;
27 აგვისტო 2015      TataNakani     5 კომენტარი     ნანახია 8233-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, for ANGEL.ge


დღიურის ერთგული მკითხველისთვის პროექტი გრძელდება!


ქართული მოდისა და ტელე სივრცის დაპყრობა ადვილი არ არის, თუმცა ალექსანდრა პაიჭაძესთვის ეს მხოლოდ დასაწყისია. მოდელი და ტელეწამყვანი მალე მსახიობის ამპლუაშიც მოგვევლინება. ტელეკომპანია "GDS-ის"სერიალ "მზარეულების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟისთვის როლის გათავისება რთული არ ყოფილა. ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარული და გამავრცელებელი ალექსანდრა მუდამ ყურადღების ცენტრშია. რას აკეთებს ის სხეულის ფორმისათვის, რას ნიშნავს მისთვის ვარჯიში, არის თუ არა ეს მხოლოდ მოდელის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი თუ თერაპია, დღიურის მკითხველი გაიგებს. მოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი ალექსანდრა ყველაზე ცხელი სეზონის დღიურის სტუმარია!


"Sanima Ocean-ში" კუს ტბაზე თავდაჯერებული და მიზანდასახული ალექსანდრა თამამად პოზირებდა კამერის წინ. კაშკაშა მზე, ზაფხულის ყველაზე სასურველი სამოსი და გარემო ყველაზე ცხელი სეზონის დღიურისთვის საუკეთესო აღმოჩნდა. ყურადღების ცენტრში 3 წლის დემეტრეც მოექცა, რომელმაც ფოტოსესიაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. განსხვავებული, თავისუფალი და თავდაჯერებული დღიური თქვენთვის ალექსანდრასგან!


დღიურის სპონსორია - SANIMA
instagram: @Sanima_group
facebook: www.facebook.com/SanimaRobes
[email protected]
CALL/VIBER/WHATSAPP: (+995) 555 10 45 78

პირადი დღიური ენჯელზე!
ჟურნალისტი - ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი - ელენე გოგელია
www.angel.ge -სთვის

- დღეს, "Sanima Ocean-ში" თავს ვგრძნობ...
- მსუბუქად, თავდაჯერებულად, ქალურად, ლამაზად...
-ალექსანდრა 3 სიტყვით რომ დავახასიათო...
-შთაგონება, ენერგია, პოზიტივი, სტიმული, ღიმილი, ადამინები, სამი არ მყოფნის. :)


- პირველი დაუვიწყარი გრძნობა...
- დედობა.
-თვისებები, რომელთა გარეშეც გარეშეც ადამიანი წარმატებას ვერ მიაღწევს...
-შრომა, პროფესიონალიზმი, მოთმინება, ოპტიმიზმი, რისკი, ცოდნა.
- სიტყვა, რომელიც ვიქნებოდი...
- ზეცა, კოსმოსი, სამყარო, გული.


- ამინდი, რომელიც ვიქნებოდი...
- ტორნადო, წელიწადში ერთხელ. :)
- ჩემი პირველი ნაბიჯი პოდიუმზე...
- 2004 წელს, ფილარმონიაში, დიზაინერების კონკურსზე.
- მსახიობის ამპლუაში თავს ვგრძნობ...
- იმის მიუხედავად, რომ მსახიობობა არ მისწავლია, თავს პროფესიონალად ვგრძნობ,
ყოველდღე ვხვდები ნამდვილ მსახიობებს და მათგან ყველაფერ კარგს ვსწავლობ.




- ალექსანდრას დოპინგია...
- ყოველი ახალი დღე, წარსულს მაშორებს, მაბედნიერებს, იმედს მაძლევს.
- ჯანსაღი ცხოვრების უცვლელი წესია...
- მეტი ძილი, წყალი, სიცილი, ვარჯიში.
- რომ არა მოდა, არ იქნებოდა...
- სნობი, ბრენდი, გოიმი, უგემოვნო, სტილი.
- მოდის სფეროს აუცილებელი ელემენტია...
- ინოვაცია, ახალი იდეები, კლასიკის გავლენა, ხარისხი.


- #1 მოდური წესია...
- ელეგანტურობა
- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც მუდამ გონებაში მიტრიალებს...
- ყველაფერი კეთდება დემეტრესთვის, მიყვარხარ.
- ვისურვებდი ყველამ შეიგრძნოს უფრო მეტი...
- "უშენოდ ალბათ მოვკვდები."


- სუპერ ძალა რომ მქონდეს ასარჩევად...
- ტელეპორტირებას ავირჩევდი.
- ქალბატონებს ვურჩევდი...
- მეტ სილაღეს, თავისუფლებას, დაეხმარონ ერთმანეთს.
- ჩემი მთავარი მოტივაციაა...
- ჩემი ოჯახი და შვილი, საყვარელი ადამიანები.


- სიყვარული + ყველა = მშვიდობა
-ალექსანდრა პაიჭაძის დღიურის ბოლო ფრაზა იქნება...
- ზოგჯერ, დროსაც უნდა დაელოდო :)
მიყვარხართ!


პირადი დღიური ენჯელზე!

ჟურნალისტი - ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი - ელენე გოგელია

www.angel.ge -სთვის

კატეგორია: საინტერესოა, for ANGEL.ge
Tags:

5


  • nikusha თქვა:
    31 მაი 2016 19:22 - ID: 5,
    ციტატა: liliana
    უხდება დაბერილი ტუჩები love

    გეტანხმები უხდება დაბერილი და ხელოვნური მკერდიც

  • ninuca_ninuca თქვა:
    22 აგვისტო 2015 12:40 - ID: 4,
    ძალიან მაგარი გოგოა! love

  • liliana თქვა:
    21 აგვისტო 2015 21:15 - ID: 3,
    უხდება დაბერილი ტუჩები love

  • - Flawless ♥ თქვა:
    21 აგვისტო 2015 20:11 - ID: 2,
    რაღაც სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა love გარეგნულადაც მშვენიერია love


    ____________________________________________________________
    ► Just Keep Moving Forward And Dont Give A Shit About Ahat Anybody Thinks. Do What You Have To Do For You ◄

  • Diana ♥ თქვა:
    21 აგვისტო 2015 18:38 - ID: 1,
    რაღაცნაირად ძალიან მომწონს ეს გოგო ♥ ძალიან დახვეწილია და კარგი ტანი აქვს :))))))) დემეტრე უსაყვარლესია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top