;
26 ოქტომბერი 2015      Tatia-Angelina     7 კომენტარი     ნანახია 4183-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე გახმაურებული და პოულარული სერიალის ''სამეფო კარის თამაშების '' შესახებ 50 -მდე უცნობ ფაქტს. სულ მალე სერიალის მე-6 სეზონი გამოვა. მოდით კიდევ უფრო ახლოს შევიხედოთ ამ სატელევიზიო მოვლენის კულუარებში

თითოეული სეზონი აპრილის თვის დასაწყისში იღებს სტარტს და 10 ეპიზოდის პრემიერა ივნისის თვის ჩათვლით იმართება HBO-ს ეთერში. თითოეული სეზონი ჯორჯ მარტინის წიგნის მიხედვით რამდენიმე ნოველის ადაპტირებულ ვერსიას წარმოადგენს:

1 სეზონი 2011 A Game of Thrones წიგნის ადაპტაცია
2 სეზონი 2012 A Clash of Kings წიგნის ადაპტაცია
3 სეზონი 2013 A Storm of Swords-ის წიგნის 2/3 ნაწილი
4 სეზონი 2014 A Storm of Swords-ის დარჩენილი 1/3 ნაწილი და მცირედი A Feast for Crows and A Dance with Dragons-დან
5 სეზონი 2015 A Feast for Crows and A Dance with Dragons, მცირედი ნაწილი A Storm of Swords და The Winds of Winter
6 სეზონი 2015 - 2015 TBA TBA TBA




150,000 ადამიანს დაარქვეს მსოფლიო მაშტაბით სახელად ''კჰალისი'', დეინერის ტარგარიენის მსგავსად.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე პოპულარული სახელია ''არია'', არია სტარკის პერსონაჟის გავლენით.
სოფი ტერნერმა, რომელიც სერიალში სანსა სტარკის როლს ასრულებს იშვილა ის ძაღლი, რომელიც სერიალში თავისი მგლის ''როლს'' ასრულებდა.

პიტერ დინკლეიჯი, რომელიც ასრულებს ტირიონ ლანისტერის როლს სინამდვილეში ვეგეტარიანელია. ხორცი, რომელსაც ის ჭამს სერიალში არ არის ნამდვილი.
თეონის დას ''იარას'' წიგნის მიხედვით ქვია ''აშა''


დოთრაკიული ენა სპეციალურად შექმნეს სერიალისთვის. ამისათვის სცენარისტებმა გამოიგონეს 3,000 სიტყვა
სოფი ტერნერი და მეისი უილიამსი, რომლებიც ასრულებენ სტარკის დების როლს სერიალში არიან საუკეთესო მეგობრები რეალურ ცხოვრებაში. ამას მათი პერსონალური ინსტაგრამის ექაუნთიდანაც შენიშნავთ.


პიტერ დინკლეიჯი იყო ჯორჯ მარტინის პერსონალური არჩევანი ტირიონ ლანისტერის როლისთვის
მსახიობები პიტერ დინკლეიჯი (ტირიონი) და ლენა ჰედი (სერსეი) შოუს დაწყებამდე იყვნენ საუკეთესო მეგობრები. სწორედ ის დაეხმარა ლენას სერსეის როლის მიღებაში.


მსახიობ ემილია კლარკს არასდროს ჰქონია თეთრი თმა რეალურ ცხოვრებაში, ის მთელი შოუს მანძილზე ატარებს პარიკს.
HBO 10 წლის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ჯორჯ მარტინთან რათა ეყიდა ეკრანიზაციის უფლება. მსგავს მოლაპარაკებებს არც სხვა კომპანიები ერიდებოდნენ. საბოლოოდ ავტორმა გაყიდა ეს უფლება მხოლოდ იმ პირობით, რომ სერიალს გადაიღებდა HBO
ჯორჯ მარტინმა სერიალის შემქმნელებს დი ბი უაისს და დევიდ ბენიოფს გაუმხილა წიგნის დასასრული იმ შემთხვევისთვის თუ მას დასრულებამდე რამე მოუვა, რადგან მწერალი უკვე მოხუცდა.
სანამ სერიალის პირველი ეპიზოდი ჩაეშვებოდა ეთერში ჯორჯ მარტინი მივიდა ჯეკ გლისონთან, რომელიცც ასრულებს ჯოფრის როლს და უთხრა შემდეგი სიტყვები ''გილოცავ, ყველას ეზიზღები''

50 ფაქტი ''სამეფო კარის თამაშების'' შესახებ

კედელი, რომელიც გადაღებულია სერიალში სინამდვილეში მდებარეობს რუმინეთში
სტარკების ყველა მგელი სინამდვილეში იყო ძაღლი. პირველ სეზონში ისინი იყვნენ რეალური. მოგვიანებით კი მათ კადრებს ამონტაჟებდნენ.


მსახიობი მიშელ პფეირლი, რომელიც ასრულებს ლედი კეიტლინ სტარკის როლს თამაშობდა ''ჰარი პოტერში'' ჰერმიონ გრეინჯერის დედის როლს.
მსახიობ სტეფან დილანის იგივე სტანის ბარათეონის ვაჟი ფრენკ დილანი ''ჰარი პოტერში'' ასრულებს ტომ რიდლის როლს.
მსახიობი ნატალია ტენა, რომელიც ასრულებს ოშას როლს ასევე თამაშობს ''ჰარი პოტერში'' ნიმფადორა ტონქსის როლს

50 ფაქტი ''სამეფო კარის თამაშების'' შესახებ

ემილია კლარკი, კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი სერიალს გარეთ არიან საუკეთესო მეგობრები.

კიტი და როუზი გარკვეული ხნის განმავლობაში ერთმანეთს ხვდებოდნენ კიდეც.


ასევე უახლოესი მეგობრები არიან ლენა ჰედი და პედრო პასკალი.
50 ფაქტი ''სამეფო კარის თამაშების'' შესახებ

სერიალ ''სამეფო კარის თამაშების '' მე-5 სეზონის პრემიერა ერთდროულად 170 ქვეყანაში გაიმართა.
სერიალი ''სამეფო კარის თამაშები'' მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შოუა. მისი გადაღებები ერთდროულად მიმდინარეობს 6 ქვეყანაში. საშუალოდ თითოეული ეპიზოდის ღირებულება შეადგენს 6 მილიონ ამერიკულ დოლარს.

2009-2013 წლებში ''გრეის ანატომიაში'' ელენ პომპეოსათვის გაცემული ჰონორარი სატელევიზიო შოუების ისტორიაში ყველაზე მაღალი იყო. მისი ჰონორარი 350,000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. მიუხედავად ელენის წარმოუდგენელი გასამრჯელოსა 2013 წელს HBO_მ ABC_ის რეკორდი დაამხო სერიალ ''სამეფო კარის თამაშებში''. ამ წლიდან მოყოლებული სერიალის სამ მსახიობს (ემილია კლარკს, ლენა ჰედს და პიტერ დინკლეიჯს) კომპანია 450,000 ამერიკულ დოლარად აფასებდა თითოეულ ეპიზოდში. ამ წუთამდე ე.წ. სატელევიზიო შოუების რეკორდი სწორედ ამ სამ მსახიობს ეკუთვნის.

50 ფაქტი ''სამეფო კარის თამაშების'' შესახებ 50 ფაქტი ''სამეფო კარის თამაშების'' შესახებ 50 ფაქტი ''სამეფო კარის თამაშების'' შესახებ

სერიალის შემქმნელები მთელი სეზონის გადაღების მანძილზე მუშაობენ: აშშ, ხორვატია,მაროკო, მალტა,ირლანდია, და ჩრდილოეთ ირლანდია. მე-5 სეზონიდან ამ სიას დაემატა ესპანეთი.

ერთადერთი ქვეყანა სადაც სერიალის გაშვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა არის თურქეთი. სერიალში ნაშვენები სისხლის და თამამი სცენების გამო მის წინააღმდეგ გამოვიდა თურქეთი არმია და სტამბულის მოსახლეობა. რის სემდეგაც სერიალს ტაბუ დაედო. ისინი თვლიდნენ ,რომ სერიალი ხელს უწყობდა მოსახლეობის გარყვნას.

''სამეფო კარის თამაშების'' სცენარისტთა რაოდენობა მერყეობს 14-20 შორის თითოეულ სეზონში. აქედან თითოეულს ეკუტვნის სხვადასხვა ტიპის სცენარის წერა. არსებობენ ჩვეულებრივი სცენარისტები, განსხვავებული სცენარისტები, და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეპიზოდების სცენარისტები. ჯორჯ მარტინი მათგან მხოლოდ ექვს შეხვედრია ამ ხუთი წლის მანძილზე.

სერიალს ხუთი წლის მანძილზე 300_ზე მეტი ნომინაცია მიუღია სხვადასხვა კინოდაჯილდოებებზე.
ჯორჯ მარტინი წიგნების სერიას წერს უკვე 15 წელია. ამ დროის მანძილზე მას მხოლოდ ხუთი წიგნი აქვს დაწერილი.


სერიალის შესავლის საუნდრექს აღებული აქვს ემის ჯილდო.
პიტერ დინკლეიჯმა ტირიონ ლანისტერის როლისთვის ორჯერ მოიგო ემის ჯილდო ''საუკეთესო დრამა მსახიობის'' ნომინაციაში 2012 და 2015 წლებში. მის ანგარიშზეა ასევე ოქროს გლობუსი
''სამეფო კარის თამაშების'' კოსტუმები გახდა ყველაზე პოპულარული სამოსი ჰელოუნისთვის



სითხე, რომელიც კჰალ დროგომ ვისერის ტარგარიენს გადაასხა თავზე იყო ოქროსფერი ჟელატინი.

პიტერ დინკლეიჯმა განაცხადა, რომ როდესაც ის იღებს სერიოზულ და მძიმე სცენებს ლენა ჰედთან ერთად ის ცდილობს არ დაამყაროს თვალით კონტაქტი ლენასთან რადგან არ შეუძლია მასზე გაბრაზება და ყოველთვის ეცინება.


მეისი უილიამსის (არიას) დედა არ აძლევს მას უფლებას წაიკითხოს ''ყინულისა და ცეცხლის სიმღერა''
რადგან თვლის, რომ მისთვის ჯერ ადრეა სანამ არ გაიზრდება.
სერიალის პილოტს იღებდნენ 2005 წლიდან 2009 წლამდე და მუდმივად ცვლიდნენ რადგან არ მოსწონდათ.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრაზა ''Valar morghulis'' ითარგმნება როგორც ''ყველა კაცი უნდა მოკვდეს''
მის საპასუხოდ გამოყენებული ფრაზა ''Valar Dohaeris'' _ გამოითქმის როგორც ''ყველა კაცი უნდა მსახურობდეს."


წიგნებს შორის ყველაზე დიდია მესამე ''ხმლების გრიგალი''
რკინის ტახტი წიგნის მიხედვით გაცილებით დიდია ვიდრე სერიალის.


სიბელ კეკილი, რომელიც ტირიონის შეყვარებულის შეის როლს ასრულებდა მანამდე იყო პორნო მსახობი. ფილმში საერთო ჯამში პორნო ინდუსტრიაში გამოცდილი 6 მსახიობი თამაშობს.

ემილია კლარკი ინტერვიუებში თავის დრაკონებს მოიხსენიებს,როგორც ''ჩემი ბავშვები'' , ხოლო ნიკოლაი კოსტარ ვალდაუ ლენა ჰედს, როგორც ''ჩემი სიყვარული''
სოფი ტერნერმა HBO_ სგან მიიღო მისალოცი ბარათი როდესაც სანსა ქორწინდებოდა ტირიონზე. ''გილოცავთ თქვენს ყალბ ქორწინებას''

უნა ჩაპლინი, რომელიც ასრულებს რობ სტარკის ცოლის როლს არის ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი.



ალფი ალენი (თეონ გრეიჯოი) არ ჭამდა საჭმელს 2 დღის განმავლობაში რათა ყოფილიყო კარგი შესახედავი როდესაც შიშველი სცენის თამაში მოუწევდა.
სერიალის მსახიობებს, რომლებსაც არ აქვთ წიგნი წაკითხული შეპყრობილნი არიან იმის შიშით,რომ მათი პერსონაჟი მოკვდება და შოუს დატოვება მოუწევთ.


ჯეკ გლესონმა, რომელიც ასრულებს მეფე ჯოფრის როლს განაცხადა, რომ აპირებს მსახიობობისგან დაისვენოს. მეტი დრო დაუთმოს ქველმოქმედებას და დაარსოს თავისი თეატრალური წრე. მან განაცხადა,რომ მოღვაწეობა დაიწყო ჯერ კიდევ რვა წლის ასაკში და დროა დაისვენოს.

ლენა ჰედმა მისდაუნებლიედ გაამხილა დორნელი პრინცის სიკვდილის ამბავი ინსტაგრამზე, როდესაც სპოილერის შემცველი ფოტო დადო. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ამ ფაქტზე ყურადღება არ გაუმახვილებია. ფოტოს ატვირთვის დროს მაყურებელმა ჯერ კიდევ არ იცოდა პრინცის განაჩენი.
პიტერ ვოუგჰანი, რომელიც ასრულებს აემონ ტარგარიენის როლს სინამდვილეშიც ბრმაა.

50 ფაქტი ''სამეფო კარის თამაშების'' შესახებ

J.R.R. Martin _ იშიფრება როგორც ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი

ჯორჯ მარტინის საყვარელი პერსონაჟია ტირიონ ლანისტერი.

2015 წლის ემის დაჯილდოების ბოლოს მაყურებელმა გავიგეთ, რომ ჯონ სნოუ ნამდვილად ცოცხალია. როგორც წამყვანმა გვამცნო ის მთელი ცერემონიალის მანძილზე იჯდა ჯორჯ მარტინის გვერდით და ცდილობდა ''გამოეტეხა'' საბოლოოდ მან ეს მოახერხა. წამყვანმა ენდი სამბერგმა საზოგადოებას განუცხადა: ''დაბადების დღეს გილოცავ ჯორჯ მარტინ. სარეკლამო ჭრის დროს მან გამიმხილა საიდუმლო. ჯონ სნოუ ცოცხალია''

50 ფაქტი ''სამეფო კარის თამაშების'' შესახებ

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

7


  • anjelika თქვა:
    29 ოქტომბერი 2015 01:58 - ID: 7,
    ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი სერიალში არის Charlie Sheen-ი Two and a Half Men-ში 2 მილიონი დოლარით

  • Ggvantsa თქვა:
    28 ოქტომბერი 2015 20:41 - ID: 6,
    მოუთმენლად ველოდები აპრილს winked

  • Nirvana თქვა:
    27 ოქტომბერი 2015 22:43 - ID: 5,
    აუუ მინდოდა რო არ დამთავრებულიყო :დ ჩემი სნოუ love

  • liliana თქვა:
    27 ოქტომბერი 2015 22:19 - ID: 4,
    ვაიმე ცოცხალია ცემი უცოდინარი ჯონიკოო.. :Dდდდდდდ

  • anthea თქვა:
    26 ოქტომბერი 2015 22:09 - ID: 3,
    სნოუ რომ გადარჩებოდა მარტინზე ადრე მე მივხვდი wink

  • nini:)(: თქვა:
    26 ოქტომბერი 2015 19:00 - ID: 2,
    აუ ერთი სული მაქვს როდის გამოვა love

  • GLao თქვა:
    26 ოქტომბერი 2015 17:55 - ID: 1,
    ძააააალიან მიყვარს

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top