;
19 აპრილი 2015      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1680-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ქართველები, აფიშა



Tbilisi JAM! Fest 2015
როკ-ფესტივალი ძალადობის წინააღმდეგ

24, 25 და 26 აპრილს , ლისის ტბაზე, ახალ იპოდრომთან, ღია ცის ქვეშ, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი ახალგაზრდებს შორის მშვიდობასა და მეგობრობას ეძღვნება, ამიტომ ის უკვე მეოთხე წელია ძალადობის საწინააღმდეგო აქციის სახესაც ატარებს და იმართება ლოზუნგის ქვეშ - ''არა ძალადობას!''

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როკ-ჯგუფები მსოფლიოს 11 ქვეყნიდან.
24 აპრილს მსმენელის წინაშე წარსდგება შვედური ჯგუფი DEAD BY APRIL და THE FADING ისრაელიდან. 25 აპრილს DIARY OF DREAMS გერმანიიდან, ხოლო 26 აპრილს ჯგუფი СЛОТ რუსეთიდან და გარდა ამისა, ფესტივალში მონაწილეობენ:

HIGHLAND [აშშ], DJ & VJ INDIAN [თურქეთი], DISMORIAL [Georgia], TAEKKRA [გერმანია], DUCKTAPE [საქართველო], THE JETBIRD [საქართველო], PERFECT LEGACY [სომხეთი], SILENCE LIES FEAR [აზერბაიჯანი], STORMY ATMOSPHERE [ისრაელი], SCRATCH THE FLOOR [საქართველო], DIVAHAR [სომხეთი], ILLUMINATED [საქართველო],  P.I.LIGHT [საქართველო], NAIRI [სომხეთი] და სხვები.



ფესტივალი სამი დღის განმავლობაში ე.წ. ნონ–სტოპ რეჟიმში გაგრძელდება - დღის 3 საათიდან ღამის 12 საათამდე მსმენელის წინაშე წარსდგებიან ცოცხალი შემსრულებლები, ხოლო ღამის 12 საათიდან დილამდე ფესტივალზე ელექტრონულ მუსიკას მოუსმენენ. 
 
ორგანიზატორების შეფასებით, ფესტივალის ტერიტორიაზე, სამხრეთ კავკასიის ”მუსიკალური დედაქალაქი” მოეწყობა გასართობი ზონები, ბაიკერების შოუ, ცეცხლოვანი შოუ, სპორტული შეჯიბრებები და კონკურსები, lounge-ზონა დასასვენებლად და ღამის დისკოთეკები. მსმენელებისთვის მოეწყობა ავტოგრაფ-სესიები ფესტივალში მონაწილე ჯგუფებთან.




გარდა ამისა ფესტივალის ტერიტორიაზე იქნება უფასო, დაცული კემპინგ-ზონა , სადაც მსურველებს ფესტივალის სამივე დღის განმავლობაში შეეძლებათ დარჩენა.

  ფესტივალის ერთ დღეზე დასასწრები ბილეთის ფასია - 26 ლარი (კონცერტის დღეებში - 35 ლარი), კომბინირებული ანუ სამი დღის ბილეთის ფასი კი 55 ლარია. მათი შეძენა შესაძლებელია მუსიკალურ მაღაზია "ტიტანში" (ათონელის 29, "მშრალ" ხიდთან), 10 საათიდან 19 საათამდე (კვირას - 17 საათამდე). ელექტრონული ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: biletebi.ge/

ფესტივალის ორგანიზატორია როკმუსიკის ნაციონალური ასოციაცია RMNA, რომელიც 2007 წელს შეიქმნა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ატარებს კავკასიის რეგიონსა (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) და თურქეთში.


facebook event: Tbilisi JAM! Fest 2015 - Open Air
Hosted by JAM! events


კატეგორია: საინტერესოა, ქართველები, აფიშა
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top