25 June 2015      ANGEL     Views 1 753    
Category: Fun, Interesting / Films, Movies

ტედი 2 / Ted 2
მორიგი ჰოლივუდური კომედია, რომელსაც მაყურებელი საქართველოს კინოთეატრებში მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე - 25 ივნისიდან იხილავს

მარკ უოლბერგი, ამანდა სეიფრიდი, ლიამ ნისონი, მორგან ფრიმენი და სეტ მაკფარლენი, რომელიც დათუნია-ტედის პერსონაჟსაც ახმოვანებს და ფილმის რეჟისორიც გახლავთ წარმოგვიდგენს ტედის ისტორიის მეორე ნაწილს. ფილმში ტედს და მის ადამიან-მეუღლეს შვილის ყოლის სურვილი გაუჩნდებათ, რისთვისაც მოუწევთ დაამტკიცონ, რომ ტედი ადამიანია და შეძლებს ბავშვის აღზრდას, მოკლედ.. ტედს ცოლი მოყავს!

ფილმში მარკ უოლბერგის პოტენციური ახალი მეგობარი გოგონას როლში ამანდა სეიფრიდი გვევლინება, რომელმაც მილა კუნისის პერსონაჟი იმ მარტივი მიზეზის გამო ჩაანაცვლა, რომ გადაღებების პერიოდში მილა ორსულად გახლდათ. ამანდა კი უკვე კარგად იცნობს ფილმის რეჟისორს და მსახიობს ლიან ნილსონს, მათ ერთად ითამაშეს სეტის ფილმში A Million Ways To Die In The West.

სარკაზმი, მსუბუქი და უხამსი იუმორი
რეჟისორის დამახასიათებელი ნიშანია
, სწორედ ასეთ სტილის გამო დათანხმდა მარკ უოლბერგი ფილმის მეორე ნაწილში გადაღებას, რაც მის კინოკარიერაში პირველი შემთხვევაა.

პრემიერა საქართველოში: 25/06/2015
მსოფლიო პრემიერა: 26/06/2015

25 ივნისიდან საქართველოს კინოთეატრებში:
www.new.kinoafisha.ge/movies/ted-2












Category: Fun, Interesting / Films, Movies
Tags:

Share it
Comments
Back to Top