;
28 თებერვალი 2015      slimshady     31 კომენტარი     ნანახია 7791-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

#TheDress

სულ რაღაც 21 საათის წინ კეიტლინ მაკნილის Tumblr-ის პროფილზე გამოქვეყნდა ფოტო კაბისა,რომლის ავტორი გვთხოვდა გაგვერკვია: იყო ეს კაბა ლურჯი შავი ზოლებით თუ თეთრი ოქროსფერი ზოლებით? ფოტოს ავტორი და მისი მეგობარი ამ საკითხზე დიდხანს დაობდნენ და დასახმარებლად ინტერნეტს მიმართეს,იმ იმედით,რომ რომელიმე მათგანი სწორი აღმოჩნდებოდა.თუმცა პასუხებმა მეგობრები უფრო დააბნიეს.როგორც აღმოჩნდა,კაბას ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამდა და ვერავის გაერკვია,რატომ ხდებოდა ეს?!

თავდაპირველად კაბა სესილია ბლესდეილმა შეიძინა საკუთარი ქალიშვილის ქორწილისთვის და მას ფოტოც გაუგზავნა.სესილიას ქალიშვილი და მისი მეუღლე პირველები იყვნენ,ვისაც კაბის ფერზე კამათი მოუვიდათ.მათ ფოტო ფეისბუქშიც კი დადეს,თუმცა ის მალე ყველას მიავიწყდა,სანამ კეიტლინ მაკნილმა ის თავიდან,უკვე ქორწილის შემდეგ,არ გამოაქვეყნა Tumblr-ის პროფილზე.

კაბამ ერთ ღამეში სახელი გაითქვა და ინტერნეტ სენსაცია გახდა.ის გასცდა Tumblr-ის საზღვრებს,პოლემიკა დაიწყო ფორუმებსა და ბლოგებში,ცნობილ ვებ საიტებზე და საინტერესო ამბავმა სელებრითებსაც კი მიაღწია.პირველად კაბას ყურადღება კიმ კარდაშიანმა მიაქცია და თავის 30 მილიონ ფანს მიმართა : "რა ფერია ეს კაბა?მე ვხედავ თეთრსა და ოქროსფერს,კანიე კი ლურჯსა და შავს". ამას უამრავი ვარსკვლავისგან მოჰყვა პასუხი :

"IT'S A BLUE AND BLACK DRESS! ARE YOU F***ING KIDDING ME'. - მინდი კეილინგი
"What's the matter with u guys, it's white and gold.' - ჯულიანა მური
"If one more person asks me what color i think this damn dress is" - არიანა გრანდე
"i saw white and gold, then i saw blue and black. now I'm confused." - ლუსი ჰეილი
"Is it even a dress? #blessed #alexfromtarget" - ზაკ ბრაფი
"I'm Seeing Blue And Black, As Of Now" - ჯეიდენ სმიტი
"Wow. We now live in a world where not only can anyone become famous, but ANYTHING can too" -დემი ლოვატო
#TheDress
#TheDress
#TheDress

#TheDress ამჟამად მსოფლიო ტრენდია თვითერზე.კეიტლინის განცხადებით,მას ეგონა,რომ მის ფანებს ფოტო დააინტერესებდათ,თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა,რომ მას ისეთი სელებრითები ნახავდნენ,როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი და ჯასტინ ბიბერი.კეიტლინმა თავის გვერდზე ხუმრობითაც კი დაწერა : "ეს რა გავაკეთე?!"

რა თქმა უნდა ყველას აინტერესებს : რა ფერია სინამდვილეში კაბა?!

პასუხი ამ კითხვაზე მარტივია : ეს კაბა ლურჯია შავი ზოლებით,ამაში დავრწმუნდებით თუკი მას რეალურად ვიხილავთ,ანდა ფოტოშოპით ანალიზს გავუკეთებთ.მაშინ რატომ ვხედავთ ჩვენ მას სხვადასხვა ფერებში.ეს ეკრანის ბრალია,ჩვენი თვალებისა თუ უბრალო ხუმრობაა?როგორც აღმოჩნდა ადამიანების მიერ კაბის სხვადასხვა ფერებით დანახვა სინათლის აღქმაზეა დამოკიდებული: ჩვენი ტვინი აანალიზებს,თუ რა რაოდენობის სხვები ეცემა სხეულს და რა რაოდენობით აირეკლავს ის მათ.ალბათ ყველას გინახავთ ეს ოპტიკური ილუზია(ადელსონის დაფის ილუზია),რომელზეც ერთი შეხედვით A და B კვადრატები სხვადასხვა ფერის ჩანს,თუმცა თუკი მათ ერთმანეთის გვერდით დავაყენებთ,აღმოჩდება,რომ ორივე ერთი და იმავე ტონალობის ნაცრისფერია.სწორედ ასევეა კაბის შემთხვევაშიც:, ზოგიერთი ადამიანი თავის ტვინი ფოტოს ხედავს როგორც თეთრ კაბას ჩრდილში,ზოგიერთი კი - როგორც ლურჯ კაბას ზედმეტ სინათლეში.

#TheDress
#TheDress

მეცნიერების თქმით,მართალია გარემოს თვალებით ვხედავთ,მაგრამ თვალით დანახულის დალაგებასა და დახარისხებას ტვინი ახდენს.ტვინს კი სხვადასხვანაირად შეუძლია ერთი და იგივე მოვლენა აღიქვას,იმისდა მიხედვით,თუ წარსულში მსგავსი მოვლენები როგორ აღიქვა.მაგალითად,თქვენ თუ ასეთი ნაჭერი ან ასეთი ფორმის ტანისამოსი გაქვთ ნანახი,ეს წინასწარ შექმნიდა კაბის ფერის აღქმისთვის მოლოდინს.ფერების აღქმაში ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს უკანა ხედში მდებარე სხეულებს,ამ შემთხვევაში ფანჯრიდან შემოღწეულ მკვეთრ სინათლეს.

ასე რომ თუკი თქვენი მეგობრებისგა განსხვავებულად აღიქვამთ კაბას არ შეშინდეთ,თქვენ ნამდვილად არ გაქვთ პრობლემა თვალებზე,თქვენი ტვინი უბრალოდ სხვანაირად მუშაობს.

#TheDress

გამოკვლევის მიხედვით,ადმიანთა 28% კაბას ხედავს ლურჯ-შავ ფერებში,დარჩენილი 72% კი თეთრ-ოქროსფერში.კაბა იმდენად პოპულარული გახდა,რომ მისი ყიდვა უკვე უამრავ ადგილას შეიძლება,ხოლო ონლაინ ვაჭრობის მონაცემებით,მოთხოვნილება 24 საათში 375%-ით გაიზარდა.კაბა წარმოებული ონლაინ მაღაზიის romanoriginals-ის მიერ,რომელსაც აღწერილობაში ფერის გრაფაში ლურჯი აქვს მითითებული.საიტმა კაბების წარმოების რაოდენობა გაზარდა და საიტზე დებატებში ჩაბმისკენ მოგვიწოდებს.

#TheDress

რათქმაუნდა ინტერნეტში სასაცილო სურათები და meme-ებიც გავრცელდა,რომელიც ხან კაბის ფერზე დავას "დიდ სამოქალაქო ომს" ადარებს,ხან კი ამ ეპიკურ კაბას საინტერესო სიტუაციებს არგებს.

#TheDress
#TheDress
#TheDress

თქვენი აზრით,რა ფერისაა კაბა?

ლურჯი,შავი ზოლებით
თეთრი,ოქროსფერი ზოლებით

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

31


  • fuck selena თქვა:
    3 მარტი 2015 01:07 - ID: 31,
    მე ეხლაც თეთრს და ოქეოსფერს ვხედავ
    და ვერ მივხვდი ანუუ?

  • Mari.♫ თქვა:
    3 მარტი 2015 00:56 - ID: 30,
    კაროჩე თეთრი და ოქროსფერია და ვსო რა -_-

  • Green Asteroid თქვა:
    2 მარტი 2015 22:24 - ID: 29,
    ციტატა: marika0704
    პირველად როცა გავხსენი ვერავინ დამარწმუნებდა რომ თეთრი კაბა ლურჯი იყო, მაგრამ 10 წუთის შემდეგ ხელახლა გავხსენი ფოტო და უკვე იისფერი იყო მუქი ოქროფერით.
    ციტატა: Green Asteroid
    მგონი მარტო მევხედავ ოქროსფერ და ღია იასამნისფერში belay

    მეც მერტო მე ვხედავდი მეგონა ეგრე. lol

    რამდენჯერაც არუნდა ვნახო მიანც იგივეა what ლურჯი და შავი არცერთელ არდამინახავს wink

  • beonce თქვა:
    1 მარტი 2015 23:36 - ID: 28,
    მე თეთრს და ოქროსფერს ვხედავ.მე და ჩემმა დამაც დავხოცეთ ერთმანეთი. wink

  • anthea თქვა:
    1 მარტი 2015 13:38 - ID: 27,
    შავი და ლურჯია... მე და ჩემმა დამ დავხოცეთ ერთმანეთი wink

  • Crooks თქვა:
    1 მარტი 2015 02:42 - ID: 26,
    დავინახე შავი და ლურჯი მიკვირდა როგორ ხედავდნენ თეთრს და მანამდე ვაწვალე სანამ მეთვითონაც არ დავინახე თეთრი. ეს კაბა არ ვარგა უბრალოდ კი კარგი პიარია

  • amanda თქვა:
    1 მარტი 2015 01:55 - ID: 25,
    შავი და ლურჯი :D პირველადაც ასე დავინახე და რამდენჯერაც ა რუნდა შევხედო ასეა:D და ვინც მეუბნება ,რომ ტეთრია ოქროსფერში მგონია გაგიჟდა :P :D :D

  • anabell) თქვა:
    28 თებერვალი 2015 21:57 - ID: 24,
    ციტატა: krist...star
    მართლა არ მჯერა რომ ვინმე თეთრად და ოქროსფრად ხედავს

    მთელი დღე ლურჯი და შავი იყო ჩემთვის , შემოვედი და თეთრი დამხვდა ვიღაცა რაღაცას მაიმუნობს wink

  • krist...star თქვა:
    28 თებერვალი 2015 21:39 - ID: 23,
    მართლა არ მჯერა რომ ვინმე თეთრად და ოქროსფრად ხედავს

  • Bellania თქვა:
    28 თებერვალი 2015 21:37 - ID: 22,
    მე ორივე ფერში დავინახე და ამიტომაც არ მეშლება ნერვები თეთრიდა ოქროსფერიო რომ იძახიან... wink winked

  • anano95 თქვა:
    28 თებერვალი 2015 20:46 - ID: 21,
    აუ იმ ქალს რომ აცვია აშკარად ლურჯი და შავია მაგრამ გავრცელებულ ფოტოზე ოქროსფრად და თეთრად ვხედავ :O

  • natianatia თქვა:
    28 თებერვალი 2015 20:14 - ID: 20,
    ეგრე მეგონა მეც და ახლა მეც მგონია რო გადაობ რადგან აშკარად თეთრია ჩემთვის :D :D
    ციტატა: loseyourself
    შავი და ლურჯია და ახლაც მგონია რომ სხვა ყველა ღადაობს როცა თეთრს ამბობს (ან ჩემი გაგიჟება უნდათ) :Dდდ wink wink

  • loseyourself თქვა:
    28 თებერვალი 2015 19:49 - ID: 19,
    შავი და ლურჯია და ახლაც მგონია რომ სხვა ყველა ღადაობს როცა თეთრს ამბობს (ან ჩემი გაგიჟება უნდათ) :Dდდ wink wink

  • ani ))))))) თქვა:
    28 თებერვალი 2015 19:18 - ID: 18,
    აშკარად თეთრია ოქროსფერი ზოლებით

  • Aniani თქვა:
    28 თებერვალი 2015 18:34 - ID: 17,
    წეღან თეთრად და ოქროსფრად ვხედავდი შემდეგ დიდხანს ვუყურე ვუყურე და შავად და ლურჯად დავინახე ისე ვინც თეთრად და ოქროსფრად ხედავთ სარკესთან მიიტანეთ სურათი და სხვა ფრად დაინახავთ მე ეგრე მომივიდა

  • Max ackles თქვა:
    28 თებერვალი 2015 18:21 - ID: 16,
    თავიდან რომ ვნახე ლურჯი და შავი იყო ერთი წუთის მერე თეთრი და ოქროსფერი ახა ისე გალურჯდა wink

  • smileyz_xato თქვა:
    28 თებერვალი 2015 15:24 - ID: 15,
    ციტატა: smileyz_xato
    თავიდან რომ ვნახე ლურჯი და შავი იყო ერთ-ორ საათში იგივე ფოტო რომ გავხსენი თეთრი და ყვითელი გახდა და ძაან დავიბენი მერე ისევ გალურჯდა :D ახლა ხან ერთს ვხედავ და ხან მეორეს :D:D

    სანამ წინა კომენტარს დავწერდი თეთრი და ყვითელი იყო ახლა ლურჯი და შავია წუთიც არ გასულა არადა lol lol

  • I.M თქვა:
    28 თებერვალი 2015 15:24 - ID: 14,
    პირველად რომ შევხედე თეთრი და ოქროსფერი იყო, წარმოუდგენელი მეგონა რო შეიძლებოდა სხვა ფერის ყოფილიყო, მაგრამ 15 წუთის მერე შევხედე და ლურჯ-შავში იყო და სერიოზულად შემეშინდა lol

  • smileyz_xato თქვა:
    28 თებერვალი 2015 15:22 - ID: 13,
    თავიდან რომ ვნახე ლურჯი და შავი იყო ერთ-ორ საათში იგივე ფოტო რომ გავხსენი თეთრი და ყვითელი გახდა და ძაან დავიბენი მერე ისევ გალურჯდა :D ახლა ხან ერთს ვხედავ და ხან მეორეს :D:D

  • -BadGirl- თქვა:
    28 თებერვალი 2015 15:15 - ID: 12,
    შავი და ლურჯია wink ნერვოზი დამემართება ამ კაბის გამო lol am

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top