15 July 2015      ANGEL     Views 3 528    
Category: Fun, Interesting / Films, Movies / Georgians



Unfriended - “წაშალე მეგობრები”
ქართველი რეჟისორის ჰოლივუდური დესქტოპ-ტრილერი
16 ივლისიდან საქართველოს კინოთეატრებში

ჟანრი: საშინელება, ტრილერი
რეჟისორი: ლევან გაბრიაძე
როლებში: შელი ჰენინგი, მოუსეს სტორმი, რენი პოლსტედი, უილიამ პელტცი
სცენარისტი: ნელსონ გრივზი

ერთ საღამოს მეგობრებს "სკაიპში" შემოუერთდა უცნობი სახელით Billy227. ყველა ფიქრობდა, რომ ეს კომპიუტერული ხარვეზი იყო, სანამ უცნობმა არ დაიწყო წერა. ბილს აინტერესებდა თუ ვინ იყო ინტერნეტში სკანდალური ვიდეოს გავრცელების ავტორი, რომელიც მათ თანაკლასელ ლორა ბარნსზე იყო, რის გამოც გოგონამ რამდენიმე წლის წინ თავი მოიკლა. მეგობრებს ეგონათ, რომ ადვილად გათიშავდნენ ჩატს, თუმცა ეს ადვილი არ აღმოჩნდა. Billy227-ს სურს გაარკვიოს, თუ ვინ გაასაჯაროვა მასალები ლორა ბარნსზე და თუ დატოვებ ჩატს - მოკვდები!




‪#‎unfriended
მანახე შენი მეგობარი და გეტყვი ვინ მოგკლავს შენ!

ქართველი რეჟისორის ლევან გაბრიაძის ინოვაციურ საშინელებათა ჟანრის ჰოლივუდურ ტრილერს‬ 16 ივლისიდან საქართველოს კინოთეატრებში წარმოგვიდგენენ "პარანორმალური მოვლენების" და 'ასტრალის" შემქმნელები.

Miss Teen USA 2004 წლის ტიტულის მფლობელი მსახიობი შელი ჰენინგი შესაძლოა MTV -სერიალ Teen Wolf და The Secret Circle -დან გეცნობოდეთ. ფილმის ტრეილერი გამოსვლისთანავე მოექცა ინტერნეტ-გამოცემების ყურადღების ცენტრში და საკმაოდ დიდი ფან-ბეისი ელოდა ფილმის გამოსვლას.

ლევან გაბრიაძის ფილმი ინოვაციურ სტილშია გადაღებული,
ფილმის სიუჟეტი real-time რეჟიმში ვითარდება კომპიუტერის ეკრანზე. ფილმის ბიუჯეტი $1 მილიონით განისაზღვრა და $48 მილიონზე მეტი გამოიმუშავა გამოსვლისთანავე, რაც მას ერთერთ ყველაზე შემოსავლიან ფილმად აქცევს.




ცნობილი ქართველი რეჟისორის რევაზ გაბრიაძის ვაჟისთვის - ლევან გაბრიაძისთვის ეს მე-3 სარეჟისორო ფილმია. რუსული წარმოების ფილმების Выкрутасы და Ёлки 3 შემდეგ ჰოლივუდურ ტრილერზე ლევანთან ერთად იმუშავეს პროდიუსერებმა: ჰოლივუდში კარგად ცნობილი ყაზახი რეჟისორი და პროდიუსერი თემურ მეკმამბეტოვი და Primetime ემის და ოსკაროსანი პროდიუსერი ჯეისონ ბლუმი.





ინტერვიუში რეჟისორი ლევან გაბრიაძე ფილმის შექმნის იდეაზე საუბრობს:
"კულტურული განსხვავების მიუხედავად, ინტერნეტში ჩვენ ყველა ჩერთნაირი მომხმარებლები ვართ.
ჩვენ ვიყენებთ ერთიდაიგივე პროგრამებს, სისტემებს, საიტებს და სოციალურ ქსელებს.

აქედან გამომდინარე ამ ფილმს არ აქვს ტერიტორიული საზღვრები. არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხართ, ამერიკიდან, რუსეთიდან, საქართველოდან თუ იაპონიიდან, ჩვენ ყველას ერთნაირი დესკტოპი გვაქ."





16 ივლისიდან კინოთეატრებში ლევან გაბრიაძის
დესქტოპ-ტრილერი "წაშალე მეგობრები"

www.new.kinoafisha.ge/movieID : წაშალე მეგობრები

რუსთაველი
20:30 11.50-12.50 ლ - rus
22:30 11.50-12.50 ლ - rus

ამირანი
17:50 9.50-10.50 ლ - rus
19:50 11.50-12.50 ლ - rus
20:00 11.50-12.50 ლ - rus
22:40 11.50-12.50 ლ - rus

Cavea
15:00 6-7 ლ - rus
17:00 8-9 ლ - rus
19:00 10-11 ლ - rus
19:25 10-11 ლ - eng
21:35 10-11 ლ - rus




Category: Fun, Interesting / Films, Movies / Georgians
Tags:

Share it
Comments
Back to Top