;
3 ოქტომბერი 2015      Ancho.     0 კომენტარი     ნანახია 2858-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, ფილმები, ვარსკვლავები



ლეგენდარული ქალბატონები:
ფილმებსა და რეალობაში


ნაწილი მეორე

გვატყვევებს ოდრი ტატუ კოკო შანელის როლით და ჰგავს მერილ სტრიპი მარგარეტ ტეტჩერს? წარმოგიდგენთ დეტალურად შესწავლილ ქალთა კინობიოგრაფიებს, იმ მნიშვნელობით, გვანან თუ არა რეალური მსახიობები თავიანთ გმირებს, რომლებმაც გააცოცხლეს ისინი კამერის წინაშე.









ოდრი ტატუ — კოკო შანელი

Legendary women in the movies and in reality

Coco Before Chanel,2009
რეჟისორი: ენ ფონტენი

Legendary women in the movies and in reality

ხასიათი: გამოჩენილი ფრანგის როლზე მისივე წარმომავლობის ადამიანის აყვანისას, ფილმის შექმნელები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ტატუ შეძლებდა გადმოეცა მთელი მისი მეამბოხეობა, ნოვატორობა და მეამბოხეობა, რაც ასე ახასიათებდა კოკოს ნატურას, ამასთან არ დაეკარგა მისი შარმიც. ძნელია ვთქვათ, რა უფრო დაეხმარა ოდრის-ის ფაქტი, რომ ის რაღაცით ჰგავს გამოჩენილ მადმუაზელს თუ როლზე თავდაუზოგავმა მუშაობამ. ნებისმიერ შემთხვევაში, ტატუს გამოუვიდა დაერწმუნებინა ყველა, რომ სწორედ ასეთი შეიძლება ყოფილიყო ახალგაზრდობაში მოდის სამყაროს მომავალი ლეგენდა.

Legendary women in the movies and in reality
მამაკაცურად ჩაცმა სწორედ კოკო შანელმა წამოიწყო

გამოხატულება: ახალგაზრდა შანელი არც ისე ხშირად გვხვდება ფოტოქრონიკაში, ამიტომაც კოსტუმების მხატვრებს ხელები გაეხსნათ. აუცილებელი იყო შეენარჩუნებინათ იმ დროისთვის დამახასიათებელი ვიზუალური რეალიები და დაემატებინათ ცოტაოდენი "შანელი". შანელის მოდაში მოსვლის პერიოდი რევოლუციონური ეტაპი იყო, როდესაც ქალები გათავისუფლდნენ "აყვავებული" კაბებისგან და მოძრაობების შემბოჭველი კორსეტებისგან. ამ რევოლუციის მეთაური გახდა სწორედ ახალგაზრდა მეამბოხე შანელი. ფილმში ნაჩვენებია კოკო შანელის ყველა მოდური გამოგონება - ის შოკს გვრის პუბლიკას, იმოსება მამაკაცის კოსტუმით, ქმნის თავის ლეგენდარულ პატარა შავ კაბას და ბოლო სცენებში ჩნდება თავისი ცნობილი ტვიდის კოსტუმით. ყველაფერი ამის შექმნისათვის კოსტუმების მხატვარი ოსკარით დააჯილდოვეს.

Legendary women in the movies and in reality

მარიონ კოტილიარი — ედიტ პიაფი

Legendary women in the movies and in reality

La Vie en rose, 2007
რეჟისორი: ოლივიე დაანი

Legendary women in the movies and in reality

ხასიათი: ის ფაქტი, რომ მარიონ კოტილიარმა მიიღო ოსკარი ედიტ პიაფის როლისათვის, ძალიან ბევრზე მეტყველებს. ცნობილ ფრანგ მომღერალს ცხოვრებისეულმა ტანჯვამ და ტკივილებმა არ დაუტოვა შანსი. ამ როლის თამაში სამსახიობო შესაძლებლობების მაქსიმუმს მოითხოვდა. მარიონს გამოუვიდა გადმოეცა თავისი პერსონაჟის არსი სრული სისავსით, დარჩენილიყო ერთდროულად ძლიერი და სუსტი, ბედისგან დაჩაგრული, მაგრამ უტეხი.

Legendary women in the movies and in reality

გამოხატულება: გრიმის მხატვრებმა ედიტ პიაფის ასლი შექმნეს მსახიობისგან, რომელიც სავსებით არ ჰგავდა მას. წვრილი წარბები, თმის ზრდის სიმაღლე, გაფითრული კანი და ალისფერი ტუჩები - ყველაფერი ეს დეტალურადაა აღდგენილი პიაფის არქივის ფოტოებიდან. გრიმის მხატვრებიც ამ სამშაოსთვის ოსკარით დაჯილდოვდნენ. სცენის ლუქებისთვის მხატვრებმა შექმნეს გამორჩეული შავი კაბები, რომლებსაც ედიტი არასოდეს ცვლიდა. ის ამბობდა: "შავი ელეგანტურია, წყვდიადი გვაიძულებს ავამუშაოთ ფანტაზია." გრიმისა და კოსტუმების მხატვრებზე არანაკლები დამსახურება თავად მარიონს აქვს, როლისათვის მან შეძლო პიაფის ჟესტებისა და მიმიკის სრული გადმოტანა.

Legendary women in the movies and in reality
როლისათვის მარიონი პრაქტიკულად გამოეთხოვა წარბებს. სწორედ პიაფმა შემოიტანა მოდაში ისინი საოცრად წვრილები.

მერილ სტრიპი — მარგარეტ ტეტჩერი

Legendary women in the movies and in reality

The Iron Lady, 2011
რეჟისორი: ფილიდა ლოიდი

Legendary women in the movies and in reality
როლზე მუშაობისას მერილი აქტიურად ესწრებოდა პოლიტიკურ დებატებს

ხასიათი: მერილ სტრიპს უნდა ეთამაშა არა პოლიტიკოსი, არამედ ადამიანი, რომელიც განიცდის და ქალი, რომელსაც უყვარს. ამ როლზე მსახიობის არჩევა რეჟისორმა მარტივად ახსნა: "ყოველთვის უკეთესია გმირის როლზე აიყვანო სხვა გმირი", თქვა მან. და ჩანს, რომ მერილი ნამდვილად გრძნობს თავს საკუთარ ტყავში. ოსკარი საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის ამის დადასტურებაცაა. ძნელია დაასკვნა, რამდენად ისტორიულად გადმოსცეს მარგარეტ ტეტჩერის ხასიათი, რამდენადაც მისი პერსონის გარშემო შექმნილი იყო უამრავი კლიშე. ფილმის შემქნელები ადასტურებენ, რომ მარგარეტ ტეტჩერის ნატურაზე მათი ფანტაზიის ქმნილება დაფუძნებულია უამრავ საუბრებზე იმ ხალხთან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ტრიალებდნენ მარგარეტის ახლო წრეში და ასევე მისი ქალიშვილის ქეროლ ტეტჩერის მემუარებზე.

Legendary women in the movies and in reality
ეკრანული მარგარეტი გულსაბნევს მარჯვენა მხარეს ატარებს, რეალური კი როგორც ჩანს მარცხენა მხარს ამჯობინებდა.

გამოხატულება: რაც არ უნდა იყოს, მარგარეტის სახელის გაგონებაზე თავში ეგრევე ახსენდებათ არა მისი პოლიტიკური კარიერის ეტაპები, არამედ მისი ზუსტი სტილი, რომელიც გახდა ქალი პოლიტიკოსების იდეალი. ფილმში "რკინის ლედის" გარდერობი საკმარისად სამართლიანად წარმოაჩინეს. მკაცრი ლაკონური კოსტუმები, ბლუები ბანტით, იდეალური ვარცხნილობა, შეუცვლელი მარგალიტი და რა თქმა უნდა, გულსაბნევები. ცნობილია, რომ ტეტჩერი მათი მხურვალე გულშემატკივარი იყო. სწორედ მისი მეშვეობით შემოვიდა მოდაში ეს აქსესუარი პოლიტიკურ წრეებში მოღვაწე ქალბატონებში. რაც შეეხება იდეალურ მაკიაჟს, მხატვარმა პლასტიკურ გრიმს მიმართა, ამასთან გამოიყენა ნოვატორული მეთოდი და მერილ სტრიპის თქმით ის სახეზე ვერაფერ ზედმეტს ვერ გრძნობდა. გრიმის ამგვარი ოსტატობისთვის სამუშაოსთვის ის ოსკარითაც დაფასდა.

Legendary women in the movies and in reality
ბლუზი ბანტით მარგარეტის ერთ-ერთი უსაყვარლესი ნივთი იყო

ლინდსი ლოჰანი — ელიზაბეტ ტეილორი

Legendary women in the movies and in reality
ელიზაბეტის იშვიათი მწვანე ფერის თვალები შეცვალეს ცისფერით

Liz & Dick, 2012
რეჟისორი: ლოიდ კრამერი

Legendary women in the movies and in reality

ხასიათი: ლინდსი ლოჰანს გამოუვიდა ეჩვენებინა ელიზაბეტის თავბრუსხვეობა, თუმცა როლში შეღწევა ამით დამთავრდა. სურათის პროდიუსერებმა ლოჰანზე არჩევანის შეჩერება ახსნეს იმით, რომ სურდათ მსახიობი დამსგავსებოდა პროტოტიპს მეამბოხე ხასიათის დახმარებით. თუმცა, ელიზაბეტ ტეილორი არ არის მხოლოდ ხულიგანობა და მიმზიდველი გარეგნობა, ამიტომაც მისი როლი ცარიელი იქნება მხოლოდ გრიმისა და მოძრაობების მეშვეობით. ის იყო ნამდვილი ლედი, შარმით, ელეგანტურობით და იდუმალებით, რომელიც იზიდავდა კაცებს. კრიტიკოსების შეფასებით, ლოჰანმა აჩვენა მხოლოდ აისბერგის თავი და ხასიათის სიღრმე სცენარებში შემორჩა. თუმცა მათი აზრით სცენარის სუსტი იყო.

Legendary women in the movies and in reality

გამოხატულება:წითური გოგონას აყვანით მომხიბვლელი შავგვრემანის როლზე, კინოს შემქმნელები პრობლემის გადაჭრას მდიდარი გრიმის მეშვეობით ვარადობდნენ. თუმცაღა, კოსტუმების მხატვრებმა მართლაც მოინდომეს, შექმნეს ღირსეული გარდერობი და გააკეთეს მსახიობის ცნობილი კაბების და მორთულობის ზუსტი ასლები. კოსტუმერებს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ივიწყებდნენ ელიზაბეტ ტეილორის სიმდიდრეს, წვრილ წელს და არ არგებდნენ ამ პროპორციას ლინდსის.


Legendary women in the movies and in reality

კატეგორია: საინტერესოა, ფილმები, ვარსკვლავები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top