;
19 აპრილი 2015      Ancho.     9 კომენტარი     ნანახია 3013-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ვარსკვლავები



ჯეიმს ფრანკოს სკანდალები

მუდმივი სტუდენტი, ღია სელფების მოყვარული, "ოსკარის" ისტორიაში ყველაზე "ცუდი" წამყვანი-როგორ აღარ ასათაურებენ ჯეიმს ფრანკოს 18 წლიან კარიერას, მაგრამ ყველა ბრალდება მას მხოლოდ სიცილად უღირს. დღეს ჰოლივუდის მთავარ ხულიგანს 37 წელი შეუსრულდა.

ნონკომფორმისტი, პროზაიკი, მხატვრული კონცეფციების ავტორი, ინტელექტუალი, სასაცილო კომედიების მონაწილე, გაქირავების გარანტი, ექსპერიმენტატორი, მამაკაცის სამოსის ბრენდების სახე მუდამ მაყურებლის ფავორიტად რჩება.







ჯეიმს ფრანკო და შიშველი ნატურა

Scandals about James Franco

ჯეიმს ფრანკო ახარებს გულშემატკივარს ყოველდღიური სურათებით ინსტაგრამზე. მსახიობს არ რცხვენია გამოაქვეყნოს "გაშიშვლებული" კადრებიც. ერთ-ერთი სკანდალური გახდა გასული წლის მაისში, სადაც ტრუსების ამარა მუცელზე ხელის თათუნით იქცევდა თავს. სურათი მისი დაცინვის საგანი გახდა და მსახიობმაც სასწრაფოდ მოაშორა ის თავისი გვერდიდან.

"ხალხს არ მოეწონა ეს სურათი და მე მომიწია მისი წაშლა. არ მესმის, რითია ის იმ ბილბორდებზე ცუდი,სადაც დევიდ ბექჰემი თეთრეულშია გამოწყობილი. მე ხომ არ ვთხოვ ყველას უყურონ ჩემს ფოტოებს. თუ არ გსურთ, უბრალოდ ნუ გამომიწერთ" -ახსნა ჯეიმსმა დევიდ ლეთერმანის შოუში.



განხილვის საგანი ხდება ხოლმე ასევე, ჯეიმს ფრანკოსა და მისი ძველი მეგობრის სეტ როგანის ხუმარა ფოტოსესიები. წინა წელს სამჯერ გაახარეს მსახიობებმა მაყურებელი: ნოემბერში დისქავერის შოუში Naked and Afraid, დეკემბერში ბიჭებმა გამოაქვეყნეს ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ცნობილი ფოტოს შარჟი, ახალ წლამდე კი გადაიღეს ფოტო, სადაც სასქესო ორგანოებს საახალწლო წინდებით იფრავდნენ.







ჯეიმს ფრანკოს კოცნა მამაკაცებთან



რეპორტიორებს აეჭვებს ფაქტი, რომ ფრანკოს მუდმივი შეყვარებული გოგონა არ ჰყავს და ხშირად მას ჰომოსექსუალის იმიჯსაც აკერებენ. ეჭვს ფრანკოს ქცევებიც ამართლებს, რომელიც პერიოდულად კოცნის მამაკაცებს ფილმებსა და ტელევიზიაში. სეტ როგენთან ერთად გადაიღო კეინი ვესტის კლიპის პაროდია, სადაც ასევე, მოუწია ეკოცნა სეტისთვის.



ჟურნალისტების ჯინაზე, ფრანკო ხშირად აქვეყნებს არაადეკვატურ ფოტოებს: სადაც ადიელის ქვეშ წევს პარტნიორთან ერთად, კოცნის უცხო მამაკაცებს ქუჩაში და აშ. "მე ვფიქრობ, რომ გეი ვარ ხელოვნებაში და ნატურალი ცხოვრებაში, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გავიგებთ სიტყვა ჰომოსექსუალს. თუ საქმე ეხება იმას, თუ ვისთან ვწევარ, მაშინ მე ნატურალი ვარ. მაგალითად 20-30-იან წლებში, ჰომოსექსუალებს უწოდებდნენ მათ, ვინც განსხვავებული ქცევებით გამოირჩეოდა. მეზღვაურებს ერთმანეთთან ჰქონდათ სექსი, მაგრამ ისინი ძალიან მამაკაცურად გამოიყურებოდნენ და არავინ ადანაშაულებდათ მათ ჰომოსექსუალიზმში."-ჰყვება მსახიობი.

http://queerty-prodweb.s3.amazonaws.com/wp/docs/2013/12/james-franco-edward-norton.gif






ჯეიმს ფრანკო და "მთვრალი ოსკარი"

უკვე 4 წელი გავიდა, რაც ჯეიმს ფრანკო "ოსკარის" წამყვანი იყო ენ ჰეტვეისთან ერთად, მაგრამ კრიტიკოსებს დღემდე უყვართ ამ მოვლენის გახსენება. იმ წლის შოუ არაოფიციალურად დაასახელეს ყველაზე მოსაყენად, რადგან დაწყებიდან უკვე 20 წუთში ჯეიმს ფრანკო მოდუნდა, საბრალო ენს კი აღარაფერი დარჩენოდა იმის გარდა, რომ დამოუკიდებლად გაერთო შეკრებილი საზოგადოება. იმის მაგივრად, რომ დახმარებოდა მეგობარს, ჯეიმსი სურათებს იღებდა ტელეფონით და გულგრილი სახით უყურებდა პუბლიკას, რაც გახდა იმ ჭორების წარმოქმნის მიზეზი, რომ ის ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.



ჯეიმს ფრანკოს არ მოსწონდა სცენარისტების მიერ მისთვის დაწერილი ტექსტი და ხუმრობები, რეპეტიციის დროც იმჟამად არ ჰქონდა. "რაც შეეხება იმას, რომ მე არ ვიყავი ენერგიული, უბრალოდ ვიფიქრე,რომ ენი ჩემგან განსხვავებით ენთუზიაზმით იქნებოდა სავსე. ტექსტი, რომელიც მე მტხოვეს მესწავლა, არ იყო საჩემო, მე თავს ვგრძნობდი როგორც ხაფანგში."-თავი გაიმართლა მსახიობმა.



ჯეიმს ფრანკო და "მარადმწვანე სტუდენტობა"

ჯერ კიდევ, ვარკსვლავური კარიერის დაწყებამდე, ფრანკომ მიიღო მაგისტრის წოდება კოლუმბიის უნივერსიტეტში და პარალელურად ესწრებოდა მეცადინეობებს ნიუ-იორკის ხელოვნების სკოლაში. 2011 წელს გადაწყვიტა მოესმინა სამწერლობო ხელოვნების კურსი ჰიუსტონის უნივერსიტეტში და დაიწყო ლექციებზე სიარული იელის უნივერსიტეტშიც. მსახიობი თავადაც უძღვება მასტერ-კლასებს კოლუმბიის კოლეჯში, სადაც ასწავლის მონტაჟისა და რეჟისურის თავისებურებებს.

ჯეიმსი არ იქნებოდა ჯეიმს ფრანკო, ამ მხრივაც რომ არ გახვეულიყო სკანდალში. 2012 წლის სექტებერში, ვარსკვლავს სასამართლოში უჩივლა რეჟისორული კურსის ყოფილმა პედაგოგმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან. ის ამტკიცებდა, რომ გაანთავისუფლეს იმის გამო, რომ მსახიობს არადამაკმაყოფილებელი ქულა დაუწერა მუდმივი გაცდენების გამო. ვარსკვლავი კი საპირისპიროს ამტკიცებდა, ეს თავად კი ვერ გაართვა თავი სწავლას, არამედ თავად ლექტორი არ აძლევდა სტუდენტებს არანაირ სასარგებლო ცოდნას.



ჯეიმს ფრანკო და ქალები

2011 წლიდან მოყოლებული, ჟურნალისტები მუდამ ეძებენ ფრანკოს შეყვარებულ გოგონას, აწერენ მას რომანებს აგნეს დეინთან, ლანა დელ რეისთან, ლინდსი ლოჰანთან, რეიჩელ მაკადამსთან და ეშლი ბენსონთან. მაგრამ ფრანკო მუდამ დასცინის მათ და ცეცხლზე ნავთს ასხავს. ერთხელ, სოციალურ ქსელში ამ ატვირთა საერთ ფოტო ლანა დელ რეისთან და მიაწერა "როგორც იქნა დავქორწინდით." და გამოტყდა, რომ ხუმრობდა. კითხვაზე, არ იწყენს თუ არა მარტოობაში, მსახიობი პასუხობს, რომ მისი მთავარი სიყვარული მისი სამუშაოა.

"როდესაც ვმუშაობ, ყველა ადამიანი, რომელიც მიყვარს-მეგობრები და ახლობლები-ჩემთან ერთად მუშაობენ. ჩემთვის არ არსებობს იმაზე ახლო ურთიერთობა, როგორც შემოქმედებითი".







ჯეიმს ფრანკო და მისი არასრულწლოვანი ფანი

წინა წლის აპრილში, საჯაროდ გამოქვეყნდა მიმოწერა, რომელიც ინტერნეტში არ უნდა მომხვდარიყო. ეს იყო ჯეიმს ფრანკოს მიერ მიწერილი შეტყობინება 17 წლის ლუსი კლოდთან, რომელმაც ბროდვეის სპექტაკლის შემდეგ ჯეიმსი სურათზე აღბეჭდა და დაიწყო მის წერილებზე პასუხის გაცემა. მსახიობი მალე გადავიდა პირადულ თემაზე და გაიგო რა, რომ გოგონას შეყვარებული არ ჰყავდა, უკვე მზად იყო დაებრონა ნომერი სასტუმროში. ლუსიმ უარი განუცხადა, მაგრამ ისტორია ჟურნალისტების ატაცების საგანი გახდა.

ერთ-ერთ შოუში ჯეიმს პირდაპირ დაუსვეს კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით: "მე ძალიან მრცხვენია. ასე მგონია, რომ სოციალური ქსელების მახეში გავები. არასოდეს არ იცი ვინ გიპასუხებს. მე მივიღე ჩემი სასჯელი და გაკვეთილი". ინსტაგრამზე კი, ჩვეული ხუმრობით სთხოვა მშობლებს თავიანთი მცირეწლოვანი ბავშვები მისთვის მოერიდებინათ.



ჯეიმს ფრანკო და ჩხუბი სასაფლაოზე



მომღერალმა ლანა დელ რეიმ სასაფლაოზე გადაწყვიტა კონცერტის გამართვა სამეგობრო წრისთვის. მაგრამ, წვეულებაზე არამარტო ლანას ახლობლები მივიდნენ, არამედ რამდენიმე პაპარაციც აღმოჩნდა, რაც ჯეიმს დიდად არ მოეწონა. მან ერთ-ერთ ფოტოგრაფს ხელი ჰკრა და რამდენიმეჯერ ფეხიც დაარტყა. ამის შემდეგ მსახიობმა სიცილით დატოვა იქაურობა და საზოგადოება გაუგებრობაში ჩააგდო: იყო ეს მორიგი პროვოკაცია თუ ალკოჰოლის ზემოქმედება. მას არც მოგვიანებით გაუკეთებია კომენტარი, თუმცა პრესის წარმომადგენელი კომპენსაციას ითხოვდა.














კატეგორია: საინტერესოა, ვარსკვლავები
Tags:

9


  • demetria თქვა:
    20 აპრილი 2015 23:33 - ID: 9,
    ყველაფერიი აქვს უბრალოდ ამას რატო აკეთებს არვიცი, მერე ზომას ვეღარ გებულობს

  • LoveMeHateMe თქვა:
    20 აპრილი 2015 11:09 - ID: 8,
    იმდენად ღრმად შეტოპა, რო უკან დასაბრუნებელი გზაც არ დაიტოვა

  • LohanFan თქვა:
    20 აპრილი 2015 00:37 - ID: 7,
    ციტატა: Crooks
    ამას გადახრები აქვს?

    არა

  • jamesana თქვა:
    20 აპრილი 2015 00:29 - ID: 6,
    რაც არ უნდა გააკეთოს სიგიჟემდე მიყვარსს love ბრედსაც მირჩევნია ლეონარდოსაც,ჯონისაც და რავიცი ვის აღარ! love

  • krist...star თქვა:
    20 აპრილი 2015 00:22 - ID: 5,
    ძალიან მაგარი კაცია love

  • Ggvantsa თქვა:
    19 აპრილი 2015 22:39 - ID: 4,
    ძალიან მაგარი კაციაა wink ჭკვიანი, განათლებული, სასაცილო, ცოტა
    დარტყმული და სიგიჟემდე სიმპატიური winked

  • sophieee თქვა:
    19 აპრილი 2015 21:51 - ID: 3,
    არადა როგორ მომწონდა what

  • Crooks თქვა:
    19 აპრილი 2015 21:31 - ID: 2,
    ამას გადახრები აქვს?

  • LohanFan თქვა:
    19 აპრილი 2015 19:48 - ID: 1,
    ვისთანაც ჯეიმს დადასტურებული ურთიერთობა ჰქონდა აქედან ერთთან 5 წელი იყო მეორესთან 6 მესამესთან ორი ასერომ მთლად მუდმივინა შეყვარებულის არ ყოლას ვერ
    დავაბრალებთ.

    რაც შეეხება იმ არასრულწლოვან ფანს,ჯეიმსმა ოთახის დაჯავშნაზე რომ წამოიწყო ლაპარაკი ასაკი არ იცოდა. იმ გოგომ რო უთხრა რომ 17 ის იყო ჯეიმსმა უპასუხა 18 ის რომ გახდები მერე დაბრუნდიო. სამჯერ უთრა ნახვამდისო და ისგოგო არ ეშვებოდა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top