22 April 2015      saley     Views 20 653    
Category: Fun, Interesting / Films, Movies



კორეული სერიალები გასართობი სატელევიზიო ინდუსტრიის და კორეული ჰალიუს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია... დღესდღეობით კორეელი ცნობილი სახეები ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები არიან. რა თქმა უნდა ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების შემდეგ.

კორეული სერიალის აღსანიშნავად ხშირად გამოიყენება ტერმინი "დრამა" ან "დორამა" ... შეიძლება ითქვას რომ კორეული დრამების სამყაროს რომელსაც მოყვარულები "დრამალენდს" ვუწოდებთ, არაფერი აქვს საერთო ბრაზილიურ და ლათინური ამერიკის საპნის ოპერებთან და საკმაოდ გასხვავებულია დღესდღეობით ძალიან პოპულარული ამერიკული სერიალებისგანაც. ალბათ ბევრი თქვენგანი ცოტა სკეპტიკურად უყურებს ტერმინს "კორეული სერიალი" მაგრამ აქ ყველაფერი გაცილებით მარტივადაა, დრამალენდში ნებისმიერი გემოვნებისა და აუდიტორიისთვის განკუთვნილი სერიალი არსებობს.



რა იზიდავს მაყურებელს კორეულ სერიალებში?
ლამაზი მსახიობები და სელებრითები... უმეტესი მათგანი შეიძლება სულაც არ ბრწყინავს სამსახიობო მონაცემებით მაგრამ აქ ქასთის უმეტესობა გასაოცარი დახვეწილი ნაკვთებით და გემოვნებით გამოირჩევა.



იმდენად განსხვავებულია კორეული სერიალების სამყარო ტიპური კლასიკური "ლავსთორიც" კი განსხვავებული გამოდის ხოლმე. შედარებით განსხვავებულია თანამედროვე კორეული სერიალების სიუჟეტი, რომელიც უფრო ცდილობს ორიგინალურობას და განსხვავებულობას....

ახლა კი, შემოგთავაზებთ საუკეთესო კორეული სერიალების სიას:
ამ ყველა დრამის ნახვა შეიგიძლიათ საიტზე:doramatv.ru/

1) It's Okay, That's Love

ეს ალბათ პირველი დორამაა რომელიც სულერად დაავადებულ ადამიანის გრძნობებს გამოხატავს.
ჯანჯ ჯე იოლი არის ცნობილი მწერალი და ასევე დჯ. ერთ დღესაც მას მოიწვევენ ტვ-შოუში დებატებზე სადაც მოწვეული ექიმი-პსიქიატრი არის მისი მოწინააღმდეგე. ძალიან უჩვეულოდ და საინტერესო ჩახლართული დებატების შემდეგ მათი გზები ისევ გადაიყრება ამჯერად ისინი ერთ სახლში იცხობრენენ.













2) The Master's Sun













ეს ორი ჩემთვის განსაკუთრებული და ყველაზე გემოვნებიანი დრამაა.

3) Kill Me, Heal Me

ჩჰი დო ჰენსს, ბავშვობიდანვე რთული ცხოვრება ჰქონდა. ოდესღაც, მას დიდი ტრაგედია შეემთხვა და მას შემდეგ, ბიჭის ფსიქიკაში სერიოზული ცვლილებები მოხდა. მის ცნობიერებაში მიმდინარეობს არა მხოლოდ პიროვნების გაორების პროცესი, არამედ ბიჭის თავში აბსოლუტურად 7 სხვადასხვა ადამიანი ბინადრობს და ერთ-ერთი მათგანი კი ის არის, ვინც სინამდვილეში თავად ჩჰი დო ჰენსია. ეს ფსიქიკური კოშმარი მას კარგს არაფერს მოუტანს და როგორ უნდა მოწესრიგდეს ჰენსის ცნობიერება?..
















4) The Heirs

კიმ ტანი რომელიც არის იმპაირ გრუპის მემკვიდრე ერთ შეხედვით ჩვეულებრივი მდიდარი და უდარდელი ცხოვრებით ცხოვრობს ამერიკაში,თუმცა ყველაფერიც თლად კარგად არ არის რადგან , ყველაზე ძვირფასი ადამიანი ,მისი ნახევარ ძმას ის სძულს, დედა რომელიც სახლშია გამოკეტილი და ხალხს ვერ ენახება, კიმ ტანს რომელსაც არ შეუძლია აღიაროს საზოგადოებაში ვინ არის მისი ნამდვილი დედა, და ა.შ.. თუმცა ის ამერიკაში შეხვდება ჩა ინ სანს რომელიც დას ეძებს , სწორედ ამის შემდეგ იწყება მთავარი გმირების უცნაური და რთული გზა შეძლებს თუ არა რომ ყველაფერი წყობში ჩააყენოს?? შეხვდეს მის საყვარელ გოგონას აუკრძალავად? და დაიდგამს თ არა გვირგვინს საბოლოოდ ის?










5) Secret Love

მინ ხენ - ს ჰქონდა ცივი გული და არ სჯეროდა სიყვარულის, სანამ არ შეხვდა ჩჟონს. იგი ახალი გამოსული იყო ციხიდან რადგან ავარიაში მოყვა თავის შეყვარებულთან ერთად. მან დაიბრალა მკვლელობა და შეყვარებულის მაგივრად ჩაჯდა ციხეში...












6) to the beautiful you












7) Shut Up Flower Boy Band

სერიალი მოგვითხრობს სკოლის მოსწავლე როკერ ბავშვებზე. 5 კაციანი ჯგუფი „Eye Candy“ ეჯიბრება მეორე ჯგუფ „strawberry Fields“ - ს დაკვრაში.











8) The Innocent Man












9) That Winter, the Wind Blows

ო სუ არის ერთ ობოლი ბიჭი, მას ადრეულ ასაკშივე გარდაეცვალა მშობლები. მას არ ჰქონდა ცხოვრებაში მიზანი. მისი შეყვერებულის დაღუპვის შემდეგ იგი გახდა მოთამაშე და ფლეიბოი. მას შეეძლო ბევრი ქალის მოხიბვლა და მათ ხარჯზე ცხოვრება. ერთხელ იგი შეხვდა კორპორაცია "ოიენის" შთამომავალს და თავი გაასაღა დაკარგულ ძმად. მას უნდა, რომ მოკლას თავისი "და" და გახდეს ოიენის უკანასკნელი შთამომავალი...








10) Marriage Not Dating

სერიალის გმირები რადიკალურად განსხვავებულნი არიან ერთმანეთისგან, როგორც ხასიათებითა და ქცევებით, ისე შეხედულებებით. ერთ-ერთი გმირი პლასტიკური ქირურგია, რომელიც ძალიან კმაყოფილია თავისი ცხოვრებით და საერთოდ არ აპირებს რაიმეს შეცვლას. ეს კი, მის ახლო ნათესავებს არ აწყობთ. მათ ვერ გაუგიათ, რომ ასეთი წარმატებული ადამიანი ამ ხნის მანძილზე, თუ რატომ არის მარტო და არ ჰყავს მეწყვილე. მეორე მთავარი გმირი, უცნობი საცოლე, სოფელში ცხოვრობს და მარტოხელაა, მაგრამ არასოდეს შეუწყვეტია ბედნიერებაზე ფიქრი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ის სულ მალე ეწვევა. მანამდე კი, ის სუპერ მარკეტში მუშაობს და სულ რაღაც წვრილმანები ახარებს. მალე ბედი, ყველასთვის მოულოდნელად, ამ წყვილს ერთმანეთს შეახვედრებს და მტკიცედ დააკავშირებს. მაგრამ რა იქნება შემდეგ, მომავალში? იმდენად განსხვავებული წყვილია ჩვენს წინ, რომ ეს არავის არ შეუძლია იცოდეს, ან განსაზღვროს. მათ ხომ ჩვეულებრივი ურთიერთობების გაბმის არანაირი ცოდნა არ გააჩნიათ?..












Category: Fun, Interesting / Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top