6 March 2015      ANGEL     Views 2 796    
Category: Fun, Interesting / Man / Films, Movies



ამერიკელი სნაიპერი / American Sniper (2015)
რეჟისორი: Clint Eastwood


მთავარ როლებში: Bradley Cooper, Sienna Miller
დაფუძნებული სამხედრო სნაიპერის Chris Kyle-ის ავტობიოგრაფიაზე

კლინტ ინსტვუდის ფილმის ჟანრი ომის-პერიოდის დრამას განეკუთვნება და ის აღწერს ამერიკელი სამხედრო-სნაიპერის კრის კაილის ავტობიოგრაფიულ წიგნზე American Sniper: The Autobiography of the Most Lethal Sniper in U.S. Military History დაფუძნებულ ისტორიას, სადაც სამხედრო აღწერს მის დაბრუნებას სახლში 4 საბრძოლო ტურიდან და მის მისიებს - დაკვეთილ-მკვლელობებს (ცნობილია, რომ მან შეასრულა 255 სასიკვდილო გასროლა, თუმცა აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო მათგან 160-ს ასაჯაროებს). ის მსახურობდა ამერიკის Navy SEAL და წარგზავნილი იყო ერაყის ომში, მრავალგზის დაჯილდოებული გმირული საქციელისა და თავგანწირვისთვის. აღიარებულია, როგორც ყველაზე ლეტალური სნაიპერი ამერიკის სამხედრო ისტორიაში.





ის საპატიოდ დაითხოვეს U.S. Navy-დან 2009 წელს და ამ პერიოდში დაიწყო მუშაობა ავტობიოგრაფიულ წიგნზე American Sniper, რომელიც 2012 წელს გამოიცა. კრის კაილი 38 წლის ასაკში, 2013 წელს იქნა მოკლული, ის ტეხასში მეგობართან ერთად მოკლა უცნობმა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით.

მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა. მისი მეუღლე ტაია კაილი ასევე მწერალი და აქტივისტია, ის წარმოადგენს ვეტერან ოჯახთა ინტერესებს. ტაიამ დაქვრივების შემდგომ დაწერა წიგნი: American Wife: A Memoir of Love, Service, Faith, and Renewal. ტაიამ მნიშნვნელოვანი როლი შეიტანა ფილმზე მუშაობის პროცესში, ის ეხმარებოდა სცენარისტ ჯეისონ ჰოლს, მისი როლი ფილმში სიენა მილერმა განასახიერა. ხოლო კრის კაილის როლში ბრედლი კუპერს იხილავთ!

ფილმის სპეც-ჩვენება მოეწყობა კინოთეატრ ამირანსა
და დიდველში (ბაკურიანი) 6 მარტიდან!
new.kinoafisha.ge/movies/american-sniper/




ფილმი 2015 წლის დასაწყისში გამოიცა და კინო-აკადემიის 6 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მათ შორის როგორც საუკეთესო ფილმი, საუკეთესო ეკრანიზაცია და საუკეთესო მსახიობი კაცი ბრედლი კუპერის სახელით.

კრისის მეგობრები აღნიშნავდნენ ბრედლი კუპერის მსგავსებას. მათ ერთნაირი აღნაგობა, სიმაღლე, ფეხის ზომა და წონა ქონდათ, მცირედი გრიმის და კაილისთვის დამახასიათებელი ვარცხნილობის გაკეთების შემდგომ კი ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მსგავსება გასაოცარი იყო.



კრისის მამამ და მეუღლეს დიდი ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს კლინტ ისტვუდს ფილმზე მუშაობის პროცესში, თუმცა თავიდან მისტერ კაილი იმუქრებოდა და შიშობდა ფილმს მისი შვილის ხსოვნა არ შეურაცხყო. პროექტის გაცნობის შემდეგ კი განაცხადა, რომ კლინტი და ბრედი საიმედო და პატიოსანი ადამიანები იყვნენ. აქვე გაიხსენეს, რომ კრისი ამბობდა, თუ კი ჩემზე ოდესმე ფილმს გადაიღებენ მის ხედვას და რეჟისურას მხოლოდ კლინტ ისტვუდს ვანდობო.


ბრედლი/კრისი

ბრედლი კუპერს გადაღებებისთვის ოჯახის წევრებმა მიაწოდეს კრისის უნიფორმა და ფეხსაცმელი, რომელიც რაღა თქმა უნდა მას იდეალურად ერგებოდა. ბრედლიმ აღნიშნა, რომ ის უსმენდა კრისის მუსიკალურ-პლეილისტს და ხელმძვანელობდა მისი სავარჯიშო გეგმით მზადების პროცესში. მის ფეხსაცმელს კი ოჯახის საჩუქრად მიიჩნევს და ფილმზე მუშაობის დასრულების შემდეგაც იცვამს.

კრის კაილს შეეძლო მიზანში გარტყმა 1920 მეტრის მანძილიდან, მრავალი მსგავსების მიუხედავად რა თქმა უნდა ბრედლის ასეთ მანძილზე სროლა არ შეეძლო, მისი მანძილია: 600 მეტრი.







კრის კაილის რეალური კადრები USA Navy SEAL-ში
მსახურობის პერიოდიდან და ოჯახთან ერთად












Category: Fun, Interesting / Man / Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top