;
5 ივლისი 2015      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 2573-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ფილმები, აფიშა




Magic Mike XXL
Magic Mike
- ფილმის მეორე ნაწილი XXL ზომით...


ჩენინგ ტატუმის სტრიპზიტიორ პერსონაჟ 'სუპერ მაიკთან' ერთად კვლავ ვიხილავთ თვალწარმტაც სამსახიობო დასს: მეტ ბომერი (Ken), ჯო მანგანიელო (Big Dick Richie), კევინ ნეში (Tarzan) და ქალბატონებს: ენდი მაკდაუელი, ემბერ ჰარდი, ჯადა პინკეტ სმიტი და ელიზაბეტ ბენკსს. ფილმის პირველი ნაწილი 2012 წელს გამოვიდა, სადაც ისტორია ჩენინ ტატუმის პერსონაჟისთვის სტრიპტიზის ხელოვნების მიტოვებით დასრულდა, 2015 წლის ფილმში კი ისტორია გრძელდება, როდესაც სუპერ მაიკს კვლავ მოუხმობენ სცენაზე...







თუ კი გახსოვთ პირველი ფილმი, აუცილებლად მოიკითხავთ the KID - ალექს პეტიფაიერის პერსონაჟს, როგორც ვრცელდება ინფორმაცია ალექსი და ჩენინგი პირველი ფილმის გადაღებების დროს ვერ ეწყობოდნენ ერთამენთს, ამ კომფლიქტის გამო მათი ფილმში კვლავ ერთად თავმოყრა ვერ მოხერხდა.



მეთიუ მაკკონაჰის პერსონაჟის
დაბრუნება კი ფილმში ფინანსური კონფლიქტის გამო ვერ მოგვარდა, მეთიუს ჰონორარი ერთი-ორად გაიზარდა კინო-აკადემიის ჯილდოს მიღების შემდეგ, როგორც საუკეთესო მსახიობი ფილმიდან Dallas Buyers' Club.


ჩენინგ ტატუმი კი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ რეალურ ცხოვრებაში მამა გახდა, სიხარულით დათანხმდა სტრიპტიზიორის როლის კიდევ ერთხელ შესრულებას.
ის ხომ ამბობს, რომ მუდამ იამაყებს მისი პირადი ისტორიით, სტუდენტობის პერიოდი - როდესაც ის მართლაც მუშაობდა სტრიპტიზიორად და მისი კინო კარიერული წარმატებაც სწორედ ქორეოგრაფიულ-როლებს უკავშირდება.





მსახიობი მეტ ბომერიც დიდი სიამოვნებით დაუბრუნდა ფილმს,
მსახიობი აღიარებულია ერთერთ სექსუალურ მამაკაცად, რეალურ ცხოვრებაში ბომერი გეია და 3 შვილს ზრდის პარტნიორთან ერთად, ის ფილმში საოცნებო-ბოიფრენდის კენის სახელს ატარებს.





ფილმის მსახიობები მართლაც შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდნენ, მაგალითად ჯო მანგანიელო გამოტყდა, რომ მისი სხეული ფილმის პოსტერზე ფოტოშოპით დაამუშავეს და მისი კუნთები შეამცირეს, მოგეხსენებათ მსახიობი გატაცებულია ბოდიბილდინგით და 'ზედმეტად' დაკუნთული გახლდათ პოსტერის ფოტოსთვის. ხოლო ფილმში სრული ხედით იხილავთ ამ მშვენიერი მამაკაცების სხეულის თითოეულ დეტალს.




ჟანრი: კომედია, მუსიკალური, დრამა
საქართველოს კინოთეატრებში 2 ივლისიდან!
new.kinoafisha.ge/სუპერ მაიკი XXL

რუსთაველი
17:00 9,50-10,50 ლ - rus
20:00 11,50-12,50 ლ - rus
22:35 11,50-12,50 ლ - rus

ამირანი
14:40 8-9 ლ - rus
22:40 11-12 ლ - rus

Cavea
11:40 7-8 ლ - rus
14:05 7-8 ლ - rus
16:30 9-10 ლ - eng
19:00 11-12 ლ - rus
21:40 11-12 ლ - rus

აპოლო ბათუმი
16:30 8 ლ - rus















საქართველოს კინოთეატრებში 2 ივლისიდან!
new.kinoafisha.ge/სუპერ მაიკი XXL


კატეგორია: საინტერესოა, ფილმები, აფიშა
Tags:

1


  • meducha თქვა:
    5 ივლისი 2015 14:01 - ID: 1,
    ბომერი როგორი ლამაზია, მაგრამ რათ გინდა :დ

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top