;
1 ოქტომბერი 2015      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1313-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, მამაკაცი, სარეკლამო სტატია



Toyota Corolla და RAV4 წარმოუდგენელ ფასად
Toyota-ს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში, ლეგენდარულ Toyota Corolla-სა და RAV4-ზე დაუჯერებელი საშემოდგომო ფასდაკლებების აქცია დაიწყო. ამ შესანიშნავი სიახლით სარგებლობა, მომხმარებლებს, რომლებსაც ახალი ავტომობილის შეძენა სურთ, ტოიოტას ორივე ოფიციალურ დილერთან შეუძლიათ.

„მაღალი ხარისხი, გამძლეობა და საიმედობა - ეს ის კრიტერიუმებია, რომლითაც ავტომობილი შეძენისას ფასდება. სწორედ ამ თვისებების საუკეთესო შეხამებით აიხსნება ტოიოტას მიმართ ასეთი მაღალი ინტერესი, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ხოლო მიმდინარე აქცია საშუალებას აძლევს ჩვენს მომხმარებლებს მაღალი ხარისხის Toyota-ს ავტომობილი უპრეცენდენტოდ დაბალ ფასად შეიძინონ.“ - აცხადებენ „ტოიოტა კავკასიისა და ცენტრალური აზიის“ ოფისში.



„ლეგენდარული სედანი“ - Toyota Corolla მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებელთა განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. ამის საუკეთესო დადასტურებაა ამ მოდელის აბსოლუტურად რეკორდული გაყიდვები რომლებმაც უკვე 40 მილიონს გადააჭარბა და გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე გაყიდვადი მოდელის სტატუსით მოხვდა. თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე Toyota Corolla-ს 11 თაობა შეიცვალა და დღევანდელი სახე მიიღო. ბოლო თაობის განახლებული კოროლა - თამამი და უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე ოდესმე. მიმზიდველი დაბალი წინა პანელი და აეროდინამიური ფორმები ხაზს უსვამს მის ძლიერ მხარეს. Corolla ლეგენდარული, მაგრამ ამავდროულად თანამედროვე და ელეგანტური სედანია.

ახალი "Corolla"-ს საჭესთან თავს კომფორტულად და მშვიდად იგრძნობთ ნებისმიერ მოგზაურობაში, რაც განპირობებულია მის ინტერიერში გამოყენებული სპეციალური მასალებით და დახვეწილი სტილით. სალონის სივრცე თანაბრადაა განაწილებული, რათა უკან მჯდომმა მგზავრმაც თავი კომფორტულად იგრძნოს.



„ქროსოვერების მოყვარულთათვის კი სასიხარულო ამბავი, განახლებული RAV4-ის საშემოდგომო ფასდაკლება იქნება. კომფორტული და უნივერსალური ახალი RAV4 თავისუფლად იტევს 5 მგზავრს და გააჩნია ტევადი საბარგული. სალონში მრავლადაა სათავსო განყოფილებები. საბარგულისა და მისი ელექტრო კარის განთავსების დონის საშუალებით, ტვირთის გადატანა უფრო მოსახერხებელი და პრაქტიკული გახდა. ახალი RAV4 გეხმარებათ, იმგზავროთ უსაფრთხოდ. უნიკალური ინტეგრირებული დინამიური მართვის სისტემა, ამძაფრებს მართვას და ინარჩუნებს ზედაპირთან მოჭიდებას. ეს თანამედროვე ტექნოლოგია, გზებზე რბილი და სტაბილური მოძრაობის გარანტიას იძლევა ნებისმიერ კლიმატურ პირობებშიც. ახლა ყოველი მგზავრობა სიამოვნების მომტანია. ახალ RAV4-ს გააჩნია ამ კლასის საუკეთესო უსაფრთხოების მახასიათებლები და ინტუიციური ტექნოლოგიები. ისინი არა მხოლოდ რეაგირებენ, არამედ კიდევ დამატებით ყურადღებას იჩენენ გზაზე, რათა თქვენ წინასწარ განსაზღვროთ პოტენციური საშიშროება და იმგზავროთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ.“ - აცხადებენ „ტოიოტა კავკასიისა და ცენტრალური აზიის“ ოფისში.



Toyota-ს საშემოდგომო კამპანია, უნიკალური შანსია მათთვის,
ვისაც ტოიოტას ხარისხიანი ავტომობილის ყიდვა საუკეთესო ფასად სურს.

აქციის ფარგლებში, Toyota RAV4 -სა და Corolla -ზე ორივე ოფიციალურ დილერთან - ტოიოტა ცენტრ თბილისსა და ტოიოტა ცენტრ თეგეტაში შემდეგი ფასდაკლებები იმოქმედებს:

Toyota Corolla Active – 16322 $-ის ნაცვლად 13100 $
Toyota Corolla Elegance + - 20102 $-ის ნაცვლად 16700 $ ;
Toyota RAV4 2WD Urban - 24911 $-ის ნაცვლად 22550 $ ;
Toyota RAV4 4WD Prestige - 32681 $-ის ნაცვლად, 28960 $ .


2015 წლის საშემოდგომო აქცია!
ლეგენდარული Toyota Corolla და RAV4 წარმოუდგენელ ფასად

www.toyota.ge/






კატეგორია: საინტერესოა, მამაკაცი, სარეკლამო სტატია
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top