18 September 2015      Ancho.     Views 9 171    
Category: Fun, Interesting / Architecture

სტუმრად ქენდის ბუშნელთან

ცნობილ ადამიანებთან სახლში:
სტუმრად ავტორთან "სექსი დიდ ქალაქში"


როგორ ცხოვრობს ქენდის ბუშნელი, ავტორი გახმაურებული ბესტსელერისა "სექსი დიდ ქალაქში" ? როგორი უნდა იყოს მისი აზრით ინტერიერი, თუ ბედმა ერთ დღესაც მანჰეტენზე მოგისროლა...

სტუმრად ქენდის ბუშნელთან
ლუდოვიკო XVI-ის სტილის დივანი, რომელიც ერთ-ერთი რომანისტისგან იყიდა, კედელზე კაიო ფონსეკის აბსტრაქცია.

საინტერესოა, მოუვა თუ არა ვინმეს თავში შექმნას ისეთი წიგნი, რომელშიც შევა ყველა ის პრინციპები, რომლის ხელმძღვანელობითაც ქენდის ბუშნელი სუპერვარსკვლავი გახდა? მისი პირველი "შექმენი საკუთარი თავი თავად"-ორიგინალურობით ვერ ბრწყინავს, მაგრამ მას როგორც ლოცვას, ისე იმორებს მთელი ამერიკა. მეორე მეტად საინტერესოა: "წარმატება სექსუალურია. დღესდღეობით ის ხშირად ცვლის სექსს." და მესამე: "ჯუნგლებში ყოფნისას, ჩაიცვი შესაფერისად". ქენდისის აზრების მიხედვით დავასკვნით, რომ სახლი, სადაც ცხოვრობ, ერთი მხრივ უნდა იყოს შენი თავშესაფარი და მეორე მხრივ ქულა საკუთარი დიდებულების წარმოსაჩენად. ამიტომაც, აქ ვერანაირ მოკრძალებულობასა და ძველმოდურ სიმყუდროვეს შეხვდებით. რათ გინდა მსგავსი რამ, თუ ამერიკის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ბელეტრისტი ხარ.

"სექსი დიდ ქალაქში" - თითოეული წიგნი ბესტსელერად გარდაიქმნა. პირველი მათგანი დიდი ქალაქის ცხოვრებაში ახალი ფილოსოფიის ამოსავალი წერტილი გახდა, რომელსაც მწერალი შემდეგნაირად უწევს ფორმულირებას: "ჩვენ, ნიუ-იორკში მცხოვრები ქალები, ნებივრობისა და უსაქმურობისთვის არ ვართ აქ, ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ მივაღწიოთ შედეგს." თავად ბუშნელი ხომ ყოველთვის აღწევდა იმას, რაც სურდა. ეს კი შთაგვაგონებს.

სტუმრად ქენდის ბუშნელთან
სწორედ ეს სურათი მოხვდა ELLE DECOR-ის მიერ გამოცემულ წიგნის გარეკანზე, სადაც შესული იყო საუკეთესო ინტერიერები.

1996 წელს, ქენდის ბუშნელმა გაყიდა ყველა უფლება წიგნების ეკრანიზაციაზე სულ რაღაც 60 000 $-ად.

"ყოველთვის მინდოდა სასახლეში ცხოვრება-ამბიციურად აცხადებს ქენდისი-მე მომწონს ოქრო, ბროლის ჭაღები, ბარხატი, აღმოსავლური ხალიჩები, მარმარილო... როდესაც მე არ მქონდა საკუთარი სახლი, მე სიამოვნებიტ ვჩერდებოდი მსოფლიოს მდიდრულ სასტუმროებში". ჰონორარები იზრდებოდა და ქენდისმა შეძლო თავისთვის სახლი ეყიდა გრინვიჩ-ვილიჯში-ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში.

სტუმრად ქენდის ბუშნელთან
ქმართან ერთად. (ჩარლზ ასკეგარდი)

"როდესაც მე და ჩემმა ქმარმა პირველად გადმოვაბიჯეთ ზღურბლს ამ სახლში, მაშინვე მივხვდით, რომ ეს იყო ზუსტად ის, რაც გვჭირდებოდა. თუმცა, ობიექტურად რომ ვთქვათ, ის კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფებოდა." მაგრამ ბუშნელი, პროფესიონალია კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამერიკული ბალეტის სოლისტთან, ჩარლზთან შეხვედრამდე, ასეთივე მდგომარეობაში იმყოფებოდა სექსის მთავარი ექსპერტის პირადი ცხოვრებაც.

სტუმრად ქენდის ბუშნელთან
მისაღებში ჩასასვლელია საფეხურებით, სადაც XIX საუკუნის ვენეციური დივანი დგას. ნათურა პალმის დიზაინით, 1880წლით თარიღდება.

და მხოლოდ 43 წლის ასაკში შეხვდა "ოცნების მამაკაცს", რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა დებულება: "არ დანებდე და ყველაფერი გამოგივა". კენდისის ფოტოები, სადაც ჩარლზთან ერთად მანჰეტენზე ცეკვავს, ყველა ჟურნალში დაბეჭდეს.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ გარდერობი - კაცობრიობის გასაოცარი გამოგონებაა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე ტელევიზორი."

როგორი უნდა გამხდარიყო მოდური მწერლის "ოცნების სახლი", სადაც თავის ქმართან ერთად იცხოვრებდა, პრესის ინტერესს აშკარად იწვევდა. შენობა 1920 წელსაა აგებული და თავიდან აქ "უცოლოთა ბუნაგი" იყო უოლ-სტრიტის დამწყები ფინანსისტებისთვის. ეს იყო ადგილი პირველი მოგებების, ბოლის, სარდაფში მდებარე სამზარეულოდან საჭმლის ტარების, ჯაზის...

სტუმრად ქენდის ბუშნელთან
სტუმრად ქენდის ბუშნელთან
ხის ბუხარი არის ის რაც მცირეოდენიდან შემორჩა წინა პატრონებისგან.

სახლი გამოიყურებოდა ისე, თითქოს მასზე ტაიფუნს გადაევლო. ყველაფერი გატეხილი და გაფუჭებული დახვდათ, შენარჩუნებული იყო უნიტაზი აბაზანაში. "ფანტასტიკა! მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ თქვენ გამოგივათ ამისგან რაღაც საოცრება შექმნათ!"-მიმართავდა გაყიდვების აგენტი წყვილს. "გეყოფათ კი ძალა?" ბუშნელმა კი დაურეკა სიუზენ ფორისტალს, თავის მეგობარს, ყოფილ მოდელს და ამჯერად ინტერიერის დიზაინს. "სიუზენ, ამ სახლს ძალიან კარგი ჩონჩხი აქვს, ჩემ თავში კი იდეების ნაკლებობაა"-გულწრფელად უთხრა მას.

სტუმრად ქენდის ბუშნელთან
"მზიან ოთახში" სტუმრებს შეკრება უყვართ.

მაგრამ, გამოტყდა, რომ ოცნებობდა, სასტუმრო ოთახში, საცეკვაო დარბაზი მოეწყო. შავ-თეთრი ჭადრაკული იატაკი, მაღალი ჭერი, თაღოვანი ფანჯრები, ცისფერი კედლები...

სიუზენი მოიქცა ისე, როგორც კარგი დეკორატორი, რომელიც არასოდეს ეტყვის მის კლიენტს, რომ მას შეშლილი იდეები აქვს, მაშინაც კი, თუ საუბარი მიდის საცეკვაო დარბაზზე 111 კვადრატულ მეტრ სახლში. მან უბრალოდ გამოგზავნა ხარჯთაღრიცხვა იატაკის შეცვლაზე. "და ამგვარად დაასამარა ჩემი დეკორატიული იდეები"-იცინის ბუშნელი.

სტუმრად ქენდის ბუშნელთან
სამზარეულო-ყველაზე მოკრძალებული ადგილი სახლში.

სიუზენმა დაიწყო წესრიგის დამყარება: გაზარდა აბაზანა, გამომინთავისუფლა ადგილი უზარმაზარი გარდერობისთვის. "თუ ოცნებობს იცხოვრო მდიდრულად - ამისი არ უნდა გრცხვენოდეს. ჩვენი სამყარო ხომ ჯუნგლებია და თავდაჭერილობას კარგი არაფერი მოუტანია."

შემდეგ შემთხვევით იყიდა რომანისტისგან ლუდოვიკოს სტილის დივანი, ამას დაემატა ოქროს შანდლები, საოცარი ნათურა პალმის ტიპის, 1920-იანი წლების მაგიდები სარკისებრი ზედაპირით... ყველაფერი, რაზეც ოცნებობდა დიასახლისი, სახლი აეწყო.

სტუმრად ქენდის ბუშნელთან
აბაზანის კედლები შელესილია პორტრეტებით-თავისი და ქმრის, რაც არასოდესაა ბევრი.

სასტუმრო ოთახში წიგნების თაროებთან, დამალულია ბარი მინი მაცივრით, სადაც მუდამ დევს მივიწყებული შამპანური. "დიახ, ჩვენ არ ვცხოვრობთ უოლ-სტრიტელ უცოლოებზე მოსაწყენად. როგორც ამბობენ, იცეკვე, სანამ ახალგაზრდა ხარ". ეს არის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი წარმატების წესი-50 წლის ასაკში ცხოვრება ჯერ კიდევ იწყება...


სტუმრად ქენდის ბუშნელთან

Category: Fun, Interesting / Architecture
Tags:

Share it
Comments
Back to Top