17 April 2015      Nina-Nian     Views 9 174    
Category: Fun, Interesting



ნინა დობრევისა და იან სომერჰალდერის ურთიერთობამ სამსახიობო ზღვარი გადაკვეთა?


როგორც მოგეხსენებათ, ნინა დობერვმა სერიალი "ვამპირის დღიურები" დატოვა. თუ რა არის რეალური მიზეზი შოუს დატოვებისა ვერავინ გარკვევია, წყაროები იუწყება ნინამ ეს გადაწყვეტილება იანის და ნიკის გამო მიიღო (ყოფილი შეყვარებული და ყოფილი მეგობარი, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაინიშნენ)



"სიყვარული მხოლოდ 3ჯერ მეწვია, სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც მქონდა გატაცება ბევრი ბიჭს მიერ მაგრამ არავინ მყვარებია ისე, როგორც იანი.... ის არის ისეთი ადამიანი რომელსაც ვენდობი, შემიძლია გავუმხილო ნებისმიერი რამ.."- ამბობდა ნინა დობრევი

3 წლიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ როგორც ამბობენ ნინამ მისი მეორე ახალი ნახევარი იპოვა - ასევე TVD-ს მსახიობი კრის ვუდი. ნინას საუკეთესო მეგობრის - ჯულიანა ჰაფის განცხადებით ნინა ერიდება კრის ვუდთან ურთიერთობაზე საუბარს პრესაში, სწორედ ასეთი სიფრთხილით მიუდგა ის თავის დროზე იანთან რომანსაც, რაც მაშინ წყვილმა ნახევარწლიანი ურთიერთობის შემდეგ გაასაჯაროვა, ახლა კი სწორედ იგივე პერიოდი გახდა საკმარისი იანი და ნიკისთვის რომ ქორწილი დაენიშნათ, თითქოს რა საკრალური პერიოდია....



"ნინას წასვლა ნამდვილად მეწყინა, მართალია ცოტა ხანია რაც ვიცნობ თუმცა შეუძლებელია მასთან ერთად იმუშავო და ის არ შეგიყვარდეს ის რაღაცა პატარა მოსიაურულე ოპტიმისტია რომელიც ყველგან და ყოველთვის ჩნდება. ის უბრალოდ ყველგან სიყვარულს და ბედნიერებას აფრქვევდა რაც არ უნდა მოწყენილი ყოფილიყავი ის მაინც გაგამხიარულებდა ბალეტის ილეთებით და სიას სიმღერებით ან თუნდაც თავისი რაღაცა ტკბილი მოგონებებით ის უბრალოდ ნინა დობრევია და ყოველთვის ის ნინა იქნება რომელსაც აქამდე ვიცნობდი."- მოკრძალებით საუბრობს ინტერვიუში კრის ვუდი და არ გვიზიარებს არაფერს ზედმეტს.

ნინა დობრევი იანის გამო ტოვებს სერიალს?ნინა დობრევი იანის გამო ტოვებს სერიალს?

ნინა კოაჩელას წვეულებას წელს ვერ დაესწრო, მან ვიდეო ჩაწერა სპეციალურად ფანებისათვის და თქვა, რომ ვერ მოახერხა კოაჩელას ფესტივალზე წასვლა. ამბობენ, რომ ის ნიკის და იანის გამო არ წავიდა ფესტივალზე, რადგან არ სურდა მათი სასიყვარულო სცენების ნახვა, რაც გარდაუვალი იქნებოდა მათი მრავალი საერთო მეგობრის გამო. ნიკი და იანი პაპარაცებმა მართლაც უხერხულ მდგომარეობაში დაფიქსირეს რამაც ბევრი ფანი განარისხა, შეგახსენებთ 2012-2013 წელს ნინა იანთან ერთად იმყოფებოდა კოაჩელას ფესტივალზე.





იანი და ნინა (ძველი კადრები)



ფანები წერენ, რომ სერიალის შემქმნელებმა და ჯულია პლეკმა ჯერ კიდევ 2014 წლის დასწყისში იცოდა ნინას გადაწყვეტილების შესახებ, ზოგნი წერენ რომ ნინას ეს გადაწყვეტილება სომერჰალდერს უკავშირდება, რადგან იანს მასთან მუშაობა აღარ სურს. შეგახსენებთ, როდესაც იანის რეჟისორობით სერია გამოვიდა მან არცერთი დელენას სცენა არ გადაიღო, ასევე მან ატლანტაში კონფერენციაზე ინტერვიუში განაცხადა რომ ბეიმონს შიფრავს (ბონის და დეიმონს). ჯულია პლეკის თქმით ელენას ისტორის დასასრული იქნება საოცარი.

,,ვფიქრობ, კიდევ ერთი წელი მაინც გვაქვს იმისათვის, რომ სერიალი არ შევაჩეროთ. შემდეგ რა მოხდება, აღარ ვიცი. პირადად მე ჯერ კიდევ დიდ სიამოვნებას ვიღებ “ვამპირის დღიურების” ეპიზოდებისგან, მით უმეტეს, რეჟისორის ამპლუაში. ჩემთვის ეს რაღაც ძალიან დიდი და ახალია. ვფიქრობ, მომდევნო სეზონი მეტად საინტერესო იქნება იმიტომ, რომ დინამიკა და მიმდინარეობა შეიცვლება და, გულახდილად რომ გითხრათ, შეიძლება მსახიობებიც შეიცვალონ. დამიჯერეთ, ყველაფერი ძალიან საინტერესოდ განვითარდება…''
- ამბობს პოლ უესლი








Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top