20 April 2015      Ancho.     Views 6 639    
Category: Fun, Interesting

➘ 8 რამ რასაც არასწორად ვაკეთებთ
➙ 5 პროდუქტი რასაც არასწორად მოვიხმართ
➚ 8 პროდუქტი რომელსაც არასწორად ვჭრით


ყოველდღიურად, ბევრი რამ გვართმევს დროს და გვახარჯვინებს ნერვებს. შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში ვერ ვსწავლობდეთ რაიმეს სწორად გახსნას. წარმოგიდგენთ ხერხებს, რომლებიც გაგიადვილებთ ან კომფორტულს გაგიხდით ზოგ რაიმეს. შეიძლება ზოგიერთი მათგანი დიდი ნიჭი არ არის, მაგრამ მათი ცოდნა აადვილებს ცხოვრებას და გაძლევთ შესაძლებლობას გააკვირვოთ გარშემომყოფნი.

🌁🌁🌁
კოკა-კოლა


დავიწყოთ მარტივით. კოკა-კოლას ლითნის ბოთლის გამხსნელი რგოლი განკუთვნილია სასმელი ჯოხისთვის. მოათავსეთ ის მასში და ქილიდან ამოვარდნას ვეღარ შეძლებს.



🌁🌁🌁
კვერცხი


იდეალურად მრგვალი კვერცხი (გლაზუნა) შესაძლებელია გაკეთდეს სპეციალური საჭიროებების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ ხახვის დახმარებით. ხახვის მრგვალ ანათალში ვათავსებთ კვერცხს და ვიღებთ ბრწყინვალე შედეგს.



🌁🌁🌁
კაბელი


კაბელები გაჭიმვისას რომ არ გაიყოს, დააფიქსირეთ ისინი ერთმანეთთან დაკავშირებით.



🌁🌁🌁
ნიორი


1 თავი ნიორი მოათავსეთ ქილაში, დაახურეთ თავი, წარმოიდგინეთ რომ ბარმენი ხართ და კარგად აჯანჯღარეთ ის. შედეგად,მარტივად დაშლით მათ "მარტივ მამრავლებად".

http://i.imgur.com/B6ZOTPL.gifv
გიფი^

🌁🌁🌁
ფრჩხილის ლაქი


ფრჩხილზე ლაქის სწორად წასმა სწორედ ამ სქემის მიხედვით მიმდინარეობს.



🌁🌁🌁
სწრაფად გაციებული სასმელი


იმისათვის, რომ სწრაფად გააციოთ თუნდაც ლუდის ბოთლი, შემოახვიეთ მას სველი ქაღალდი. 15 წუთში მზად იქნება.



🌁🌁🌁
თასმა


ეს თასმის შეკვრის ჭკვიანური მეთოდია. ასე ფეხსაცმელებზე თასმა არასოდეს გაგეხსნებათ, სანამ ამას თავად არ მოინდომებთ.



🌁🌁🌁
მაისურის დაკეცვა


უბრალოდ მიყევით ინსტრუქციას. ეს ნამდვილად მარტივი და სწრაფია.



🌟🌟🌟
შაქრის პაკეტი


შაქრის პაკეტის არსი უბრალოა: ვხევთ მას შუაში და არა კუთხეებზე. ამ სახით მთელი შაქარი ხვდება ჭიქაში და ხელთ ერთი ქაღალდი.



🌟🌟🌟
ჩიფსი Pringles


მათი მირთმევა უფრო მეტად მოსახერხებელია, თუ ქაღალდის ფურცელს შევუცურებთ.



🌟🌟🌟
ჩიფსი


შემოკრებილ მეგობრებში, ქუჩაში, ან ნებისმიერ ადგილას, ჩიფსის შეკვრა სჯობს გაწყვიტოთ შუაში და ადვილად ამოაცალოთ მხოლოდ ზედა ზედაპირი, ასე ის თეფშის მაგივრობასაც წევს.



🌟🌟🌟
ტიკ-ტაკი


საკმარისია გადმოვატრიალოთ ქილა და ბურთლა თავად მოხვდება თავსახურზე მისთვის სპეციალურად განკუთვნილ ხვრელში.




🌟🌟🌟
რძის, წვენის პაკეტი


ქაღალდის პაკეტებს თავსახური კიდეში აქვთ მოთავსებული. როდესაც წვენს პირველი შემთხვევის მსგავსად ვასხამთ, პაკეტში ჰაერი ვერ აღწევს და სითხის მიმართულებაც ირევა, ამიტომაც შხეფებიც აქეთ-იქით ისხმება. სწორი მიდგომაა მეორე შემთხვევა, როდესაც თავსახური მაღლა ხვდება. სითხე ისხმება სწორად.



🐙🐙🐙
პამიდორები


პატარა პამიდორები მოათავსეთ ორ თეფშს შორის და გაატარეთ ბასრი დანა



🐙🐙🐙
კივი


კივი შეგიძლიათ არ გაფრცქვნათ, უბრალოდ გაჭრათ და კოვზით მიირთვათ.



🐙🐙🐙
მანდარინი


ადამიანი, რომელმაც ეს მოიფიქრა, გენიოსია! ვაჭრით მხოლოდ თავს და ბოლოს, ვუსმევთ დანას შუაში და ვშლით კომფორტულად.



🐙🐙🐙
ბროწეული


ვაჭრით თავს და ბოლოს, და მთავარ ნაწილს ვყოფთ თანაბარ ნაწლებად. შედეგად ვიღებთ აკურატულ ნაჭრებს.



🐙🐙🐙
საზამთრო


საზამთროს ჭამა უხერხული რომ აღარ იყოს, ნაჭერს მოაჭერით კუთხები, დაგრჩებათ მხოლოდ ხელის მოსაკიდებელი ადგილი და მისი მირთმევა გაცილებით მოსახერხებელი გახდება.




🐙🐙🐙
ტორტი


იმის მაგივრად, რომ ტორტს ნაჭერი მოაჭრეთ, მოაჭერით მას შიდა ნაწილი პერმანენტულად, ასე დარჩენილი ნაწილი არ გამოშრება.




🐙🐙🐙
ბანანი


ბანანის თავზე არსებულ სიმაგრეს თუ თანაბრად მოვუჭერთ, ის თანაბრად გაიხლიჩება და ზუსტად ორ ნაწილად გაიყოფა. აღარ იქნება საჭირო მისი კბენა და ხელის ტკბილი მასით დასვრა.



🐙🐙🐙
მანგო


მანგოს გაფრცქვნის მოხერხებული მიგნება.




Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top