”,
შეფასება საქართველოს კინოთეატრებში 26 თებერვლიდან შეგეძლებათ.

სეანსების განრიგი და ბილეთების დაჯავშნა:
new.kinoafisha.ge/movies/kingsman-the-secret-service/



Category: Fun, Interesting / Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top