;
12 აგვისტო 2015      ANGEL     6 კომენტარი     ნანახია 6998-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ვარსკვლავები


THE GRACE OF GRAY
ჭაღარა თმის მომხიბვლელობა

მოდელების თაობა, რომლებიც მრავალი ახალგაზრდა დამწყები მოდელისგან განსხვავებით... საკმაოდ გვიან "აღმოაჩინეს" და გამოარჩიეს იმ ბუნებრივი სილამაზით, რომელიც ასაკში შეინარჩუნეს.

სარა ვილი 57 წლის ასაკში შენიშნა პროფესიონალმა ფოტოგრაფმა, ფოტოებზე, სადაც ქალბატონი შვილიშვილებთან ერთად იყო გამოსახული. ბრიტანელი ქალბატონი მალევე დათანხმა ლონდონში დაფუძნებული სამოდელო სააგენტოს შემოთავაზებას და რამდენიმე სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. სარა ამჟამად 65 წლისაა და მართლაც შესანიშნავ ფორმაშია, აღსანიშნია, რომ ქალბატონს ყველაფერი ბუნებრივი აქვს, ის არ იღებავს თმას და ემიჯნება პლასტიკურ ოპერაციებს. ყურადღებას სწორედ მისი ზომიერად დანაოჭებული სახის კანი, თვალების ელვარება და ჭაღარა თმის ფუმფულა ვარცხნილობა იპყრობს. სარა ყოფილი ბალერინაა და უზადო აღნაგობას დღემდე ინარჩუნებს, თუმცა კი ამბობს, რომ მოთხოვნაც რომ ყოფილიყო, ის წონას არ დაიკლებდა და არაბუნებრივ სტანდარტებში არ მოაქცევდა საკუთარ თავს. ამბობს, რომ ყურადღებას სწორედ მისი ცოცხალი და საინტერესო პიროვნული სამყაროთი იპყრობს, სწორედ ამას ამჩნევენ მასში, როდესაც უყურებენ ჭაღარას მიღმა.

'It's the interest in someone's face that makes them arresting.
Being alive, being interested in the world around you.'



სარა სულ ახლახანს გადაიღეს ვიდეო-რგოლში, სადაც ხანდაზმული ქალბატონებისთვის სწორად შერჩეული მაკიაჟის ტექნიკაზე ისაუბრეს. ვიდეო რგოლში ვიზაჟისტი სარას მაგალითზე ურჩევდა ქალბატონებს ასაკში შესვლასთან ერთად მოუკლონ თვალის ლაინერის/ფანქრის გამოყენებას, ასევე ერიდონ ბრონზატს და სახის არაბუნებრივ ტონალობებს. ტუჩის წითელი საცხის მკაფიოებამ კი წლების მატებასთან ერთად უნდა იკლოს - ამბობს ვიზაჟისტი.



სარა ხანდაზმული მოდელების ლეგიონს მიეკუთვნება, მათ რიგში კი სუპერმოდელად 82 წლის ლეგენდარული კარმენ დელოფერისი მიიჩნევა, მას მოსდევს 85 წლის დაფნი სელფი - ყველაზე ხანდაზმული მოდელი და 81 წლის ჯენი როუდსი 60 წლიანი სამოდელო კარიერით. ქალბატონები წარმატების ზენიტში როგორც ხანდაზმული მოდელები ისე მოექცნენ, ისინი რეკლამირებას უწევენ ძვირფას სამკაულებს და ცხოვრების სტილს, რომელიც უბერებელია.

Sarah Wiley




Sarah Wiley and Jenni Rhodes

Jennie Rhodes
ჰოლივუდის მსახიობი გახლდათ, თუმცა ნაკლებად წარმატებით სარგებლობდა სამსახიობო კარიერის განმავლობაში. როგორც ხანდაზმულმა მოდელმა კი რამდენიმე მოდური სახლის კოლექცია წარმოადგინა: 'Jennie represents the collection with her experience, classic face and authentic soul'







Daphne Selfe
რამდენადმე ეპატაჟურ ფოტოსესიებსაც თანხმდება,
მოდელი გრძელი ჭაღარა თმის მრავალი ფოტოგრაფის მუზაა.














Carmen Dell'Orifice ერთერთი ყველაზე წარმატებული მოდელია,
ქალბატონი პოდიუმს მიღმაც დახვეწილი გემოვნებით, ბრენდული და ძვირადღირებული სამოსით წარსდგება ხოლმე. მას არისტოკრატული მანერები გამოარჩევს. კარმენის სტილი და მაკიაჟი მუდამ იქცევს ყურადღებას და ნამდვილად სილამაზის ეტალონია. ის აზალგაზრდობაშიც წარმატებული მოდელი გახლდათ და ვოგის ყდაც დაუმშვენებია.





?













Jacky O'Shaughnessy
მოდელი არ გახლავთ, თუმცა ბრენდ American Apparel-ის
თხოვნით ის თეთრეულის კოლექციას წარმოადგენდა 62 წლის ასაკში.






Cindy Joseph - ვიზაჟისტი გახლავთ, რომელიც ცნობილ მოდელებთან და დიზაინერებთან მუშაობდა წლების განმავლობაში, ასაკში შესვლასთან ერთად კი ისიც შენიშნეს და ბექსთეიჯიდან ფოტოსესიებზე თავად გადაინაცვლა.









კატეგორია: საინტერესოა, ვარსკვლავები
Tags:

6


  • MikeV თქვა:
    4 სექტემბერი 2015 12:44 - ID: 6,
    ბოლო სულაც არაა ხანდაზმული მშვენივრად გამოიყურება !! fellow
    Carmen Dell'Orifice სიბერეში უკეთესია wink love

  • 19 აგვისტო 2015 15:15 - ID: 5,
    თქვენი არ ვიცი და მე ამას სილამაზედ ვერანაირად ვერ აღვიქვამ.დაბერებულ კანზე მაკიაჟი,ამათი ასაკისთვის,ზედმეტად ახალგაზრდული სამოსი,ახალგაზრდული იმიჯი ასაკოვან ქალზე,მიუღებელია ჩემთვის და უფრო მეტიც,ზიზღსაც კი იწვევს ჩემში crying აი ვერანაირად ვერ აღვიქვამ ამ ქალებს ლამაზად,მაგრამ დარწმუნებული ვარ თავის დროზე ყველანი ძალიან ლამაზები იყვნენ.სტატია საინტერესო იყო

  • Tttamo თქვა:
    15 აგვისტო 2015 18:19 - ID: 4,
    აი სულ ბოლო რა ლამაზია, ახალგაზრდას გავს სახეზე და ის ცჰაგარა რო სჰეიგებოს 50წლის ქალს დამეგვანება

  • cuca :))) თქვა:
    14 აგვისტო 2015 14:53 - ID: 3,
    წარმომიდგენია ,ახალგაზრდობაში როგორი ლამაზები იქნებოდნენ <3

  • ana_ana თქვა:
    13 აგვისტო 2015 14:56 - ID: 2,
    Carmen Dell'Orifice love

  • - Flawless ♥ თქვა:
    13 აგვისტო 2015 12:32 - ID: 1,
    ასაკს მაინც თავისი მიაქვს wink თუმცა ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზები და სექსუალურები იქნებოდნენ feel


    ____________________________________________________________
    ► Just Keep Moving Forward And Dont Give A Shit About Ahat Anybody Thinks. Do What You Have To Do For You ◄

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top