15 March 2015      Ancho.     Views 6 433    
Category: Fun, Interesting / Films, Movies

http://38.media.tumblr.com/tumblr_m4ij3wl4QY1r93y4eo1_500.gif



ქალთა ევოლუცია კინოში
დიასახლისი, სათნო, კარიერისტი, სუპერგმირი...

რა აღარ გადაიტანეს მთავარმა გმირმა ქალებმა კინოს ისტორიის ასწლეულის განმავლობაში. მათ აცმევდნენ ლატექსს, აიძულებდნენ გაეხადათ და დაეკლოთ წონა. დღეს, როდესაც ქალებს მოპოვებული აქვთ უფლება სერიოზულ დრამატულ როლებსა და ხარისხიან კომედიებში, გავიხსენოთ გრძელი გზის ყველა ეტაპი.

http://media.tumblr.com/c2c4043cc088d1dd868ee79933face9a/tumblr_inline_mnjy8sRVyC1qz4rgp.jpg
https://33.media.tumblr.com/340a315187003ceb02fbb815addaa691/tumblr_ni8kx4CLH91suqhpzo1_500.gif
http://25.media.tumblr.com/tumblr_lnllejk7Gt1qed2m9o1_500.gif
http://images.tangomag.com/sites/default/files/image_list/julia-23.gif


როგორ გავყვეთ მილიონერს ➡

პირველი მცდელობა იმისა, რომ ქალი მამაკაცის ჩრდილიდან გამოეყვანათ და ეჩვენებინათ ნამდვილი, ცოცხალი და საინტერესო პერსონაჟი, 60-იან წლებში დაფიქსირდა, როდესაც ჰაერო გაჟღენთილი იყო სექსუალური რევოლუციითა და ფემინიზმის იდეებით. გამხდარიყვნენ მთლიანად დამოუკიდებელი ქალები ჯერ ვერ შეძლეს. საზოგადოება ჯერ კიდევ არ ეგებებოდა კარიერისტებს, ამიტომაც მდიდარი ქმრის ძიება ბევრისთვის ერთადერთი ხსნა იყო შემდგარიყო ცხოვრებაში. თუ მთავარი გმირი მუშაობდა, ეს როგორც წესი გასართობ სფეროში იქნებოდა: მოცეკვავე, მომღერალი ან მსახიობი.

უდარდელი ლედის მთავარი მაგალითი იყო მერლინ მონრო, მისი მთლიანი ფილმოგრაფია და პირადი ცხოვრება. კინოინდუსტრიაში ის ირჩეოდა ისეთ ფილმებზე, სადაც ქარაფშუტა გოგონა უნდა განესახიერებინა, რომელსაც ხშირად უყვარდება და მზადაა სარფიან ქორწინებაზე სიყვარულის გარეშე.



"მე შევხვდი მას ვისაც ვეძებდი. მას მილიონები აქვს, სათვალე და იახტა."-ამბობს მერლინ მონროს გმირი საკულტო კომედიაში "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან".

http://38.media.tumblr.com/35fd8be769a9354ac5714b5323856fab/tumblr_n8volkzhvC1qdm4tlo2_500.gif
http://38.media.tumblr.com/6d388b467955754eec6083a00aecc05b/tumblr_nd4yya8hbj1tg3ywoo1_500.gif


მერლინისადმი ინტერესი გამწვავდა არამარტო მისი სექსუალურობის გამო, ასევე მისი მრავალრიცხოვანი რომანების გამოც. მისი ურთიერთობები ცნობილ თანამედროვეებთან(რომელთა შორის აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ კენედიც შედიოდა), თავის დაჭერის ცოდნა და პუბლიკაში გამომწვევად გამოჩენა ჩვეულებრივ მაყურებელს აიძულებდა გაეთანაბრებინა ცოცხალი მერლინი და ეკრანული გოგონა.



მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას უყვარს მერლინი, ფემინისტებისათვის ის მაინც პრობლემას წარმოადგენდა. მსახიობს არ რცხვენოდა მიენიშნებინა ქალების სისულელეებზე და წარმოეჩინა მათი სურვილი მიეღწიათ ყველაფრისთვის გარეგნობის წყალობით.

http://data2.whicdn.com/images/167739217/large.png
http://data2.whicdn.com/images/167743458/large.gif
http://data3.whicdn.com/images/167728848/large.gif
http://data1.whicdn.com/images/167755225/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/167426326/large.jpg


შეეემსუბუქებინათ "შტერის" და ფულზე დახარბებულის ხასიათი, შეეცადნენ ჰოლი გოლაითლის როლით ფილმში "საუზმე ტიფანისთან", 1961 წელს. თუ მერლინ მონრო თავის სექსუალურობას პროპაგანდას უწევდა ყველგან, ეკრანზე, ჟურნალებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, ოდრი ჰეპბერნს სჯეროდა იდუმალი სილამაზის და მინისა და დეკოლტეს მაგივრად ირჩევდა შავ დახურულ კაბას და მარგალიტის ყელსაბამს.

ჰოლი მამაკაცებს იზიდავს უშრეტი ოპტიმიზმით და ახირებულობით. ის ცინიზმით ხვდება მდიდარს ფულის გამო, მაგრამ გულწრფელად განიცდის საყვარელი მამაკაცის გამგზავრებას მისგან სხვა ქვეყანაში.



"მე მგონია, რომ ჩემზე შევიქმენი მოფლირტავის ან უბრალოდ სულელის შთაბეჭდილება. მაგრამ არ ვარ წინააღმდეგი. ხანდახან ძალიან მომგებიანია გამოჩნდე სულელად."-ეუბნება გოლაითლი თავის ახალ ნაცნობს პოლს და კვლავ გამოხატავს რევერანს შოვინისტური "იდეალური ქალის" მხარეს. მცდელობა რომ გაეხსნათ ქალის შინაგანი სამყარო და მოეშორებინათ "სარჩენის" სტერეოტიპები, ნამდვილად მოხერხდა.

http://data2.whicdn.com/images/166763769/large.png
http://data3.whicdn.com/images/165530371/large.jpg


საბედისწერო სილამაზე ➡

საბედისწერო ლამაზმანები 80-90-იან წლებში ასევე მზად იყვნენ გამოეყენებინათ მთთელი თავიანთი მომხიბვლელობა, რათა მოეპოვებინათ სასურველი. მაგრამ განსხვავებით მერლინისა და ოდრისგან, სექსუალურ გარეგნობას დაემატა ცივი გონება, რომელიც ებრძოდა მამაკაცის გონებას. როგორც იქნა, ქალმა შეძლო მამაკაცისათვის წინააღმდეგობა გაეწია, არა იარაღით, არამედ ინტელექტით.

ხასიათის კიდევ ერთი ელემენტი: აუცილებელი სიგიჟის შეტევა. როგორც ჩანს, მხოლოდ ასე აიხსნებოდა ასეთი გოგონების ცივსისხლიანობა, გამბედაობა და სისასტიკე.

https://41.media.tumblr.com/tumblr_lv71u5k4hU1r1k56bo1_500.jpg
https://38.media.tumblr.com/tumblr_m7q0hcK1481qkh6s6o1_500.gif

Fatal attraction
http://41.media.tumblr.com/tumblr_m4svx9DYHb1qdks9co1_500.jpg
http://40.media.tumblr.com/tumblr_mbqy3gzX251rbc7hxo1_500.jpg

Poison Ivy
http://41.media.tumblr.com/650780ead6c80ccbad060304caffa4ea/tumblr_modcxkGrWc1s4xbulo1_500.jpg
http://41.media.tumblr.com/tumblr_m6nop8vHQj1r90m4vo1_500.jpg

body of evidence

საზოგადოება არ ამართლებს ასეთი უზნეობის გამოვლინებას და ადანაშაულებს მამაკაცს, რომლებიც მათთან არიან დაკავშირებულნი: ისინი ან ცოლებს ღალატობენ ან ურთიერთობას იწყებენ გათხოვილ ქალებთან.

ეპოქის ყველაზე საყვარელი ფილმი "ძირითადი ინსტიქტი", რომელსაც დღეს ერთ-ერთ სექსისტურ ლენტას უწოდებენ. აღსანიშნავია შერონ სტოუნის ფეხების როლი-ეროტიკისა და ძალადობის სიჭარბე.



ესეიგი ომი! ➡

https://33.media.tumblr.com/c16045216c26be0c89d607753194848e/tumblr_mw6ddoFrnh1s0t9k2o1_250.gif


ქალი-მებრძოლი, რომლებიც 90-იანების ბოლოს სერიალებისა და ფილმების გმირი გახდა ეს მოხიბვლის გაფართოებული ვარიანტია. ის არამარტო სექსუალური და ჭკვიანია, არამედ ფიზიკურადაც მზადაა მამკაცთან შესახვედრად. ბრძოლის ველზე ასეთი ლამაზმანი გაჰყავს თავგადასავლების წყურვილს ან შურისძიების სურვილს. ლარა კროფტი, ნიკიტა, სელინი, ელისი, ქალი კატა, ელექტრა- ააშკარავებენ მათ განსხვავებულობას და მარტოებმა გაიბრძოლონ ბოროტებთან. ასეთი მისია ადრე მხოლოდ მამაკაცებს ეკისრებოდათ. ბოევიკებსა და თრილერებში ქალები როგორც წესი გვერდით იცდიდნენ იმის მოლოდინში, რომ უშველიდნენ.

https://33.media.tumblr.com/30f84fc03b57160d9392fdf73b9dea1f/tumblr_naxu2jN7zn1r7eta3o1_500.gif
https://38.media.tumblr.com/76ff0b1ca3bebdcb3374b5a20606de15/tumblr_ner1cnu9mP1u1qld9o1_500.gif
https://41.media.tumblr.com/tumblr_m6t5r979md1r5v28po1_500.png


მართალია, ქალი ძლიერი გახდა, მაგრამ არ შეუწყვიტავს სექსუალურად სასურველ ობიექტად ყოფნა. პროდიუსერები მებრძოლებს ლატექსს აცმევდნენ, დეკოლტირებულ პერანგს და მოტმასნილ შარვალს. ხოლო დიდი მკერდი, მკვრივი დუნდულები და გრძელი თმა ბონუსად მოჰყვებოდა თითქმის ყველა მძაფრსიუჟეტიანი საგის გმირს.

https://41.media.tumblr.com/ada9d9f0a4011e66939d79bb67c0257d/tumblr_n1nowqmeXB1rlitzfo1_500.jpg


მიუხედავად იმისა, რომ ბიუსტი სულაც არ ეხმარება სწრაფ სირბილს, როდესაც საჭიროა დაიჭირო დამნაშავე, ტყავის შარვალი არ არის წამატებული მტერთან შესატევად, ასეთი ლამაზმანები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ქალი ყველგან საუკეთესოდ უნდა გამოიყურებოდეს: ისევე როგორც ბოროტმოქმედთან ბრძოლისას, ასევე სიცოცხლის ბოლო წუთებშიც კი.



ერთეულებს გამოსდით ებრძოლონ სტერეოტიპებს ქალი მებრძოლის გარშემო კინოში. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია შავი მამბა "Kill Bill"-ის ორ ნაწილში. უმა თურმანი ამ როლში ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური შურისმაძიებელია კინემატოგრაფიაში, მაგრამ ეს თამაშის მომხიბვლელობით და არა გამომწვევი კოსტუმებითა და სცენებით.



მკაცრი გმირის კიდევ ერთი ვარიანტი ყველანაირ სექსუალურ აქსესუარებს მოკლებული, ეს ლიზაბეტ სალანდერია დევიდ ფინჩერის ფილმში "გოგონა დრაკონის ტატუთი". რუნი მარა ამ როლისთვის ბევრ მსხვერპლზე წავიდა. გახდა შავგვრემანი, შეიჭრამ თმა, შეიღება წარბები, გაიკეთა პირსინგი და ძალიან გახდა. ლისბეტს არ შემორჩა არაფერი შაბლონური ლამაზმანისათვის დამახასიათებელი. გოგო ჰაკერი, რომელსაც არ სურს მოეწონოთ ბიჭებს, უხეშია და ცინიკური. რომ გავიდეთ გენდერული სტერეოტიპებიდან, სალანდერი ფაქტობრივად ანდროგენად იქცა.



სტერეოტიპების უფრო ძლიერ დამსხვრევას ვხვდებით თანამედროვე საგებში: ევერდინ ქითნისი (Hunger Games), ტრისი (Divergent), კლარისა ფრეი(City of Bones)... თავიანთი შეხედულებებით, სამართლიანი გზის არჩევით და უბრალო ადამიანური სურვილებით ისინი დაშორდნენ ტყავის ლამაზმანებს.




სექსი და არაფერი პირადული ➡

სექსუალური რევოლუცია წინა საუკუნის 60-იან წლებში მოხდა, მაგრამ კინოთეატრებამდე მხოლოდ 80-იანებში მოაღწია. თავიდან ეს იყო უბრალოდ ლამაზი სურათი: საკულტო "9½ Weeks", "Fatal Attraction", "Wild Orchid"--სექსი უბრალოდ ფაქტია. გარჩევისა და ახსნის გარეშე. აქ პარტნიორები მოხარულნი არიან დაკავდნენ ამით სადღეღამისოდ და მიაღწიონ ორგაზმს ერთდროულად. დაწვრილებით შესწავლა დაიწყეს იმდროინდელმა სერიალებმა "Friends", "Beverly Hills, 90210", "Melrose Place".

http://data1.whicdn.com/images/166144719/large.jpg
http://data2.whicdn.com/images/163928781/large.gif
http://data2.whicdn.com/images/163207953/large.jpg


მონიკა გელერი (კორტნი კოქსი) და რეიჩელ გრინი (ჯენიფერ ენისტონი) სერიალიდან "Friends", იმდროინდელი ქალების ტიპიური წარმომადგენლები არიან: თავისუფლები ცრურწმენებისგან, მაგრამ ჯერ კიდევ მგრძნობიარენი პატრიარქალური საზოგადოების გავლენაზე. ისინი წარმატებულად აწყობენ კარიერას, პარალელურად უვლიან სახლს და ხვდებიანს ხვადასხვა მამაკაცებს. ზოგერთ მათგანთან ურთიერთობა მხოლოდ ერთ ღამეს გრძელდება, ზოგიერთი კი მთელი ცხოვრება. "მეგობრები" საკულტო კომედიაა, ამიტომაც ყველაფერს იუმორისტული ელფერი აქვს. მონიკა ახალგაზრდა ბიჭთან ღამის გატარების შემდეგ ამბობს: "რა საშინელებაა! მე მქონდა სექსი ადამიანთან, რომელიც არც კი იყო დაბადებული, მაშინ როდესაც მე ლიფს ვატარებდი."



ამიტომაც, უხერხული მომენტები უბრალოდ იხსნებოდა. სცენარისტებმა თავადაც არ იცოდნენ როგორ მოეყოლათ შემთხვევით სექსზე, პარტნიორთა ცვლილებაზე და სასიყვარულო შეხედულებებზე. ამიტომაც სერიალის დასარულს სამი მეგობარი ქალი გახდა დედა და დარჩა ცხოვრების სიყვარულთან ერთად.

"სექსმა დიდ ქალაქში" ქალებისათვის "Happy End-ის რამდენიმე ვარიანტი შექმნა. 4 გმირი, ჩამოყალიბებული 30 წელს ზემოთ და 4 სახის მოპყრობის მაგალითი. კერი ბრედშაუ კონცენტრირებული იყო იდეალური მამაკაცის ძიებაზე, სამანტა ჯონსი ნადირობდა მამაკაცებზე და ვერ წარმოიდგენდა თავს ხანგრძლივ ურთიერთობაში, შარლოტა იორკი მიილტვოდა ოჯახური სიმშვიდისკენ, მირანდა ჰობსი კი წარმოადგენდა ამბიციურ კარიერისტს. სერიალში არ დარჩა დახურული თემა. სექსი განიხილებოდა თეორიულად და პრაქტიკულად. ქალებს მამაკაცების მსგავსად, არ ეშინდათ თავიანთი სურვილების და იცოდნენ სექსისა და სიყვარულის გარჩევა.



სერიალის გმირები ყველანაირი ძალებით ცდილობენ მაყურებელთა თავებიდან ამოაგდონ ფიქრი საკუთარი სხეულიტ უკმაყოფილების შესახებ. ანგრევენ მოდელთა სტანდარტული სხეულის სტერეოტიპებს.

"რას ვფიქრობ ჩვენზე და მოდელებზე? სამწუხაროა, რომ ოთხ ლამაზ ქალს ჭკუა ეკეტება "სკილეტების" დანახვისას."-ეუბნება ერთ-ერთ სცენაში კერი მეგობრებს.

ვერ აქ გაექცნენ მთლიანად შაბლონებს: ქალებს სიგიჟემდე უყვართ შოპინგი და იყენებენ წითელ პომადასა და მაღალქუსლიანებს მამაკაცების მისაზიდად.

http://38.media.tumblr.com/b78e9ebf77739470c3b2707ee2212634/tumblr_mg86pvIC9W1qcp9gro1_500.gif
http://36.media.tumblr.com/37ab2e71ec29b7f00c85838a0c623f59/tumblr_mfnt5mvokg1qcp9gro1_500.jpg
http://40.media.tumblr.com/tumblr_lxi84qINaY1qcp9gro1_500.png
http://data2.whicdn.com/images/167741006/large.jpg
http://data1.whicdn.com/images/133588770/large.jpg


პროსტიტუციის თემა კინოსამყაროში ასევე პროპაგანდულია. ის დანახულისა როგორც ნორმალური პროფესია ექიმის თუ ბარმენის გვერდზე. ფილმის შემქმენელები ცდილობენ გოგონებამდე მიიტანონ აზრი, რომ ბედნიერება მხოლოდ მისგან გამომდინარეობს, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული და არა სარფიან ქორწინებაზე ან საზოგადოებაში დიდებაზე. ხშირად სერიალის და ფილმის გმირები ცდიან ერთი ღამის ურთიერთობას, ხანგრძლივ რომანებს და სიმარტოვეს. და ძირითადად ბოლოს ტოვებენ ყველა მამაკცს, რათა გაარკვიონ რა სურთ სინამდვილეში.

https://40.media.tumblr.com/1f64fe8996de313633d436c8ba7c0dda/tumblr_ndkcylsVJO1repoz9o1_500.png


ხუმრობის დრო ➡

http://31.media.tumblr.com/1efd21bed63b814858ebcd9d2454fab3/tumblr_mf04a7cIPg1r5aekzo1_250.gif


მამაკაცების იუმორი განსხვავდება ქალებისაგან. მამაკაცები ხუმრობენ პოლიტიკაზე, სექსზე, ტუალეტის თემებზე. ქალებს კი რჩებათ ხუმრობები ურთიერთობებზე სქესთა შორის. ბევრმა ვარსკვლავმა თავისი სტარტი კომედიებით დაიწყო, წარუმატებლების, მომაბერებლებისა და ისტერიკულების როლებით. რიზ უერსპუნმა გაიღვიძა ვარსკვლავად "ქერათმიანი ადვოკატის" შემდეგ, ამანდა სეიფრიდმა მკერდის რეკლამით "საზიზღარ გოგონებში",ალიშა ფიშერმა "შოპაჰოლიკით". ფილმებში სადაც გოგონები დაუსრულებლად ეკითხებიან ნაცნობებს რატომ მიატოვათ ბიჭმა. ესეთი ფილმები ამახინჯებენ ცხოვრების რეალურ სურათს და აზიანებენ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს.

https://33.media.tumblr.com/tumblr_m4jnoucXGF1ruj35mo1_500.gif


გამოსავალი ისევ სერიალებში ჩანს. გმირები ხუმრობების არამარტო მაღალ დონეს აჩვენებენ, ასევე სილამაზის სტერეოტიპებს იწვევენ-იმისათვის,რომ გაიცინო, არაა აუცილებელი იყო მოდელი. (მაგალითად ქალების ციხე ყველა რასის ქალბატონით Orange Is the New Black, სექსუალური და კრიმინალური ისტორიებით) დღეს, მაქსიმალურად ბუნებრივი ქალი-ეს ტრენდია. კომედიებში მათ ღირსეული ადგილი აქვთ და არ ეშინიათ იხუმრონ ზედმეტ კილოგრამებზე, პარალელურად იცინიან მეგობრებზე, რომლებიც კანკალით ჭამენ ტორტის ნაჭრებს.



თანამედროვე ქალი ➡

https://38.media.tumblr.com/9e481bb5f59960a9d5bebb2337161e78/tumblr_nl8tb9k9Yd1r9pt1so1_r1_250.gif


ქალებმა დაიცვეს თავიანთი სხეულის თითოეული სანტიმეტრი: ეროტიკა, რომელიც იჭერდა 90-იანებს, ახლა კინოში არც ისე წინა პლანზე გამოიყენება. ქალებს ისევ უყვართ მაღალქუსლიანები და მოკლე კაბები, მაგრამამას უკვე თავის თავისთვის აკეთებენ და არა კარიერული წინსვლისა და მამაკაცების მოპოვებისათვის.

დაფარული ბრძოლა მამაკაცების მიმართ კვლავ გამოსჭვივი ყველა ფრონტზე და ქალები ყოველ წელს ითვისებენ ახალ სივრცეებსა და პროფესიებს: კოსმოსი (ენ ჰეთვეი, "ინტერსტელარი"), პოლიტიკა, სერიოზული ჟურნალისტიკა...

https://38.media.tumblr.com/5360ac08104b6b0a9c3e99bea728cb2f/tumblr_njmlpe8AMx1qaex5co1_500.gif
http://33.media.tumblr.com/e83601c9c93bd0c43b2746c8a49247be/tumblr_muba792WuU1riop3bo1_500.gif


კინობიზნესი ჰყვება მსოფლიოს შექნის ისტორიას ახლებურად, სადაც ევა ეს არ არის ადამის ნეკნი, ის არის სრულყოფილი ქმნილება. ქალების შემადგენლობის მქონე ძველი ფილმების რიმეიქების ერა და ქალის ძლიერებისა და ვაჟკაცობის შექება გადაიზრდება ცეცხლმოკიდებულ ქოხად და კოსმიური ხომალდიდან გადმოხტომად, სანდრა ბალოკის პერფორმანსის მსგავსად "გრავიტაციიდან".


http://data2.whicdn.com/images/166114338/large.jpg


Category: Fun, Interesting / Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top