;
22 აპრილი 2015      Ancho.     11 კომენტარი     ნანახია 4263-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ვარსკვლავები



24 საათი როზი ჰანთიგტონ უაითლისთან ერთად

ბრიტანელი მოდელი და Mad Max-ის ვარსკვლავი წარმოგვიდგენს მისი ლოს-ანჯელესური ცხოვრების ერთ დღეს.

6:00 A.M. მე ხშირად ვარ საათობრივ ზონებში არეული, რადგანაც ზოგჯერ ერთ კვირას ლონდონში ვატარებ. ამიტომაც, ლოს-ანჯელესში ძალიან ადრე ვდგები. ვიღვიძებ ჩემს ორ ტაქსასთან ერთად: დოლისთან და პეგისთან ერთად, ისინი ან ყეფენ ან სახეს მილოკავენ. დღის პირველი დიალოგი ჩემს ბოიფრენდთან მაქვს, ჯეისონ სტეტჰემთან.

6:15 A.M. ვიხეხავ კბილებს. მე ძალიან ბეჯითი ვარ ჩემს ყოველდღიურ სახის წმენდასთან მიმართებაში. ყოველ დილით, მე ვიყენებ კლინიკურ განმწმენდ კომპლექს. თუ ის დარეგულირებულია, სწორად აკონტროლებს მზის გამოსხივებას.






6:30 A.M. მე ჩავდივარ ქვევით, რომ ძაღლები ბაღში გავუშვა, გამოვკვებო და გავიკეთო ჩემთვის ყავა. ყავის გარეშე მე სრულიად უუნარო ვარ. საუზმეზე მე მაქვს კვერცის ტოსტი ან შვრიის ფაფა იოგურტით, შეიძლება მაფინი მწვანე წვენთან ერთად. შემდეგ მე ვბრუნდები საწოლში ჩემს ძაღლებთან ერთად, ვრთავ CNN-ს ან BBC-ს, ვამოწმებ იმეილს, ან შესაძლოა ჩამოვსქროლო თვითერი და ინსტაგრამი.




7:30 A.M. მე სულ 10 წუთი მჭირდება, რომ შევარჩიო სამოსი. მე არ მაქვს კონკრეტული უნიფორმა. მე ყოველთვის ვფიქრობ როგორ ჩაივლის ჩემი დღე, სად მომიწევს ყოფნა და როგორ მინდა თავს ვგრძნობდე. მე არასოდეს ვტოვებ სახლს სუნამოს გარეშე. ჩემი ახალი ფავორიტი სურნელია ჩემი პირველი სუნამო, რომელიც მე შევქმენი ჩემი თეთრეულის კოლექციისთვის: Rosie for Autograph. მასში არის ვარდი, ჟასმინი, მაგნოლია და პილპილი. დასვენების დღეებსა და სირბილების შესასრულებლად მე ვხტები ჯინსში, მაისურში და ჟაკეტში. სახლის დღეებში კი მთელი დღე საშინაო ფორმაში ვარ.

"I love this saying, 'It takes a lifetime to build a reputation and a single act to destory."







8:00 A.M. მე თავად მიყვარს მანქანის ტარება ლოს-ანჯელესში. აუცილებლად ვურეკავ დედას, მამას ან დას ინგლისში. რეგულარულად ვუსმენ Howard Stern-ს. საუზმის მერე სავარჯიშო დარბაზში მივდივარ. ლოს-ანჯელესში მე გატაცებული ვარ ორი ფიტნეს კლუბით. როცა ლონდონში ვარ, ჩემი მძღოლი, რომელიც 16 წლიდან მატარებს, მაკითხავს და გადაღებებზე მივყავარ.

9:00 A.M. გადაღებებისთვის ვიღებ მწვანე წვენს და ჩემ ლეპტოპს, ასე რომ შემიძლია ვიმუშაო იმ დროს, როცა თმასა და მაკიაჟს მიკეთებენ. მას შემდეგ, რაც ყველას მიესალმები, სწრაფი შეხვედრა იმართება, სადაც ჯგუფი განიხილავს დღის გეგმებს. მე ხშირად ვარ ლეპტოპთან, რომ ვუპასუხო მეილებს და მივიღო ინსპარაცია მომავალი გადაღებებისთვის და ჩემი თეთრეულის კოლექციისთვის. მე მიყვარს Pinterest-ის გამოყენება, რომ შევქმნა ჩემი "ხასიათის დაფები".








10:30 P.M. ვიწყებ პირველ კადრებს. უმეტეს დღეებში 10-12 კადრია საჭირო, მე ვასრულებ მაშინ, როცა შესაძლოა 20-30 კადრი აიღონ, რომელიც საკმაოდ დამღლელია. მუსიკა ყოველთვის ბრწყინვალეა, რაც ამაღლებს განწყობას. მე მსიამოვნებს იმ ხალხთან მუშაობა, ვისაც გართობა უყვარს, მაგრამ არის შემთხვევები როცა გადაღება წყნარი და უფრო მეტად კონცენტრირებული უნდა იყოს. ყოველ 5 წუთში ვიღაც ხტება, რომ გაასწოროს თმა, მოაწესრიგოს ტანისამოსი, შეეხოს მაკიაჟს, შეცვალოს განათება, შეცვალოს ხედვა.

1:00 P.M. ლანჩი ყოველტვის შედგება ცოტაოდენი პროტეინებისგან, მაგალითად თევზი, ქათამი ან ინდაური ბევრი სალათითა და ბოსტნეულით. სამსახურში ყველა ყველას ამარაგებს სურსათით. ჩვენ ვზივართ დიდ მაგიდასთან და ვსაუბრობთ. მე ყოველთვის ფეხზე დამდგარი ვჭამ.







2:00 P.M. ერთადერთი წესი, რაც მე ჩემთან მომუშავე ადამიანების მიმართ მაქვს, არის რომ იყვნენ პოზიტიურები, გაურკვეველი ხასიათის გარეშე. მე მიყვარს ჩემი თავის გარშემო ნათელი და შრომისმოყვარე ადამიანების შემოკრება. უმეტეს გადაღებებზე ვმუშაობ ადამიანებთან, რომელთანაც უკვე რამდენიმე წლიანი სტაჟი მაქვს, ამიტომაც ყოველთვის კარგი ენერგიით ვივსები. წარმატებული მოდელობისთვის დასის წევრი უნდა იყო, გუნდის მოთამაშე. გასართობ ინდუსტრიაში რეპუტაცია ყველაფერია, შენზე ყველა საუბრობს. მე მიყვარს თქმა: "საჭიროა მთელი ცხოვრება, რომ აიგო რეპუტაცია და საკმარისია ერთი ქმედებაც კი, მის გასანადგურებლად". შენ იღბლიანი ხარ, თუ გაქვს შესაძლებლბა და მისგან საუკეთესო უნდა შექმნა. უნდა აჩვენო და იმუშაო ბევრი.






7:30 P.M. ზოგიერთი გადაღება გვიან საღამომდე გრძელდება, მაგრამ ძირითადად 6 საათისთვის მთავრდება. მე ვცდილობ მივირთვა სახლში რაც შეილება მალე, 7:30-მდე, მაგრამ თუ გარეთ მიწევს ვახშამი, მაშინ ბოლო ჭამის დრო 8:30-ზე ინაცვლებს. მე მიყვარს სასადილოდ რესტორანში წასვლა და შემდგომ სადმე დასალევად. მე მიყვარს :ყველი, პური, პასტა, ფრანგული ფრი, ბეკონი, ცომით შემოხვეული ღორის ნაჭრები! /pigs in a blanket/ (მე შემიძლია ისინი მთელი თეფში შევჭამო და ვიყო ბედნიერი). ლოს-ანჯელესი დღის ქალაქია. აქ არ არის ღამის ცხოვრება. ნიუ-იორკსა და ლონდონში პირიქითაა, რადგანაც ეს ქალაქები ღამით ცოცხლდება. იქ აუცილებლად იქნება სუპერ საღამოები, რომლებიც სახლის წვეულებით ან ღამის კლუბით დამთავრდება. მე მიყვარს ცეკვა და სიცილი ჩემს მეგობრებთან ერთად. როდესაც ვმოგზაურობ, მე ყოველთვის დამაქვს ტანისამოსი, რადგანაც ვიცი აეროპორტში პაპარაცები იქნებიან და როდესაც ვჯდები თვითმფრინავში, ვიცვლი.






10:00 P.M. დაძინებამდე მე ყოველთვის ვუყურებ ცოტა ხანი ტელევიზორს ან ვკითხულობ წიგნს. მე მიყვარს სერიალები True Detective და Scandal. ყოველთვის ვიღებ შხაპს და ვიშრობ თმას. მე ვიწმინდავ ჩემს სახეს ისევ სპეციალური განმწმენდი საშუალებებით. ვისხამ სუნამოს, ვალაგებ გარდერობს, ვაწესრიგებ სამზარეულოს და მივმართავ რელაქსაციას ჩემს საძინებელში ჩემ გარშემო მოხტუნავე ძაღლებთან ერთად.

11:00 P.M. შუქი ქვრება.










კატეგორია: საინტერესოა, ვარსკვლავები
Tags:

11


  • elga თქვა:
    26 აპრილი 2015 11:49 - ID: 11,
    მაგარი ქალია და ამ ტიპთან რა უნდა მაინც ვერ ვხვდები

  • heartbeatloveus თქვა:
    22 აპრილი 2015 22:44 - ID: 10,
    მაგარი გოგოა ყველანაირად! love

  • Marina14 თქვა:
    22 აპრილი 2015 20:58 - ID: 9,
    მიყვარს ძალიან love

  • teo-ebi თქვა:
    22 აპრილი 2015 17:47 - ID: 8,
    რა პოზიტიურია :* ძალიან მიყვარს <3

  • - Flawless ♥ თქვა:
    22 აპრილი 2015 16:57 - ID: 7,
    შოკია უბრალოდ ქალი love

  • natianatia თქვა:
    22 აპრილი 2015 16:32 - ID: 6,
    6ზე დგება და 11წვება აი ქალი <3

  • demetria თქვა:
    22 აპრილი 2015 16:08 - ID: 5,
    აუ რა ქალია ვგიჟდები, რა ლამაზიაა და კარგია love

  • -MileyLahey თქვა:
    22 აპრილი 2015 16:04 - ID: 4,
    ძალიან კარგია love აუ დადეთ ესეთები სხვებზეც რა love

  • justareal თქვა:
    22 აპრილი 2015 15:29 - ID: 3,
    რა კარგი ნიუსიაა.. დადეთ რააა ასეთი რაღაც 24 საათი ცნობილ ადამიანთან! სხვებიც გააკეთეთ :***

  • candice თქვა:
    22 აპრილი 2015 14:20 - ID: 2,
    აუ ძაან ლამაზია love

  • darcu თქვა:
    22 აპრილი 2015 12:00 - ID: 1,
    რა საყვარელია ეს ქალი და ულამაზესი love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top