;
5 აპრილი 2015      Ancho.     10 კომენტარი     ნანახია 3602-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ვარსკვლავები

http://41.media.tumblr.com/847d7580f8ce780a81f4c56a3f1e0fb3/tumblr_nhb56xvX2M1qbyoq9o2_500.jpg


მამაკაცი, რომელმაც მიაღწია წარმატებას ქალებსა და კინოში
მარლონ ბრანდო


მარლონ ბრანდო ამტკიცებდა, რომ მსახიობობა ფუჭი და უსარგებლო პროფესიაა. თუმცა მისი იდეოლოგია არ უშლის ხელს მე-20 საუკუნის ბრწყინვალე მსახიობთა რიგებში მოხვდეს. მის საზიზღარ ხასიათზე, სექსუალურ გაუმაძღრობასა და საშინელ მანერებზე ათობით წიგნი და მოგონებანია დაწერილი. თითქმის ყველას ასერთიანებს საერთო შეგრძნება-ავტორები ბრანდოს ველური ქმედებების აღწერასთან ერთად ამატებენ, რომ დარჩათ შთაბეჭდილება, თითქოს ღმერთს გაესაუბრნენ.

https://33.media.tumblr.com/84c6af0bf8c9d06fcf7a577724da4c0b/tumblr_nhu2n628eS1rwlldqo1_500.gif

http://33.media.tumblr.com/ca89a9833ec0e58db5c486f62fb69b81/tumblr_n34gxvL2jf1rv8zdao5_r1_250.gif http://38.media.tumblr.com/8c071d69e85117b0cb4727d088459a2f/tumblr_n34gxvL2jf1rv8zdao9_r2_250.gif

როგორ დაიწყო ყველაფერი?

ერთხელ, 1947 წლის ზაფხულში, გამოჩენილ ამერიკელ რეჟისორს ელი კაზანს საპირფარეშო დაუნაგვიანდა. უსიამოვნო სურნელმა მთელი სახლი მოიცვა. როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა, რეჟისორი მზად იყო დაეყვირა ზანტი ზეინკალისათვის. უბრალოდ, კართან არა სანტექნიკი, არამედ ყველასათვის უცნობი მიუზიკლის მსახიობი იდგა-ერთ-ერთი იმ მრავალ პრეტენდენტთაგანი, რომელთაც ბროდვეის სპექტაკლში "სურვილების ტრამვაი" მონაწილეობა სურდათ. "ყალბ ზეინკალს" უბრალო ჯინსები და გაცვეთილი თეთრი მაისური ეცვა. ამიტომ მას, სახელოების აწევაც არ დასჭირვებია იმისათვის, რომ აუღელვებელი იერით ჩაეყო ხელი განავალში და აღმოეფხვრა დაზიანება.

მეორე დღეს, მარლონ ბრანდო-რეჟისორის პრობლემის გადამწყვეტი-დაამტკიცეს როლზე პიესაში "სურვილების ტრამვაი". რამდენიმე წლის შემდეგ, იმავე სახელწოდების ფილმმა რამდენიმე ოსკარი მიიღო და ბრანდოც ამერიკის სექს-სიმბოლოდ იქცა.






ბრანდოს მოკლე, საინტერესო ამბავი დიდი პოპულარობით სარგებლობდა 50-იანების ჰოლივუდში. ბრანდოს ბიოგრაფია კი, ჰოლივუდის ბომონდს, არ შთააგონებდა ნდობის ფაქტორს. ირლანდელისა და ალკოჰოლიკის ვაჟიშვილი ნებრასკადან, გამოგდებული ორი სკოლიდან და სამხედრო სასწავლებლიდან, ატარებდა სატვირთოებს და ყიდდა ლიმონათებს და არც ფიქრობდა ნიუ-იორკის თეთრალურ სკოლაში სისტემის შესწავლას. გლამურის სამშობლოში მოხვედრისას, ყოფილი სატვირთო მანქანის მძღოლმა ნაძირალას რეპუტაცია შეიძინა. მკაცრი დრესკოდის წვეულებებზე, მთვრალი სექს-სიმბოლო დახეული მაისურებითა და ბაიკერული ფეხსაცმლით ჩნდებოდა, უხეშობდა, იტყუებოდა, მომენტალურად ქრებოდა ლამაზი ქალბატონების გაემოცვიდან.







ჰოლივუდი ყოველთვის თანაუგრძნობდა ახალგაზრდებსა და თავხედებს. "ვინც არ არღვევს კანონებს, ის ვერაფერს მიაღწევს". გლამურული სამყარო პატიობდა ასეთ რიგით ახლადშექმნილებს: მაისურს სმოკინგის ნაცვლად, მოტოციკლს როლს-როისის ნაცვლად და საშინელ მანერებსაც. ერთადერთი, რასაც ჰოლივუდი ვერ პატიობდა, ეს იყო თავისი ქალები. ჰიპნოზური მოქმედებების შესახებ, რომელსაც ბრანდო ყველასთან იყენებდა, რაც კი მოძრაობდა, ლეგენდებს ყვებოდნენ. მის საწოლში ხვდებოდნენ ეპოქის საუკეთესო ქალები, მერლინ მონროსა და ჯეკი კენედის ჩათვლით. თავად ბრანდო, ხშირად ამბობდა, რომ ვერ იტანდა განებივრებულ თეთრ "ძუკნებს" და დემონსტრაციულად ანიჭებდა უპირატესობას ჩუმ არსებებს: ინდოელებს, ტაივანელებს ინდონეზიის მცხოვრებლებს. კითხვაზე თუ რა გავლენა აქვს მას ქალებზე, ბრანდო სერიოზულად პასუხობდა: "მე მათ ვაჰიპნოზებ".









ბრანდოს გენიალური უნარები წარმოჩინდა ბერტოლუჩისთან, ყველაზე სექსუალურ და სევდიან ფილმში "უკანასკნელი ტანგო პარიზში". მილიონობით პორნოებმა და სატირალმა მელოდამებმა ვერ გამოიწვიეს იმდენი ცრემლი და ორგაზმი, როგორც ფილმმა ადამიანურ სიმარტოვეზე. შემოქმედებითმა ჯგუფმა აღიარა, რომ ფილმის გადაღებები არ ყოფილა ისეთივე საინტერესო, როგორიც თავად ფილმი აღმოჩნდა. ამბობდნენ, რომ ბრანდო იწვა არამხოლოდ ფილმის მთავარი როლის შემსრულებელთან მარია შნაიდერთან, რომელიც გადაღებების შემდეგ, პირდაპირ ფსიქიატრიულ კლინიკაში გაემგზავრა, არამედ თავად ბერტოლუჩისთანაც. ხმები დადიოდა მათ ორგიებზეც, და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც რეჟისორი კმაყოფილი იყო ბრანდოთი გადასაღებ მოედანზე.





ყველა, ვისაც კი ბრანდოსთან უმუშავია, ხარბად აღწერდნენ მის საშინელ და რთულ ხასიათს. "არ სწავლობს ტექსტს, არ სურს გახდომა, ითხოვს ზედმეტ ჰონორარებს და ახალ ქალებს ყოველდღე"... ეს არის რეჟისორთა პრეტენზიების მცირე სია. როდესაც ფრენსის ფორდ კოპოლამ გადაწყვიტა გადაეღო "ნათლიმამა", პროსიურები სასტიკად უარყოფდნენ იმის ცდასაც კი, რომ მარლონს დონ კარლეონე ეთამაშა. მაშინ, ბრანდომ, მჯდარმა თავის აპარტამენტში, ჩაიფინა ბამბა კისერში და გადაიღო სამოყვარულეო ვიდეო სინჯი. მაშინ კოპოლამ ვინაობის დაუსახელებლად წარადგინა დისკი და მაფიის მთავარ როლზე კანდიდატურა ერთხმად შეირჩა. უცნობი გენია კი თაღლითი ბრანდო აღმოჩნდა, რომელმაც ჩვეულებისამებრ, ზღაპრული ჰონორარი მოითხოვა. დანახარჯები კი მართლაც დარჩა გამოსყიდული- მთელი მსოფლიო ქვითინებდა იტალიური მაფიის სასტიკ ბედისწერაზე.




როლისათვის, ბრანდოს მეორე ოსკარი მინიჭეს, რომელზეც მსახიობმა უარი განაცხადა და თავის მაგივრად ცერემონიალზე ინდოელი გაგზავნა. მშვენიერი გოგონა ავიდა სცენაზე და დამსწრე საზოგადოებას მოკრძალებულად უსაყვედურა არაჰუმანური დამოკიდებულებების გამო ინდოელების მიმართ. უხერხული სიჩუმე დაარღვია შეშლილი მსახიობის საუკეთესო მეგობარმა ჯეკ ნიკოლსონმა, გახარებული შეძახილით: "მან ეს გააკეთა, ამის დედაც". საბოლოოდ, კი დადგმული ეფექტი გააფუჭა იმან, რომ ეს მშვენიერი ინდოელი არ აღმოჩნდა რეალურად ინდური ეროვნების წარმომადგენელი, ის უბრალოდ კონკურს "ამერიკის ვამპირის" გამარჯვებული გახდა.




ოსკარზე უარის თქმა ერთ-ერთი იმ მრავალჟესტთაგანი იყო, რომელსაც ბრანდო ანხორციელებდა. პუბლიკის გასულელების ოსტატობაში და თავის გარშემო უცნაური და საშინელი ჭორების არსებობაში ამერიკელ მსახიობს ბადალი არ ჰყავდა. მისი ცხოვრება დაემსგავსა ბრწყინვალე და უცნაურ ფილმის დეკორაციას. როდესაც მისმა ქალიშვილმა შეინმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც მისმა ძმამ მოკლა მისი შვილის მამა, ბრანდოს კითხეს თუ რას გრძნობდა, მან უპასუხა: "მე არ შემიძლია ეს განვსაზღვრო". ქალიშვილის მკვლელობის შემდეგ, ბრანდოს სახელი თითქმის გაქრა ტაბლოიდებიდან. ბედისწერამ ის პრაქტიკულად გაანადგურა. თავის მემკვიდრეებს მან მრავალმილიონიანი ქონება დაუტოვა.









კატეგორია: საინტერესოა, ვარსკვლავები
Tags:

10


  • nan თქვა:
    11 აპრილი 2015 11:23 - ID: 10,
    ბრანდო იყო უდიდესი მსახიობი,პირადად ჩემთვის ვიზუალის მხრივ მამაკაცის იდეალია,მისი ხასიათები და პიროვნება ნამდვილად არ ვიცი და ვერც შევაფასებ,ხოლო როგორც მსახიობი იყო გენიალური,თაობები აღიზარდა მის შემოქმედებაზე,მისი პირადი ცხოვრება მისი საქმეა და არავის ეკითხება,მარტო "ნათლია"-ში დონ კორლეონეს შესრულება არის უდიდესი ხელოვნება love

  • natianatia თქვა:
    7 აპრილი 2015 14:38 - ID: 9,
    როგორც მსახიობი გენიალური ,როგორც პიროვნება უცნაური :D

    სიახლეც გენიალური :D

  • LoveMeHateMe თქვა:
    7 აპრილი 2015 10:32 - ID: 8,
    ni_nini მე მაინც მგონია რომ სკანდალები ეხმარება გახდე უფრო დიდი ვიდრე სინამდვილეში ხარ.

  • ni_nini თქვა:
    6 აპრილი 2015 20:44 - ID: 7,
    LoveMeHateMe
    ჰოლივუდს ხატების შექმნა უყვარს. უბრალოდ არაფერი განსაკუთრებული, მით უმეტეს მამაკაცური...

    ამ სიტყვებში დავინახე მისი,როგორც მსახიოის დაკნინება და რავი ამ კაცზე ხატი ჰოლივუდში სწორედ რომ სამსახიობო მონაცემების გამო იქმნება და არა მისი ქალების და ა.შ. თვისებების გამო :/// გენიოსები ხომ თავისებური გიჟები არიან და მეც ასე ჩავთვლი ეს კაცია ''გიჟი გენიოსია''.. პ.ს. სხვა არაფრი არ მაქ ამ კაცზე სადაო არც მე მომწონს მისი სხვა თვისებები გარდა ზემოთხსენებულისა..

  • LoveMeHateMe თქვა:
    6 აპრილი 2015 12:28 - ID: 6,
    demetria
    ნათლიმამა ვის არ აქვს ნანახი. smile თქვენ რაღაც ვერ გაიგეთ მე მის პიროვნებაზე და ხასიათზე ვსაუბრობდი და აქ მისი ფილმოგრაფია არაფერ შუაშია. მსახიობის გაცნობისას ჯერ მის ფილმებს ვუყურებ, შემდეგ ინტერვიუებს და მის პირად ცხოვრებასაც ვეცნობი თუ არ მომწონს მსახიობი ე. ი არ მომწონს. მე არ ვდაობ იმაზე რომ კარგი მსახიობი იყო და ბევრისთვის მისაბაძი მაგალითი. არა როგორც პიროვნება, არამედ როგორც მსახიობი. ეს ორი რადიკალურად განსხვავებული რაღაც არის. არასოდეს მომეწონება ადამიანი, რომელიც ქალებს წიგნებივით აგროვებდა შემდეგ კი მიაგდებდა, რადგან არ შეეძლო ყოფილიყო მათთან ლოიალური, ადამიანი, რომელიც არ სცემდა პატივს თანამშრომლებს, არ არიდებდა თავს სახალხოდ მათ შეურაცხყოფას - სიფი ლორენის სუნთვა დინოზავრზე უფრო უარესია ( ალბათ უარი უთხრა ) ადამიანი, რომალიც 4 წლის ასაკში გარყვნილ წერილებს სწერდა ქალებზე. ადამიანი, რომელსაც მსახიობობა მხოლოდ ბიზნესი ეგონა და არა ხელოვნება და რეჟისორებთან და მსახიობებთან ერთნაირად ექცეოდა საწოლში. ადამიანი, რომელიც საკუთარ ფილმებს სახალხოდ მიწასთან ასწორებდა და ყველა თავს არიდებდა მასთან მუშაობას. დანარჩენი ნიუსშიც კარგად არის. ჯერ ოსკარის ცერემონიაზე როგორ მოიქცა, თავი ყველაზე მაგარი ეგონა.მოკლედ ძან უცნაური ტიპი იყო არეულ-დარეული ცხოვრებით და ოჯახით.

  • ni_nini თქვა:
    5 აპრილი 2015 20:06 - ID: 5,
    ძალიან სიმპატიური და უმაგრესი მსახიობია და მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზით პატიობდნენ მის უხეშობას... რომელ რიგით მსახიობს მოუთმენენ ასეთ საქციელს?? არც არავის იქვე გაასწორებენ ამიტომ არაა ეს კაცი ხელწამოსაკრავი... გენიალური მასხიობია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით...

    ხო რას შეეხება მის საქციელებს ეგ ჩვენი განსასჯელი არ არის,რაც დააშავა ასმაგად მიეზღო.. რა უნდა იყოს იმაზე საშინელება რაც მაგ ოჯახში დატრიალდა... ასე,რომ ვაპასებ როგორც უდიდეს მსახიობს.. როგორც პიროვნება კი ჩემი გასაქილიკებელი ნამდვილად არ არის....

    ბოლოდ და ბოლოს უდიდესი გავლენა ჰქონდა მსახიობთა მთელ თაობაზე; მათ შორის იყვნენ ჯეიმზ დინი, პოლ ნიუმანი, რობერტ დე ნირო,ალენ დელონი, ალ პაჩინო,ელვის პრესლი, შონ პენი, რასელ ქროუ, ჯეკ ნიკოლსონი და განსაკუთრებით ჯონი დეპი, რომელიც მისი პირადი პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა. მოკლედ ამ გენიების შთაგონების წყარო იყო და თვითონ რასაც წარმოადგენდა არაა ძველი მისახვედრი...

  • demetria თქვა:
    5 აპრილი 2015 20:02 - ID: 4,
    ციტატა: LoveMeHateMe
    ციტატა: liliana
    ვერ დავეთანხმები რომ მსახიობობა ფუტურისტული პროფესიაა..თუ ამ ყვეაფერს მიხვდა რატომ არ შეეშვა? ნამდვილად კარგი სიახლეა თუმცა მარლონზე რაც უფრო მეტს ვკითხულობ ვხვდები რომ მისი ვიზუალი ბევრად მიმზიდვეი იყო ვიდრე მისი ხასიათი

    გეთანხმები ბრანდოს ყველაზე საშინელი ხასიათი ჰქონდა. არაჰუმანური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით ხო უკვე ზღვარს სცილდებოდა. თან თავის თავზე ასე შეყვარებული ადამიანები ძაან მაღიზიანებენ. ჯერ მარტო ელიზაბეტ ტეილორზე რეებს ლაპარაკობდა. ახლა არ მახსენდება ისეთი მსახიობი რომელსაც ასეთი ახირებული საქციელის გამო შევადარებდი. ჰოლივუდს ხატების შექმნა უყვარს. უბრალოდ არაფერი განსაკუთრებული, მით უმეტეს მამაკაცური...

    ნათლია გაქვს ნანახი? მხოლოდ ამ როლისთვის ისმახურებს აღიარებას და თაყვანიცემას ეს კაცი, მისი ხასიათი ეს უკვე მეორეხარისხოვანია fellow

  • LoveMeHateMe თქვა:
    5 აპრილი 2015 15:06 - ID: 3,
    ციტატა: liliana
    ვერ დავეთანხმები რომ მსახიობობა ფუტურისტული პროფესიაა..თუ ამ ყვეაფერს მიხვდა რატომ არ შეეშვა? ნამდვილად კარგი სიახლეა თუმცა მარლონზე რაც უფრო მეტს ვკითხულობ ვხვდები რომ მისი ვიზუალი ბევრად მიმზიდვეი იყო ვიდრე მისი ხასიათი

    გეთანხმები ბრანდოს ყველაზე საშინელი ხასიათი ჰქონდა. არაჰუმანური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით ხო უკვე ზღვარს სცილდებოდა. თან თავის თავზე ასე შეყვარებული ადამიანები ძაან მაღიზიანებენ. ჯერ მარტო ელიზაბეტ ტეილორზე რეებს ლაპარაკობდა. ახლა არ მახსენდება ისეთი მსახიობი რომელსაც ასეთი ახირებული საქციელის გამო შევადარებდი. ჰოლივუდს ხატების შექმნა უყვარს. უბრალოდ არაფერი განსაკუთრებული, მით უმეტეს მამაკაცური...

  • liliana თქვა:
    5 აპრილი 2015 12:51 - ID: 2,
    ვერ დავეთანხმები რომ მსახიობობა ფუტურისტული პროფესიაა..თუ ამ ყვეაფერს მიხვდა რატომ არ შეეშვა? ნამდვილად კარგი სიახლეა თუმცა მარლონზე რაც უფრო მეტს ვკითხულობ ვხვდები რომ მისი ვიზუალი ბევრად მიმზიდვეი იყო ვიდრე მისი ხასიათი

  • naglia თქვა:
    5 აპრილი 2015 12:31 - ID: 1,
    საოცრად კარგი სიახლეა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top