;

19 January 2012      MaKakAaa     Views 5700    
Category: Fun, Interesting

† გილოცავთ ნათლისღებას †

ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ


ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში
იოანე ნათლისმცემლისაგან ნათელ იღო.


იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადაგებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა
. სხვებთან ერთად მასთან იესოც მივიდა. იოანეს უღირსად მიაჩნდა თავი მის მოსანათლად და უთხრა, რომ უკეთესი იქნებოდა, თავად მიეღო ნათელი ქრისტესაგან, რაზეც უფალმა მიუგო: „დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე“ (მათე 3,15) და მონათლა. როდესაც იესო ქრისტე წყლიდან ამოდიოდა, გაიხსნა მის თავზე ცა და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზედ, ციდან კი მამა ღმერთის ხმა მოისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე“ (მათე 3,15).

ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ,
რადგან მაცხოვრის ნათლისღებისას ქვეყნიერებას ერთარსება ღმერთის სამგვარობა გამოეცხადა.

წმიდა იოანე დამასკელის თქმით, უფალმა იმიტომ კი არ მიიღო ნათელი, რომ თვით სჭირდებოდა განწმენდა, არამედ იმიტომ, რომ წყლით განებანა კაცთა ცოდვები,
„წყლის ბუნება“ გაენათლებინა და კაცთათვის ნათლისღების სახე და მაგალითი ეჩვენებინა. ნათლისღებით ძველი სჯული დასრულდა და დასაბამი დაედო ახალს. ქრისტემ წყლით და სულიწმიდით განაახლა ცოდვებისაგან დამძიმებული კაცის ბუნება.

ნათლისღებისას ქრისტიანი უერთდება ქრისტეს სხეულს. წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი, გონებისათვის მიუწვდომლად, განსწმენდს სულს.
ნათლობით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და იგი ღვთის შვილობის პატივს იღებს, მისი სულიერი ძალები ახლდება.

ნათლისღების დღესასწაულზე ხდება წყლის კურთხევა, ანუ დიდი აიაზმა. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უდიდესი ძალა აქვს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები.

„სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა“ (მათე 3.16) და ამით გვაუწყებს, რომ მოვალს მშვიდობა დედამიწაზე, რომელიც ქრისტე იესუს განკაცებამ, ნათლისღებამ, ვნებამ და მკვდრეთით აღდგომამ უნდა მოუტანოს კაცობრიობას და მხოლოდ ამის შემდგომ, როცა აღესრულა ყოველივე, ე.ი. სიმართლე სჯულისა და გარდამოხდა სული წმიდა, ხმაც იყო მამისა ზეცით, რომელიც იტყოდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“. შემდგომად ნათლისღებისა, „იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან“.

რატომ ეწოდება, და ბოლოს, დღევანდელ დღესასწაულს არა მხოლოდ ნალთისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, არამედ ღვთისგანცხადებაც? მხოლოდ ამჟამად, ნათლისღებისას უფლისა გახდა აშკარა, რომ ღმერთი სამობით არის: ძე ნათელს იღებს, სული წმიდა გარდამოვალს, მამა ხმას მოსცემს ზეცით, რომელსა მხოლოსა ღმერთსა მამასა, ძესა და სულსა წმიდასა შვენის პატივი, დიდება, სიტკბოება და თაყვანისცემა აწ და საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.

ნათლისღების დღეს მიღებულია ნათლულმა მოინახულოს ნათლია და პატივი სცეს მის სულიერ აღმზრდელს.



† გილოცავთ ნათლისღებას †


Category: Fun, Interesting
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top