9 June 2015      LoveMeHateMe     Views 3 282    
Category: Fun, Interesting / Man / Films, Movies / Stars

კრისტიან ბეილი / christian bale
ბრიტანელმა მსახიობმა კრისტიან ბეილმა მაყურებლის სიყვარული მცირე ასაკში მოიპოვა. ის მხოლოდ 12 წლის იყო, როცა სტივენ სპილბერგმა 4 000 ახალგაზრდა კანდიდატს შორის ამოარჩია ფილმისთვის ,,მზის იმპერია“. მას შემდეგ მსახიობი გენიალური შესრულებით და მრავალფეროვანი როლებით ანებივრებს მაყურებელს. ის ისე ოსტატურად ახერხებს როლიდან როლში მოგზაურობას, რომ მისი ამოცნობა თითქმის შეუძლებელია, რისთვისაც მას ყველა დროის ყველაზე დიდებულ მსახიობთა შორის განიხილავენ.

კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale

მას არასდროს აშინებდა სარისკო გადაწყვეტილებების მიღება, მაშინაც კი, როცა აფრთხილებდნენ, რომ შეიძლებოდა მისი კარიერის დასასრული გამხდარიყო. ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან თამაში, ხომ მისი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ესაა ილუზიონისტი თუ სერიული მკვლელი, პარანოიით შეპყრობილი მექანიკოსი თუ ნარკოტიკებზე დამოკიდებული მოკრივე, კომიქსების ყველაზე ცნობილი გმირი, ბეტმენი თუ უდიდესი წინასწარმეტყველი, მოსე, ბეილმა მეთოდური სამსახიობო ოსტატობის სულ სხვა დონეზე აყვანა შეძლო.

გაგაცნობთ კრისტიან ბეილის გამორჩეულ როლებსა
და ამონარიდებს ინტერვიუებიდან.


კრისტიან ბეილი / christian bale
ამბობენ, რომ სტივენ სპილბერგმა ის 4 000 ახალგახრდა კანდიდატს შორის ამოარჩია ფილმისთვის ,,მზის იმპერია“. (1987). ფილმი ჩინეთში გაზრდილი პატარა ბიჭის ისტორიას გვიყვება, რომელიც მშობლების დაკარგვის შემდეგ იაპონელების საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა. ძალიან ცოტა მსახიობს თუ შეუძლია 154 წუთის განმავლობაში მაყურებელი ეკრანს მიაჯაჭვოს და კიდევ უფრო ცოტას -12 წლის ასაკში. კრისტიანს უამრავი ჯილდო და კრიტიკოსთა აღიარება ხვდა წილად.
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
***
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
მსახიობის გადაწყვეტილება, რომ 25 წლის ასაკში განესახიერებინა იესო ქრისტე, მის შეუპოვარ ხასიათზე მეტყველებს. სატელევიზიო ფილმი ,,მარიამი, იესოს დედა“ დედის თვალით დანახულ იესოს ამბავს მოგვითხრობს.
კრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian bale
საინტერესოა, როგორ განვითარდებოდა კრისტიან ბეილის კარიერა, რომ არა ბრეტ ისტონ ელისის სკანდალური ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ,,ამერიკელი ფსიქოპატი“. ესაა ისტორია 80-იანი წლების სერიულ მკვლელზე, ფანტაზია თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაზე და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაზე. არაფერი არ არის საკმარისი: ფული, სექსი, სოციალური სიმაღლეები. გამარჯვების მოსაპოვებლად, მხოლოდ, ერთი გზაა დარჩენილი. გაანადგურო ყველა შენს გარშემო.
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
,,ამერიკელი ფსიქოპატი“ კინემატოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი ფილმი გახდა.
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
- ბეიტმანი, არც ანტი - გმირია და არც ტიპიური ბოროტმოქმედი, ვერ მიიღებ გადაწყვეტილებას, საბოლოოდ, მისი ერთადერთი სასჯელი მისი არსებობაა. ყველა ეს საშიშროება მოდის მთელი ერიდან, საზოგადოებიდან და მათი აზროვნებიდან. ბეიტმანი დიდი იდიოტია, ეს იუმორი კი მოდის იქიდან , თუ როგორ აღიქვამს ის საკუთარ თავს და როგორ აღვიქვამთ ჩვენ მას.
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
- აღფრთოვანებული ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც სიძნელეებს იუმორით უყურებენ. როცა ხალხი მეუბნებოდა, რომ ეს ,,კარიერული თვითმკვლელობა“ იქნებოდა, ამან მეტი ენთუზიაზმი შემმატა.
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
დრამატული ფიზიკური ცვლილებები ბეილის კარიერაში მრავლადაა, თუმცა 2004 წელს მსახიობს ნამდვილად ზედმეტი მოუვიდა, როცა ,,მექანიკოსში“ მიიღო მონაწილეობა და ამით შესაძლო გარდაცვალებაზე მოაწერა ხელი. მან 4 თვეში 30 კილოგრამი დაიკლო და განასახიერა ქარხნის მუშა, რომელიც ქრონიკული უძილობით იტანჯებოდა.

უცხოური პრესა ფილმს, ხშირად, განიხილავს, როგორც თანამედროვე კინემატოგრაფიის ერთ-ერთ შასანიშნავ ნიმუშს.
კრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
- ახლა ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მსხვერპლის გაღებად ღირდა. ერთგვარი მცელობა მქონდა, დამენახა საკუთარი თავი ფილმის მიღმა. უბრალოდ, მინდოდა, გამეგო შემეძლო თუ არა გამოწვევის მიღება და მქონდა თუ არა იმდენი გონებრივი დისციპლინა, რომ უკან არ დამეხია.
კრისტიან ბეილი / christian bale
მოგვიანებით ბეილმა აღნიშნა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები შეექმნა. თუმცა მალევე მოახერხა ფორმაში ჩადგომა და კომიქსების ყველაზე ცნობილი გმირი - ბეტმენი ითამაშა მაშინ, როცა ადამიანების უმრავლესობა გულის შეტევით დაასრულებდა. კრისტოფერ ნოლანის ბეტმენის ტრილოგიას დიდი კომერციული და კრიტიკული წარმატება ხვდა წილად.
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
- არსებობს პრეტენზია, რომ სერიოზული სამუშაო მხოლოდ დაბალბიუჯეტიან, დამოუკიდებელ ფილმებში დევს. ვერ ვიტან ასეთ სნობიზმს.
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
- მიუხედავად ყველანაირი დისკომფორტის, სიცხის, ოფლისა და თავის ტკივილისა, რაც მისგან მოდიოდა, დღის ბოლოს რომ დაჯდები და ფილმს უყურებ, აუცილებლად, გაიფიქრებ, ,,მაგარია. მომენატრება. დიახ, მომენატრება.“ (ბეტმენის კოსტუმზე)
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
ასეთივე წარმატებული გამოდგა ნოლანის და ბეილის მომდევნო თანამშრომლობა ,,პრესტიჟში“. ნამუშევარი, ამჟამად, IMDb-ს 250 საუკეთესო ფილმის სიაში 52-ე ადგილზეა. ის ასევე წარდგენილი იყო ოსკარის ორ ნომინაციაზე, როგორც საუკეთესო კინემატოგრაფიული მიღწევა და საუკეთესო მიღწევა ხელოვნების მიმართულებით.
ფილმი ორი შურისმაძიებელი ილუზიონისტის ხიფათით სავსე თავგადასავალს მოგვითხრობს.
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
ძნელი სათქმელია, სად გადის ზღვარი კრისტიან ბეილისთვის მსახიობობასა და მთლიანად სხვა ადამიანად გარდასახვას შორის, თავდადებასა და თავგანწირვას შორის. 2006 წლის ფილმისთვის ,,გადამრჩენი განთიადი“ ბეილმა თვეები ტაილანდის ჯუნგლებში გაატარა, საშინლად გახდა, უმ გველს გემო გაუსინჯა, ,,გემრიელად“ მიირთვა ცოცხალი მატლები, რეალურად განიცადა წყალში წამება და ცემა.

- არ მადარდებდა რომ მატლებს ვჭამდი, მხოლოდ იმაში მინდოდა დავრწმუნებულიყავი, სად იპოვნეს ისინი.

- როდესაც გველებით სავსე მდინარეში ცურავ, აქ მსახიობობა არაფერ შუაშია.

- დღეს უამრავ კომპიუტერულ ეფექტებს იყენებენ ფილმებში, მინდოდა, აუდიტორიას საკუთარი თვალით დანახულის კვლავ ერწმუნა.
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიანმა რეალური პიროვნება, გერმანული წარმოშობის ამერიკელი პილოტი განასახიერა, რომლის თვითმფრინავი ვიეტნამის ომის დროს ჩამოაგდეს. ტყვეობიდან თავის დაღწევის მიზნით მას ჯუნგლებში უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია.
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
***
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
ამერიკის კინოაკადემიამ მხოლოდ 2011 წელს გადაწვიტა მსახიობის დაჯილდოება ავტოგრაფიული ფილმისთვის ,,მებრძოლი“. ეს არ იყო მისი ფიზიკური გარდასახვა, რამაც ასე გააოცა აკადემიის წევრები, არამედ ის ტრაგედია, სიგიჟე და სითბო, რომელსაც მისი პერსონაჟი გამოხატავდა.
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
***
კრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian bale
,,მებრძოლი“ კრივში მოღვაწე ორი ძმის ,,დაცემის და აღზევების“ ამბავს მოგვითხრობს. ბეილის გმირი თავისი ცხოვრების ურთულეს ეტაპებს გადის, მან ნარკოტიკებს უნდა დააღწიოს თავი და ძმას გამარჯვებაში დაეხმაროს.
კრისტიან ბეილი / christian bale
***
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
თუ ჰკითხავთ მსახიობს, რის ძიებას ცდილობს როლით, აუცილებლად, გიპასუხებთ, რომ თავგადასავლების. სწორედ, თავგადასავლებით იყო სავსე 2007 წლის ვესტერნის ,,მატარებელი იუმასკენ“ გადაღებები, სადაც პარტნიორობა რასელ ქროუმ გაუწია. მსახიობებს ღამისთევა ცივ, უკაცრიელ ადგილებში უხდებოდათ.
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian bale
- ვესტერნი, ყოველთვის, ბინძურს გულისხმობს. ისინი არ უნდა იყვნენ ლამაზი და სუფთა. მე კი მიყვარს ხელების გასვრა.
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
***
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიანის პერსონაჟი რანჩოს მეპატრონეა, რომელიც ცდილობს ოჯახი ,,ჩაძირვისგან“ გადაარჩინოს. მსახიობი შესანიშნავად აბალანსებს გაჭირვებაში ჩავარდნილი ვეტერანის ღირსებას და პათოსს.
კრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian bale
მეორე ოსკარის ნომინაცია კრისტიანს მოუტანა ,,ამერიკულ აფიორაში“ განსახიერებულმა თაღლითმა, რომელმაც ვერაფრით მოიშორა თავიდან ცოლი და ფედერალური აგენტი. ფილმში ბეილთან ერთად მონაწილეობენ ბრედლი კუპერი, ემი ადამსი, ჯენიფერ ლოურენსი და ჯერემი რენერი. 2014 წელს ,,ამერიკულმა აფიორამ“ კინო აკადემიის 10 ნომინაცია მოიპოვა, თუმცა მსახიობების კატეგორიაში, მხოლოდ, 2 ოქროს გლობუსს დასჯერდა.
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
- ის თაღლითია, რომელიც ვერავის ატყუებს, მხოლოდ, იმის გამო, რომ მის თავში სულ სხვა რამ ტრიალებს. ეს იგივეა სხვისი დარიგება ერთ ყურში შეუშვა, მეორედან გამოუშვა და ამით ვერავინ გაასულელო. მისი თამაში ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე გაიძვერა პერსონაჟის.
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიანმა აღნიშნული როლისთვის, საგრძნობლად, მოიმატა წონაში. რეჟისორს თუ დავუჯერებთ, მსახიობის გარეგნობამ გადასაღებ მოედანზე მისულმი რობერტ დე ნიროს ,,გასულელებაც“ შეძლო და ბეილის ახლიდან წარდგენა გახდა საჭირო.
კრისტიან ბეილი / christian bale
41 წლის მსახიობი ბოლოს ებრაელთა წინამძღოლის, მოსეს როლში მოგვევლინა. რიდლი სკოტის გახმაურებული ,,გამოსვლა: ღმერთები და მეფეები“ კრიტიკოსებმა დრამატული და ვიზუალური თვალსაზრისით დადებითად შეაფასეს, თუმცა ისტორიული უზუსტობები უარყოფითი რეაქციის საფუძველი გახდა. ერთი რამ ცხადია, ბეილის შემოქმედებით შესაძლებლობებს საზღვრები არ გააჩნია.
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
***
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian baleკრისტიან ბეილი / christian bale


***
კრისტიან ბეილი / christian bale
- მსახიობი არ უნდა იყოს იმ ფილმზე უფრო დიდი, რომელშიც ის მონაწილეობს.


- ხელოვნება ისაა, რითიც უნდა იამაყო. ხელოვნება არ არის კომპრომისი.
კრისტიან ბეილი / christian bale
- რომ იცოდნენ, როგორი ვირი ვარ სინამდვილეში, ოდნავადაც არ გამაღმერთებდნენ.

- არასდროს მინდა ვიგრძნო, რომ უსაფრთხოდ ვთამაშობ.

კრისტიან ბეილი / christian bale
- მიყვარს სიბნელეში ყოფნა, როგორც სოკოს. თუ სიბნელეში შეინახავ და განავ**თ გამოკვებავ, ნახავ, რა სასიამოვნო ბოსტნეული გამოვა.

- საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას არ ვუყურებ იმის საპასუხოდ, თუ როგორ ვითამაშე სცენა.
კრისტიან ბეილი / christian bale

- პერსონაჟების შექმნა საკუთარი თავის შეცბუნებით, დაუსრულებლად, არის შესაძლებელი.

- ადამიანები არ არიან ვალდებულნი მიცნობდნენ. ინტერვიუებს იმიტომ ვთანხმდები, რომ ფილმების გაყიდვას შევუწყო ხელი და არა საკუთარი თავის.
კრისტიან ბეილი / christian bale
კრისტიან ბეილი / christian bale

Category: Fun, Interesting / Man / Films, Movies / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top