;
30 მაი 2015      TataNakani     19 კომენტარი     ნანახია 13331-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



"დღიურის" ერთგულ მკითხველს შორენა ბეგაშვილის ინტერვიუ ელოდება. ჩვენი რესპონდენტი საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა, თუმცა ამ ტიპის ინტერვიუს შორენას შესახებ მხოლოდ "დღიურის" მკითხველი ნახავს. პროექტის მიზანი ადამიანების ყოველდღიურობისა და მათი პროფესიის მიღმა დარჩენილი დეტალების ამოცნობაა. განსხვავებულ კითხვებზე პასუხები მათ შინაგან სამყაროსა და ინტერესებზე მოგვითხრობენ.
"დღიურის" მომდევნო პროექტს Breadbar-მა უმასპინძლა.



ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია
საკონდიტრო Bread Bar
Our Bakery Makes People Happy 🎂
თბილისი, ყიფშიძის ქ.2 / Tel: 577430000



Breadbar-ის გემრიელ და მშვიდ გარემოში შორენა თავდაჯერებული შემოვიდა. მისი საკონდიტროში შემოსვლა დამსწრე საზოგადოებას არ გამორჩენია, ის ყველა სიტუაციაში იპყრობს ადამიანების ყურადღებას. გემრიელი დესერტისა და წვენის თანხლებით შორენა დღიურის შევსებას შეუდგა. ჩაფიქრებული და საქმეში გართული ფოტოგრაფმა აღბეჭდა, შემდეგ კი ცალკე ფოტოსესიის დროც დადგა. Breadbar-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხი შორენას თვალს არ აცილებდა, მამაკაცი კინაღამ დავარდა კიდეც მისი სილამაზის ცქერაში. საბოლოოდ პროექტი შედგა, შორენას დღიური განსხვავებული და გულწრფელია, რისი ხილვის საშუალებაც მხოლოდ "დღიურის" ერთგულ მკითხველს, თქვენ გაქვთ!



- რომ არა შორენა, ჩემი სახელი იქნებოდა...
- აუცილებლად შორენა.
- შორენა ბეგაშვილი სამი სიტყვით რომ დავახასიათო...
- მიზანდასახული, ძლიერიც და სუსტიც.
- კითხვა, რომელსაც ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს...
- როდის ვისწავლი ტყუილებს.
- ყველაზე უცნაური კითხვა, რომელიც უკითხავთ არის...
- თვალები სად ჩავივიწროვე.


- კითხვა, რომელიც არ მიყვარს...
- არცერთი კითხვა არ მიყვარს, განსაკუთრებით პირადზე.
- ახლა, ვფიქრობ, რომ...
- ყველაფერი ასე უნდა ყოფილიყო.
- დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- როცა ტელევიზიაში მივედი.
- პირველი დაუვიწყარი გრძნობა...
- ჩემი შვილის დანახვა.
- პირველი რადიკალური გადაწყვეტილება...
- ჟურნალი "პლეიბოი".
- 20 წლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში შეიცვალა...
- უკეთესობისაკენ.


- ქალბატონების ყველაზე ძლიერი მხარეა...
- გარეგნობა.
- ქალბატონების ყველაზე სუსტი მხარეა...
- სიყვარული.
- ჩემი სუსტი წერტილი აღმოვაჩინე, როდესაც...
- როცა შემიყვარდა ჩემი მახინჯი ძაღლი.
- ადამიანის ცხოვრება უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო...
- სიღარიბე.
- ადამიანის ბედნიერების მთავარი ელემენტია...
- შვილი.
- გრძნობა, რომელიც ვიქნებოდი...
- სიყვარული, ოცნება.


- დღე, რომელიც ვიქნებოდი...
- შაბათი.
- ამინდი, რომელიც ვიქნებოდი...
- წვიმა.
- სიტყვა, რომელიც ვიქნებოდი...
- მთვარე.
- სამოსი, რომელიც ვიქნებოდი...
- კაბა.
- სიყვარულის, სექსუალურობისა და შიშის ფერებია...
- წითელი, შავი.
- საათი, როდესაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს...
- როცა სახლში ვარ.
- ადგილი, სადაც ყველაზე თავისუფალი ვარ...
- ზღვის სანაპირო.
- მუსიკა, რომელსაც მთელი სხეულით ვგრძნობ...
- ჩემი კრებული, რომელსაც ყოველდღე ვუსმენ.
- მუსიკა, რომელიც მოგონებებს მახსენებს...
- ჯგუფი "სახე".
- ადამიანის თვისებები, რომლებსაც გავაქრობდი...
- შური.
- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც მუდამ გონებაში მიტრიალებს...
- არ გაჩერდე.
- რომ არა შორენა, ვინ ვიქნებოდი დღეს...
- ბიზნეს ლედი.



- ვისურვებდი, ყველამ შეიგრძნოს უფრო მეტი...
- თავისუფლება.
- არ მინდა არცერთი დღე ამის გარეშე...
- შვილის.
- სიზმრები ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის...
- მავიწყდება.
- ყოველი დღე იწყება...
- სარკეში ჩახედვით.
- დღის მიწურულს, ხშირად ვფიქრობ...
- რამე ხომ არ გამომრჩა.
- ჩემი ყველაზე საყვარელი სეზონია...
- ზაფხული.
- სუპერ ძალა რომ მქონდეს ასარჩევად...
- ბეტმენი გოგო ვიქნებოდი.
- ფერი, რომელიც ჩემს განწყობაზ ყოველთვის დადებითად მოქმედებს...
- თეთრი.
- ადამიანის სტილი მეტყველებს მის...
- გემოვნებაზე, შესაძლებლობაზე.
- სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს...
- მენატრები.
- სიტყვა, რომელიც არ მომწონს...
- მეზიზღები.
- აქსესუარი, რომელიც ყველა ქალბატონს უნდა ჰქონდეს...
- ლამაზი ფეხსაცმელი.
- ქალბატონების მთავარი გამოწვევაა..
- ლამაზი ქალის დანახვა.



- ჩვევა, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილია...
- ერთგულება.
- საყვარელი რომანტიკული ფილმია...
- "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან".
- ფილმი, რომელშიც სიამოვნებით ვითამაშებდი...
- როცა შემომთავაზებენ მერე ავირჩევ.
- საყვარელი წიგნის მთავარი გმირია...
- ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩემი გმირები იცვლებიან.
- ყველაზე მოდური პერსონაჟია...
- ჯეიმს ბონდი.
- თბილისში ჩემი საყვარელი ადგილია...
- ჩემი სახლი.
- საქართველოში ჩემი საყვარელი ადგილია..
- საიდუმლოა.
- ქალის ყველაზე დიდი წარმატებაა...
- შვილი.
- ახლა, Breadbar-ში თავს ვგრძნობ...
- უჩვეულოდ კარგად.
- შორენა ბეგაშვილის ბიოგრაფიული წიგნის ბოლო ფრაზა იქნებოდა...
- რომ გამოვა თქვენ თვითონ ნახავთ რაც.



ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია
მასპინძელი - საკონდიტრო Bread Bar
Our Bakery Makes People Happy 🎂
თბილისი, ყიფშიძის ქ.2 / Tel: 577430000
instagram: @BreadBaGeorgia
facebook: www.facebook.com/Breadbar2

ჩვენ გვაინტერესებს "დღიურის" ერთგული მკითხველის აზრი.
ვისი დღიურის ხილვას ისურვებდით ენჯელ.ჯი-ს შემდეგ პროექტში?

კატეგორია: საინტერესოა, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags:

19


  • მარი1 თქვა:
    7 ივნისი 2015 19:25 - ID: 19,
    პიროვნულად კარგ შთაბეჭდილებას მიტოვებს..ვერ ვხვდები ასეთ აგრესიას რატო იწვევს ქართველებში. რაც არუნდა იყოს ძალიან ლამაზია

  • qemina თქვა:
    7 ივნისი 2015 10:36 - ID: 18,
    ციტატა: nothing here
    მაგარი ქალია რაა, ვერაფერს დაუწუნებ გარეგნობაში

    ფეხები ფეხებიი აქვს ცუდიი)))

  • ninchooo თქვა:
    4 ივნისი 2015 15:57 - ID: 17,
    სულ ვადევნებ თვალს თქვენს პროექტებს, ეს განსაკუთრებულად მომწონს და ჯერ-ჯერობით არცერთი სტუმრის დღიური არ გამომიტოვებია:) დიდი სიამოვნებით ვიხილავდი თაკო ნაცვლიშვილის დღიურს, ძალიან საინტერესო იქნებოდა. ლიკა ევგენიძისა და ნინო გაჩეჩილაძის დღიურსაც დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი...

  • タ ト け თქვა:
    31 მაი 2015 18:18 - ID: 16,
    მიყვარს ძალიან <3

  • Tttamo თქვა:
    30 მაი 2015 00:51 - ID: 15,
    კი ძალიან ლამაზია მაგრამ ეს რეები აცვია ფეხზე ? 20სმია მემგონიი რა არის ეს... 10სმ 12 არ არის საკმარისი ? სიმახინჯეა ამხელა ქუსლი უკვეე belay belay

  • MaRiAaAaAaaaA თქვა:
    28 მაი 2015 23:10 - ID: 14,
    ნინა სუბლატი

  • demetria თქვა:
    28 მაი 2015 14:20 - ID: 13,
    ნინას სიამოვნებით ვნახავდი, ლამაზია უდაოდ მაგამ ეს ყველაფერი პირდაპირ მის ინტელექტს უსვამს ხაზს

  • Ggvantsa თქვა:
    27 მაი 2015 23:11 - ID: 12,
    რაღაცა ძალიან ჩერჩეტა, სულელი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს როცა ლაპარაკობს, არადა არ უნდა იყოს ესეთი. უდავლოდ ლამაზია ძალიან და ძალიან ძლიერი თავისი სილამაზით

  • sia თქვა:
    27 მაი 2015 17:21 - ID: 11,
    უფრო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ვერ ჩაიცვა? wassat

  • TaKki თქვა:
    27 მაი 2015 16:48 - ID: 10,
    ქერქეტაა smile

  • nothing here თქვა:
    27 მაი 2015 16:42 - ID: 9,
    მაგარი ქალია რაა, ვერაფერს დაუწუნებ გარეგნობაში

  • - Flawless ♥ თქვა:
    27 მაი 2015 15:24 - ID: 8,
    ძალიაან ლამაზია და სექსუალური, მაგრამ რაღაც სულელის შთაბეჭდიელბას მიტოვებს smile

    _______________________________________________________________
    ► Just Keep Moving Forward And Dont Give A Shit About Ahat Anybody Thinks. Do What You Have To Do For You ◄

  • raule თქვა:
    27 მაი 2015 13:11 - ID: 7,
    მე არ მომწონს მარტო?

  • NiNi_N თქვა:
    27 მაი 2015 12:12 - ID: 6,
    ვგიჟდები ამ ქალზე ისე მომწონს love

  • darcu თქვა:
    27 მაი 2015 10:59 - ID: 5,
    ციტატა: მავნე
    ნინა სუბლატზე ან თინა დალაქიშვილზე გააკეთეთ რა <3

    ნამდვილად საინტერესო იქნება ორივე. :)

  • Crooks თქვა:
    27 მაი 2015 09:14 - ID: 4,
    ვიღაცის კალიგრაფიას გავს შორენას ნაწერი. საშინლად კი წერს ))

  • KobakhidzeNuca თქვა:
    27 მაი 2015 08:35 - ID: 3,
    ნინო გაჩეჩილაძის დღიური მაინტერესებს

  • მავნე თქვა:
    27 მაი 2015 01:35 - ID: 2,
    ნინა სუბლატზე ან თინა დალაქიშვილზე გააკეთეთ რა <3

  • natianatia თქვა:
    27 მაი 2015 01:09 - ID: 1,
    love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top