10 March 2015      yeezy     Views 7 910    
Category: Fun, Interesting

უნდა გრცხვენოდეთ თუ არა ცელულიტის ?!
უნდა გრცხვენოდეთ თუ არა ცელულიტის ?!


ის, რასაც ცელულიტს ვუწოდებთ ყოველთვის არსებობდა, თუმცა სახელის შერქმევამდე მისი არავის სრცხვენოდა. საუბარი სულაც არ არის ძველ ან შუა ხანაში მცხოვრებ ადამიანებზე, არამედ მე-19 - მე-20 საუკუნეში მოღვაწე ადამიანებზე, რომლებიც ისეთი განვითარებულები და მოაზროვნენი იყვნენ, როგორებიც ახლა და რომლებმაც შექმნეს და აღმოაჩინეს თითქმის ყველაფერი, რის შემდეგაც ნაკლებად სწრაფად მივიწევთ აღმოჩენებით წინ. ახლა კი კოსმეტიკურ სალონებში ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ცელულიტის მოშორებაა. 2009 წელს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში კოსმეტიკური კომპანიების მიერ ცელულიტის საწინააღმდეგო საშუალებებისგან მიღებულმა მინიმალურმა მოგებამ სამი მილიარდი დოლარი შეადგინა. "ცელულიტს" მედიცინა მხოლოდ 2 საუკუნეა იცნობს და უადავოა ის, რომ ამ სიტყვის და არა მცნების შემოღებით, საკმაოდ დიდი ფულის გამომუშავებაა შესაძლებელი. 1973 წელს კოსმეტიკური სალონის მფლობელმა ნიკოლ რონსარმა, რომელიც ცდილობდა, თავის სალონში ახალი კლიენტები მიეზიდა, პირველად უწოდა ადამიანის სხეულზე ნაჩხვლეტებს ცელულიტი და როდესაც ნახა, რომ მან აშკარად ახალი რამ "დაადგინა", უფრო განავითარა სტატიები ამ თავისსავე შემოტანილ ტერმინზე და საბოლოოდ მიაღწია იმას, რომ მთელი მსოფლიო დაიმორჩილა. დღეს ყველას სრცხვენია იმის, რისიც ვიღაც ფრან კოსმეტოლოგ ნიკოლ რონსარს უნდოდა რომ შერცხვენოდა. ეს სიტყვა არა თუ მსოფლიოს ნაწილის, არამედ მთლიანი მსოფლიოს მაკონტროლებელია და ადამიანებს აიძულებს მის მოშორებას, რაც ვიმეორებ, სკამოდ ძვირი ჯდება.

უნდა გრცხვენოდეთ თუ არა ცელულიტის ?!

ცელულიტი კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურული ცვლილებაა, რომელსაც უწვრილეს სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური ნაკადის დარღვევამდე მივყავართ. ეს არის შეგუბებითი მოვლენები ცხიმოვან ქსოვილში, რაც მის დისტროფიას (კვების მოშლას) იწვევს. კანქვეშა ანუ ჰიპოდერმის შემაერთებელი ქსოვილი ცხიმების სინთეზის ადგილია. ადიპოციტები – ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედები ჭარბ გლუკოზას (სისხლის შაქარს) ცხიმად გარდაქმნიან და შავი დღისთვის ინახავენ, საჭირო დროს კი ცხიმს გლუკოზამდე შლიან და ენერგეტიკული საჭიროებისთვის უჯრედებს უგზავნიან, ნივთიერებათა ცვლას, სხეულის ენერგეტიკული ბალანსის დაცვას რომ მოხმარდეს. ნორმალური კანისთვის დამახასიათებელია მცირე ზომის ადიპოციტების დიდი რაოდენობა, რომლებიც ერთგვარ ცხიმოვან წილაკებში არიან დაჯგუფებულნი და გარს შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოები (კოლაგენური და რეტიკულური ქსოვილები) არტყიათ. ცხიმოვანი წილაკები სისხლის მიმოქცევის სისტემას უკავშირდება, რომლის საშუალებითაც ლიპიდები და მათი დაშლის პროდუქტები სისხლში გადადის. ადიპოციტების ფუნქციობას ჰორმონების განსაზღვრული ჯგუფი ასტიმულირებს. დისფუნქცია, რომელიც ცელულიტის წარმოშობას უკავშირდება, გამოიხატება იმით, რომ ადიპოციტები მიღებულ ინფორმაციას ამახინჯებენ და საბოლოო ჯამში არასწორად ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს. ამის შედეგად ცხიმები უჯრედებში კი არა, მათ შორის არსებულ სივრცეში გროვდება. ეს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას არღვევს, ლოკალური ქსოვილები არასაკმარისად იკვებება, კანი შუპდება. თავდაპირველად შეშუპება ძნელად შესამჩნევი და უმნიშვნელოა, თუმცა ეს უკვე ცელულიტის პირველი სიმპტომია.ზემოთ აღწერილი ცვლილებების შემდეგ ადიპოციტები, ცხიმოვანი უჯრედები, ერთიანდება და იწვევს ქსოვილთა ფიბროზს – მრავლდება მკვრივი კონსისტენციის შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც სხვა მიმდებარე შემაერთებელქსოვილოვან სტრუქტურებთან კონტრასტს ქმნის. სწორედ მკვრივი და ფაშარი ქსოვილების მონაცვლეობა იწვევს ფორთოხლის ქერქის ეფექტს. კვანძების გადიდებასთან ერთად მკვრივდება ფიბროზული ქსოვილები, კანის ზედაპირი უსწორმასწორო ხდება, ბორცვაკებით იფარება. ეს უკვე მიშვებული ცელულიტის სტადიაა.

უნდა გრცხვენოდეთ თუ არა ცელულიტის ?!

ცელულიტის საყვარელი ადგილებია დუნდულები, მკლავები, მუცლის წინა და გვერდითი კედლები. მისი სამიზნე სუსტი სქესია. თუმცაღა დაავადების გავრცელება ასაკთან ერთად იმატებს, პირველ ნიშნებს უკვე 25-27 წლის ასაკში ვხვდებით, ბოლო ხანს კი მისი უფრო მეტად გაახალგაზრდავების ტენდენცია შეიმჩნევა. გარდა ამისა, ცელულიტის შემთხვევებმა მამაკაცებშიც იმატა. მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ მოწოდებულია უამრავი საშუალება, ჯერ კიდევ არ მოიპოვება სარწმუნო მტკიცებულებები მათი ეფექტიანობის შესახებ. ცელულიტთან საბრძოლველად იყენებენ უამრავ მეთოდოლოგიას, ქირურგიული ჩარევით (ლიპოსაქციით) დაწყებული, ანტიცელულიტური მალამოებისა და ძვირად ღირებული ინექციების ჩათვლით. ცელულიტთან ბრძოლისას წარმატების გასაღები უნდა ვეძებოთ კომპლექსურ მიდგომაში, რომელიც გულისხმობს ბალანსირებულ დიეტას, აქტიურ, ჯანსაღ ცხოვრების წესს, ფიზიოთერაპიული მკურნალობის ფართო სპექტრს (ლაზერული თერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, ელექტრო-ვაკუუმთერაპია, ელექტროთერაპია, წყალქვეშა მასაჟი, ჰიდროთერაპია, მარგალიტოვანი აბაზანები, პარაფინოთერაპია, ანტიცელულიტური მალამოებით ფონოფორეზი, მასაჟი და სხვა). მხოლოდ ამ მიდგომების კომპლექსური გამოყენება გამოიღებს სასურველ ნაყოფს. “ავერსის კლინიკის” რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის სამსახური აღჭურვილია უნიკალური ფიზიოთერაპიული აპარატურით, რომელთა ეფექტური ზემოქმედებისა და ჩვენს კლინიკაში ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად ასეულობით პაციენტმა მიიღო სასურველი შედეგი. ცელულიტთან ბრძოლა არ არის ერთჯერადი აქცია, მას სისტემატური ხასიათს უნდა ჰქონდეს და მიმდინარეობდეს ექიმი ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობით. მობრძანდით “ავერსის კლინიკის” რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის სამსახურში და თქვენი სხეული აღიდგენს პირვანდელ მოქნილობასა და ელასტიკურობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალბატონებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის) პლაჟისა თუ აუზის მონახულების წინ.

ცელულიტი ჩნდება როგორც ჭარბწონიანი და ასაკიანი ქალისა თუ კაცის ხეულზე, ასევე გამხდარი ახალგაზრდობის სხეულზეც. ის შეიძლება გაჩნდეს როგორც არასწორი ცხოვრების წესით, ასევე გენეტიკურად და წესით არანაირ პრობლემაც არ უნდა წარმოადგენდეს ადამიანისათვის. ცელულიტი არ არის ნაკლი, თუმცა ერთმა ადამიანმა ფულის გამომუშავების მიზნით გადაწყვიტა, რომ ის ნაკლოვანებაა და ამ ზეგავლენის ქვეშ მოექცა მთელი მსოფლიო.


უნდა გრცხვენოდეთ თუ არა ცელულიტის ?!
უნდა გრცხვენოდეთ თუ არა ცელულიტის ?!

მხოლოდ იმ ადამიანს არ უჩნდება ცელულიტი, რომელიც მუდმივად ვარჯიშობს. თუ კი თვქნე გაქვთ და გაწუხებთ, შეგილიათ რეგუალრუგი ვარჯიშით თქვენი კანი მუდმივად სწორ მდგომარეობაში ამყოფოთ , თუმცა იმ თანხების გადახდა, რასაც თუნდაც ყველასათვის ცნობილი ადამიანები იხდიან ცელულიტის მოშორებაში სისულელეა. ეს ერთჯერადია და ძალიან პატარა ხანში ისევ თავს იჩენს ცელულიტის სიმრავლე. ის თითქმის ყველას აქვს და ეს არ არის სასირცხვილო, თუმცა , რა თქმა უნდა, არაფერი ჯობს სრულყოფილებამდე მისულ გარეგნობას და ეს სრულყოფილებაც არა ზოგადი, არამედ ინდივიდუალური მცნებაა. სამწუხაროდ ძალიან ბევრისათვის ნაკარნახები ტენდენციაა - თუ როგორი უნდა იყოს მოსაწონი ადამიანი - ცვალებადია და ვინ ცვლის შეხედულებებს ამდენ ადამიანში ერთობლივად და ერთბნაირად, დასაფიქრებელი და ცალკე განსახილველია...




თუ კი თქვენ თვლით, რომ არ ხართ მასის ნაწილი, რომელიც ყველაზე იოლი დასამორჩილებელია, ნუ მოგიცავთ უაზრო შიში და სირცხვილი იმისა, რაც სულაც არ არის სასირცხვილო. ერთია, თუ თქვენ არ მოგწონთ სხეულზე პატარა ჩაღრმავებების არსებობა და მეორეა, როდესაც თქვენ არც კი იცით რატომ მალავთ მათ.

უნდა გრცხვენოდეთ თუ არა ცელულიტის ?!
უნდა გრცხვენოდეთ თუ არა ცელულიტის ?!
უნდა გრცხვენოდეთ თუ არა ცელულიტის ?!
უნდა გრცხვენოდეთ თუ არა ცელულიტის ?!
უნდა გრცხვენოდეთ თუ არა ცელულიტის ?!
უნდა გრცხვენოდეთ თუ არა ცელულიტის ?!
უნდა გრცხვენოდეთ თუ არა ცელულიტის ?!
უნდა გრცხვენოდეთ თუ არა ცელულიტის ?!
უნდა გრცხვენოდეთ თუ არა ცელულიტის ?!
უნდა გრცხვენოდეთ თუ არა ცელულიტის ?!
უნდა გრცხვენოდეთ თუ არა ცელულიტის ?!

Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top