14 July 2015      ✿Bad Crazy AnGeL✿From VoGuE✿✮     Views 5 291    
Category: Fun, Interesting

უმანკოების მუზეუმი

,,უმანკოების მუზეუმი" ორჰან ფამუქის 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეანტია
. წიგნში აღწერილია სიყვარულის ისტორია,30 წლის მდიდარი ქემალისა და 18 წლის ღარიბ ფუსუნს შორის, რომელიც 1970-80-იანი წლების სტამბულში ვითარდება.

”უმანკოების მუზეუმის” წერისას ფამუქი რეალურ მუზეუმსაც ქმნიდა - ადგილს, სადაც რომანში აღწერილ სიყვარულის ისტორიასა და ზოგადად, ეპოქასთან დაკავშირებულ ნივთებს გამოფენდა. მუზეუმი 2012 წელს გაიხსნა წიგნში აღწერილ სტამბოლის ერთ-ერთ უბან ჩუქურჯუმაში, ზუსტად იქ სადაც ფუსუნი და მისი ოჯახი ცხოვრობდა.
წარმოგიდგენთ მუზეუმის ფოტოებს და ამონარიდებს წიგნიდან.

უმანკოების მუზეუმი

რა ვიცოდი, თურმე ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი წამი რომ ყოფილა. რომ მცოდნოდა კიდეც, შევძლებდი ამ ბედნიერების შენარჩუნებას და ჩემი ცხოვრების სხვაგვარად წარმართვას? მაშინ რომ მივმხვდარიყავი, ეს ადამინის სისოცხლეში ყველაზე სანუკვარი გაელვებაა-მეთქი, შევეცდებოდი კი, იღბალს ჩავბღაუჭებოდი და ხელი არ გამეშვა?

ქვეყანა მაშინაა მშვენიერი, როცა მას, ვინც ძალიან გიყვარს, უანგაროდ მივუძღვნით ჩვენთვის უძვირფასეს რამეს.

ადამიანი მხოლოდ იმასთან ცრუობს, ვისი დაკარგვისაც ძალიან ეშინია.


ცხოვრების საუკეთესო მომენტის გახსენება უდიდეს ტკივილსაც მოგვანიჭებს, რადგან კიდევ ერთხელ შევეჯახებით რეალობას, რომ ის წარსულს ჩაბარდა და აღარასდროს განმეორდება. ამ დიდი იარის მოსაშუშებლად, საჭიროა დავეპატრონოთ ნივთს, რომელიც სანუკვარ გაელვებას გაგვახსენებს.
ბედნიერი წუთებიდან შემორჩენილი სხვადასხვა საგანი იმ მომენტის ფერებს, შეხებისა და მზერის სიამოვნებას გაცილებით ერგულად გვინახავს, ვიდრე თავად ის, ვინც ეს ბედნიერება განიცადა.

ნამდვილი სიყვარული სწორედ იქ გნესტრავს ყველაზე მწარედ, სადაც სუსტი ადგილი გაქვს და შემდეგ მთელ სხეულს ედება.

თუკი ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ჩემსავითაა შეყვარებული, კარგად იცის, რომ მცდარი ლოგიკისა და ქმედებების ბოლო აუცილებლად იმედგაცრუებაა.

უმანკოების მუზეუმი

იმის მაგივრად, რომ ჩემი საყვარელი ქალის სურვილები და აზრები გამეგო, მხოლოდ მასზე ოცნებით ვკმაყოფილდებოდი.

ბედნიერება უბრალოდ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნაა.

ადამიანების უმეტესობა სამწუხაროდ მალევე ივიწყებს, თუ რა ურთიერთობა აკავშირებდა წლების განმავლობაში ამა თუ იმ ნივთთნ.

ნამდვილია მუზეუმი, თუკი იქ „დრო“ „ადგილად“ იქცევა.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ უბედნიერესი ცხოვრება გავიარე.

აუცილებელია ჩვენს სიყვარულთან დაკავშირებით ყველაფრის მოგროვება, თუნდაც ამისათვის მუზეუმი კი არა, სახლიც არ გვქონდეს.

საუკეთესოდ შექმნილი მუზეუმები იმიტომ კი არ გვედება მალამოდ, რომ ძველ ნივთებს ვხედავთ არამედ იმიტომ რომ ისინი დროის შეგრძნებას გვაკარგვინებენ. მუზეუმები დასათვალირებლად კი არა, განსაცდელად და შესაგრძნობლად იქმნება

ქალი, რომელსაც კატები არ უყვარს, კაცს ვერ გააბედნიერებს


ძალიან ძნელი მისახვედრია, ესა თუ ის გაელვება ცხოვრებაში რომ საუკეთესოა. ხშირად ამბობენ კიდეც, ეს საოცარი მომენტი ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყოო. ზოგჯერ ხმამაღლა თქმას ერიდებიან და მარტო გაიფიქრებენ ხოლმე. მაგრამ გულის სიღრმეში ყოველ მათგანს მაინც სწამს, რომ მომავალში კიდევ უფრო ლამაზი და ბედნიერი წუთები ექნება. განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება, მომავალი აწმყოზე უარესი იყოს. ეს ალბათ იმიტომ, რომ, თუკი ადამიანი ისეთი ბედნიერია, რომ ნეტარების დაფასება შეუძლია, თავისი ოპტიმიზმი იმის საფუძველსაც მისცემს, მომავალში ყველაფერი უფრო უკეთესად იქნებაო, იფიქროს

ხალხი ამა თუ იმ ყალბ ნივთს იმიტომ კი არ იწუნებს, ნამდვილი არ არისო, არამედ იმიტომ, რომ ეშინიათ, ვინმემ არ გაუგოს, იაფად რომ იყიდეს. ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, თავად ნივთს კი არა, მის მარკას რომ ანიჭებენ მნიშვნელობას. ანუ ზოგიერთები უფრო იმაზე ფიქრობენ, სხვები მათზე რას იტყვიან


უმანკოების მუზეუმი
უმანკოების მუზეუმი
უმანკოების მუზეუმი
უმანკოების მუზეუმი
უმანკოების მუზეუმი
უმანკოების მუზეუმი
უმანკოების მუზეუმი
უმანკოების მუზეუმი

Category: Fun, Interesting
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top