12 March 2015      Sally ))     Views 2 736    
Category: Fun, Interesting

საინტერესო ისტორიები [4]

მოკლე და საინტერესო ისტორიები


კოლუმბიელი ნარკობარონი პაბლო ესკობარი პოლიციელის მოკვლისთვის მკვლელს 500 დოლარით აჯილდოებდა, თუ მკვლელი მოკლული პოლიციელის სამკერდე ნიშანს მიიტანდა.

აინშტაინის ტვინი პრინსტონის სამედიცინო ცენტრში ინახება.

აფრიკის სანაპიროზე ჯარით გადახდომის დროს ხომალდიდან გადმოსულმა კეისარმა წაიბორძიკა და დაეცა. მხედართმთავარის გარემოცვაში ჩურჩული ატყდა, კეისრის დაცემა მათ ცუდ ნიშნად ჩათვალეს. თუმცა კეისარი არ დაიბნა, მან ორივე ხელით ჩაბღუჯა მიწა და შესძახა: ,,შენ ჩემს ხელთა ხარ, აფრიკავ’’!!

როდესაც ტირან დიონისეს ჰკითხეს, თუ რატომ დანიშნა ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ყველასთვის საძულველი ადამიანი, მან უპასუხა: ,,მინდა, ჩემს თანამემამულეებს ერთი სახელმწიფო მოხელე მაინც სძულდეთ ჩემზე მეტად!’’


საინტერესო ისტორიები [4]

გეტინგენში სწავლისას ნილს ბორი ერთხელ ცუდად მოემზადა კოლოკვიუმისთვის და მისი მოხსენება ვერ აღმოჩნდა სათანადო დონეზე. თუმცა ბორი არ დაიბნა და გამოსვლის დასასრულს განაცხადა: ,, მე აქ იმდენი ცუდი მოხსენება მოვისმინე, რომ შეგიძლიათ ჩემი გამოსვლა ერთგვარ შურისძიებად ჩათვალოთ’’.

ანტარქტიდა არც ერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის. იგი მეცნიერულ ნაკრძალად არის გამოცხადებული. 1961 წელს თორმეტმა სახელმწიფომ, მათ შორის საბჭოთა კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ანტარქტიდა საომარი მოქმედებებისაგან თავისუფალ და მეცნიერული კვლევებისთვის განკუთვნილ ზონად გამოცხადდა.

ერთხე; კოლაუ ნადირაძე ეზოში ფეხბურთის მოთამაშე ბავშვებს ადევნებდა თვალყურს. თამაშის დროს პოეტი მისკენ გამოგორებულ ბურთს დასწვდა, ახლოს მდგომ პატარა ბიჭს დაუბრუნა და რა გვარი ხარო, ჰკითხა. ბიჭი გვარად ჩოლოყაშვილი აღმოჩნდა. ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი თუ იცი ვინ იყო?’’ ბიჭმა უპასუხა:,, ვინ იყო და ხალხის მტერი’’. ამგვარი პასუხით გამწარებულ კოლაუს თურმე კარგა ხანს აკავებდნენ. პოეტი მთელი ხმით გაჰყვიროდა, ერთი მამამისი მომითიეთ აქ, მაგრად უნდა ვჟეჟოო.

ფრინველი ძილის დროს ტოტიდან არ ვარდება. ამის მიზეზი კი ის არის,რომ ჯდომისას მისი გეხის მყესები იჭიმება და გრინველი ტოტს საიმედოდ არის ჩაჭიდებული. რაც უფრო მეტს იწონის ფრინველი, მით უფრო მყარად არის ძილის დროს ჩაბღაუჭებული ხის ტოტს. ტყეში ზოგჯერ ხეზე მჯდარი მკვდარი ფრინველებიც უპოვიათ.

საინტერესო ისტორიები [4]

ქართველი მწერალი დავით კლდიაშვილი მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი იყო. იგი 1915 წლის მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისთვის ქართველ პოდპოლკოვნიკს საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და მშობლიურ სოფელ სიმონეთს დაუბრუნდა დაავადებული და ჯანგატეხილი.

სუპერმენის სრული სახელი და გვარია კლარკ იოზეფ კენტი.

ძველი ბერძნების რწმენით მგლის ნაკვალევზე ფეხდანაბიჯები ცხენი ჭიხვინის უნარს კარგავდა.

იუნესკოს შტაბბინა პარიზში მდებარეობს.

,,ონომატომანია’’ არის რაიმე მოვლენის აკვიატებული გახსენება.

მელანოფობია არის შავი ფერის შიში.

თვალის რქოვანა სხეულის ერთადერთი ნაწილია, რომელიც სისხლით არ მარაგდება. იგი ჟანგბადს უშუალოდ ჰაერიდან იღებს.


საინტერესო ისტორიები [4]

წვეტიან ჯოხს, რომლის დახმარებითაც ძველ რომში საქაონელს მიერეკებოდნენ სტიმული ერქვა. ;)))

პლანეტა ვენერას არც ერთი თანამგზავრი არ ჰყავს.

ავსტრალიაში ყველაზე მეტ ალმასს მოიპოვებენ მსოფლიოში.

ძველი ეგვიპტელები კატას მიაუს ეძახდნენ.

ყინულისგან თავისუფალ ადგილებს ანტარქტიდაში ოაზისებს უწოდებენ.

კარიბის ზღვის კუნძულებიდან კუბა ერთადერთია სადაც რკინიგზა არსებობს.

დიდ ყინვაში სმენადობა იდეალურია, რადგან სიცივეში ბგერა უფრო კარგად ვრცელდება, ვიდრე სიცხეში.

ხანგრძლივი დროით შენახვისას ღვინით სავსე ბოთლი აუცილებლად გადახრილ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს, რათა ყელი ჰქონდეს სველი და საცობი არ გამოშრეს.

საინტერესო ისტორიები [4]

ტაჯ-მაჰალს 20 ათასი ხელოსანი 22 წლის განმავლობაში აშენებდა.

კუბის ეკონომიკის უკვდავი დარგია სიგარების წარმოება.

ნეფოსკოპით განსაზღვრავენ ღრუბლის სიჩქარეს და მიმართულებას.

ლუმენი სინათლის ნაკადის საზომი ერთეულია.

ცნობილია, რომ ფრანგები შამპანურის ჭიქას სანახევროდ ავსებენ. მათი აზრით, შაპანურის ცარიელი ჭიქა მოწყენილად გამოიყურება, სავსეს კი ელეგანტურობა აკლია.

თვითმფრინავში არსებული საბორტო ჩანაწერებისთვის განკუთვნილი ეგრეთ წოდებული ,,შავი ყუთი’’, რომელიც 1100 გრადუსამდე სიცხეს უძლებს, წყალქვეშ კი 6 კილომეტრის სიღრმეზეც კი არაფერი ემართება, სინამდვილესი ყვითელი ფერისაა.

რომაელები მეგობრებს ქურდებს ეძახდნენ. მატი მტკიცებით ისინი იპარავდნენ ყველაზე ძვირფას რამეს - დროს.

საინტერესო ისტორიები [4]

Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top