1 April 2015      ANGEL     Views 3 781    
Category: Fun, Interesting



ახლოვდება Open Air- ფესტივალების სეზონი, რომელთაც მსოფლიოს ყველა კუთხეში ახალგაზრდები, რომელთაც მუსიკისა და თავისუფლების სიყვარული აერთიანებთ დიდი ჟრიამულით აღნიშნავენ გაზაფხულის დადგომასთან ერთად. ერთერთი უდიდესი და მრავალწლიანი ტრადიციის მქონე კოაჩელას ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი კი აქვეყნებს ახალ შიდა განაწესს, სადაც ფესტივალის ტერიტორიაზე აკრძალულ ნივთთა სიაში ცეცხლსასროლ იარაღთან, ბასრ სამკაულებთან და ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად სელფის-ჯოხები შეიტანეს! მათ წამოწყებას უერთდება ლოლაპალუზას და მაიამის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელმაც თვითერზე ვიზიტორები გააფრთხილა, რომ სელფი-ჯოხებით მისულ სტუმრებს უკან გააბრუნებდნენ და თან დასცინებდნენ: "They will be turned away and we'll probably make fun of you"

კოაჩელას ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ავრცელებს განცხადებას და არც მალავს რეალურ მიზეზს, თუ რატომ კრძალავენ სელფი-ჯოხებს. ისინი ამბობენ, რომ სელფი-ჯოხებით მომართული ნარცისიზმით შეპყრობილნი მათთვის არასასურველი სტუმრები არიან, და რომ ისინი საფრთხეში აგდებენ გარშემომყოფთ ამ მოწყობილობებით...



დავაკვირდეთ განცხადების პირველ ფრაზას და არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ... ამ ეპოქის თავმომწონეობისა და ნარცისიზმის პასპორტად წოდებული სელფი-ჯოხები არა მხოლოდ ფესტივალებზე იზღუდება. ხალხმრავალ ადგილებში მათი გამოყენება განსაკუთრებით საშიშია. რომის მუზეუმმა მოამზადა პეტიცია და ამ წამოწყებით კოლიზეუმში, პარიზის ვერსალის მუზეუმში, ბრიტანეთის ნაციონალურ გალერეაში და O2 არენაზე სელფი-ჯოხის შეტანა უკვე ოფიციალურად იკრძალება! მოსმახურე პერსონალი ამბობს, რომ ვიზიტორები საფრთხეში აგდებენ მათ გარშემომყოფთ და ძალზედ დიდ სივრცეს იცავენ თავიანთი ჯოხებით, ფოტოების გადაღების პროცესში და ფოტოსთვის იდეალური პოზიციის (ხედი+განათება) ძიებაში გართულნი ხშირად ძალაუნებურად აიგნორებენ და ცდებიან შემოფარგლულ ტერიტორიებს მათ ზურგს უკან, რომელსაც რატომღაც ფიქრობენ რომ ეპატიებათ, რადგან ფოტოს იღებენ-ო.




მოგეხსენებათ მრავალ მუზეუმში საერთოდაც არ არის ნებადართული გადაღება, ზოგიერთ მათგანში კი მხოლოდ ფლეშ-განათების გამოყენება იკრძალება, სავარაუდოდ მალე დამზადდება ახალი ნიშანი, რომელიც ჯოხის გამოყენების აკრძალვის შესახებ გაგვაფრთხილებს.



ასე რომ, მოდით სელფის გადაღების დროს შემოვიფარგლოთ საკუთარი სხეულის პარამეტრებით (იგულისხმება მარჯვენა ხელის გაწევადობა:) და ვიყოთ მეტად კომუნიკაბელურნი - ვთხოვოთ გამვლელებს ფოტოს გადაღება! ხომ გახსოვს ეს მეთოდი?

"უკაცრავად, შეგიძლიათ ფოტო გადაგვიღოთ? აი, აი აქ დააჭირეთ"
ინგლისურად: "Excuse us, could you take a picture for us please?" |
რუსულად: "Простите нас, не могли бы вы сфотографировать нас, пожалуйста?"
ესპანურად: "Disculpe, ¿podría tomar una foto para nosotros por favor?"
ფრანგულად: "Excusez-nous, pourriez-vous prendre une photo pour nous se il vous plaît?
იტალიურად: "Ci scusi, hai potuto fare una foto per noi, per favore?"

თუმცა კი არავინ გვიშლის სელფის გადაღებას აღნიშნული 'ფიზიოლოგიური' ან სხვა უსაფრთხო მეთოდებით, აი მაგალითად იუმორისტული გამოგონება - სელფი-ფეხსაცმელი:))) რომლის წყალობითაც ხელებიც თავისუფალი გექნებათ, დამატებითი ნივთის ტარება არ მოგიწევთ თან და ნაკლებად თუ იწუწუნებენ თქვენი გარშემომყოფნი, როდესაც ფეხს აწევთ ფოტოს გადასაღებად.











რა თქმა უნდა ამ მოწყობილობის საჭიროებისამებრ გამოყენების შემთხვევაში შესანიშნავი კადრების გადაღება შეგიძლიათ, მაგრამ გახსოვდეთ... არა ხალხმრავალ ადგილებში და ჰეი.. დაინდეთ მეგობრები და არ არის საჭირო თქვენს თითოეულ ნაბიჯს მაღლიდან გვაყურებინოთ.







Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top