7 May 2015      Ancho.     Views 5 987    
Category: Fun, Interesting / Stars



მოდი დავქორწინდეთ ➲
ყველაზე რომანტიული ხელის თხოვნები
რეცეპტი ვარსკვლავებისგან: როგორ შევთავაზოთ საყვარელ ადამიანს ცოლობა, რომ მან აუცილებლად დადებითად უპასუხოს.


შოუ-ბიზნესის სამყაროში შემორჩნენ ნამდვილი რომანტიკოსები, რომლებიც საყვარელ ქალბატონებს ხელს განსაკუთრებულად სთავაზობენ. როგორიცაა: ვალენტინობაზე თოვლის ქვეშ, ესკიმოსების ქოხში მაღალმთიან ადგილას ან თუნდაც ვერტმფრენში. წარმოგიდგენთ 6 ჰოლივუდურ ისტორიას ცნობილი მამაკაცების ხელის შეთავაზების შესახებ.


💕 ჰაიდი კლუმი და სილი

ყველაზე უცნაური შეთავაზებით შეუძლია იამაყოს სილის ახლა უკვე ყოფილმა ცოლმა ჰეიდი კლუმმა, ვის გამოც, მომღერალმა ესკიმოსის ქოხი შეუკვეთა კანადის მთებში 4 267 მეტრზე. რა თქმა უნდა, მა ეს საიდუმლოდ გააკეთა. შიგნით დადგა მდიდრული საწოლი, მორთული ვარდებით. სილი იმდენად აღფრთოვანებული იყო მთის პეიზაჟების სილამაზით, რომ ჰაიდის მოუწია დათანხმებოდა იქ გაყოლას. მოდელი შევიდა ქოხში, სადაც მას ელოდა ვახშამი. სილმა მომენტით ისარგებლა და შესთავაზა მას გამხდარიყო მისი ცოლი. ხელზე კი 10 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი წამოაცვა. რა თქმა უნდა, ჰაიდის არ შეეძლო უარი ეთქვა ასეთი წინადადების შემდეგ.








💕 ტომ კრუზი და ქეით ჰოლმსი

თავის ინტერვიუებში, ტომ კრუზი არასოდეს გამომტყდარა, რომ ნატურით რომანტიკოსია, მაგრამ ქეით ჰოლმსისთვის, რომელთან ერთადაც ამ მომენტისთვის უკვე ზრდიდა ქალიშვილ სურის, ის მზად იყო ყველაფრისთვის. იმისათვის, რომ თავისი სიტყვები მოქმედებით დაემტკიცებინა, მსახიობმა შეუკვეთა ვახშამი სანთლებით ცნობილ რესტორანში ეიფელის კოშკში, სადაც იყვნენ მხოლოდ ის, ქეითი და ოფიციანტი. როდესაც, შეყვარებულები ტკბებოდნენ პარიზის ხედებით, ტომმა წინადადება გაუკეთა. ქეითი განაცვიფრა შეთავაზებამ და რა თქმა უნდა დათანხმდა. სამწუხაროდ, რომანტიკა აქ დამთავრდა და 5 წლის შემდეგ მსახიობები ერთმანეთს დაშორდნენ.








💕 ლეიდი გაგა და ტეილორ კინი

დავიწყოთ იქიდან, რომ ტეილორ კინიმ ლეიდი გაგას ცოლობა 14 თებერვალს შესთავაზა, რაც ერთის მხრივ ბანალურია, მაგრამ მაინც ძალიან რომანტიული. ამას გარდა, მსახიობმა მომღერალს აჩუქა ბეჭედი გულის ფორმით, რითიც სიმბოლურად გადასცა თავის გული. საბოლოოდ, ტეილორმა გადაწყვიტა არატრადიციული ხერხით გაეკეთებინა ეს და ნაცვლად ფრაზისა "გამომყევი ცოლად" მან თქვა "მე უბრალოდ ვიცი, რომ ჩენ ერთად ვიქნებით..ეს არ იყო ჩემთვის გამონათება, მაგრამ უბრალოდ უკვე დრო მოვიდა". გაგამ დაუფიქრებლად გაიკეთა ბეჭედი და თქვა "დიახ" და სასწრაფოდ გაუზიარა ფაქტი ფოლოვერებს სოციალურ ქსელში.








💕 ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი

თავის 33-ე დაბადების დღეზე, ჯენიფერ გარნერი დიდ სიურპრიზს ელოდა ბენ აფლეკისგან. მან ის საყვარელ კაფეში დაპატიჟა და ცოტა ხანში ფანჯარაში გამოჩნდა. ჯენიფერმა დაინახა ის დიდი ყუთთან. ბუნებრივია, მსახიობმა იფიქრა, რომ საყვარელი ადამიანი მას ავტომობილს ჩუქნიდა, მაგრამ მას შემდეგ რაც გახსნა დიდი ყუთი, დაინახა პატარა-ბეჭდით, რომლის ღირებულებაც ნამდვილად უტოლდებოდა დიდ მანქანას.








💕 ტორი სპელინგი და დინ მაკდემორტი

დინმა ტორის წინადადება გაცნობიდან 8 თვეში შესთავაზა. როგორც ის ამტკიცებს, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება და გაჭიანურებას აზრი არ ჰქონდა. ერთ-ერთ საშობაო საღამოს, დინმა მომავალი ცოლი ეტლით გასასეირნებლად დაპატიჟა. ისინი გაემართნენ გზაზე, რომელიც მორთული იყო ჩინური ფანრებით, შემდეგ გავიდნენ ტერასაზე, სადაც ელოდათ რომანტიული ვახშამი, რომლის შემდეგაც მსახიობი დადგა ცალ მუხლზე და ხელის თხოვნასთან ერთად შესთავაზა ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი. მას შემდეგ, საჩუქარი გახდა ტრადიცია და ყოველ წელს, ნიშნობის დღეს ტორი დინისგან ახალ ბეჭედს ირებს, სიყვარულის ნიშნად.





💕 გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი

Coldplay-ს სოლისტმა წინადადების გაკეთება საყვარელი ადამიანისთვის ჰაერში გადაწყვიტა, ერთ-ერთ საგასტროლო ტურის დროს. მან უბრალოდ აიღო საბორტო ტელეფონი, დაურეკა გვინეტს და უთხრა, რომ ენატრებოდა, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და საერთოდაც უკვე დიდი ხანია დრო იყო ექორწინათ. მსახიობმა ყურმილში დაიყვირა "კი"! წყვილმა ქორწინებაში 11 წელი ოცხოვრა და არც ისე დიდი ხანია რაც გაირკვა, რომ დაშორება გადაწყვიტა.







Category: Fun, Interesting / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top