18 June 2015      ANGEL     Views 6 908    
Category: Fun, Interesting / Films, Movies / Event



18 ივნისიდან "კომედი შოუ" და "ვანოს შოუ"- ქართული გახმოვანებით წარმოგვიდგენს სტუდია "Pixar"-ის ყველა დროის საუკეთესო ანიმაციურ ფილმს "თავდაყირა" 3D ფორმატში

ოდესმე დაფიქრებულხართ - ნეტავ რა ხდება ჩვენს თავში??

სწორედ ამ თემას ეფუძნება პიქსარის ეს უნიკალური მულტფილმი. მისი პრემიერა კანის 68-ე კინოფესტივალზე შედგა და აღფრთოვანება გამოიწვია კრიტიკოსებში ამ საოცრად ახლებურმა - წარმოსახვითმა სამყარომ. ფილმში წამოჭრილი თემები მულტფილმის გმირების მსგავსად ბავშვებს და მათ მშობლებს მრავალ საკითხე დააფიქრებს და გაახალისებს. მთავარი გმირი 11 წლის რაილის პერსონაჟია, მის ქცევას განსაზღვრავს ხუთი ემოცია, ხუთი პატარა არსება მის ტვინში: სიხარული, მწუხარება, შიში, რისხვა და ზიზღი. ეს ემოციები ეხმარებიან გოგონას ყოველდიური პრობლემების მოგვარებაში. ერთხელაც, მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა და სწორედ აქ ჩნდება პრობლემები, ვინაიდან გოგონას თითოეული ემოცია თავისებურად ცდილობს დაეხმაროს მას ახალ სკოლაში ადაპტირებასთან გამკლავებაში, სადაც მწუხარების ემოციამ ჩაიგდო მართვის სადავეები.





ფილმის შექმნის შთაგონება რეჟისორ და სცენარისტ პიტ დოქტერის საკუთარ მოზარდ ქალიშვილზე დაკვირვებამ შესძინა,
რომელიც როგორც მამა ამბობს, საოცრად სწრაფად ეცვლებოდა ხასიათი, რაც როგორც რეჟისორისთვის საინტერესო, როგორც მშობელისთვის კი ურთულესი პერიოდი იყო. სცენარისტებმა სულ 27 ემოცია გამოყვეს, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეს ეს 5 ემოცია მოეთავსებინათ თავში. აღნიშნავენ, რომ დაამატებდნენ: გაოცება, სიამაყე და ნდობის ემოციებს, მაგრამ მიიჩნიეს, რომ პატარა მაყურებლის თავს ეს ზედმეტად გადატვირთავდა.

პიქსარის ფილმისთვის დამახასიათებელი - უმაღლესი ხარისხის ანიმაციის შექმნაზე, სტუდიისთვის უჩვეულოდ მცირე ანიმატორების 45 კაციანმა ჯგუფმა იმუშავა. რეჟისორი ამბობს, რომ სწორედ ამ ადამიანებმა შეძლეს მისი ჩანაფიქრის გააზრება და მხოლოდ მათ თუ ანდობდა ახალ ნამუშევარს, ფილმის შექმნის პროცესს 5 წელიწადზე მეტი მოანდომეს!

მულტფილმი 3D ფორმატშია გადაღებული და ორიგინალ ვერსიაში მას ამერიკელი კომედიანტები და ცნობილი მსახიობები ახმოვანებენ, ჩვენთანაც სწორედ ასეა, ფილმს ქართულ ენაზე იხილავთ "კომედი შოუ" და "ვანოს შოუ"-ს მსახიობების გახმოვანებით.




ეს პიქსარის რიგით მე-15 ანიმაციური ფილმია : "მფრინავი სახლი", "ნემოს ძიებაში", "სათამაშოების ისტორია", "მონსტრების კორპორაციის" და სხვა მრავალი ჩვენი საყვარელი მულტფილმის შემქმნელებისგან.

თავდაყირა / inside out
3D გახმოვანება ქართულად
www.new.kinoafisha.ge/movies/inside-out/
ჟანრი: ანიმაცია, საოჯახო, კომედია
რეჟისორი: პიტ დოქტერი; რონალდო დელ კარმენი
სცენარისტი: პიტ დოქტერი; ჯოშ კული; მეგ ლეფოვი

თავდაყირა / inside outთავდაყირა / inside out

თავდაყირა / inside outთავდაყირა / inside out

თავდაყირა / inside outთავდაყირა / inside out

თავდაყირა / inside outთავდაყირა / inside out

თავდაყირა / inside outთავდაყირა / inside out

თავდაყირა / inside outთავდაყირა / inside out

თავდაყირა / inside outთავდაყირა / inside out



თავდაყირა / inside out
თავდაყირა / inside out
თავდაყირა / inside out

თავდაყირა / inside outთავდაყირა / inside out

თავდაყირა / inside outთავდაყირა / inside out
თავდაყირა / inside outთავდაყირა / inside out
თავდაყირა / inside outთავდაყირა / inside out

თავდაყირა / inside outთავდაყირა / inside out

Category: Fun, Interesting / Films, Movies / Event
Tags:

Share it
Comments
Back to Top