24 September 2015      ANGEL     Views 1 198    
Category: Fun, Interesting / Georgians / Event

პირველად ქართულ თეატრალურ სცენაზე „ბაში -აჩუკი“ 3D-ში!
აკაკი წერეთლის 175 წლისთავს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 27 სექტემბერს „ბაში-აჩუკის„ პრემიერას უძღვნის.

აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით სათავგადასავლო-ისტორიული ჟანრის სპექტაკლს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი დგამს. ინსცენირების ავტორები არიან: მანანა გეგეჭკორი და დიმიტრი ხვთისიაშვილი. სპეციალურად „ბაში-აჩუკისთვის“ ორიგინალური მუსიკა დაწერა კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ. 3D ტექნოლოგია და კოსტიუმები დავით მაჭავარიანს და „კაკადუ სტუდიას“ ეკუთვნის, ქორეოგრაფიაზე იმუშავეს - ილიკო სუხიშვილმა და „სუხიშვილების სტუდიამ“.



დადგმა განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ზაალ ერისთავი - ბესო მეგრელიშვილი
მარიამი - სოფიო ებრალიძე
ელიზბარ ერისთავი - მამუკა ბოგვერაძე, ვამეხ ჯანგიძე
შალვა ერისთავი - შალვა ანთელავა
ბიძინა ჩოლოყაშვილი - გიორგი ჯიქურიძე
თავადი მაყაშვილი - გიორგი მაისურაძე
თავდი წერეთელი - ვახტანგ ნოზაძე
კიკო ბაქრაძე - კახა ჭოლაძე
ბაში-აჩუკი - ნიკა ნანიტაშვილი
ალი ყული ხანი - ნიკა ფაიქრიძე
აბდუშაჰილი - გიორგი შავგულიძე
სპარსელი მხედარი - პაატა მხეიძე
თიმსალ მაკო - თამარ მამულაშვილი, ანო მღებრიშვილი
პირიმზისა, პირიმთვარისა - თეკლა ჯავახაძე, თამარ ჭანუყვაძე
მელანო - ია ჭილაია, მარიამ ჩუხრუკიძე
ალის ფარეში - ანა ზამბახიძე
თავადის ქალები - ნინო არჩაია, სოფიო ახუაშვილი, თამარ ცქვიტინიძე
შაჰ - აბას II - ზურაბ ავსაჯანიშვილი
მოძღვარი - ნიკა კვანტალიანი
მოურავი - რატი გოგუაძე
სპარსელი დიდებული - ზურაბ არუსია
განჯის ხანი - გაგა შიშინაშვილი

სპექტაკლის შესახებ:
სიუჟეტი ვითარდება 17-ე საუკუნის საქართველოში. შინა ომებით გაპარტახებულ საქართველოს თავს ესხმიან სპარსელები. ყიზილბაშების წინააღმდეგ კახეთში აჯანყება იწყება, რომელსაც ბიძინა ჩოლოყაშვილი მეთაურობს. ჩოლოყაშვილი ბაში - აჩუკს დახმარებისთვის ქსნის ერისთავებთან აგზავნის. აჯანყება მალე მთელ საქართველოში იწყება. ყიზილბაშები შუა მთის მონასტერს ესხმიან თავს და სხვა გადამალულ ქალიშვილებთან ერთად ბაში-აჩუკის დები სპარსეთის შაჰის ჰარამხანისთვის მიჰყავთ. ბაში-აჩუკი თავს ესხმის მტაცებლებს და ათავისუფლებს ტყვეებს. ჩოლოყაშვილის მეთაურობით აჯანყებულთა რაზმები თავს ესხმიან სპარსელების ციხე-სიმაგრეს, ყიზილბაშები გარბიან.



ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 99/1
295 39 27; 295 78 74
www.mozardi.ge

Category: Fun, Interesting / Georgians / Event
Tags:

Share it
Comments
Back to Top