;
1 მარტი 2015      anabell)     14 კომენტარი     ნანახია 9310-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ვარსკვლავები

Lupita Nyong’o გაქურდეს და... შემდგომ კაბა დაუბრუნეს


ოსკაროსანი მსახიობი კენიიდან, Lupita Nyong’o გაქურდეს! მძარცველთა ინტერესის წყარო, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ის კაბა აღმოჩნდა, რომელიც ლუპიტას ოსკარის დაჯილდოებაზე ემოსა მიმდინარე წლის 22 თებერვალს. ლუპიტას თქმით, ცნობილი ბრენდის Calvin Klein-ის მარგალიტებით მორთული კაბა მას მაშინ მოპარეს, როდესაც ის სასტუმროს ნომერში არ იმყოფებოდა.

Lupita Nyong’o გაქურდეს და... შემდგომ კაბა დაუბრუნეს


როგორც ავღნიშნეთ, ლუპიტა ამ ულამაზესი კაბით დაესწრო ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას და მაშინვე მოიცვა პრესა მის ძვირფას და ულამაზეს კაბაზე საუბარმა, რომელიც ღირებულებაც არც მეტი არც ნაკლები 150 000 ამერიკული დოლარს შეადგენდა და 6000 მარგალიტით იყო მოქარგული. გამოცემათა თანახმად, ლუპიტას კაბა იმ დროს მოპარეს, როდესაც მან სასტუმროს ნომერი სულ რაღაც 1 საათით დატოვა, მაგრამ ყველაზე დიდი შოკი მძარცველთა მიერ კაბის დაბრუნებამ გამოიწვია!




დიახ, არ მოგესმათ! მძარცველებმა კაბა დააბრუნეს და თანაც საკუთარი სურვილით, ფოტოებსა და ვიდეომასალას გვაწვდის TMZ. საქმე იმაში აღმოჩნდა, რომ მძარცველებმა კაბა მასზე მიკერებული მარგალიტების გამო მოიპარეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარგალიტები ყალბი ყოფილა და გადაწყვიტეს მათი დაბრუნება და TMZ-თვის მასალის მიწოდება, რათა ყველას გაეგო თუ როგორი ყალბი სამყაროა ჰოლივუდი!



Calvin Klein-ის მოდის სახლი, ფრანცისკო კოსტა კი თავის მართლების ტონით აცხადებს, რომ მათ არასდროს უთქვამთ, რომ კაბაზე დამაგრებული თვლები ნამდვილი იყო! ამბობენ, რომ ვინც კაბის ღირებულება და მისი "რეალურობა" განსაზღვრა ლუპიტას სტილისტი იყო, რომელმაც ეს ყოველივე პიარისთვის გააკეთა, თუმცა არ ელოდნენ, რომ კენიელი მსახიობის კაბა ექსპერტი-ქურდების ხელში აღმოჩნდებოდა! Calvin Klein-ს არცერთხელ არ უარყვია გავრცელებული ხმები ამ ექსკლუზიური კაბის სიძვირფასესთან დაკავშირებით, ავრცელებდნენ კაბის შექმნის პროცესის ფოტოებს და იბეჭდებოდა პუბლიკაციები თუ რა უნიკალური რამ შეიქმნა Calvin Klein-ის სახელით, რამაც ქურდებიც დაარწმუნა, რომ მათ ხელში არა მხოლოდ კაბა - საიუველირო ნაკეთობა მოხვდებოდა.


კატეგორია: საინტერესოა, ვარსკვლავები
Tags:

14


  • LohanFan თქვა:
    3 მარტი 2015 10:43 - ID: 14,
    ციტატა: Mari.♫
    ამისი ოსკარზე გამოჩენა სირცხვილი უნდა იყოს ))))))))) (არა რასისტული გაგებით, მსახიობურ "ნიჭს" ვგულისხმობ)


    ერთადერთ ფილმში აქვს ჯერჯერობით მონაწულეობა მიღებული და ოსკარი აიღო და ცოტა უსაფუძვლო ხომ არ არის მის უნიჭოობაზე საუბარი ამ ეტაპზე

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top