15 April 2015      TataNakani     Views 5 935    
Category: Fun, Interesting / Georgians / for ANGEL.ge / Stars



ახალი პროექტი ენჯელზე!
დღიური ენჯელ.ჯი-ს მკითხველისთვის საინტერესო და განსხვავებული კითხვარია, რომლიდანაც ძალიან ბევრს გაიგებს ჩვენი სტუმრის შესახებ. ორდინარული და მოსაწყენი კითხვა- პასუხი ყველგან შეგხვდებათ, მაგრამ არა ჩვენთან! გაიგეთ უფრო მეტი ადამიანების შესახებ, იხილეთ მათივე ხელით დაწერილი ფრაზები, რომლებიც მათ შინაგან სამყაროსა და განსხვავებულ ხედვებზე მოგვითხრობენ. ჟურნალისტის მიერ დაწყებული ფრაზების დაბოლოება რესპონდენტის მთავარი დავალებაა. ის სრულიად თავისუფალია, მისი პასუხები კი რეალური და გულწრფელი.

ამჯერად იხილეთ ფოტოგრაფ მარი ნაკანის დღიური რომელშიც პერსონის ხელწერა და სუბიექტური ხედვა სულ სხვა თვალით დაგანახებთ ჩვენს სტუმარს. მკითხველს მარი ნაკანის დღიურის წაკითხვის საშუალება ეძლევა!





დღიური საინტერესოა მათთვის, ვისაც უყვარს შემოქმედებითი და განსხვავებული ინტერვიუები. რა იმალება ადამიანების პროფესიის მიღმა, საუბარი არა მათ კონკრეტულ პროფესიაზე, არამედ მათ ცხოვრებისეულ გზაზეა.

პირადი დღიური ენჯელზე!
ჟურნალისტი - ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი - ელენე გოგელია
www.angel.ge-სთვის



განსხვავებული და საინტერესო პროექტის მასპინძელია
საკონდიტრო Bread Bar
Our Bakery Makes People Happy 🎂
თბილისი, ყიფშიძის ქ.2 / Tel: 577430000



Bread Bar-ში მოწვეულ მარის შესავსები დღიური დავახვედრეთ. პირველი ექსპერიმენტული პროექტის სტუმრის არჩევა არ გაგვჭირვებია. კრიტერიუმი მხოლოდ ერთადერთი იყო - საინტერესო ადამიანი! და აი, ისიც მარი ნაკანის დღიური ჩვენ ხელშია! ექსპერიმენტი წარმატებით მიმდინარეობს. ფოტოებიც განსხვავებული გამოვიდა, ისეთი როგორც ამ პროექტს შეეფერება. მასალა მზად არის, ახლა მხოლოდ მკითხველის თვალი აკლია შრომის წარმატების კოეფიციენტის განსაზღვრას.

- მე ვარ...
- მარი ნაკანი, ფოტოგრაფი, 2 გოგოს დედა.


- ასაკი, როდესაც მივხვდი რა მჭირდებოდა...
- 22 წლის ასაკში მივხვდი, რომ ფოტოგრაფი უნდა გავხდე.
- პირველი დაუვიწყარი გრძნობა...
- სიყვარული.
- პირველი რადიკალური გადაწყვეტილება...
- დაივინგზე ყვინთაობა.


- ემოცია, რომლის ფირზე აღბეჭდვაც ყველაზე მეტად მიჭირს...
- მტირალა ადამიანს ვერ ვუღებ, მაგ დროს მირჩევნია დავამშვიდო.


- ადამიანის მხარე, რომელიც ფოტოში ყველაზე მეტად იკვეთება...
- კომპლექსები, სხვადასხვანაირი.

listen to: Gustav Mahler - Symphony No. 5
soundcloud.com/rachmaninov-1/mahler-adagietto
- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც მუდამ გონებაში მიტრიალებს...
- ყველაფერს ვუყუროთ მარადისობის წერტილიდან.


- სუპერ ძალა რომ მქონდეს ასარჩევად...
- ვიფრენდი.
- მარი ნაკანის ბიოგრაფიული წიგნის ბოლო ფრაზა იქნებოდა...
- იცხოვრეთ!


ჟურნალისტი - ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი - ელენე გოგელია
www.angel.ge-სთვის

მასპინძელი - საკონდიტრო Bread Bar
Our Bakery Makes People Happy 🎂
თბილისი, ყიფშიძის ქ.2 / Tel: 577430000
instagram: @BreadBaGeorgia
facebook: www.facebook.com/Breadbar2


Category: Fun, Interesting / Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top