;

KOLGA TBILISI PHOTO 2015 იწყება

KOLGA TBILISI PHOTO 2015 იწყება

მე-14 საერთაშორისო ფოტოკონკურსი “ქოლგა” წელს თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 1-7 მაისს გაიმართება.
1 მაისს, 20:00 საათზე KOLGA TBILISI PHOTO 2015 იწყება საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგას“ წლის საუკეთესო ფოტოების ჩვენებით და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალით.
მის: Rooms Hotel Tbilisi, კოსტავას ქ. 14.
KOLGA TBILISI PHOTO 2015 იწყება

ფოტოკონკურსი “ქოლგა” უკვე 14 წელია, რაც ყოველწლიურად წარმატებით მიმდინარეობს. წლევანდელ ფოტოკონკურსში მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო. ხოლო, წლის საუკეთესო ფოტოები 9 000-მდე ფოტოდან შეირჩა. მონაწილეთა მრავალფეროვნებამ და ფოტოკონკურსის საერთაშორისო დონემ განაპირობა კონკურსში მიღებული ფოტოების მაღალი ხარისხი. წელს ფოტოკონკურსი შემდეგ ნომინაციებში გამოცხადდა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი და “ჯეოსელის” მობილური ფოტო, ქვენომინაციებით ერთიკადრი და მობილური ფოტოსერია. წლევანდელი ფოტოკონკურსის გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა და გამარჯვებულები 1 მაისს, “წლის საუკეთესო ფოტოების” ჩვენებაზე გამოცხადდებიან. ფოტოკონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 6 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში და ეს თანხა ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ. "ჯეოსელის" მობილური ფოტო ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური პრიზი "ჯეოსელისგან" მობილური ტელეფონი Iphone 6.
KOLGA TBILISI PHOTO 2015 იწყება

2015 წლის ფოტოკვირეულის ფორმატი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და KOLGA TBILISIPHOTO, ფოტოკონკურსი “ქოლგას” ფოტო ჩვენების გარდა, 1 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს 12 საერთაშორისო და ადგილობრივ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ფოტოგამოფენის გახსნას: რიჩარდ ბრემის (აშშ), ქრის სასპექტის (აშშ), ოივინდ ჰიელმენის (ნორვეგია) და სოლ რობინსის (აშშ) ჯგუფურ გამოფენაზე "ისტორიები ამერიკიდან“; ფოტოპროექტზე"ურბანული ლაბირინთი-გალერეა კოპელმანი", საერთაშორისო კონკურსის “UNICEF-ის წლის ფოტოს” საუკეთესო ფოტოების და რეპორტაჟების გამოფენაზე - "ბავშვები. მომავალი დღეს"; გამოფენაზე „აფრიკის ხედები“ - სააგენტო ლაიფთან თანამშრომლობით.დორტმუნდის გამოყენებითი მეცნიერებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფურგამოფენაზე - „ჩვეულებრივს მიღმა“; National Geographic საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფოტოების; ბრაიან გრიფინის (დიდი ბრიტანეთი) და კიმ ბადავის (აშშ) ფოტოგამოფენებზე. ასევე, წარმოდგენილი იქნება ქართველი ფოტოგრაფების: ნათელა გრიგალაშვილის და გურამ თიკანაძის პერსონალურიგამოფენები. KOLGA TBILISI PHOTO მასპინძლობს ფილიპინელი ხელოვანის მაიკლ ვინსენტმანალოს ინსტალაციას „ქოლგის ქრონიკები V“.
KOLGA TBILISI PHOTO-ს ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება შახ აივაზოვის რჩეული ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით “ომის ხაზი”, რომელსაც ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „KOLGA TBILISI PHOTO“ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გადასცემს ალექსანდრე როინაშვილის ტრადიციულ პრიზს და პრემიას.
KOLGA TBILISI PHOTO 2015 იწყება

ფოტოკვირეული 6 ვორქშოფს და უცხოელი ფოტოგრაფების, კურატორების, არტ კრიტიკოსების პორტფოლიო განხილვებს მასპინძლობს.
KOLGA TBILISI PHOTO 2015 იწყება

ქოლგა თბილისი ფოტო 2015-ის წარმდგენია აჭარანეტი.
გენერალური სპონსორი: თიბისი ბანკი.
სპონსორი: ჯეოსელი.
მუდმივი პარტნიორი - ქალაქ თბილისის მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
მხარდამჭერები: ეროვნული მუზეუმი, ბრიტანეთის საბჭო, ამერიკის საელჩო საქართველოში.
მედიაპარტნიორები:რუსთავი 2, ტაბულა, არტარეა, რადიო კომერსანტი და ჟურნალი ნეშენალ ჯეოგრაფიკი.

KOLGA TBILISI PHOTO 2015 იწყება


1 მაისი 20:00
ფოტოკონკურსი􀀀 ქოლგა􀀀 2015
გახსნა და დაჯილდოების ცერემონიალი: წლის საუკეთესო
ფოტოების ჩვენება
კოსტავას ქ. 14, თბილისი, Rooms Hotel Tbilisi
შესასვლელი ჭოველიძის ქუჩის მხრიდან
2 მაისი 16:30
შახ􀀀აივაზოვი
"ომის ხაზი”
კურატორი: დინა ოგანოვა
ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი
“ქარვასლა”. სიონის ქ. 8
ისტორიები􀀀ამერიკიდან
რიჩარდ 􀀀ბრემი 􀀀“ნიუ იორკი: გაშლილ ადგილას დამალვა”
ქრის 􀀀სასპექტი 􀀀“როგორ მოახერხა ეს პანკ-კულტურამ?”
სოლ 􀀀რობინსი 􀀀„თავდაპირველი მიღება“
ოივინდ 􀀀ჰილმენი "სადმე"􀀀
კურატორი: თინა შელჰორნი
ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი
“ქარვასლა”. სიონის ქ. 8
16:30
ჩვეულებრივს 􀀀მიღმა􀀀-􀀀დორტმუნდის 􀀀გამოყენებითი􀀀
მეცნიერებისა􀀀 და 􀀀ხელოვნების 􀀀უნივერსიტეტის􀀀
სტუდენტები.
კურატორი: პროფ. დ. გებჰარდტი
კოორდინატორი: თ. გოგიჩაიშვილი
ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი
“ქარვასლა”. სიონის ქ. 8
18:30
“ურბანული 􀀀ლაბირინთი 􀀀-􀀀გალერეა 􀀀კოპელმანი”
კურატორი: ი. & ვ. კოპელმანი
კოორდინატორი: თ. გოგიჩაიშვილი
"ბავშვები. 􀀀მომავალი􀀀დღეს"􀀀-􀀀 საერთაშორისო􀀀
კონკურსის, 􀀀􀀀“UNICEF-ის 􀀀წლის 􀀀ფოტოს ”􀀀საუკეთესო􀀀
ფოტოები􀀀 და 􀀀რეპორტაჟები
კონცეფციის და პროექტის მენეჯერი: ანგელა ბ. რუპრეჰტი
კოორდინატორი: თ. გოგიჩაიშვილი
შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ.
გუდიაშვილის ქ. 1

3 მაისი 18:00
NATIONAL􀀀GEOGRAPHIC 􀀀საქართველო􀀀􀀀
“2014 წლის საუკეთესო კადრები”
ს. ჯანაშიას სახ. ეროვნული მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ, 3
10:00-16:00
გურამ􀀀თიკანაძე
“უცნობი კადრები”
კურატორები: ქეთევან კორძახია, გია ფაილოძე
ს. ჯანაშიას სახ. ეროვნული მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ, 3
20:00
„აფრიკის 􀀀ხედები“􀀀-􀀀􀀀სააგენტო 􀀀ლაიფისა􀀀 და􀀀
გალერეა 􀀀ლიჰტბლიკის 􀀀თანამშრომლობით
ბრაიან 􀀀გრიფინი 􀀀„კომპრომისი არ იქნება“
კურატორი: თინა შელჰორნი
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
რუსთაველის გამზირი 27
4 მაისი 18:00
კიმ􀀀ბადავი
„ გაზაფხულის ამბოხი 11“
“თიბისი” გალერეა. მარჯანიშვილის ქ. 7
18:00
ნათელა􀀀 გრიგალაშვილი
„რძის სუნი“
კურატორი: დინა ოგანოვა
გ. ლეონიძის სახ. სახელმწიფო ლიტ. მუზეუმი, გ. ჭანტურიას ქ. 8
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ KOLGATBILISI PHOTO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდი www.kolga.ge.

კატეგორია: საინტერესოა, ფოტო კრებულები / ფოტოსესიები, კონკურსი, ხელოვნება / ART
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top