;
10 January 2017      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 1098-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა



"შეიყვარე შენი ქვეყნის ისტორია"
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან


რადგანაც ისტორია სავალდებულო საგანია, რომელიც სკოლაში ისწავლება, ბავშვების დამოკიდებულება ამ საგნის მიმართ სახელმძღვანელოებით განისაზღვრება. ტრადიციულად, ისტორიის სახელმძღვანელოებში უამრავი თარიღი, ფაქტი და მნიშვნელოვანი ადამიანია წარმოდგენილი. ეს ყველაფერი მოსწავლეს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისტორია რთული საგანია, ბევრი რამ არის დასაზეპირებელი და ამიტომ ნაკლები ინტერესით ეკიდებიან მას. რეალურად კი ისტორია არის ერთ-ერთი საშუალება, რომ შეისწავლო და რაც მთავარია, შეიყვარო შენი ქვეყანა.

სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, როცა ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ. გვინდოდა, ახალგაზრდებს ისტორიისთვის სხვა თვალით შეეხედათ. გვეჩვენებინა მათთვის, რომ ისტორია თარიღებისა და რთული სახელწოდებების გარეშე ბევრად მიმზიდველია. ჩვენ ვცდილობდით, შეგვექმნა ისეთი ისტორია, როგორიც მათ სურდათ ესწავლათ სკოლაში და ვფიქრობთ, რომ შევძელით. ეს არ არის სახელმძღვანელო, არც სამეცნიერო ნაშრომი, არამედ მარტივ, გასაგებ ენაზე მოყოლილი მოვლენები და ამბებია, რომლებიც როგორც პატარებისთვის, ასევე მოზარდებისთვისაც საინტერესოა.



„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“ ამ პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ მივიღეთ პროდუქტი, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ აქვს. შევეცადეთ, უამრავი ინფორმაციიდან შეგვერჩია ყველაზე საყურადღებო და მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც 10 წიგნში გადავანაწილეთ. „საქართველოს ისტორია“ 10 დამოუკიდებელ წიგნს აერთიანებს და იგი წიგნის მაღაზიებში უკვე გამოჩნდა.

#შეიყვარეშენიქვეყნისისტორია


კატეგორია: საინტერესოა
Tags:

2





მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top