;
1 მაი 2011      anano-anano     3 კომენტარი     ნანახია 7258-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

წყვილი-კეტი ჰოლმსი და ტომ კრუზი

ამ სიყვარულის შედეგი,სამი წლის სური,არასოდეს ყოფილა პარიზში,მაგრამ უკვე იცის,რომ სწორედ ამ ქალაქში 2005 წელს მამამ დედას ცოლობა სთხოვა.სიყვარულში გამოტყდომისთვის ტომმა მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილი,ეიფელის კოშკი აირჩია,კერძოდ კი,კოშკზე განთავსებული რესტორანი.ვახშმის დროს ტომი წამოდგა,საყვარელ ქალს დაუჩოქა და ორი თვის გაცნობილ კეიტს ნიშნობის ბეჭედი გაუწოდა.



წყვილი-ჟიზელ ბანდჩენი და ტომ ბრედი

ტომ ბრედიმ ბრაზილიელ ლამაზმანს ცოლობა ჰაერში,ნიუ იორკის-ბოსტონის რეისზე ფრენისას სთხოვა.ეს 2008 წელს მოხდა.ბრიტანელმა სპორტსმენმა თავისი შეყვარებული და მისი მშობლები კერძო თვითმფრინავში დაპატიჟა.მთელი სალონი თეთრი ვარდებით იყო მორთული.როგორც კი თვითმფრინავი აფრინდა,ტომმა ნიშნობის ბეჭედი ამოიღო და სუპერმოდელს ცოლობა სთხოვა.



წყვილი-ჰაიდი კლუმი და სილი

როდესაც შვილები სთხოვენ,რომ ძილის წინ ზღაპარი მოუყვეს,სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი ისევ და ისევ უყვება საკუთარ ისტორიას,რამდენად ორიგინალურად სთხოვა ცოლობა 2005 წლის დასაწყისში მათმა მამამ. სილიმ საყვარელ ქალს შესთავაზა,გაესეირნათ ვერტმფრენით და მთების სილამაზით დამტკბარიყვნენ.მოულოდნელად ვერტმფრენი მაღალი მთის წვერზე დაჯდა,იქ შეყვარებულ წყვილს,სილის მითითებით,ესკიმოსები დახვდნენ სრული აღჭურვილობით,მათ წყვილი ყინულის ქოხამდე მიაცილეს,სადაც იდგა საწოლი,რომელიც წითელი ვარდის ფურცლებით იყო დაფარული,ქოხი განათებული იყო სურნელოვანი სანთლებით და მაგიდაზე ფრანგული შამპანურიც იდგა.ამ გარემოში სილიმ მუხლებზე დაიჩოქა და საყვარელ ქალს 10 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი გაუწოდა.



წყვილი-პინკი და კერი ჰარტი

შეიძლება პინკი დღემდე თავისუფალი ქალი ყოფილიყო,ინიციატივა საკუთარ თავზე რომ არ აეღო.მისი რჩეული,კერი ჰარტი,არ ჩქარობდა ურთიერთობის ნიშნობამდე მიყვანას.მაშინ მომღერალმა თავად იღო ინიციატივა და ერთ-ერთი მოტორბოლის დროს სტადიონზე,როდესაც ტრიბუნაზე მჯდომ პინკს საყვარელმა მამაკაცმა მოტოციკლით ჩაუარა,დროშა ასწია ,რომლის ერთ მხარეს ეწერა: ,,ცოლად მომიყვან?'' მეორე მხარეს კი: ,,სერიოზულად გეკითხები!''



წყვილი -კეტი პერი და რასელ ბრენდი

2010 წლის ღამე ყველაზე რომანტიკულად ალბათ მომღერალმა კეტი მპერიმ და ინგლისელმა კომიკოსმა რასელ ბრენდმა გაატარეს.მათი ნიშონობა 2009 წლის ბოლო დღეს ინდოეთში შედგა.სასტუმროს პერსონალს დავალებული ჰქონდა,ყველაზე რომანტიკული ვახშამი მოემზადებინათ.ვახშამზე წყვილი ცხენებით მივიდა.რასელმა საყვარელ ქალს უზარმაზარი თაიგული აჩუქა,რომელშიც კეტიმ ნიშნობის ბეჭედი იპოვა.მომღერალმა მაშინვე იყვირა: დიახ!



წყვილი-ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი

ჯენიფერს თავისი 33-ე დაბადების დღე დიდხანს დაამახსოვრდება.მეგობრებთან ერთად კაფეში მხიარულობდა,როდესაც იქვე სატვირთო მანქანა გაჩერდა და ჯენიფერს დიდი,შეფუთული საჩუქარი მიართვეს.ზომებიდან გამომდინარე,გარნერს საჩუქარი ავტომობილი ეგონა,მაგრამ,როცა გახსნა,ყუთი ცარიელი აღმოჩნდა.ასეთი მწარე ხუმრობის გამო,გაბრაზებასაც კი აპირებდა,მაგრამ უეცრად იმ სიცარიელეში პატარა ყუთი დაინახა,რომელშიც ბენ აფლეკის მიერ გამოგზავნილი ნიშნობის ბეჭედი იდო.



წყვილი-ბრენდონ ფრეიზერი და აფტონ სმიტი

ფილმ ,,მუმიას'' ვარსკვლავმა,ბრენდონ ფრეიზერმა ,ნიშნობისათვის სიყვარულის ქალაქად წოდებული პარიზი აირჩია. სენას ხიდზე სეირნობისას მან თავის რჩეულს,აფტონს პოლაროიდის ფოტოაპარატით სურათის გადაღება სთხოვა.როდესაც საყვარელმა ქალმა აპარატი მოიმარჯვა,ბრენდონმა პიჯაკი გაიღეღა,მასზე კი ეწერა:გამომყვები ცოლად? .მოულოდნელობისგან აფტონმა აპარატს ხელი დააჭირა და.. დღეს ეს ფოტო მათ ოჯახში რელიკვიას წარმოადგენს.



წყვილი-კრისტინა აგილერა და ჯორდან ბრეტმენი

პოპ სცენის პრინცესას გულის მოგება ადვილი არ ყოფილა.2005 წელს კრისტინა და ჯორდანი უქმე დღეებს კალიფორნიის პატარა ქალაქ კარმელში ატარებდნენ.ერთ დღესაც,როდესაც სასტუმროს ნომრის კარი შეაღო,მომღერალი შოკში ჩავარდა.მთელი ოთახი სავსე იყო ვარდის ფურცლებით და სასაჩუქრე ყუთებით.თითოეულ ყუთში იდო საჩუქარი და ლექსი,რომლითაც ჯორდანი თავის გრძნობებს უზიარებდა. ერთ-ერთ ყუთში კი ნოშნობის ბეჭედი აღმოჩნდა.წყვილმა 2005 წლის 19 ნოემბერს იქორწინა.


კატეგორია: საინტერესოა
Tags:

3


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top