;
13 მაი 2015      Ancho.     24 კომენტარი     ნანახია 6090-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, მამაკაცი



მამაკაცის სილამაზის სტანდარტები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში


ყველა ქვეყანაში სხვადასხვა გარეგნობის მქონე მამაკაცები გვხვდება.
მივყვეთ მამაკაცურ სილამაზეს გეოგრაფიულად.


ყველა ნაციონალობის მქონე მამაკაცი უფრო და უფრო მეტ დროს უთმობს თავის მოვლას, ამას მამაკაცის მოვლის საშუალებების გაყიდვებიც მოწმობს, რომელიც 70%-ზე მეტადაა გაზრდილი. კრეატიულმა გუნდმა BuzzFeed-მა ვიდეო შექმნა, რომელშიც წარმოდგენილია მამაკაცური იდეალები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. პროექტისათვის მოდელები კონტინენტის 12 ქვეყნიდან შეკრიბეს და აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ქალები მიილტვიან სრულფასოვან 90-60-90 პარამეტრებამდე. განვავრცოთ თემა მამაკაცური სილამაზის შესახებ.



ავსტრალია



იმისათვის, რომ გავიგოთ რა პოპულარობით სარგებლობენ ავსტრალიელი მამაკაცები, საკმარისია შევხედოთ ყველაზე სექსუალური მამაკაცების რეიტინგის ათეულში მუდმივად მყოფ ძმებ ჰემსვორტებს. რელიეფური კუნთები და "კუბიკები" მუცელზე - must-have-ია მათთვის, ვინც ცხოვრების უმეტეს ნაწილს სანაპიროზე ატარებს. ავსტრალიელი მამაკაცებისთვის არ არის უცხო კოსმეტოლოგებთან და პლასტიკურ ქირურგებთან სიარული. რინოპლასტიკა, სახის დაჭიმვა, ყურების გამოსწორება- არ არის იშვიათი ამ კონტინენტზე. მათი საშუალო სიმაღლეა 175სმ.












კორეა



კორეაში, ისევე როგორც ჩინეთსა და იაპონიაში, მამაკაცის სილამაზის სტანდარტებს პოპ-კულტურა ქმნის-გამაოგნებელი და ეპატაჟური. აქ მამაკაცის კოსმეტიკა არანაკლებ ღირებულია ვიდრე ქალის. ეს არ იწვევს ზედმეტ კითხვებს. ტუჩებისა და წარბების გელი ახალაგაზრდა კორეელი მამაკაცების უმეტესი ნაწილისათვის აქტიურ გამოყენებაშია. სხვა მოვლის ხერხებია-მოვლილი ვარცხნილობა და არანაირი წვერი-ამ მსოფლიო ტრენდს არ უჭერენ მხარს აზიის მცხოვრებლები. პლასტიკაც პოპულარულია-თვალების გაზრდა, ინექცია-როგორც მამაკაცების პროცედურები, ყოველწლიურად იზრდება.











რუსეთი



რუსეთში ლამაზი მამაკაცი მკაცრია. ღია თმა და თვალები, დიდი ხელები, მტკიცე სიარული-ასე აღწერენ რუსი ქალები მათ ქვეყანაშ მცხოვრებ იდეალებს. კოსმეტიკასთან დაკავშირებით საქმე რთულადაა. აქ ჯერ კიდევ მიუღებელია ბალზამი ტუჩებისთვის, გამახალისებელი პუდრა ან სახის პილინგი. მაგრამ, რუს მამაკაცებს არ ენანებათ დრო და ფული გაპარსვის საშუალებებში, სუნამოებსა და პირის ღრუს ჰიგიენაში.











საფრანგეთი



ფრანგებს მტკიცე რეპუტაცია აქვთ მათი გარეგნობის გადამკიდე. ფრანგი მამაკაცები ყოველთვის მოვლილად და მოდურად გამოიყურებიან. საქმე არამხოლოდ ვარცხნილობას და გემოვნებიანად შეკრეჭილ წვერს ეხება, ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ წვრილმანებსაც. მაგალითად, რეგულარულად დადიან კბილების გათეთრებაზე, იკეთებენ ფრჩხილის ლაქს.. ხოლო რაც შეეხება მათ გარდერობს, ფრანგი მამაკაცებისთვის დიდი ადგილი აქვს დათმობილი აქსესუარებს: კაშნებს, ხელთათმანებს, სათვალეებსა და ქუდებს. ეს ქმნის მათ სტილს.










ინგლისი



თუ აზიის ქვეყნებში ვითარდება კანის გაღიავების კულტი, ბრიტანეთში პირიქით. მამაკაცებში ყველაზე პოპულარული პროცედურაა ავტორუჯით დაფერვა. დღევანდელობის მთავარი ატრიბუტი აქ წვერია. თუმცაღა, ინგლისელი ქალბატონები ამჯობინებენ მამაკაცებს გაპარსულებს საშუალო ზომის ტუჩებით. დევიდ ბექჰემი კლასიკური მაგალითია ინგლისური მამაკაცური სილამაზის. ინგლისელების კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია ტატუ. ტანზე გამოსახულება აქ ყოველ მეხუთე მცხოვრებს აქვს.












იტალია



"მთავარია კოსტუმი აჯდეს" -აი იტალიელების მთავარი კრედო. ისინი მოდის, ძვირფასი ქსოვილებისა და პრინტების დიდი მოყვარულები არიან. იტალიელ მამაკაცებს უყვართ თავის მოვლა და ეს შესანიშნავადაც გამოსდით. ამის ფონზე არ კარგავენ საოცარ მამაკაცურობას და მიმზიდველები არიან საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის. იტალიაში სპეციალური ტერმინიც კი აქვთ sprezzatura-რაც ნიშნავს წვრილმანებისადმი ყურადღების გამახვილებას ირონიით, იმისათვის, რომ ყველას შეექმნას სიმსუბუქისა და უდარდელობის შთაბეჭდილება.












აშშ



მეტროსექსუალებს ჩაენაცვლათ ლამბერსექსუალები. ზუსტად რომ გადმოვთარგმნოთ ეს სიტყვა აღნიშნავს "სექსუალურ ტყისმკაფავს". ლამბერსექსუალები ძლიერი, ნავარჯიშები, დატატუირებული და აუცილებლად, წვერიანი მამაკაცები არიან. ამას დამატებული კუბოკრული პერანგები და სწორი ჯინსები-ასე უკვე გმოიყურებიან არამხოლოდ შტატების მაცხოვრებლები, არამედ მანჰეტენის მკვიდრებიც.








ბრაზილია



ტიპიური ბრაზილიელი--ეს ყველა მიმზიდველი ნაციის მიქსია. ფაფუკი კანი-პორტუგალიელებისგან, ნათელი თვალები კი გერმანელებისგან აქვთ ნასესხები. ღია ფერის თმები უხდება დარუჯულ სხეულს. რითი მოიწონებენ თავს კოპა-კაბანას სანაპიროზე თუ არა დაკუნთული სხეულით. ქირურგების მიერ მიმზიდველად შესწორებული ცხვირით, ყურებითა და ტუჩებით. რიო დე-ჟანეიროში ადვილად შეამჩნევთ როგორ განსხვავდებიან ადგილობრივი მამაკაცები ადგილობრივი ქალბატონებისგან, რომლებიც ემეგობრებიან ცელულიტებსა და ზედმეტ კილოგრამებს, მაგრამ ამის მიუხედავად არ ერიდებიან ტოპებსა და მინი კაბებს.














კატეგორია: საინტერესოა, მამაკაცი
Tags:

24


  • beauty queen თქვა:
    15 მაი 2015 20:49 - ID: 24,
    რუსებს ქალები უფრო კარგები ყავთ
    ბრაზილიიას ქალებიც ლამაზები ყავთ და კაცებიც

  • rukuta თქვა:
    15 მაი 2015 19:50 - ID: 23,
    ჩემი კორეელები love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top